NAPR https://reestri.gov.ge/rss Testing & Checking the Feed Writer project https://reestri.gov.ge/rss https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d9/Rss-feed.svg/256px-Rss-feed.svg.png en-US Sun, 17 Nov 2019 05:25:14 +0000 Sat, 06 Apr 2013 00:00:00 +0000 http://www.creativecommons.org/licenses/by/1.0 FeedWriter საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგანტომ Google Map-ზე დედაქალაქის 8 რაიონის მონაცემები სრულად განათავსა http://reestri.gov.ge/p/127 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგანტომ Google Map-ზე დედაქალაქის 8 რაიონის მონაცემები სრულად განათავსა. დაინტერესებულ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ გლდანის, საბურთალოს, სამგორის, ისნის, მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების მთლიანი გზათა ქსელი, შესაბამისი ნუმერაციით დანომრილი ყველა შენობა და ნაგებობა პოპულარულ სერვისზე მოიძიონ. ამას გარდა, რუკაზე დატანილია საშუალო სკოლების საზღვრებიც და თითოეული მათგანი საკუთარი ნომრითაა აღნიშნული.

Google-ს რუკას თანდათან ემატება თბილისის მწვანე საფარიც - პარკები, ბაღები და სკვერები. ამჟამად  უწყების GIS სპეციალისტები Google Map-ზე დიდუბის მონაცემებს ათავსებენ. მისი დასრულების შემდეგ კი მუშაობა ბოლო - ნაძალადევის რაიონზე დაიწყება.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  თბილისის Google Map-ზე განთავსების მთლიანად დასრულებას 2015 წელს გეგმავს.

 სააგენტო უკვე მესამე წელია გეოგრაფიულ-სივრცობრივ მონაცემებს აგოვებს და მუდმივად მუშაობს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში  საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული.  რუკას თანდათან ემატება შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ.

Google-ის პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება  მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემის, ტურიზმისა და  ქვეყანის ეკონომიკური განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, Google-ს რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ორწლიანი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2011 წელს გაჩნდა. ამჟამად უწყება  Google maps-ს რეგიონალური ადმინისტრატორია. რუკაზე მუშაობა მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმიანობას  კვლავაც გააგრძელებს.

 

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს http://reestri.gov.ge/p/132 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და შვედეთის მიწის რეგისტრაციის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სააგენტოსთან (Lantmateriet) ერთად ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მენეჯმენტის და შვედი ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში ახალი პროექტის წინადადება შემუშავდა. პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს: პროექტი ითვალისწინებს სააგენტოს მხარდაჭერას მოქალაქეზე ორიენტირებული, ეფექტური, გამარტივებული და კომფორტული სერვისების შექმნისა და განვითარებისთვის.
შვედი ექსპერტები სააგენტოს დახმარებას გაუწევენ სასოფლო-სამეურნეო მიწების პირველადი რეგისტრაციების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაში.
პროექტის ერთერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის მხარდაჭერა, რომელიც მონაცემების ხელმისაწვდომობას და ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასევე წარმოადგენს გეოდეზია-კარტოგრაფიის მიმართულება. შვედი ექსპერტების დახმარებით განხორციელდება სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც დარგის განვითარებისკენ არის მიმართული.
პროექტის მხარდაჭერით სააგენტო გააგრძელებს ქვეყნისთვის დამისამართების პროექტს. ასევე, პროექტის ფარგლებში შვედი ექსპერტები ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ სააგენტოს მენეჯმენტს ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავებასა და რეგიონალიზაციის პროცესში, შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებაში. პროექტის ფარგლებშივე დაიგეგმება მონაცემთა დამუშავებისა ერთიანი სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების ავტომატურ ურთიერთთავსებადობას. პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება

]]>
საჯარო რეესტრისა და იუსტიციის სახლის თანამშრომელთა შეხვედრა http://reestri.gov.ge/p/621 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მონაწილეობით სემინარი გაიმართა.
ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 13 იუსტიციის სახლი მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი ეფექტური არხია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისების მისაღებად. სწორედ ამიტომ, ამ ორი უწყების კოორდინირებულ მუშაობას და სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მათ დროულ ინფორმირებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მოქალაქეები საჯარო რეესტრის სერვისების მისაღებად იუსტიციის სახლის მიმღებ-ოპერატორებს მიმართავენ. ამიტომ, თანამშრომელთა გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა ორივე უწყების პრიორიტეტია.
ინფორმაციისთვის:
იუსტიციის სახლის ამოქმედების შემდეგ მისი ერთიანი სივრცის ნაწილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოც გახდა.
იუსტიციის სახლის პროექტმა, რომელმაც სახელმწიფო სერვისების უმრავლესობა ერთ სივრცეში მოაქცია, მოქალაქისა და საჯარო სექტორის ურთიერთობის გამარტივების პროცესში უდიდესი როლი შეასრულა.
მანამდე სახელმწიფო სტრუქტურები მოქალაქეს უზარმაზარ ბიუროკრატულ აპარატად მიაჩნდა, რომლის ფუნქიცონირება სხვადასხვა უწყების მოქმედებაზე იყო დამოკიდებული, მათი კოორდინირებული მუშაობა კი სირთულეს წარმოადგენდა: მოქალაქეს, რომელსაც უძრავი ქონების ან ბიზნესის რეგისტრაცია, პასპორტის ან დაბადების მოწმობის აღება სურდა, ამ მომსახურებების მისაღებად მისვლა სხვადასხვა უწყებაში უწევდა.
რამდენიმე წლის წინ „იუსტიციის სახლის“ შექმნის იდეა გაჩნდა. ახალი პროექტი სხვადასხვა სტრუქტურების ერთ შენობაში, ერთ სივრცეში გაერთიანებას ითვალისწინებდა, რაც სახელმწიფო სერვისების ერთ ადგილას მიღებასა და მთლიანად მომსახურების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივდებდა.
დღეს იუსტიციის სახლები სხვადასხვა მომსახურების გაერთიანების მიუხედავად, მუშაობის პროცესში სისწრაფესა და ეფექტურობას არ კარგავენ. აქ ყველაფერი მომხმარებლების მაქსიმალურ კმაყოფილებაზეა ორიენტირებული: 300-ზე მეტი სერვისის მიღება სწრაფად და კომფორტულადაა შესაძლებელი.
იუსტიციის სახლის შექმნის იდეა პირველად საქართველოში გაჩნდა, ის არცერთი ქვეყნის პრაქტიკას არ ეყრდნობა და წარმატებული მუშაობის გამოცდილებით სხვადსხვა სახელმწიფოს დიდ ინტერესს იწვევს. სახელმწიფო სერვისების ერთ სივრცეში ორგანიზების ქართული მოდელის სხვა ქვეყნებში დანერგვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რისთვისაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

]]>
შეხვედრა კახეთის სარეგისტრაციო სამსახურების თანამშრომლებთან http://reestri.gov.ge/p/624 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების შემოვლას აგრძელებს. დღეს პაპუნა უგრეხელიძე კახეთს ეწვია და სამსახურების მუშაობას ადგილზე გაეცნო.
თანამშრომლებთან შეხვედრაზე თავმჯდომარემ ბოლო თვეების განმავლობაში განხორცილებული სამუშაოები შეაჯამა და პრიორიტეტულ საკითხზე - ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებში განსახორციელებელ სამუშაოებზეც ისაუბრა. განიხილა მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრაზე თავმჯდომარემ სარეგისტრაციო პრაქტიკის სრულყოფასთან დაკავშირებით თანამშრომელთა მოსაზრებები მოისმინა, სააგენტოში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზეც ისაუბრა და განსაკუთრებით აღნიშნა რაიონის თანამშრომელთა მოსაზრებების და მათი შესაძლებლობების სწორი მიმართულებით გამოყენების მნიშვნელობა.
პაპუნა უგრეხელიძემ აღნიშნა, რომ სააგენტოს მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს, რათა მოქალაქეებმა მომსახურება სწრაფად და ხარისხიანად მიიღონ: „სააგენტოს მენეჯმენტი ცდილობს მაქსიმალურად უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების გამართული ფუნქციონირება, რაც პირდაპირ აისახება მოქალაქეთა კმაყოფილების ხარისხზე. ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება ჩვენი მთავარი ამოცანაა, რისთვისაც ვცდილობთ რაიონის თანამშრომელთა მოსაზრებები გავითვალისწინოთ და მათი შესაძლებლობები სწორი მიმართულებით გამოვიყენოთ. გარდა ამისა, სააგენტომ არაერთ ახალი პროექტს ახორციელებს, რომლებშიც რაიონული სამსახურების ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია“. სარეგისტრაციო პრაქტიკის დახვეწისა და სრულყოფის მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარე უკვე ეწვია შიდა და ქვემო ქართლის, სამცხე–ჯავახეთის, აჭარის, იმერეთისა და სამეგრელოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებს.

]]>
ჯომარდობა 2014 http://reestri.gov.ge/p/625 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მდინარე ფშავის არაგვზე ჯომარდობის ტური გამართეს. შეჯიბრი სოფელ მაღაროსკარიდან 4 კილომეტრით ზევით - კოპალას სალოცავიდან დაიწყო და სოფელ თვალივთან დასრულდა.

წლევანდელ ჯომარდობაში 105 თანამშრომელი მონაწილეობდა, შეჯიბრის გამარჯვებული კი სკანირების სამსახურის გუნდი გახდა.

ჯომარდობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ერთ-ერთი საყვარელი სპორტული აქტივობაა. შეჯიბრი ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და მასში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.
]]>
სახელდების და სიმბოლიკის კომისია http://reestri.gov.ge/p/626 22 აგვისტოს საჯარო რეესტრის სამისამართო სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გაფართოებულ სხდომაში, სადაც განხილულ იქნა ინფორმაცია დედაქალაქში არსებული სახელდებული და უსახელო ქუჩების შესახებ.
სამისამართო სამსახურმა აღნიშნულ სხდომაზე წარადგინა ინფორმაცია ქალაქ თბილისში მისამართების სისტემური ნუმერაციის შესახებ, ქუჩების სახელდებასა და გზათა ქსელის მომზადებასთან დაკავშირებით. ასევე სხდომაზე საჯარო რეესტრის სამისამართო სამსახურის მიერ გამოითქვა მოსაზრებები სამისამართო აბრების განთავსების პროცედურებთან დაკავშირებით.
სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც შევლენ თბილისის არქიტექტურის და კეთილმოწყობის სამსახურების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც ერთობლივად იმუშავებენ დედაქალაქში სამისამართო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.

]]>
სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან http://reestri.gov.ge/p/627  
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის ეგიდით განსახორციელებელი „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ განიხილეს და დეტალურად იმსჯელეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებზე.
„საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ მოიცავს ორ კომპონენტს: საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია (სოფლის მეურნეობის სამინისტრო) და მიწის ბაზრის განვითარება, რომლის განმახორციელებელი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა.

მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის პილოტ პროექტი გულისხმობს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების საკადასტრო და პირველად სარეგისტრაციო სამუშაოებს 11 სოფელში.

პილოტ პროექტის ფარგლებში მოხდება 48 000 სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია, რომლის წინა, მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს ნაკვეთებისა და მესაკუთრეების იდენტიფიკაციას, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებას და არსებული პრობლემების ანალიზს, საკადასტრო აზომვით სამუშაოებს და ა.შ. პროექტი ასევე დაარეგულირებს მიწის მესაკუთრეობასთან მიმართებაში ქალთა უფლებების შეზღუდვის საკითხს. განხორციელებული სამუშაოების ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მეთოდოლოგია, რომელიც დაგვეხმარება ქვეყანაში დავასრულოთ სასოფლო სამეურეო მიწების პირველადი რეგისტრაცია, რაც დღეისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასრტრო მონაცემთა ბაზა კი ხელს შეუწყობს როგორც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ასევე უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას და ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას.“
პილოტ პროექტისთვის შერჩეულია შემდეგი სოფლები: დაბა შუახევი, ლახამულა, სალხინო, არბოშიკი, კარალეთი, საგურამო, ზარიძეები, დაბა მანგლისი, არხილოსკალო, ვედიდკარი, ჯიმითი-ბოგდანოვკა.
პილოტ პროექტი ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირებას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას, რასაც წინ უსწრებს სარეგისტრაციო საკანონმდებლო ბაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტების ანალიზი, რომლიც უკვე ხორციელდება USAID EPI-ის დახმარებით.
პილოტ პროექტი 11 სოფელში 2014 წლის ოქტომბერში დაიწყება და 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიონი აშშ დოლარია.
]]>
ქუჩის კალათბურთი http://reestri.gov.ge/p/628 იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ქუჩის კალათბურთის კორპორაციული ტურნირი “3X3 Ministry of Justice” გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა უწყებებთან ერთად შეჯიბრში მონაწილეობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამმა გუნდმა მიიღო. სულ მონაწილეობას იღებდა 16 გუნდი. ტურნირი იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე, სპეციალურად მოწყობილ გასაშლელ საკალათბურთო მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა. დაძაბული შეჯიბრის ფინალში ერთმანეთს იუსტიციის სახლისა და გენერალური პროკურატურის გუნდები დაუპირისპირდნენ. მოგება კი იუსტიციის სახლს დარჩა. საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს ქალთა გუნდმა კი საჩვენებელ მატჩში გაიმარჯვება მოიპოვა. ტურნირის მთავარი მიზანი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სისტემაში შემავალ უწყებებში დასაქმებულ თანამშრომელთა გაცნობა იყო. ღონისძიება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.

]]>
შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან http://reestri.gov.ge/p/631
10517580_774756962576164_3171279126021739565_n
 
24 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პიტერ    გუდმანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის ეგიდით განსახორციელებელი „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ განიხილეს. როგორც მსოფლიო ბანკის      წარმომადგენელმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პიტერ გუდმანმა აღნიშნა, პროექტი უკვე დამტკიცებულია მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ.
„საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ მოიცავს ორ კომპონენტს: საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია (სოფლის მეურნეობის სამინისტრო) და მიწის    ბაზრის განვითარება, რომლის განმახორციელებელი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა.
მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის პილოტ პროექტი გულისხმობს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების საკადასტრო და პირველად სარეგისტრაციო სამუშაოებს 11  სოფელში.
როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა: „პილოტ პროექტის ფარგლებში მოხდება 48 000 სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია, რომლის წინა, მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს ნაკვეთებისა და მესაკუთრეების იდენტიფიკაციას, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებას და არსებული პრობლემების ანალიზს, საკადასტრო აზომვით სამუშაოებს და ა.შ. პროექტი ასევე დაარეგულირებს მიწის მესაკუთრეობასთან მიმართებაში ქალთა უფლებების შეზღუდვის საკითხს. განხორციელებული სამუშაოების ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მეთოდოლოგია, რომელიც დაგვეხმარება ქვეყანაში დავასრულოთ სასოფლო სამეურეო მიწების პირველადი რეგისტრაცია, რაც დღეისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასრტრო მონაცემთა ბაზა კი ხელს შეუწყობს როგორც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ასევე უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას და ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას.“
პილოტ პროექტისთვის შერჩეულია შემდეგი სოფლები: დაბა შუახევი, ლახამულა, სალხინო, არბოშიკი, კარალეთი, საგურამო, ზარიძეები, დაბა მანგლისი, არხილოსკალო, ვედიდკარი, ჯიმითი-ბოგდანოვკა.
პილოტ პროექტი ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირებას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას, რასაც წინ უსწრებს სარეგისტრაციო საკანონმდებლო ბაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტების ანალიზი, რომლიც უკვე ხორციელდება USAID EPI-ის დახმარებით.
პილოტ პროექტი 11 სოფელში 2014 წლის ოქტომბერში დაიწყება და 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიონი აშშ დოლარია.
 
]]>
„საჯარო რეესტრის შშმ პირთა დასაქმების პროექტს“ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სემინარზე გაეცნობიან http://reestri.gov.ge/p/718 12-18 ოქტომბერს, უკრაინაში,  ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით გაიმართება სემინარი „სამოქალაქო საზოგადოება, როგორც შშმ პირთა უფლებების დამცველი სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში“. ღონისძიებას,

sh sh mბრიტანეთის საბჭოს მიწვევით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, კობა ნადირაძე დაესწრება. „საჯარო რეესტრის შშმ პირთა დასაქმების პროექტს“  სემინარის მონაწილეებს სწორედ იგი გააცნობს.იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შშმ პირებისთვის თანაბრად მისაწვდომი გარემოს შექმნისა და მათი ჩართულობის კუთხით კარგი გამოცდილება აქვს, რაც გულისხმობს როგორც შშმ პირთა დასაქმებას, ასევე სააგენტოს სერვისებით თანაბარი და დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობებით უზრუნველყოფას. 

2008 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო უწყებებს შორის  პირველმა შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანები დაასაქმა. მას შემდეგ, რაც უწყებაში ტექნოლოგიური რეფორმა განხორციელდა და ელექტრონული საქმისწარმოება დაინერგა, რეგისტრაციის პროცესმა ინტერნეტში გადაინაცვლა. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა გარკვეული სამუშაოს დისტანციურად შესრულება და იმ ადამიანების დასაქმება, რომლებსაც სათანადო განათლება ჰქონდათ, მაგრამ გადაადგილება უჭირდათ. ინიციატივამ წარმატებული პრეცედენტი შექმნა. დღეს საჯარო რეესტრის სააგენტოში 15 შშმ პირი მუშაობს და მოქალაქეებს კვალიფიციურ მომსახურებას უწევს. სააგენტო მუდმივად ცდილობს შშმ თანამშრომლებს თანაბარი სამუშაო პირობები შეუქმნას: ყველა მათგანს სპეციალური სასწავლო კურსი აქვს გავლილი, აღჭურვილია კომპიუტერული და საოფისე ტექნიკით, სამუშაო პირობები საცხოვრებელ ადგილზევე აქვს შექმნილი და სამსახურეობრივი ფუნქციების სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად შესრულება შეუძლია. ამავდროულად, იუსტიციის სახლებისა და საჯარო რეესტრის ოფისების ადაპტირებული გარემო - ავტოსადგომები, პანდუსები და ა.შ. მათ საშუალებას აძლევს, დაკისრებული უფლება-მოვალეობები მათი სურვილის შემთხვევაში, სამსახურში შეასრულონ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ სსიპებში, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის ფუნქციონირებს დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე  30–მდე შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე პირი მუშაობს. იუსტიციის სახლებისა და სამინისტროს ადმინისტრაციული შენობები მაქსიმალურადაა მორგებული მათ საჭირობებს; შენობებში გადაადგილება, მუშაობა თუ სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობა შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ.

ბრიტანეთის საბჭო ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, იორდანიასა და ლიბანში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს „სამოქალაქო საზოგადოება, როგორც შშმ პირთა უფლებების დამცველი სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში“ ახორციელებს. პროექტის მიზანი სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობის პროცესში შშმ პირებთან მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების თუ ორგანიზაციების როლისა და შესაძლებლობების გაძლიერებაა. პროექტი მიზნად ისახავს  შშმ პირთა წარმომადგენლობის გაზრდას პოლიტიკაში, მათი უფლებების გაცნობიერებას, ხელშეწყობასა და დაცვას.

 

 

]]>
საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ,,თბილისი მარათონში" მიიღეს მონაწილეობა http://reestri.gov.ge/p/796 "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში "თბილისი მარათონი" გაიმართა. ღონისძიება, რომელიც საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება, ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათს ატარებს:

axმარათონზე დარეგისტრირებული თითოეული ადამიანი ქველმოქმედების მონაწილე ხდება. რეგისტრაციის თანხა - 10 ლარი "ჰაიდელბერგცემენტის" მიერ გაორმაგებული ოდენობით ბედიანში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მშენებლობას მოხმარდება.

ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 50-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა, რომლებმაც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 21 კმ. გაირბინეს. საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებულად სჭირდება. სააგენტოს თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ისინი მხარს უჭერენ მსგავს პროექტებს და ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას მომავალშიც გეგმავენ.

პროექტის ინიციატორი "ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსია".

]]>
შეხვედრა შვედ ექსპერტებთან  http://reestri.gov.ge/p/799 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და სააგენტოს ხელმძღვანელობა შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ადმინისტრაციული ორგანოსთან “Lantmateriet”-ის ექსპერტებს შეხვდა. 

_MG_8116 - Copy

შეხვედრაზე მხარეებმა  მომავალი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრავეს  და ახალი საპროექტო წინადადება განიხილეს.

შვედი სპეციალისტები სააგენტოს მენეჯმენტს მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, ქონების რეგისტრაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების, საკადასტრო სტანდარტების დანერგვის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სისტემის, ეროვნული სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებას  საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაუწევენ.

როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ აღნიშნა: „სააგენტოსა და ლანდმატერატს 10 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ ხნის განმავლობაში შვედურმა მხარემ მნიშვნელოვან წვლილი შეიტანა ქართული სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. ახლა უკვე სააგენტო განვითარების ახალ ეტაპზეა გადასული. მიმდინარეობს საჯარო რეესტრის ძირითად მიმართულებების ცენტრალიზაცია, ასევე, სარეგისტრაციო სამსახურების გამსხვილება რეგიონულ დონეზე, რაც ხელს შეუწყობს ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავებას და დანერგვას ქვეყნის მასშტაბით. შვედეთს ამ მიმართულებით აქვს კარგი გამოცდილება და ამ გამოცდილების გაზიარება ჩვენი კოლეგებისგან მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პროცესის სწორად დაგეგმვაში. ვიზიტის ფარგლებში ახალი თანამშრომლობის ფორმატი შემუშავდება, რომელიც იმ ძირითად პრინციპებზე იქნება აგებული, რა გამოწვევებიც აქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“.

პროექტის განხორციელება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით იგეგმება.

]]>
ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა http://reestri.gov.ge/p/810 მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის- “Doing Business 2015” მიხედვით, მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით საქართველო დაწინაურდა და მერვედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, ქონების რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით კი, ქვეყანა კვლავ სტაბილურად ინარჩუნებს პირველ ადგილს.

საქართველოში ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
“Doing Business” მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტია, რომელიც ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 189 ქვეყანაში, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს. კვლევაში ყოველწლიურად დაახლოებით 12000 ექსპერტი მონაწილეობს.
აღნიშნულ მსოფლიო რეიტინგში, ბიზნესის რეგისტრაციის სფეროს შეფასების კრიტერიუმები სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობას, რეგისტრაციისათვის საჭირო დროსა და ხარჯებს უკავშირდება.
საჯარო რეესტრში განხორციელებულმა რეფორმებმა რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტი მოიცვა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა უწევს მხოლოდ ერთ ოპერატორთან; ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია რამდენიმე საათშია შესაძლებელი; რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გერმანელი ექპერტები ეწვივნენ http://reestri.gov.ge/p/816 გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „სამართლისა და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გერმანელი ექპერტები ეწვივნენ.

ვიზიტის მიზანია, სააგენტოს დახმარება საქართველოში მიწის ადმინისტრირების სისტემის მდგრადი განვითარების და ქონებრივი უფლებების დაცვის სტრატეგიის შემუშავებაში, რომლის საფუძველზე მოხდება ევროკავშირის „2015-2017 წლების დახმარების პროგრამისთვის“ (იუსტიციის სექტორი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თემატიკასაც მოიცავს) ახალი საპროექტო წინადადებებისა და თემატიკის განსაზღვრა განვითარების სფეროების და პრიორიტეტული საკითხების მიხედვით.
დღეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ ექსპერტებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მიწის ადმინისტრირების სისტემის გაუმჯობესებას საქართველოში, ასევე საკუთრების და ზოგადად, ქონებრივი უფლებების დაცვას.
გერმანელი ექსპერტების სამუშაო ვიზიტი დღეს დასრულდება.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  სერვისები ნოტარიუსების დახმარებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომია http://reestri.gov.ge/p/818 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული ნოტარიუსების რიცხვი უკვე 250-ს აჭარბებს. ავტორიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, მათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელების საშუალება აქვთ.

ავტორიზებულ ნოტარიუსებს  სააგენტოს ელექტრონულ პროგრამებზე წვდომა და  განცხადებისა თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიღება, გაცემა, იპოთეკის, ჩუქების, მემკვიდრეობის და სხვა უფლების რეგისტრაცია შეუძლიათ.

ავტორიზებული ნოტარიუსების დახმარებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომია. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სასურველი მომსახურება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლებში მისვლის გარეშე, სახლთან ან ოფისთან ახლოს, უახლოეს ნოტარიუსთან მიიღონ.

ავტორიზებული მომხმარებელი საჯარო რეესტრის ინოვაციური პროექტია, რომელიც ნოტარიუსებს, ბანკებს, უძრავი ქონების სააგენტოებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ადვოკატებს, იურიდიულ და საამზომველო ფირმებს საშუალებას აძლევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული პროგრამების ავტორიზებული მომხმარებელები გახდნენ. თითოეულ მათგანს უწყების ერთიან მონაცემთა ბაზაში შესვლის ინდივიდუალური ნებართვა ენიჭება. ბაზაში დაცული ინფორმაციის მოძიების გარდა, ავტორიზებულ მომხმარებლებს მოქალაქის ნაცვლად შეუძლია საჯარო რეესტრში განაცხადის სარეგისტრაციოდ წარდგენა  და მოთხოვნილი დოკუმენტაციის მარტივად მიღება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივის შედეგად, კერძო კომპანიები პოტენციურ მომხმარებლებს ახალ  მომსახურებას სთავაზობენ, რასაც მათთვის დამატებითი შემოსავლები მოაქვს. ამას გარდა, ისინი დაჩქარებული, „ერთი სარკმლის  პრინციპზე“ დაფუძნებული სერვისებით მომხმარებლებს კიდევ უფრო კომფორტულ გარემოს უქმნიან.

დღეისათვის სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 350-მდე ავტორიზებულ მომხმარებელთან აქვს გაფორმებული.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ტრენინგებს ატარებს http://reestri.gov.ge/p/819 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის გეოინფორმაციული სისტემებისა და გეოდეზია-კარტოგრაფიის მიმართულებით ტრენინგებს ატარებს.

კურსს, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება, იუსტიციის სასწავლო ცენტრში გორის მუნიციპალიტეტის რვა თანამშრომელი გადის. ტრენინგები მიზნად მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნისა და განვითარების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ქალაქ გორის ტერიტორიაზე საპილოტე პროექტს ახორციელებს. გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების გადამზადებაც სწორედ აღნიშნული პროექტის წარმატებით რეალიზაციას ემსახურება.

გორის საპილოტე პროექტის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი საბაზისო ინფორმაცია საკადასტრო და ადმინისტრაციულ, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო, სამისამართო, დემოგრაფიულ და სხვა    მონაცემებს გააერთიანებს. კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად სააგენტო ახორციელებს გორის თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებით აღჭურვას, რომელიც სივრცითი მონაცემების წარმოებისთვისაა საჭირო.

ქალაქ გორში განხორციელებული საპილოტე პროექტის წარმატება ხელს შეუწყობს NSDI-ს პროქტის ქვეყნის მასშტაბით განხორციელებას. პარალელურად, შეიქმნება ლოკალური გეოგრაფიული მონაცემების ადგილობრივ დონეზე წარმოების წარმატებული პრეცედენტი, რაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც საუკეთესო მაგალითი და სტიმული იქნება.

]]>
ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით საჯარო რეესტრი ახალ პროექტს იწყებს http://reestri.gov.ge/p/821 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ნორვეგიის მიწის რეგისტრაციის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სააგენტოსთან ერთად ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მხარდამჭერი ნორვეგიის მთავრობაა.

პროექტის მიზანია საქართველოს  1/3 ტერიტორიის (20000 კვ.კმ-ის) აერო-ფოტო რუკების შექმნას, რომელიც  საკადასტრო რუკების, მიწათსარგებლობის დაგეგმარებისა და მიწის მართვისთვის გამოიყენება.

პროექტი ასევე ითვალისწინებს  ორთოფოტოების დასამუშავებლად სტერეო-სადგურებისა და სააგენტოს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვას.   პროექტის ფარგლებში გამოცდილი კონსულტანტები ქართველ სპეციალისტებს ჩაუტარებენ ტრენინგებს ფოტო და სტერეოგრამეტრიაში, ასევე ორთოფოტოების დამუშავებასა და აეროგადაღების ტექნიკური სპეციფიკაციების საკითხებზე.

პროექტი  2015 წლის დასაწყისში დაიწყება და 2017 წელს  დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება კი 1,7 მილიონი ევროა . აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი შეადგენს 1 400 000 ევროს, ხოლო სააგენტოს შენატანი - პროექტში 300 000 ევროს.

ნორვეგიის მიწის რეგისტრაციის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სააგენტოს  (Statens Kartvek) უდიდესი გამოცდილება გააჩნია კარტოგრაფიისა და და გეოდეზიის სფეროებში. ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით,  სააგენტომ ბალკანეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს , საჯარო წვდომის მიზნით გეოგრაფიული ინფორმაციის გავრცელებში დახმარება გაუწიეს.

]]>
გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის საკითხებზე სემინარი გაიმართა http://reestri.gov.ge/p/822 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ევროკავშირის პროექტის „ელექტრონული მმართველობის შესაძლებლობები“ - ერთობლივ სემინარზე საქართველოს გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ძირითად პრინციპებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.10804340_526845004117883_1903564539_o
სემინარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, სამინისტროების წარმომადგენლები, გეოდეზიის სფეროს ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და საამზომველო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სააგენტოს თანამშრომლებმა სემინარის მონაწილეებს განხორციელებული პროექტები და ახალი ინიციატივები გააცნეს, მოისმინეს მათი შეფასებები და მოსაზრებები, რომელსაც სააგენტო დარგის განვითარების პროცესში გაიზიარებს.
როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ აღნიშნა, „საჯარო რეესტრს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის განვითარების ფუნქცია 2010 წელს გადაეცა. ამ პერიოდიდან სააგენტომ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროს განვითარება და ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება დაიწყო. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შემუშავდა სტრატეგიული გეგმა და ახალი ინიციატივები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა ქვეყანას გეოდეზიის სფეროს განვითარებაში. დღეს ჩვენ შევხვდით დარგის სპეციალისტებს, რომლებსაც გავაცანით ჩვენს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, რომელიც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული გეოდეზიის სფეროს განვითარების პროცესში“.
სემინარზე წარმოადგენილი იყო ახალი კოორდინატთა სისტემა და მისი ტექნიკური სპეციფიკაციები, მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების (CORS) ქსელის განვითარების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები, საკადასტრო მონაცემების სტანდარტიზაციის, სიმაღლური მოდელის აღდგენა-განვითარების, კარტოგრაფიის ახალი ქართულენოვანი სტანდარტის, ფოტოგრამეტრიული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. სემინარზე ასევე წარმოდგენილი იყო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების პროექტი (NSDI).
ღონისძიება ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი – საქართველო ელექტრონული მმართველობის შესაძლებლობები“ კომპონენტი - „გეოგრაფიული ინფორმაციის წარმოების გაძლიერება – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ ფარგლებში ჩატარდა.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ორ ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა http://reestri.gov.ge/p/823 მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს VII ყოველწლიურ რეგიონულ ღონისძიებაზე - GITI 2014, „საუკეთესო მომავლის პროექტისა“ და „საუკეთესო ონლაინ რესურსისთვის“ ჯილდო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. 
აღსანიშნავია, რომ სააგენტო კონკურსში, რომელიც GITI-ს ტრადიციულად ახლავს, მუდმივად მაღალ შედეგებს აჩვენებს. შვიდი წლის განმავლობაში სააგენტო მთავარი პრიზის „წლის საუკეთესო IT სააგენტოს“ ჯილდოს მფლობელი სამჯერ გახდა. სხვადასხვა დროს კი გამარჯვებულად შემდეგ ნომინაციებში დასახელდა: "ყველაზე წარმატებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება", "საუკეთესო IT მენეჯმენტი", "ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტი", „წარმატებული IT პროექტები“, „ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ელექტრონული სერვისები", "საუკეთესო IT ინოვაციები ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისთვის" და სხვა.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საჯარო რეესტრის IT გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყანაში. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ეს ჯილდოები. ამ გამარჯვებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სააგენტო განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. ბოლო წლებში ჩვენმა IT გუნდმა ელექტრონული მმართველობის გაუმჯობესების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. შესაბამისად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კონკურსებში მონაწილეობა და მით უმეტეს, გამარჯვება“ - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

წელს GITI-ს ტრადიციულ კონკურსზე 15 ნომინაციაში საჯარო და კერძო სექტორის 50-მდე პროექტი იყო წარდგენილი.

საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VII რეგიონული კონფერენცია - GITI 2014 6-7 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მონაცემთა გაცვლის სააგენტო და ICT ბიზნეს საბჭოს იყვნენ. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები იყო. ღონისძიებაში 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და რეგიონში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებს, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებს, ასევე ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.

]]>
რეგისტრატორებს ტრენინგები უტარდებათ http://reestri.gov.ge/p/824 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრატორებისა და მიმღები ოპერატორების ტრენინგები მიმდინარეობს. სასწავლო კურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება და ის ორ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე მსმენელები თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სარეგისტრაციო წარმოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებებით იღრმავებენ.

სასწავლო კურსის მეორე ეტაპი კი პრაქტიკაში არსებული პრობლემური შემთხვევების დეტალურ ანალიზსა და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობის საკითხების განხილვას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესში ეტაპობრივად სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების წერის ახალი სტილიც ინერგება, რაც ამ გადაწყვეტილებებს მოქალაქისათვის გასაგებს და მარტივად აღსაქმელს ხდის. 
წერის ახალ სტილთან დაკავშირებით სააგენტოს იურიდიულმა დეპარტამენტმა გადაწყვეტილებების შაბლონური ფორმებიც შეიმუშავა. უახლოეს მომავალში სარეგისტრაციო სამსახურების ყველა გადაწყვეტილება სწორედ ამ ფორმებით იქნება მიღებული.
სასწავლო კურსის დროს შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხელს შეუწყობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრატორებისა და მიმღები ოპერატორების სამსახურეობრივი საქმიანობის ეფექტურობისა და მოქალაქეთა კმაყოფილების ამაღლებას.
სარეგისტრაციო წარმოების სამართლებრივ საფუძვლებში ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და იმერეთის, სამეგრელოს, რაჭის, ზემო და ქვემო სვანეთის თანამშრომლებს. ეტაპობრივად სასწავლო კურსს ყველა თანამშრომელი გაივლის.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ონლაინკონფერენციების სისტემა დაინერგა http://reestri.gov.ge/p/827 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები ერთამენთთან დაკავშირებას ონლაინკონფერენციების ახალი სისტემით შეძლებენ. შესაბამისი პროგრამა სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიოების სამსახურმა 64 ტერიტორიულ სამსახურში დანერგა.

Cisco Webex-ის სისტემის საფუძველზე აგებული პროგრამა ნებისმიერი ადგილიდან დისტანციური ონლაინკონფერენციებისა და ონლაინტრენინგების ჩატარების საშუალებას იძლევა. ამას გარდა, კონფერენციებში შესაძლებელია ერთდროულად 50 მონაწილის ჩართვა, მისი ჩაწერა, ვიდეოფაილის სახით შენახვა და შემდგომი გამოყენება. ასევე; მონაწილეებისთვის სამუშაო ეკრანისა და ნებისმიერი ფაილის გაზიარება, ვირტუალურ დაფაზე სხვადასხვა მოქმედების იმგვარად განხორციელება, რომ მიმდინარე პროცესისთვის თვალის მიდევნების საშუალება ყველა მონაწილეს ჰქონდეს.

შედეგად სააგენტოს მმართველობა კიდევ უფრო გაუმჯობესებული, მოქნილი და მობილიზებული გახდება. ონლაინკონფერენციების დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დროის და ფინანსების დაზოგვასაც.

ინლაინკონფერენციის ორგანიზება შესაძლებელია, როგორც Webex პროგრამის, ისე ელექტრონული ფოსტის დახმარებით. პროგრამის სარგებლობის საშუალება სააგენტოს თანამშორმლებს, როგორც პერსოანლური კომპიუტერებიდან, ასევე მობილური მოწყობილობებიდან ექნებათ.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას განაგრძობს http://reestri.gov.ge/p/829 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO 27001 -ის დანერგვა გრძელდება. ამჯერად დამატებითი დამცავი მექანიზმები უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში ამუშავდება.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებულმა ანალიზმა გამოავლინა, რომ სააგენტოს ვებგვერდიდან „რობოტი პროგრამების“ საშუალებით დიდი მოცულობის ინფორმაციის გენერირება ხდებოდა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა სააგენტოს ელექტრონული პროგრამების მუშაობას, საფრთხეს უქმნიდა მის გამართულ ფუნქციონირებას და ხელს უშლიდა სხვა მომხმარებლის მიერ ინფორმაციის სწრაფად მოძიების პროცესს.

სწორედ ამ პრობლემის დაძლევის მიზნით, სააგენტო ნერგავს დამატებით დამცავ მექანიზმებს. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს დამცავი კოდები, რომლებიც მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის საძიებო სისტემის შემდეგ უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონულ პროგრამაშიც დაინერგება. აღნიშნული კოდები იცავს სააგენტოს ელექტრონულ პროგრამებს გადატვირთვისგან და უზრუნველყოფს დაცული ინფორმაციის უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას. ამ მექანიზმით შეიზღუდა სააგენტოს ვებგვერდიდან ინფორმაციის მხოლოდ „რობოტი პროგრამების“ საშუალებით გენერირება. ასევე, მინიმუმამდე დადის მოქალაქის მიერ წარდგენილ განცხადებაში დაცული პერსონალური მონაცემების ავტომატური შეგროვება, რაც თავისთავად ამცირებს არასანქცირებული გაყიდვის, თაღლითური სქემების შემუშავების მოქალაქეებისთვის, სპამი შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO 27001 -ის დანერგვა დაიწყო.

]]>
ქალაქ გორში დაუზუსტებელი საკადასტრო საზღვრების მქონე მიწის ნაკვეთების დაზუსტება დაიწყო http://reestri.gov.ge/p/830 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ ქ. გორში დაუზუსტებელი საკადასტრო  საზღვრების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება დაიწყო. პროექტის ფარგლებში სამუშაოები 2200-მდე მიწის ნაკვეთზე ჩატარდება. შეგროვილი მონაცემები კი ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე აისახება.

აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეებისთვის მიწის აზომვითი სამუშაოები დამატებითი ხარჯის გარეშე, უფასოდ განხორციელდება. ამ ხარჯს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სრულად დაფარავს.

მესაკუთრეები საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონულ ვერსიებს მიიღებენ. ამას გარდა, მათ სამუშაოების დასრულების შემდეგ მომზადებული ოქმები და სხვა დოკუმენტაციაც გადაეცემათ.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთები 2006 წლამდე  აქვთ რეგისტრირებული, რუკაზე მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ვინაიდან ამ პერიოდში სააგენტო ელექტრონულ საკადასტრო რუკას არ აწარმოებდა  და შესაბამისად, მოქალაქესაც ნაკვეთის ელექტრონული საკადასტრო ნახაზის წარმოდგენა არ ევალებოდა. ამ გარემოებამ დროთა განმავლობაში როგორც მოქალაქეს, ისე სახელმწიფოს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.

2010 წლიდან საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას  ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა აუცილებელია.  აღნიშნული ნახაზი ერთიან საკადასტრო რუკაზე  თავსდება. შესაბამისად, რუკაზე ხვდება  იდენტიფიცირებული ნაკვეთის ადგილი, საზღვრები, ფართობი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთიანი საკადასტრო  ბაზაა შექმნილი, ძველ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც არსებობს. ამ პრობლემების აღმოფხვრასა და  სრულყოფაზე, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებასა და მათი ელექტრონული მონაცემების შექმნაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

ქონების მესაკუთრეების თანადგომის და დაინტერესების შემთხვევაში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობით, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების  საკადასტრო საზღვრების დაზუსტების პროექტი  მესაკუთრისათვის მაქსიმალურად მისაღებ პირობებში წარიმართება.

]]>
ახალ თანამედროვე საცავი http://reestri.gov.ge/p/831 იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალი არქივი გახსნა. ლილოში მდებარე 1050 კვ. მეტრის ფართობის შენობა დოკუმენტების ქაღალდის ვერსიის უსაფრთხოდ შენახვისთვისაა განკუთვნილი და საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ ყველა პირობას აკმაყოფილებს. არქივი უზრუნველყოფილია კლიმატკონტროლით, აღჭურვილია დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით; ახალი, რელსებზე მოძრავი სტელაჟები 30%-ით მეტ დოკუმენტს იტევს. დოკუმენტების შენახვის პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ახალ შენობაში გამარტივდება დოკუმენტების მოძიების სისტემაც. მოქალაქეები საჭირო ცნობებს კვლავინდებურად ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე იუსტიციის სახლებსა და ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში მიიღებენ.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მნიშვნელოვანი დოკუმენტები იყრის თავს. საჯარო რეესტრში დაცული საარქივო მასალა, ხშირ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ერთადერთი და ძირითადი საფუძველია. სააგენტოს თანამშრომლებს თითქმის ყოველდღიურად უხდებათ საარქივო მასალებთან შეხება, რაც, დოკუმენტების სიძველიდან გამომდინარე, შესაძლოა, მათი დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ საჯარო რეესტრმა დოკუმენტაციის შენახვის სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც ეფუძნება მცირე დანახარჯებს, ინფორმაციის ადვილად ხელმისაწვდომობას და ქაღალდის დოკუმენტების ხანგრძლივი ვადით უსაფრთხოდ შენახვას. ამ სტრატეგიის ნაწილია არსებული დოკუმენტაციის სკანირება და ელექტრონულ ფორმატში გადატანის პროექტი, რომელიც სააგენტომ 2006 წლიდან დაიწყო. შესაბამისად, ქაღალდის ვერსიის გამოყენება მხოლოდ დოკუმენტის ჩანაწერში ეჭვის შეტანის შემთხვევაში არის საჭირო.
სოფელ ლილოში საჯარო რეესტრის პირველი საარქივო ბლოკი 2010 წელს აშენდა, სადაც სარეგისტრაციო სამსახურებში უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის დოკუმენტების ნაწილი განთავსდა; არქივის ახალ შენობაში კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების საარქივო მასალების ქაღალდის დოკუმენტაციას შეინახავს.

]]>
ახალი ელექტრონული მართვის სისტემა http://reestri.gov.ge/p/832 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული მართვის ახალი სისტემა დანერგა. სისტემა, რომელიც კანცელარიის პროგრამის საფუძველზე შეიქმნა, სრულად მოდერნიზებული და ახალი ფუნქციებით აღჭურვილი გახდა.
აღნიშნული ფუნქციების დახმარებით, ელექტრონულმა მართვის სისტემამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ საქმისწარმოება. მისი ამოქმედების შედეგად, მოქალაქეთა მომსახურების დრო კიდევ უფრო შემცირდა, თავად პროცესი კი სრულყოფილი და ეფექტური გახდა. დაიხვეწა განაცხადების მიღების, შესრულებისა და კონტროლის მექანიზმები.
პროგრამამ ვიზუალური ცვლილებებიც განიცადა. ახალი, დამატებით შესაძლებლობები გაჩნდა თავად სააგენტოს თანამშრომლებისთვისაც. თანამშრომელს, რომელსაც მოქალაქის განაცხადზე პასუხის მომზადება ევალება, შესაბამისი ინფორმაცია სასურველ ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მისდის.
2007 წელს ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმატებასა და ელექტრონული მმართველობის დანერგვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ქაღალდის დოკუმენტების ელექტრონულით ჩანაცვლდა, კანცელარიის პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნა, დაიხვეწა საჭირო პროცედურები და ეფექტური გახდა, როგორც თავად კანცელარიის, ასევე მთლიანად სააგენტოს მმართველობითი საქმიანობა.

პროგრამის მეშვეობით სააგენტოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქმისწარმოება: სარეგისტრაციო სამსახურში შემოსული წერილების აღრიცხვა, ხელმძღვანელობისთვის გადაცემა, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაგზავნა, ინფორმაციის შენახვა და მოძიება ოპერატიულად ხდება, გამარტივებულია სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვაც.

2010 წლიდან სააგენტოში შექმნილი საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის დანერგვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დაიწყო. დღეისთვის ის წარმატებით ფუნქციონირებს 35-მდე სახელმწიფო ორგანიზაციაში.

საქმისწარმოების ელექტრონიზაციამ გაამარტივა სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთობა და ხელი შეუწყო ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარებას.
საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ამოქმედების შემდეგ, უწყებებში ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის მოქალაქეთა განცხადებები, ელექტრონულად იგზავნება, რაც ადრესატამდე დოკუმენტების ოპერატიულად მიწოდებას, მათ დამუშავებას, რეაგირებასა და კონტროლს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ამას გარდა, ნებისმიერ მოქალაქეს საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით, შესაძლებლობა აქვს, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ელექტრონულად გააგზავნოს და მიიღოს ინფორმაცია, რომელზეც დადგენილია მომსახურების საფასური. აღსანიშნავია ისიც, რომ მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულ ქალაქსა თუ რაიონში ჩაუსვლელად არის შესაძლებელი.

ელექტრონული მართვის ახალი სისტემა ავტომატურად ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზე, სადაც კანცელარიის პროგრამა მოქმედებდა.

პროგრამაში ჩართულია შემდეგი ორგანიზაციები:
• საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
• საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული - ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურები
2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - სამოქალაქო რეესტრის სამსახურები
3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო - სამხარეო სააღსრულებო ბიუროები
4. საქართველოს პროკურატურა - რაიონული პროკურატურები
5. სსიპ საკანონმდებლო მაცნე
6. სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი
7. სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო
8. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი - რეგიონული არქივები
9. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
10. სსიპ იუსტიციის სახლი - ტერიტორიული სახლები
11. სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი
12. საზოგადოებრივი ცენტრები
• საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
1. სსიპ ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრი
2. სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
3. სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი
4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო - რაიონული განყოფილებები
5. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო - რეგიონული მომსახურების სამსახურები და ცენტრები
2. სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
3. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
• საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
• საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
1. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
2. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
3. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
4. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
• საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
• საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
• საჯარო სამსახურის ბიურო
• სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 10 წლისაა http://reestri.gov.ge/p/833 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 10 წლის გახდა. საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც ამ თარიღის აღსანიშნავად თბილისის ისტორიის მუზეუმის შენობაში გაიმართა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

10 წლის იუბილე საჯარო რეეატრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, შექმნიდან 10 წლის შემდეგ სააგენტო ერთი-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა: „ეს იყო სირთულეების დაძლევის, რეფორმების, ახალი პასუხისმგებლობების, ცვლილებების და გამარჯვების წლები. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ იშურებდა იმისთვის, რომ ჩვენი საქმიანობა მოქალაქის კმაყოფილებაზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, ინოვაციური და თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ყოფილიყო. სააგენტოს წარმატებები არაერთხელ გამხდარა აღნიშვნის ღირსი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და რაც მთავარია, ეს მიღწევები მთლიანად ქვეყნის წარმატებაზე, მის ევროპულ სივრცესთან დაახლოებაზე აისახებოდა“, - აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ.

ღონისძიებაზე პაპუნა უგრეხელიძემ განსაკუთრებული წვლილისთვის თანამშრომლები და სამსახურები დააჯილდოვა. მადლობის სიგელები გადაეცა იმ 150 თანამშრომელს, რომლებიც უკვე 10 წელია სააგენტოში მუშაობენ. მრავალწლიანი პარტნიორობისთვის შვედეთის განვითარების სააგენტო, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებიც დაჯილდოვდნენ. სპეციალური სიგელი მიიღო მოქალაქე ლერი მიდელაურმა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში სააგენტოს ელექტრონული სერვისებით ყველაზე აქტიურად სარგებლობდა.

2004 წელს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნა საქართველოში ახლებური, წარმატებული სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. 10 წლის შემდეგ ეს სისტემა სამაგალითოა ბევრი სახელმწიფოსთვის. უწყების ეფექტური მუშაობა კი სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებით დასტურდება.
სააგენტო მიღწეულზე არ ჩერდება და კვლავაც განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად რჩება. მისი მთავარი ამოცანა კი ხარისხის ზრდა, სერვისების დახვეწა, საქმიანობის პროცესში ახალი ინოვაციების დანერგვა, ევროსტრუქტურებთან ინტეგრაცია და მუდმივი, უწყვეტი განვითარებაა. ევროპული ღირებულებები და მათი შესაბამისი სოციალური პასუხისმგებლობა საჯარო რეესტრისთვის მომავალშიც ერთ-ერთი მთავარი და უცვლელი პრიორიტეტი იქნება.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს http://reestri.gov.ge/p/834 50 მილიონი აშშ დოლარი ირიგაციის სისტემის რეაბილიტაციასა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტს მოხმარდება.

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის დაფინანსების შესახებ".

დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.

დოკუმენტი ითვალისწინებს საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ (IDA) საქართველოსთვის დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარის (SDR 32,400,000) ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია, რომელიც შემდეგ საირიგაციო არხებს ჩაუტარდებათ:

• ქვემო სამგორის არხი (კახეთი)
• თბილისი კუმისის არხი (ქვემო ქართლი)
• ზედა რუს არხი (შიდა ქართლი)

ამასთან, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე საპილოტე ადგილას (მათ შორის შუახევი, ვანი, მარტვილი, მესტია, დედოფლისწყარო, გურჯაანი, გორი, მცხეთა, თიანეთი, თეთრიწყარო) მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება.

პროექტის განხორციელების შედეგად, სარგებელს მიიღებს სოფლად მცხოვრები დაახლოებით 31,000 ოჯახი. გარდა ამისა, დაახლოებით 19,000 ოჯახი, რომელთაც მიწის რეგისტრაციისთვის შერჩეულ საპილოტე რაიონებში არარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გააჩნიათ, გაუმჯობესებული წესებით და პროცედურებით ისარგებლებენ - მათ საკუთარი ნაკვეთების დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ.

პროექტს განახორციელებენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს მეშვეობით, ასევე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (NAPR).

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის მინისტრების მოადგილეები.

]]>
სომხური დელეგაცია იურიდიულ პირთა და ქონების რეგისტრაციის ქართულ მოდელს გაეცნო http://reestri.gov.ge/p/835 სომხეთის სამართლებრივი რეგულირების ცენტრის წარმომადგენლები იურიდიული პირებისა და ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქართულ გამოცდილებას ეცნობიან. შეხვედრა სომხურ დელეგაციასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის დღეს გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს საკანონმდებლო რეფორმებთან ერთად ელექტრონული რეგისტრაციის, უძრავი ქონების ობიექტებისთვის მისამართის მინიჭებისა და რეგისტრაციის პროცესში ნოტარიუსის როლთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.

2011 წლიდან სომხეთის სამართლებრივი რეგულირების ეროვნული ცენტრის ფარგლებში „მარეგულირებელი გილიოტინის პროექტი“ მიმდინარეობს. პროექტის მიზნებს ბიზნესის წარმოების კუთხით რეფორმის გატარება, სახელმწიფო სერვისების ხარჯების შემცირება და ბიზნესის გარემოს გაუმჯობესება წარმოადგენს. მასში სომხეთის ყველა სამინისტრო და მარეგულირებელი ორგანოა ჩართული. მულტი დონორული კონსორციუმი კი პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეფორმას ეხმარება.

რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზნით, სომხურ მხარეს ქართული პრაქტიკის გაზიარება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობა სურს. ქართული მოდელის შესწავლა სომეხ სპეციალისტებს ქმედითი რეფორმების განხორციელების საშუალებას მისცემს.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო NSDI-სან დაკავშირებით კონფერენციას მართავს http://reestri.gov.ge/p/836 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით კონფერენცია-სემინარს მართავს. ორდღიანი კონფერენციის ძირითად მიზანს პროექტში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა, NSDI-ს თემატიკაზე სამინისტროებში არსებული დარგობრივი პროექტებისა და საქმიანობების ანალიზი წარმოადგენს. ღონისძიებაზე განიხილება ის პრობლემებიც, რომლებიც ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესს ახლავს.

კონფერენცია დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ გახსნა: „ქართული სახელმწიფოს ისტორიული სწრაფვა - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ევროპულ სტანდარტებთან სხვადასხვა სფეროს თუ დარგის ინტეგრაციასა და თავსებადობას გულისხმობს. მათ შორისაა, გეოგრაფიული მონაცემების სფეროც. საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად, გადაწყვიტა, შექმნას და განავითაროს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, რათა ხელი შეუწყოს და გააუმჯობესოს გეოგრაფიულ მონაცემებზე წვდომა“,-აღნიშნა მან.

ორი დღის განმავლობაში NSDI-ის განხოციელებაში ჩართული უწყებები წარადგენენ პრეზენტაციებს, რომლებიც სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის, სამართლებრივ რეგულაციებს, გეოგრაფიულ მონაცემებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ბიზნეს მოდელსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს მოიცავს. ამას გარდა, კონფერენციაზე წარმოდგენილია თითოეული სამინისტროს კონცეპტუალური ხედვა NSDI-ს განვითარებასთან დაკავშირებით.
სამთავრობო კომისიის საქმიანობას, რომელიც NSDI-ის შექმნისა და განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა, კოორდინაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უწევს. სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, NSDI-ს დახმარებით კიდევ უფრო მარტივი და ეფექტური გახდება გარემოსდაცვითი საკითხების, კატასტროფების, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტების მართვა და ფუნქციონირება: „იმ მონაცემებზე წვდომა, რომელიც დღეს ბაზარს ესაჭიროება, ხშირ შემთხვევაში რთულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შესაძლებლობის ეფექტიანად გამოყენება არ ხდება. სწორედ ამის შეცვლას ვცდილობთ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნითა და განვითარებით. ჩვენი მიზანია, საქართველოში არსებული გეოგრაფიული მონაცემებიდან მიღებული საზოგადოებრივი სარგებელი მაქსიმუმამდე გაიზარდოს“,-აღნიშნა მან.

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულთა უმეტესობა ქალია http://reestri.gov.ge/p/837 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული 1206 თანამშრომლიდან 707 ქალია. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში ხელმძღვანელ პოზიციებზეც ქალები სჭარბობენ კაცებს. 67 ხელმძღვანელი პოზიციიდან ქალებს 38 პოზიცია უკავიათ, კაცებს კი - 29.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული რეფორმების წარმატებასა და საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში სააგენტოში დასაქმებული ქალები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.
მათმა არაერთმა ინიციატივამ და პროექტმა ხელი შეუწყო მოქალაქეთათვის მარტივი და კომფორტული სერვისების შეთავაზებას, სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის ზრდას და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას.

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იყო და რჩება სივრცედ, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და პროფესიული განვითარების საშუალება, სქესის მიუხედავად, ყველა თანამშრომელს თანაბრად აქვს“ - აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულთა საშუალო ასაკი 38 წელია, მინიმალური - 20 წელი, მაქსიმალური კი -76. თანამშრომელთა უმეტესობა - 42% - სააგენტოში 5 წელზე მეტია მუშაობს, 13% კი 10 წელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელია.

]]>
ბიზნეს სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება კიდევ უფრო გამარტივდა http://reestri.gov.ge/p/838 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ღონისძიებების გაძლიერებას და ინფორმაციის მიღების გამარტივებული მექანიზმების დანერგვას.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ელექტრონულ საძიებო სისტემაში სასურველი ინფორმაციის მოძებნა დღეიდან კიდევ უფრო მარტივად არის შესაძლებელი. ელექტრონული პროგრამის საძიებო სისტემის ფუნქციონალის განახლების შედეგად, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, ვებგვერდზე www.reestri.gov.geრეგისტრირებული სუბიექტის შესახებ მონაცემები დამატებითი პარამეტრების მიხედვით მოიძიოს.

კერძოდ, საძიებო სისტემას დაემატა ბიზნეს სუბიექტების მონაწილეთა ძებნის ფუნქცია, რომელიც პარტნიორების, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ მონაცემების ძებნის შესაძლებლობას იძლევა (პირების პირადი/საიდენტიფიფიკაციო ნომრების, სახელის/გვარის, მოქალაქეობის მითითების გზით). გარდა ამისა, რეგისტრირებული სუბიექტების ძებნა შესაძლებელი გახდა მათი ელექტრონული ფოსტის და რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ განახლებული საძიებო სისტემა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მნიშვნელოვნად ამცირებს საჭირო ინფორმაციის დამუშავების დროს, პროცესს კი კომფორტულს და სასურველ შედეგზე ორიენტირებულს ხდის.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მონაცემთა საძიებო სისტემა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე მოიძიოს კომპანიის პარტნიორები და მიიღოს ინფორმაცია მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ, იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლების შესახებ, გაეცნოს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას და მიიღოს მათი ელექტრონული ასლები. ინფორმაციის სრულყოფილად მიღებას ამარტივებს სუბიექტის შესახებ ვებგვერდზე განთავსებული ამონაწერი, რომელიც ასევე შეიცავს მონაცემებს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული საძიებო სისტემა 2010 წლიდან მოქმედებს.
.
შენიშვნა: გასათვალისწინებელია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ელექტრონულ საძიებო სისტემაში უტყუარი ინფორმაცია განთავსებულია იმ სუბიექტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ. ასევე, იმ სუბიეტების შესახებ რომლებმაც, მიუხედავად რეგისტრაციის თარიღისა, ერთხელ მაინც განცხადებით მიმართეს სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების ან ინფორმაციის/ამონაწერის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის მოთხოვნით.

]]>
საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა დამდეგი ახალი წელი ბედიანის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებს მიულოცეს http://reestri.gov.ge/p/839 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები  ბედიანის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და აღსაზრდელებს წინასაახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.

ბედიანის ბავშვთა სარეაბლიტაციო ცენტრში 15 უდედმამო ბავშვი იზრდება, რომელთა ასაკი 2-დან 18 წლამდეა. წერილებში, რომლებიც თოვლის ბაბუას მისწერეს, ისინი სხვადასხვა სურვილის ასრულებას ითხოვდნენ. სააგენტოს თანამშრომლებმა ეს წერილები გადაინაწილეს და ბავშვების ყველა ნატვრის ასრულება შეძლეს. აქციაში ყველა სამსახური აქტიურად იყო ჩართული.

ცენტრის აღსაზრდელებმა სააგენტოს თანამშრომლებისგან საჩუქრად ლეპტოპები, პლანშეტური კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, ლეკვი, სათამაშოები, ველოსიპედები, ტანსაცმელები და სხვა ნივთები მიიღეს.  ამას გარდა, ბავშვებს ის წიგნებიც გადაეცათ, რომლებიც სააგენტოს თანამშრომლებმა ნარჩენი ქაღალდის ჩაბარების შედეგად შეაგროვეს. რეესტრელებმა ბედიანის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში ანიმატორები, თოვლის ბაბუა და ფიფქიაც წაიყვანეს, რომლებმაც პატარებისთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნეს.

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თითოეული თანამშრომლისთვის სოციალური პასუხისმგებლობა და მსგავს აქციებში ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ჩვენ სისტემატურად ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს, რომლებიც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს“,- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

ბედიანის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებთან ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და პერიოდულად მათთან ერთად საგანმანათლებლო თუ სპორტული აქტივობები  დაიგეგმება. 

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გილოცავთ ახალ წელს http://reestri.gov.ge/p/841  

]]>
შეხვედრა თანამშრომლებთან http://reestri.gov.ge/p/842 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ 2014 წლის შედეგები შეაჯამა და თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქვეყნის ერთიან აეროფოტო გადაღებას იწყებს http://reestri.gov.ge/p/843 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად ახალ პროექტს იწყებს. „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ პროექტის ფარგლებში საქართველოს მთელი ტორიტორიის ერთიანი აეროფოტო გადაღება მოხდება. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება და ერთიანი ორთოფოტო სურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხორციელდება.

პროექტი საქართველოს ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს. ორთოფოტოებს სააგენტო 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. პროექტის არეალი სამ ბლოკად არის დაყოფილი: I ბლოკის აეროგადაღება მოხდება 2015 წლის აპრილ-მაისში, მე-II და მე-III ბლოკების კი 2015 წლის მაის-ივნისში.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სააგენტოს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვას, 5 ფოტოგრამეტრიული სამუშაო სადგურის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას. პარალელურად, შერჩეული 1000 კვ.მ ურბანული ტერიტორიის ლიდარით სკანირება და მიღებული მონაცემების დამუშავება, კონტურული ხაზების შექმნა და ტოპოგრაფიული მონაცემებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავებაც განხორციელდება.
ამას გარდა, გამოცდილი კონსულტანტები ქართველ სპეციალისტებს ფოტო და სტერეოგრამეტრიაში, ასევე ორთოფოტოების დამუშავებასა და აეროგადაღების ტექნიკური სპეციფიკაციების საკითხებზე ტრენინგებს ჩაუტარებენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ამ დრომდე საქართველოში კონკრეტული არეალების აეროფოტოგადაღება სახელმწიფოს დაკვეთით სულ სამჯერ განხორციელდა (2000, 2005 და 2010 წწ.). სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო, გადაღება სპონტანურად ხდებოდა. ორთოფოტოგეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიური დარღვევებითაა შექმნილი, რის გამოც ისინი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ამას გარდა, ქაოტურ და არაერთგვაროვან სურათს ქმნის.

ახალი პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკუთრების უფლებების დაცვის, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და მიწის მართვის პროცესებს. ამას გარდა, მისი განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, NSDI-ის კონცეფციისა და ევროკავშირის INSPIRE დირექტივის შესაბამისად, გეოგრაფიული მონაცემების კომბინირებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებას.

პროექტი „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის: საქართველოს ორთოფოტო“ ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი შეადგენს 1 420 000 ევროს, ხოლო სააგენტოს შენატანი - პროექტში 305 000 ევროს.
პროექტი 2017 წელს დასრულდება.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აქციას „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდა http://reestri.gov.ge/p/844 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს აქციას „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდნენ. 

სააგენტოს გუნდმა კამპანიისთვის 3 მთავარი გზავნილი შეარჩია: 1. გაიგე მეტი C ჰეპატიტის გავრცელების წყაროებზე და მუდმივად აკონტროლე ისინი; 2. დაავადების დროულად აღმოჩენა მის დროულად დამარცხებას ნიშნავს; 3. საზოგადოების მხარდაჭერა მედიკამენტებზეარანაკლებ მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, C ჰეპატიტთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრების გამართვასაც გეგმავს. ამ შეხვედრებზე მოწვეული ექსპერტები სააგენტოს თანამშრომლებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან დაავადების, მისი პრევენციისა და გავრცელების წყაროების შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული ადამიანის მონაწილეობა და მსგავსი საზოგადოებრივი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია: „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სოციალური პასუხიმგებლობის პროექტებში ყოველთვის ენთუზიაზმით ერთვებიან. „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ არის აუცილებელი და დროული კამპანია, რომელსაც ჩვენც ვუერთდებით და ამავდროულად, გვსურს, აქციაში ჩასართავად გამოვიწვიოთ ჩვენი კოლეგები იუსტიციის სახლიდან“.
როგორც ცნობილია, 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, გამოხატონ სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება და მიწერონ სამინისტროს 3 გზავნილი თუ როგორ შეიძლება C ჰეპატიტის დამარცხება. აქციაში ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ.
2015 წელი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება. უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება და მისი მიზანი არა მარტო მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება. რაც პირველ რიგში დაავადების პრევენციას, დაავედებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.

]]>
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაციის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა http://reestri.gov.ge/p/846 „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) პროექტის დაფინანსებით, სასტუმრო „შატო მერეში“ USAID-ის ექსპერტებთან, საჯარო რეესტრის თანამშრომლებთან და ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად, მიწის ნაკვეთებზე უფლებებისა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტი განიხილეს.

კანონპროექტში ასახული  ახალი სარეგისტრაციო პოლიტიკისა და სამართლებრივი რეგულაციების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, სასოფლო-სამეურნეო მიწების პირველადი რეგისტრაციის პროექტს განახორციელებს.

შეგახსენებთ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტს ახორციელებს. პროექტი  ორ კომპონენტს მოიცავს: საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციას (სოფლის მეურნეობის სამინისტრო) და მიწის ბაზრის განვითარებას, რომლის განმახორციელებელიც იუსტიციის სამინისტროს  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა.

პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკადასტრო და პირველადი სარეგისტრაციო სამუშაოები 11 სოფელში შესრულდება. სულ კი  48 000 ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია მოხდება.  უშუალოდ ამ პორცედურის წინა მოსამზადებელი სამუშაოები  ნაკვეთებისა და მესაკუთრეების იდენტიფიკაციას, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებას, არსებული პრობლემების ანალიზს, საკადასტრო აზომვით სამუშაოებს და ა.შ.  გულისხმობს.  აღსანიშნავია, რომ პროექტი მიწის მესაკუთრეობასთან მიმართებაში ქალთა უფლებების შეზღუდვის დარეგულირებასა და გენდერული თანასწორობის პრინციპების პოპულარიზაციასაც ითვალისწინებს.

განხორციელებული სამუშაოების ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მეთოდოლოგია, რომელიც სააგენტოს  ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების პირველადი რეგისტრაციის დასრულებაში, სარეგისტრაციო და საკადასტრო ბაზის სრულყოფაში დაეხმარება. სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასრტრო მონაცემთა ბაზა კი ხელს შეუწყობს როგორც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ასევე უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებასა და ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას.

პილოტ პროექტისთვის შერჩეულია სოფლები: დაბა შუახევი, ლახამულა, სალხინო, არბოშიკი, კარალეთი, საგურამო, ზარიძეები, დაბა მანგლისი, არხილოსკალო, ვედიდკარი, ჯიმითი-ბოგდანოვკა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ამ სოფლებში 2015 წლის აპრილში დაიწყება და 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს „სოლიდარობის ფონდის“ ჯილდო და მადლობის სიგელი გადაეცა http://reestri.gov.ge/p/847 18 იანვარს სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს სოლიდარობის ფონდის 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ფონდის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის სპეციალური ჯილდო იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. მთავრობის ადმინისტრაცის სახელით, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, როგორც მინისტრს, რომელმაც ყველაზე აქტიურად დაუჭირა მხარი სოლიდარობის ფონდს.

საქვეუწყებო ორგანიზაციებს შორის, ფონდში ყოველთვიურად განხორციელებული დონაციის მაღალი მოცულობისთვის, სოლიდარობის ჯილდო და მადლობის სერტიფიკატი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს გადაეცა.

„საჯარო რეესტრის თანამშრომლები მთავრობის ახალ ინიციატივას აქტიურად გამოეხმაურნენ. ფონდის საქმიანობაში 956-მდე თანამშრომელია ჩართული და მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. სოლიდარობის ფონდში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების სახელით 2014 წელს 11 511 ლარი გადაირიცხა. სააგენტოს თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ მათ საკუთარი წვლილი შეაქვთ ონკოლოგიური დაავადებების მქონდე ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის დაფინანსებაში“ - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

სპეციალური ჯილდოებით აღინიშნა საჯარო რეესტრის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, სმართ ლოჯიქის წვლილი საქველმოქედო საქმიანობაში. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორი სსიპ - „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ თანამშრომელთა 100 % ჩართულობისათვის დაჯილდოვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის 18 იანვრის მონაცემებით, სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში ყოველთვიურად 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული.
სულ შემოსული 1,701,330 ლარიდან ფონდის კომისიის 9 სხდომაზე დამტკიცდა 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება, მათ შორის, 18 შემთხვევაში - საზღვარგარეთ, ხოლო 40 შემთხვევაში - საქართველოში. სულ 1,198,000 ლარის ოდენობის დაფინანსებაა დამტკიცებული.

]]>
დამისამართების პროექტი საქართველოს 20 ქალაქში დასრულდა http://reestri.gov.ge/p/848 დამისამართების პროექტის ფარგლებში 6 ქალაქში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დაიწყო. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამისამართების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები საქართველოს 20 ქალაქში დაასრულა.  პროექტის მიმდინარე ეტაპზე კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება 6 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თლავში, ბოლნისსა და ლანჩხუთში დაიწყო.

დამისამართების პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების თაობაზე, 22 იანვარს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. 

კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. ეტაპობრივად სამუშაოები სხვა ქალაქებსაც მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მობილურმა ჯგუფებმა საქართველოს 20 ქალაქში მთლიანად დაასრულეს ქუჩებისა და მათი დასახელებების, გზების პარამეტრებისა და საგზაო ნიშნების აღწერა-ინვენტარიზაცია. სრულად დაინომრა ამ ქუჩებზე მდებარე შენობა-ნაგებობები და ბინები. სამუშაოები უკვე დასრულდა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ფოთში, ზესტაფონში, სამტრედიაში, სენაკში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ქობულეთში, ხაშურში, ახალციხეში, გურჯაანში, საგარეჯოში, ბოლნისსა და მცხეთაში. ასევე დამისამართდა მცხეთაში შემავალი სოფლები.

„დამისამართების პროექტზე მუშაობას სააგენტო აქტიურად აგრძელებს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახელებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები გახდება“,-აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის შიო ხეცურიანის განცხადებით, ახალ მისამართებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირება მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან.

არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღების და ა.შ. დროს. აღსანიშნავია, რომ  შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება არ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები. 

დამისამართების პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას გააუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. სამისამართო სისტემის შექმნით ამ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება, ყველა სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. პარალელურად,  ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

ქ. თბილისში მიმდინარეობს  მისამართების სისტემური ნუმერაცია და არასწორი მისამართების კორექტირება. მიმდინარეობს ისეთი მისამართების გასწორება, რომლებსაც არ აქვს ნუმერაცია და მისამართად მითითებულია რაიმე გეოგრაფიული ობიექტი (მაგალითად: მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ), გარდა ამისა ხდება დუბლირებული მისამართების და ე.წ „იტალიური ეზოების“ ნუმერაცია, ამ ეტაპზე დასრულებულია ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანის, ჩუღურეთის, ისნის და სამგორის რაიონებში არსებული მისამართების კორექტირება, ასევე სამუშაოები მიმდინარეობს ნაძალადევის  რაიონში.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრი აქტიურად თანამშრომლობს  თბილისის საკრებულოს სახელდების კომისიასთან.  სააგენტოს მიერ მომზადებული ელექტრონული რუკების საფუძველზე ხდება კომისიის მიერ უსახელო ქუჩებისათვის სახელის მინიჭება. 2014 წლის  განმავლობაში საჯარო რეესტრიდან ქალაქ თბილისის საკრებულოს  სახელდების კომისისას გაეგზავნა  250 უსახელო ქუჩის  სამისამართო პროექტი, რომლის საფუძველზეც მოხდა ქუჩების სახელდება.

]]>
გორში დაუზუსტებელი საკადასტრო საზღვრების მქონე მიწის ნაკვეთების დაზუსტება მიმდინარეობს http://reestri.gov.ge/p/849 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქ. გორში დაუზუსტებელი საკადასტრო საზღვრების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე სამუშაოები 1000 მიწის ნაკვეთზე ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეებისთვის მიწის აზომვითი სამუშაოები დამატებითი ხარჯის გარეშე, უფასოდ ხორციელდება. ამ ხარჯს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სრულად ფარავს.

მესაკუთრეები საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონულ ვერსიებს მიიღებენ. ამას გარდა, მათ სამუშაოების დასრულების შემდეგ მომზადებული ოქმები და სხვა დოკუმენტაციაც გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში სამუშაოები 2200-მდე მიწის ნაკვეთზე ჩატარდება. შეგროვილი მონაცემები კი ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთები 2006 წლამდე აქვთ რეგისტრირებული, რუკაზე მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ვინაიდან ამ პერიოდში სააგენტო ელექტრონულ საკადასტრო რუკას არ აწარმოებდა და შესაბამისად, მოქალაქესაც ნაკვეთის ელექტრონული საკადასტრო ნახაზის წარმოდგენა არ ევალებოდა. ამ გარემოებამ დროთა განმავლობაში როგორც მოქალაქეს, ისე სახელმწიფოს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.

2010 წლიდან საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა აუცილებელია. აღნიშნული ნახაზი ერთიან საკადასტრო რუკაზე თავსდება. შესაბამისად, რუკაზე ხვდება იდენტიფიცირებული ნაკვეთის ადგილი, საზღვრები, ფართობი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთიანი საკადასტრო ბაზაა შექმნილი, ძველ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც არსებობს. ამ პრობლემების აღმოფხვრასა და სრულყოფაზე, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებასა და მათი ელექტრონული მონაცემების შექმნაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

ქონების მესაკუთრეების თანადგომის და დაინტერესების შემთხვევაში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობით, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების დაზუსტების პროექტი მესაკუთრისათვის მაქსიმალურად მისაღებ პირობებში წარიმართება.

]]>
ახალი რეგულაციები სურსათის, ცხოველის საკვების, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის სფეროში http://reestri.gov.ge/p/850 2015 წლის 1 იანვრიდან სურსათის, ცხოველის საკვების, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის სფეროში ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ამოქმედდა. ამიერიდან პირს, რომლის საქმიანობა სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას უკავშირდება, ბიზნესოპერატორად დარეგისტრირების ვალდებულება ეკისრება. რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა კი 500 ლარით დაჯარიმდება.

ახალი რეგულაციების თანახმად, უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის მექანიზმიც ამუშავდება.
ამას გარდა, 2015 წლის 1 იანვრიდან აღიარებას ექვემდებარება ის ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან(გარდა პირველადი წარმოებისა) ან გადამუშავებასთანაა დაკავშირებული. შეგახსენებთ, ბიზნესოპერატორად აღიარებას სურსათის ეროვნული სააგენტო მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენს, თუ სუბიექტი ბიზნესოპერატორად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრშია რეგისტრირებული. ბიზნესოპერატორი, რომელიც საქმიანობას აღიარების გარეშე ეწევა, 500 ლარით ჯარიმდება.
ბიზნესოპერატორად რეგისტრაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სერვისის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირებისთვის მიმართვის გზით.
ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის მოთხოვნისას, რეგისტრაციით დაინტერესებული პირი ვალდებულია, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს ზუსტად მიაწოდოს ინფორმაცია ბიზნესოპერატორის საქმიანობათა შესახებ. მომხმარებელს საქმიანობის სფეროებისა და სახეების დეტალურ ჩამონათვალს, განცხადების წარდგენის ეტაპზე, მარეგისტრირებელი ორგანო თავად სთავაზობს.

]]>
მიწის ადმინისტრირების განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა http://reestri.gov.ge/p/851 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ GIZ-ის ექსპერტებთან ერთად საქართველოში მიწის ადმინისტრირებისა და მართვის, ამ სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების, მათი გადაჭრისა და დარგის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს იუსტიციის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, თბილისის მერიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იღებდნენ.
სემინარზე განხილული იყო გერმანელი ექსპერტების მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტი და რეკომენდაციები, რომლებიც მათ საქართველოში მიწის ადმინისტრირებისა და მართვის სისტემის შეფასებისას შეიმუშავეს.
ბოლო წლების განმავლობაში, ეკონომიკური განვითარების მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური რეფორმები განხორციელდა, მიწის ადმინისტრირების სისტემაშიც სხვადასხვა ინოვაცია დაინერგა, თუმცა დარგის ერთ-ერთ პრობლემად კვლავ რჩება არასრულყოფილი საინფორმაციო ბაზა, საკადასტრო მონაცემები და მიწის სრული საინფორმაციო სისტემის არარსებობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ამჟამად ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნა და ამ კუთხით არსებული ხარვეზების გამოსწორება წარმოადგენს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, სააგენტოს, როგორც უძრავი ქონების მარეგისტრირებელი ორგანოს მიზანია, ევროპის განვითარებული ქვეყნების მსგავსად, იყოს ისეთი სრულყოფილი და განვითარებული ორგანიზაცია, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მომსახურებას: „მიწის ადმინისტრირება ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს, ამიტომ მნიშვნელოვანია სააგენტოსთან ერთად ამ სტრატეგიის განხილვაში მონაწილეობა დარგში მომუშავე ექსპერტებმა მიიღონ, რათა ერთობლივად განვსაზღვროთ სისტემის მუშაობის ერთიანი პრინციპი და მიდგომა. ამ სტრატეგიის განხორციელება და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია, რაც კიდევ უფრო შეწყობს ხელს მიწის ადმინისტრირების სისტემის გამართვასა და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობას“ -აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ.
მიწის ადმინისტრირების სისტემის სრულყოფილი მონაცემთა ბაზა მიწასთან დაკავშირებულ მონაცემთა ღირებულების გაზრდისთვის უამრავ ახალ შესაძლებლობას შექმნის და უზრუნველყოფს სანდო და უტყუარ საფუძველს მიწაზე უფლებების შეძენის, სარგებლობისა და განკარგვისთვის. მიწის სრულყოფილი საინფომაციო სისტემა კი ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას, მიწის პროდუქტიულად გამოყენებას, მიწის რესურსების დაცვას, გარემოს დაცვის მონიტორინგს და იპოთეკური ბაზრის განვითარებას, რაზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარება.
მიწის ადმინისტრირების განვითარებასთან დაკავშირებით სემინარი პროექტის „სამართლისა და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ჩატარდა.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლო საქმის წარმოება ელექტრონული გახდა http://reestri.gov.ge/p/852 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კიდევ ერთი ახალი პროექტი - ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლო საქმის წარმოების ერთიანი ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა სრულად ასახავს სააგენტოში მოქალაქის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და სასამართლოში გასაჩივრებული საქმის წარმოების პროცესს. 

მასში თავს იყრის ყველა საჩივარი და ამ საჩივრებთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგი, სასამართლოში გასაჩივრებული საქმე და აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები.
ახალი პროგრამა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ერთიან და სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის მოსარჩელის, მოპასუხის, დავის საგნისა და სასამართლო განხილვების რაოდენობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ საქმეს ელექტრონულ ფორმატში თან ერთვის სარჩელი და ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ახალი პროგრამის დახმარებით მონაცემები ყველა ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურიდან ცენტრალიზებულად თავს ერთიან მონაცემთა ბაზაში იყრის, მათი აღრიცხვა და სისტემატიზაცია კი ელექტრონულად ხდება, რაც სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებასაც ამარტივებს.

„ახალი პროგრამა ელექტრონული მმართველობის დანერგვისკენ გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო დაიხვეწოს სააგენტოს შიდა მმართველობითი საქმიანობა და ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლო საქმის წარმოების აღრიცხვა-სისტემატიზაციის პროცესი, სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ დავების, მათი შედეგებისა და მიზეზების შესახებ. ეს მონაცემები სამომავლოდ არსებული ხარვეზების გამოსწორების კუთხით მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. პროგრამა გააუმჯობესებს და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს შიდა ორგანიზაციულ პროცესებს“- აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

პროგრამა ეტაპობრივად სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურში ამოქმედდება.

]]>
ქალაქ გორის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტება დასრულდა http://reestri.gov.ge/p/853 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ გორის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტების პროექტი დაასრულა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული სრული მონაცემები ქალაქ გორის მერიას გადაეცა.

პროექტის ფარგლებში ზუსტად დადგინდა საზღვარი ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის. სამომავლო განვითარების მიზნით კი ქალაქ გორს მეზობელი სოფლების გარკვეული ტერიტორიები(750 ჰექტარი) შეუერთდა.

ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტების პროცესში საჯარო რეესტრის სპეციალისტებმა ქალაქის საზღვარი მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოების საშუალებით და GPS სადგურების ქსელის გამოყენებით აზომეს. პარალელურად, საზღვრის ხაზის ძირითადი წერტილები ადგილზე სპეციალური მიწისქვეშა პუნქტების საშუალებით დამაგრდა და მათი კოორდინატების კატალოგი მომზადდა.

საზღვრის დაზუსტების შემდეგ, NSDI -ს პროექტის ფარგლებში, ქ. გორში გზათა ქსელის, სამისამართო მონაცემების, ჰიდროგრაფიის, საკომუნიკაციო ქსელისა და სხვა მონაცემების წარმოებაც დაიწყება. პროექტის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება საზღვრის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, დადგინდება მუნიციპალიტეტის განსაკარგავი ტერიტორია და საკუთრების რეგისტრაციის უფლებამოსილება, მოწესრიგდება მიწის ნაკვეთების მისამართები და სარეგისტრაციო ზონის საზღვრები, მოხდება მონაცემების სტანდარტიზაცია და მათი სწორი წარმოება.
გორის საპილოტე პროექტის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი საბაზისო ინფორმაცია საკადასტრო და ადმინისტრაციულ, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო, სამისამართო, დემოგრაფიულ და სხვა მონაცემებს გააერთიანებს. ქალაქ გორში განხორციელებული საპილოტე პროექტის წარმატება ხელს შეუწყობს NSDI-ს პროქტის ქვეყნის მასშტაბით განხორციელებას. პარალელურად, შეიქმნება ლოკალური გეოგრაფიული მონაცემების ადგილობრივ დონეზე წარმოების წარმატებული პრეცედენტი, რაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც საუკეთესო მაგალითი და სტიმული იქნება.
პროექტი ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით მიმდინარეობს. თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის 8 თანამშრომლისთვის თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გეოინფორმაციული სისტემებისა და გეოდეზია-კარტოგრაფიის მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებიც ჩაატარა. კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა. კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად სააგენტომ გორის თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებით აღჭურვა, რომელიც სივრცითი მონაცემების წარმოებისთვისაა საჭირო.

]]>
ინტერნეტით ამონაწერის განახლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოპულარული ელექტრონული სერვისია http://reestri.gov.ge/p/854 ბიზნესსუბიექტის შესახებ ამონაწერის ინტერნეტით განახლების  სერვისით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ. გასულ წელს ელექტრონული ამონაწერის მომსახურებით 9103-მა მომხმარებელმა ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი 2013 წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2013 წელს ინტერნეტით ამონაწერი 6469-მა პირმა განაახლა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბიზნესსუბიექტის შესახებ დაინტერესებულ პირებს ამონაწერის განახლებას სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის www.napr.gov.ge-ის და www. my.gov.ge-ის დახმარებით სთავაზობს. მომხმარებლებს ნებისმიერ დროს საშუალება აქვთ, ამონაწერის მისაღებად ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა  შეავსონ, მომსახურების საფასური  ელექტრონულად, საბანკო პლასტიკური ბარათით გადაიხადონ და ამონაწერი განსაზღვრულ ვადაში ასევე ელექტრონულად მიიღონ.

ელექტრონული ამონაწერის მზადყოფნის შესახებ მომხმარებელს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინება ეგზავნება. სააგენტოს მიერ მომზადებული ამონაწერის მიღება დაინტერესებულ პირს ასევე ვებგვერდის საშუალებით შეუძლია.

ელექტრონული ამონაწერის სერვისი ბიზნესსუბიექტებს საქმიანობას მნიშვნელოვნად უმარტივებს და მათ დროისა თუ ხარჯების დაზოგვის საშუალებასაც აძლევს. აღსანიშნავია, რომ ამონაწერის სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით განახლება 15 ლარის ნაცვლად 10 ლარი ღირს. მომხმარებლებს დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობა და განახლებული ელექტრონული ამონაწერის იმავე დღეს მიღებაც შეუძლიათ.

ამას გარდა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ელექტრონული პროგრამა  ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, ყოველგვარი საფასური გარეშე მოიძიოს, ვინ არიან ამა თუ იმ ბიზნეს კომპანიის მეწილეები, მფლობელები, დამფუძნებლები, მიიღოს ინფორმაცია წილების რაოდენობისა და რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების შესახებ.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ელექტრონული პროგრამა 2010 წლიდან მოქმედებს. აღსანიშნვია, რომ ამ პროგრამის ამოქმედების შედეგად, საჯარო ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა, თავად ინფორმაციის მიღების პროცესი კი მნიშვნელოვნად გამარტივდა.

]]>
დასაქმება http://reestri.gov.ge/p/855 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ 5  ბენეფიციარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში სკანირების ცენტრში დასაქმდა. საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ერთი წლის წინ, სააგენტოში 4 ბენეფიციარი დასაქმდა, რომლებიც სკანირების ცენტრში საარქივო მასალებისა და სხვადასხვა დოკუმენტის ციფრულ ფორმატში გადატანის პროცესში წარმატებით მონაწილეობენ.  ამჟამად, ჯამში 9 ყოფილი პატიმარია დასაქმებული საჯარო რეესტრის სკანირების ცენტრში.

დღეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე ახლად დასაქმებულ ყოფილ პატიმრებს პირადად შეხვდნენ და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

ყოფილმა პატიმრებმა დასაქმებამდე დანაშაულის პრევენციის ცენტრის სერვისებით ისარგებლეს. ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ რეაბილიტაციის ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს, რომელიც მათთვის პირადმა სოციალურმა მუშაკმა შეადგინა. ყოფილმა პატიმრებმა აგრეთვე, წარმატებით გაიარეს სხვადასხვა ტრენინგ კურსი.

"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული და სტერეოტიპული შეხედულებების ნგრევას. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს წარმოადგენენ ყოფილი პატიმრები, რომლებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაცია ხშირად დიდ პრობლემას წარმოადგენს. სააგენტომ გამოხატა მზადყოფნა მათთვის ხელი შეეწყო და დაესაქმებინა. მოგეხსენებათ, სააგენტო მუშაობს საარქივო დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადატანის პროექტზე. ეს ადამიანები სწორედ ამ პროეტში დასაქმდნენ და იმედი გვაქვს ამით კიდევ ერთხელ შევუწყობთ ხელს  მათ რეაბილიტაციას" - აღნიშნა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მიზანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული  პირების რეაბილიტაციის  ხელშეწყობა, მათი დაბრუნება  საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილი პატიმარი, რომელიც საზოგადოებას სრულფასოვან  წევრად დაუბრუნდება, უკვე აღარ ჩაიდენს დანაშაულს. ეს კი ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს  შექმნის წინაპირობაა. პროგრამის  ამოქმედებიდან დღემდე იუსტიციის  სამინისტროს სისტემაში 22 ყოფილი პატიმარია დასაქმებული. „განსაკუთრებით მისასალმებელია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითები, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ყოფილ პატიომართა რეაბილიტაციის პროცესში და რომელმაც, შარშან ასევე წარმატებით დაასაქმა  4 ყოფილი პატიმარი“, განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლიდან  დაიწყო. საყოველთაო ამნისტიის პირობებში ეს იყო პირველი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფომ ციხიდან გათავისუფლებულ პირებს  რეაბილიტაციაში დახმარება შესთავაზა. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მასში აქტიურად ჩართულია 917 ყოფილი პატიმარი. მათგან დასაქმებულია 143 ბენეფიციარი.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო “მიწის მდგრადი მართვის კვირეულში” მონაწილეობს http://reestri.gov.ge/p/873 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე მესხიძე ქ. ჟენევაში მიწის მდგრადი მართვის კვირეულში მონაწილეობს. კვირეული გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების ჯგუფის მიერაა(UNECE WPLA) ორგანიზებული.

მიწის მდგრადი მართვის კვირეული ერთ-ერთი მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ევროპის ქვეყნებს შორის მიწის ადმინისტრირებასა და მართვასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას, რეგიონის მდგრადი ურბანული განვითარების მიზნით.

კვირეულზე, ეკატერინე მესხიძე მონაწილეებს არალეგალური დასახლებების გამოწვევებთან დაკავშირებით ქართულ გამოცდილებასა და პრაქტიკას გააცნობს.
4 დღის განმავლობაში, ღონისძიების მონაწილეები სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო სივრცეებზე, ინკლუზიური, უსაფრთხო, მდგრადი ქალაქებისა და დასახლებების მოწყობა-მართვაზე, არალეგალურ დასახლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ქალაქებსა და დასახლებებში თანასწორი ურბანული განვითარების სტიმულირების გზებზე იმსჯელებენ.
"მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის მიზანი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მიწის ადმინისტრირების ხელშეწყობაა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სახელით 13 წელია ამ ორგანიზაციის წევრია და აქტიურადაა ჩართული მის საქმიანობაში. თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ბიუროს წევრებთან მუშაობით სააგენტომ მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კვირეულის ფარგლებში გაიმართება სესიაც, სადაც ბიუროს წევრებს, მათ შორის საქართველოსაც, 2 წლის ვადით ხელახლა აირჩევენ. საჯარო რეესტრი UNECE WPLA-სთან მჭიდრო თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებს და სხვადასხვა ქვეყნის მიწის ადმინისტრირების სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილს შეიტანს“ - აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე მესხიძემ.

კვირეული 27 თებერვალს დასრულდება.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მონაცემთა ბაზების გაერთიანებაზე მუშაობს http://reestri.gov.ge/p/874 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მონაცემების ხარისხის და საკადასტრო სისტემის დახვეწაზე მუშაობას აგრძელებს. ამიერიდან უძრავი ქონების უფლებრივი და საკადასტრო ნაწილის რეგისტრაცია ერთიან პროგრამაში მოხდება, რაც აღნიშნული პროცესის განხორციელებისა და კონტროლის მექანიზმს მნიშვნელოვნად გაამარტივებს, საკადასტრო სისტემას კი კიდევ უფრო თანამედროვეს და მოქნილს გახდის. 

ამ დრომდე უძრავი ქონების რეგისტრაციისას მისი უფლებრივი და საკადასტრო ნაწილი სხვადასხვა პროგრამაში  რეგისტრირდებოდა, რაც  ადმინისტრირების პროცესს მნიშვნელოვნად ართულებდა. ელექტრონული პროგრამების ინტეგრაციის შედეგად სრულად გამოირიცხება მონაცემების სინქრონიზაციის პრობლემა და საკადასტრო კოდების მინიჭებისასა განმეორების შემთხვევები. ერთიანი პროგრამა რეგისტრატორს საშუალებას მისცემს ერთდროულად განიხილოს უძრავი ქონების  იურიდიული დასაბუთების პირობები, ავტომატურად შეამოწმოს საკადასტრო აღწერის სისწორე, შეინახოს  სარეგისტრაციო ისტორია, როგორც მონაცემების, ისე შემსრულებლის კუთხით, რაც სააგენტოს მენეჯმენტს რეგისტრაციის პროცესის ხარისხის გაანალიზებისა და კონტროლის შესაძლებლობას მისცემს.

უძრავი ქონების უფლებრივი და საკადასტრო ნაწილის რეგისტრაციის ერთ პროგრამაში გაერთიანების შედეგად, მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ყველა არათავსებადი მონაცემისა და ხარვეზის ხილვა  ავტომატურ რეჟიმში გახდება შესაძლებელი. ამ დრომდე მათი გასწორება მექანიკური ჩარევით ხდებოდა და საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენდა.

უძრავი ქონების უფლებრივი და საკადასტრო ნაწილის ინტეგრაციის შედეგად გაიზრდება სააგენტოს მიერ გაცემული მონაცემების სიზუსტე და ხარისხი. გარდა ამისა, დარეგულირდება მიწის ნაკვეთებს შორის სადაო სიტუაციების დადგენის საკითხიც.

აღსანიშნავია, რომ სიახლეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის მხრიდან შეცდომის დაშვების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს, რაც იმას ნიშნავს,  მოქალაქეები მაქსიმალურად გადამოწმებულ და ხარისხიან  ინფორმაციას მიიღებენ.

უძრავი ქონების უფლებრივი და საკადასტრო ნაწილის ერთ პროგრამულ უზრუნველყოფაში გაერთიანება ხელს შეუწყობს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტურქტურის - NSDI-ს განვითარებასაც. NSDI-ს გეოპორტალზე სივრცითი მონაცემების გადატანა კიდევ უფრო მარტივად მოხდება, გაჩნდება ხარისხიანი გრაფიკული ელექტრონული სერვისების შეთავაზებისა და სივრცული მონაცემების ინტერნეტით, სტატისტიკურად დამუშავების შესაძლებლობაც.

აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგია უძრავი ქონების სამგანზომილებიანი პერსპექტივით დანახვის საშუალებასაც იძლევა, რაც თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალური საკითხია.

]]>
უკრაინის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო http://reestri.gov.ge/p/876 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ანა ონიშენკო და სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილებას გაეცნენ.

სამთავრობო დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ ქონების რეგისტრაციის სისტემის ქართული მოდელი და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურები და ელექტრონულ სერვისები, დამისამართების და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები იუსტიციის სახლის კონცეფციასაც გაეცნენ.

„უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრებს სააგენტოში დანერგილი სიახლეები და ზოგადად, ჩვენი საქმიანობა გავაცანით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას“,-აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

უკრიანის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი 8 მარტს დასრულდება.

 

 

 

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს http://reestri.gov.ge/p/877  

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა   http://reestri.gov.ge/p/878 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე  პაპუნა უგრეხელიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)  წარმომადგენლებს შეხვდა ( უძრავი ქონებისა და განაკვეთის ტექნიკური დახმარების მისია).

შეხვედრაზე პაპუნა უგრეხელიძემ  უცხოელ სპეციალისტებს ქვეყანაში  არსებული საკადასტრო მდგომარეობის, უძრავი ქონების ბაზრის, სარეგისტრაციო  პროცედურების, მონაცემთა სიზუსტის, აქტებისა და მიწის რეგისტრაციის რუკაზე ასახვის, მიწის ნაკვეთებისა და საკუთრების უფლებების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისიის წარმომადგენლები მიწის ადმინისტრირების პროცესში GIS-ის როლისა და უძრავი ქონების მფლობელობის შესახებ სტატისტიკითაც დაინტერესდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა  მფლობელობის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურები, აღსრულებასთან მიმართებაში მისაღები ზომები, სახელმწიფო და კერძო საკუთრება, საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ინვენტარის საერთო ღირებულების შესახებ მონაცემები და ფისკალური კადასტრის საიმედოობაც განიხილეს.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმომადგენლები ღია გეოსივრცითი კონსორციუმის შეხვედრებში მონაწილეობენ http://reestri.gov.ge/p/880 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო სისტემების სპეციალისტები ღია გეოსივრცითი კონსორციუმის - OGC-ის ტექნიკური კომიტეტის შეხვედრებში მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ქალაქ ბარსელონაში დღეს დაიწყო, ტექნიკური ექსპერტების მიერ სხვადასხვა საკითხები იქნება განხილული. სპეციალისტები სტანდარტებისა და დომეინების სამუშაო ჯგუფებში ისეთ თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა სივრცითი მონაცემების ინტერნეტში განთავსება, უსაფრთხოება, მონაცემთა შენახვა, გეოსემანტიკა, INSPIRE დირექტივასთან შესაბამისობა, დაფარულობის სტანდარტების ჰარმონიზაცია, ურბანული დაგეგმარება, ადგილმდებარეობის განსაზღვრის მობილური სერვისები და ა.შ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკვე ორი წელია გეოსივრცითი მონაცემების ღია კონსორციუმის წევრია. კონსორციუმის მიზანი გეოინფორმაციული სერვისების კუთხით საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაა. იგი 400–ზე მეტ ორგანიზაციას, კომპანიას, სახელმწიფო სააგენტოსა თუ უნივერსიტეტს აერთიანებს. თითოეული  მათგანი გეოგრაფიული ინფორმაციული მონაცემების დამუშავების სტანდარტებისა  და მოთხოვნების შემუშავების კუთხით საქმიანობს. აღნიშნული სტანდარტები და მოთხოვნები ხელს უწყობს სხვადასხვა გეოინფორმაციული სისტემების, მობილური კავშირებისა და ლოკალიზებული მომსახურების (LBS) ერთმანეთთან თავსებადობას, აგრეთვე, ინფორმაციული ტექნოლოგიების გავრცელებას და ეხმარება სისტემებისა თუ პროგრამების შემქმნელებს, მომხმარებლისთვის კომპლექსური გეოსივრცითი ინფორმაციისა და მომსახურების წვდომის უზრუნველყოფაში. 

ღია გეოსივრცითი კონსორციუმის ტექნიკური კომიტეტის შეხვედრები 13 მარტს დასრულდება.

]]>
ქვეყნის ერთიანი აეროფოტო გადაღებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა http://reestri.gov.ge/p/882 ტენდერში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ უცხოურ თუ ქართულ კომპანიას შეუძლია. შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კი აპრილის ბოლოს იწურება. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია შემდეგ ბმულზეა განთავსებული: http://ted.europa.eu/

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ქვეყნის სრული აეროფოტო გადაღება უნდა განახორციელოს. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ შავი ზღვისპირა ზოლი, რომელიც სააგენტომ გასულ წელს თავად გადაიღო. გადაღების დასრულების შემდეგ კომპანია შესაბამის მონაცემებს დაამუშავებს და მათ საფუძველზე ორთოფოტოებს შექმნის.
საერთაშორისო ტენდერი პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ ფარგლებში გამოცხადდა, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის პროექტის შესრულება და ერთიანი ორთოფოტო სურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხდება.
პროექტი საქართველოს ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისიორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს. ორთოფოტოებს სააგენტო 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. პროექტის არეალი სამ ბლოკადაა დაყოფილი: I ბლოკის აეროგადაღება 2015 წლის აპრილ-მაისში, მე-II და მე-III ბლოკების კი 2015 წლის მაის-ივნისში მოხდება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სააგენტოს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვას, 5 ფოტოგრამეტრიული სამუშაო სადგურის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას. პარალელურად, შერჩეული 1000 კვ.მ ურბანული ტერიტორიის ლიდარით სკანირება და მიღებული მონაცემების დამუშავება, კონტურული ხაზების შექმნა და ტოპოგრაფიული მონაცემებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავებაც განხორციელდება. ამას გარდა, გამოცდილი კონსულტანტები ქართველ სპეციალისტებს ფოტო და სტერეოგრამეტრიაში, ასევე ორთოფოტოების დამუშავებასა და აეროგადაღების ტექნიკური სპეციფიკაციების საკითხებზე ტრენინგებს ჩაუტარებენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ამ დრომდე საქართველოში კონკრეტული არეალების აეროფოტოგადაღება სახელმწიფოს დაკვეთით სულ სამჯერ განხორციელდა (2000, 2005 და 2010 წწ.). სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო, გადაღება სპონტანურად ხდებოდა. ორთოფოტოგეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიური დარღვევებითაა შექმნილი, რის გამოც ისინი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ამას გარდა, ქაოტურ და არაერთგვაროვან სურათს ქმნის. ახალი პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკუთრების უფლებების დაცვის მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და მიწის მართვის პროცესებს. ამას გარდა, მისი განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, NSDI-ის კონცეფციისა და ევროკავშირის INSPIRE დირექტივის შესაბამისად, გეოგრაფიული მონაცემების კომბინირებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებას.
„რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის: საქართველოს ორთოფოტო“ ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი 1420000 ევროს, სააგენტოს შენატანი კი- 305 000 ევროს შეადგენს. პროექტი 2017 წელს დასრულდება.

]]>
მალაიზიის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო http://reestri.gov.ge/p/883 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მალაიზიის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილებას გაეცნენ.

სამთავრობო დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა ქონების რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურები, ელექტრონულ სერვისები, დამისამართების და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტები გააცნეს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
ვიზიტი 20 მარტს დასრულდება.

]]>
ბიზნესის რეგისტრაციის მოთხოვნისას ბიზნესსუბიექტებს საბანკო ანგარიშის გახსნა უკვე 5 ბანკში შეუძლიათ http://reestri.gov.ge/p/884 ბიზნესის რეგისტრაციის განაცხადის წარდგენის პარალელურად, დაინტერესებულ პირრბს შეუძლიათ თავად შეარჩიოს სასურველი ბანკი და ანგარიშის გახსნის სერვისით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე ისარგებლონ. ინფორმაცია ანგარიშის გახსნის მოთხოვნის შესახებ შერჩეულ ბანკს ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება. 

ბიზნესის პირველადი რეგისტრაციისას საბანკო ანგარიშის გახსნის სერვისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს 2011 წლიდან სთავაზობს. თავდაპირველად სააგენტოში მხოლოდ ანგარიშის გახსნის ინიცირება ხდებოდა, საბოლოო პროცედურის დასასრულებლად კი დაინტერესებულ პირს ბანკში მისვლა სჭირდებოდა. 2014 წელს სააგენტომ სერვისის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, საკანონმდებლო ცვლილება შეიმუშავა. დადგინდა ახალი სტანდარტი, გამოიცა შესაბამისი ნორმატიული აქტი და ანგარიშის გახსნა ავტორიზებული ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი.
ამჟამად საბანკო ანგარიშის გახსნა ინტეგრირებულია რეგისტრაციასთან და ეს ორი მომსახურება ერთ პროცედურაშია გაერთიანებული. ანგარიშის გახსნისთვის დაინტერესებულ პირს საბანკო დაწესებულებაში მისვლა აღარ სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ეს მომსახურება ბიზნესსუბიექტებს დროის დაზოგვის და ერთი პროცედურით ორი სერვისის მიღების საშუალებას აძლევს. კომპანიის რეგისტრაციისას მომხმარებელთა 60 % საბანკო ანგარიშის გახსნას საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით ახორციელებს.

ამ დროისთვის მომსახურების მიღება საქართველოს ბანკში, TBC ბანკში, ქართუ ბანკში, ლებერთი ბანკსა და პრივატ ბანკშია შესაძლებელი. 2015 წლის ბოლომდე სერვისის შეთავაზებაში კიდევ რამდენიმე ბანკი ჩართვება და მომხმარებელს ბიზნესის რეგისტრაციისას შესაძლებლობა ექნება საბანკო ანგარიში მისთვის სასურველ ნებისმიერ ბანკში მიუსვლელად გახსნას.

]]>
მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს http://reestri.gov.ge/p/885 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უერთდება სოლიდარობის გლობალურ აქციას. „ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას, დაცულ უფლებებს და ოჯახის თანადგომას“.

 

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო EULIS-ის ასოცირებული წევრი გახდა http://reestri.gov.ge/p/886 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის "ევროპის  მიწის შესახებ საინფორმაციო მომსახურების ( EULIS)  ასოცირებული წევრი გახდა. აღნიშნული სტატუსით სააგენტოს საშუალებას აქვს,  საკუთარი  ოფიციალური ვებგვერდის ბმული EULIS-ის პორტალზე  www.eulis.eu  განათავსოს, ხოლო თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე დაინტერესებულ პირებს  საქართველოში არსებული  უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მარტივად მოძიების შესაძლებლობა მისცეს.

EULIS- ი მიწის რეგისტრაციის  შესახებ ინფორმაციას მთელი  ევროპის მასშტაბით აერთიანებს. ორგანიზაციის ოფიციალურ  ვებგვერდზე  www.eulis.eu მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ქვეყნის მიწის რეესტრების შესახებ სრული მონაცემებია განთავსებული.  

EULIS -ის მიზანია, ევროპის უძრავი ქონების შესახებ ელექტრონული ინფორმაცია ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს და ევროპის ერთიანი ქონების ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ის ლიცენზირებულ მომხმარებლებს, მაგ: ბანკებს, იურისტებს, უძრავი ქონების აგენტებს, აუდიტებს, სააღმსრულებლო სააგენტოებს, სამთავრობო უწყებებსა და სამოქალაქო სამართალთან დაკავშირებულ სხვა პროფესიონალებს  EULIS-ის წევრთა რეესტრებში ინფორმაციის მოძიების საშუალებას აძლევს. 

"წარმატებულმა რეფორმებმა და დონორ ორგანიზაციებთან ეფექტურმა თანამშრომლობამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი პროორიტეტები დაუსახა. დროთა განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაცია გახდა. მთელი ეს წლები ვცდილობდით საერთასორისო სივრცის ნაწილი გავმხდარიყავით და ვამაყობთ რომ დღეს უკვე არაერთი წარმატებული ორგანიზაციის წევრი ვართ.  ევროსტრუქტურებში გაერთიანება მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ამასთან, უცხოური გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებამ, ცოდნასთან ერთად ახალი პროექტების დაწყებისა და განხორციელების მოტივაციაც მოგვცა" - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

Eulis-ის კონცეფცია სათავეს 90–იანი წლებიდან იღებს. მის ფინანსურ მხარდაჭერას ევროპის კომისია ახორციელებდა. ოფიციალურად კი იგი ვებსერვისის სახით 2006 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. ამჟამად მისი მომსახურებით  ჰოლანდია, ინგლისი და უელსი, ნორვეგია, ლიტვა, ირლანდია, შვედეთი და ევროპის სხვა ქვეყნები სარგებლობენ. 

]]>
იუსტიციის სამინისტროში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა http://reestri.gov.ge/p/887 სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და კომისიაში შემავალი სხვადასხვა სამინისტროების,  დარგობრივი უწყების და  მერიის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის დადგენილებით, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით დაკომპლექტებული სამთავრობო კომისიას  კოორდინაციას  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო უწევს. შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა, პროექტის მიმდინარეობის, შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ  ანგარიში წარადგინეს.

გეოგრაფიული სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ევროკავშირის მოთხოვნაა, რომელსაც ის წევრ ქვეყნებს უყენებს. დირექტივა ამ სფეროს საკანონმდებლო ბაზისა და ადმინისტრაციული საკითხების შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების მართვის რეგულირება, კატასტროფების თავიდან აცილება, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული პროექტების, საგანგებო სიტუაციების, საკომუნიკაციო და აერონავიგაციის სისტემების მართვა და ეფექტური ფუნქციონირება.

სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა პოლიტიკის, ინსტიტუციური ქმედებების, ტექნოლოგიების, გეომონაცემებისა და მეტამონაცემების ერთობლიობაა, რომელიც სივრცითი ინფორმაციის ეფექტურად გამოყენებისა და გაზიარების საშუალებას იძლევა. იგი ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა და გულისხმობს მაღალი ხარისხის, ჰარმონიზებული სივრცითი მონაცემების წარმოებასა და ხელმისაწვდომობას ვებპორტალის (გეოპორტალის) საშუალებით სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეებისა და მოქალაქეებისთვის. ამას გარდა, NSDI ხელს შეუწყობს ამ მონაცემების სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის მარტივად გაცვლის პროცესსაც, შეამცირებს ინფორმაციის მიღების დროსა და რესურსს.

https://www.youtube.com/watch?v=QYcwYB3W5HQ

 

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის კონფერენციაში მონაწილეობს http://reestri.gov.ge/p/889 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე მსოფლიო ბანკის მე-16 ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს.

მიმდინარე კონფერენციის თემას მიწის მფლობელობა-გამოყენებისა და საერთო კეთილდღეობის კავშირი წარმოადგენს.

“აღნიშნული თემატიკის წინ წამოწევა მიზნად ისახავს იმ გავლენის ჩვენებას, რასაც გენდერულ ჭრილში, თაობებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის უძრავი ქონების განაწილება ახდენს. ამას გარდა, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მიწათსარგებლობის ფორმები მნიშვნელოვნად აისახება ზოგად კეთილდღეობასა და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე საზოგადოებრივ და ლანდშაფტურ დონეებზე” - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ  პაპუნა უგრეხელიძემ.

წლევანდელ კონფერენციაზე მონაწილეები იმსჯელებენ იმ გავლენაზეც, რომელსაც მიწის მფლობელობა ურბანულ ფორმებზე, სიმჭიდროვესა და ურბანულ-სასოფლო კავშირებზე ახდენს; განიხილავენ ფართომასშტაბიან მიდგომებს საკუთრების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, სტანდარტიზებული გეოსივრცითი ტექნოლოგიების გამოყენებას ეფექტური მონიტორინგისა და მიწის მმართველობისთვის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესში, ღია მონაცემების შესაძლებლობების დანერგვას და ა.შ.

მსოფლიო ბანკის მე-16 ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც ვაშინგტონში იმართება, სამთავრობო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიების ორგანიზატორი მსოფლიო ბანკის განვითარების ეკონომიკური კვლევების ჯგუფი DECRG-ია. კონფერენცია 27 მარტს დასრულდება.

http://www.worldbank.org/en/events/2014/08/06/landconference2015#1

 

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა http://reestri.gov.ge/p/890 ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ხელმძღვანელთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მთავარი თემა აღნიშნული პროექტის საწყის ეტაპზე გათვალისწინებული საქმიანობები და  სამოქმედო გეგმა იყო. კერძოდ, მხარეებმა მიწის ნაკვეთზე უფლებათა რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონპროექტი, მიწის რეგისტრაციის საპილოტე პროექტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმას განიხილეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით,  „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტს ახორციელებს. პროექტი  ორ კომპონენტს მოიცავს: საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციას (სოფლის მეურნეობის სამინისტრო) და მიწის ბაზრის განვითარებას, რომლის განმახორციელებელიც იუსტიციის სამინისტროს  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა.

პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკადასტრო და პირველადი სარეგისტრაციო სამუშაოები 12 სოფელში შესრულდება. სულ კი  48 000 ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია მოხდება.  უშუალოდ ამ პორცედურის წინა მოსამზადებელი სამუშაოები  ნაკვეთებისა და მესაკუთრეების იდენტიფიკაციას, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებას, არსებული პრობლემების ანალიზს, საკადასტრო აზომვით სამუშაოებს და ა.შ.  გულისხმობს.  აღსანიშნავია, რომ პროექტი მიწის მესაკუთრეობასთან მიმართებაში ქალთა უფლებების შეზღუდვის დარეგულირებასა და გენდერული თანასწორობის პრინციპების პოპულარიზაციასაც ითვალისწინებს.

განხორციელებული სამუშაოების ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მეთოდოლოგია, რომელიც სააგენტოს  ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების პირველადი რეგისტრაციის დასრულებაში, სარეგისტრაციო და საკადასტრო ბაზის სრულყოფაში დაეხმარება. სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასრტრო მონაცემთა ბაზა კი ხელს შეუწყობს როგორც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ასევე უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებასა და ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას.

აშშ-ში გამართული სამუშაო შეხვედრებისას დაკომპლექტდა პროექტის განმახორციელებელი რგოლი, შეთანხმდა და დამტკიცდა ტექნიკური დავალებები, განიხილულ იქნა პროექტის შედეგების შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის შექმნა, ტრენინგები და ის მასტერ კლასი, რომელიც ვირჯინიის შტატის სარეგისტრაციო და საკადასტრო სამსახურში, მიწის ადმინისტრირებისა და ელექტრონული სისტემების გაცნობის მიზნითაა დაგეგმილი.

]]>
ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის სამუშაო ვიზიტი გრძელდება http://reestri.gov.ge/p/891 ვიზიტის ფარგლებში, ვირჯინიაში, არლინგტონის ოლქში, პაპუნა უგრეხელიძე მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო-ანალიტიკური ორგანიზაციის Thomson Reuters-ის ვიცე-პრეზიდენტს დონალდ ფილეს შეხვდა.

შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის  „საქართველოს ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიწის ადმინისტრირების კომპონენტზე იმსჯელეს და ამ კუთხით Thomson Reuters-ის მხრიდან შესაძლო დახმარების ფორმები განიხილეს.

Thomson Reuters საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურებების და მონაცემთა ბაზების ერთ-ერთი მოწინავე მიმწოდებელია. კორპორაციას მსოფლიოში მიწის ადმინისტრირების სფეროში მოქმედ სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ელექტრონული ინვენტარიზაციის პროგრამა ამოქმედდა http://reestri.gov.ge/p/892 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ინვენტარიზაციის ახალი ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა.  პროგრამა თანამშრომლებსა და სამეურნეო სამსახურს შორის კომუნიკაციას სრულად ავტომატიზებულს ხდის.

სააგენტოში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონულ სააღრცხვო ბარათზე არსებულ ინფორმაციას ნებისმიერ დროს ელექტრონულად გაეცნონ, ნახონ, რა სახის ინვენტარია მათზე განკუთვნილი, გადაამოწმონ და შეადარონ მიღებული და მოთხოვნილი ინვენტარის მახასიათებლების თანხვედრა, დაადასტურონ მოთხოვნილი ნივთის მიღება და გაეცნონ აღნიშნული ინვენტარის მფლობელთა ისტორიას. 

ამას გარდა, პროგრამა სააგენტოს სამეურნეო სამსახურს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს ვისზე რა ინვენტარია გაცემული, შეიტყონ ვინ იყო ამა თუ იმ ნივთის მფლობელი,   ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე შეტყობინების სახით მიიღონ ინფორმაცია ინვენტარის უკან დაბრუნების შესახებ და ასევე ელექტრონულად ჩამოწერონ აღნიშნული ნივთი.

ამ დრომდე ინვენტარის აღწერა სააგენტოში სხვადასხვა ფაილებით ხდებოდა, რაც რიგ შემთხვევებში სრულყოფილ და რეალურ სურათს არ იძლეოდა. ერთიანი ბაზის შექმნის და  პროცესის ავტომატიზების შედეგად მარტივდება სააგენტოში ამა თუ იმ ინვენტარის ადგილის და მფლობელის სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით მოძიება, ასევე ინფორმაციის მიღება,  თუ რა მდგომარეობაშია ესა თუ ის ინვენტარი,  ჩამოწერილია თუ ვინმეს მფლობელობაშია ის. ასევე შესაძლებელი ხდება გაცემული ინვენტარის შესახებ სტატისტიკური მონაცემების სხვადასხვა ჭრილში მარტივად მოძიებაც.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათს" შეუერთდა http://reestri.gov.ge/p/893 28 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათზე, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებშში ერთი საათით ელექტროენერგია გამოირთო. ელექტროენერგიის გამორთვით სააგენტოს თანამშრომლებმა დედამიწის მიმართ თანადგომა გამოხატეს და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო აქციას შეუერთდნენ.

„ჩვენი მიზანია ერთად ვიზრუნოთ კლიმატის ცვლილების შეჩერებისთვის, ამ გლობალურ კამპანიაში ჩართვით გვინდა წვლილი შევიტანოთ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების საქმეში, ხაზი გავუსვათ თითოეული ადამიანისა თუ ორგანიზაციის პასუხისმგებლობას ბუნების წინაშე“ -აცხადებენ საჯარო რეესტრში.

დედამიწის სიმბოლური ერთი საათის აღსანიშნავად საქართველოს დიდ ქალაქებში ერთი საათით ჩაბნელდა საკვანძო შენობები და საჯარო ადგილები.

"დედამიწის საათის" ორგანიზატორია გაერო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). საქართველოში აქცია უკვე მეშვიდედ იმართება.

]]>
კოტ დ’იუვარის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო http://reestri.gov.ge/p/895 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კოტ დ’იუვარის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაცია სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებს გაეცნო.aaa_2  

სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს რეგისტრაციის სისტემის ქართული მოდელი, ქონების რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურები, ელექტრონულ სერვისები, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ერთიანი საკადასტრო სტანდარტების შემუშავების და სააგენტოში მიმდინარე სხვა პროექტები გააცნეს.

17-კაციანი დელეგაცია, რომელშიც მთავრობის წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტებიც შედიან, საჯარო სერვისების რეფორმირებით არის დაინტერესებული.

საქართველოს გამოცდილების გაზიარების რეკომენდაცია კოტ დ’ივუარის ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გაუწია. დელეგაცია საქართველოში 29 მარტს ჩამოვიდა. მისი წევრები უკვე ეწვივნენ იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და სხვ...

კოტ დ’ივუარის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს 3 აპრილს დატოვებს.

 

]]>
აუტიზმის გასაღები სიყვარულია http://reestri.gov.ge/p/898 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური ქსელებით ვიდეო მიმართვა გაავრცელეს და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისადმი თანადგომა გამოხატეს.

აუტიზმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას საჯარო რეესტრი წელს პირველად შეუერთდა.

როგორც საჯარო რეესტრში აცხადებენ, სააგენტოს სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძებები სხვადასხვა მიმართულებებითაა გამოხატული და მათ სისტემატური ხასიათი აქვთ. აუტიზმის მქონე ბავშვების თანადგომაც სააგენტოს სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

„გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ აუტიზმის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საქმეში. გვახსოვდეს, აუტიზმის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ“. -ნათქვამია საჯარო რეესტრის თანამშრომლების ვიდეომიმართვაში.

 

]]>
2015 წელს Google-ს რუკაზე საქართველოს 5 ქალაქი სრულად განთავსდება http://reestri.gov.ge/p/899 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს Google-ს რუკაზე  5 ქალაქის მონაცემების გადატანას დაასრულებს. ინტერაქტიულ რუკაზე სრულად განთავსდება ინფორმაცია თბილისის, გორის, რუთავის, მცხეთისა და ფოთის შესახებ. Google map-ზე აისახება შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ.

Google map-ზე თბილისის შესახებ ინფორმაცია თითქმის სრულადაა განთავსებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გლდანი-ნაძალადევის რაიონის შესახებ ინფორმაციის განთავსება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკვე მეოთხე წელია გეოგრაფიულ-სივრცობრივ მონაცემებს აგროვებს და მუდმივად მუშაობს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული.

Google-ს პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემის, ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, Google-ს რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ორწლიანი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2011 წელს გაჩნდა. ამჟამად უწყება Google maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორია. რუკაზე მუშაობა მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით სააგენტო საქმიანობას  კვლავაც აგრძელებს.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კომპანია Critigen-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა http://reestri.gov.ge/p/901 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში გეოსაინფორმაციო სისტემების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, Critigen- ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში გეოსაინფორმაციო სისტემების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და გეგმებზე, დარგის განვითარების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე, შესაძლო სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე იმსჯელეს. კომპანიის წარმომადგენლები სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტითაც დაინტერესდნენ და მისი განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობისთვის მხარდაჭერის მზაობა გამოხატეს.

ამერიკული კომპანია Critigen  გეოსაინფორმაციო სისტემების სფეროს ერთ-ერთი ლიდერია. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან და დიდი ბრიტანეთის კარტოგრაფიის სახელმწიფო ორგანოსთან(Ordinary Survey). ამ თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზაციას არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.

2010 წლიდან კი Critigen-ს საქართველოში, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან, მათ შორის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან რამდენიმე ერთობლივი პროექტი აქვს შესრულებული.

]]>
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს საკუთრების უფლების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ http://reestri.gov.ge/p/902 2015 წლის 3-4 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს საკუთრების უფლებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგმა მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა: მესაკუთრის მიერ სახელმწიფოსათვის ქონების უსასყიდლოდ ან მიზერულ ფასად გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემა და არსებული სასამართლო პრაქტიკა, საკუთრების უფლების ჩამორთმევის – ექსპროპრიაციის შესახებ კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთრების უფლების ზედდების პრობლემა და სხვა. სახალხო დამცველის აპარატში წლების მანძილზე, ისევე როგორც 2014 წელს მაღალი იყო მომართვიანობა ყველა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ ტრენინგი ინტერაქტიულ გარემოში წარიმართა.

ტრენინგს უძღვებოდნენ თბილისის სააპელაციო სასაართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვანდა ჯეჯელავა და იმავე დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბოხაშვილი. აღნიშული ტრენინგი დაფინანსდა ევროკავშირის პროექტის – „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ – ფარგლებში.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს http://reestri.gov.ge/p/903  

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებას 16 სტუდენტი გაივლის http://reestri.gov.ge/p/904 სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სტაჟირებას 16 სტუდენტი გაივლის.  შერჩევის პროცესი უკვე დასრულდა და სტაჟიორებმა სააგენტოს სხვადასხვა სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის დეტალური გაცნობა დაიწყეს.

პროცესის პარალელურად, მათ პროფესიული უნარების გამომუშავებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავების საშუალება ექნებათ. სტაჟიორები გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის, იურიდიული და ქონების რეგისტრაციის მიმართულებით სამუშაო პროცესშიც ჩაერთვებიან. 16 სტუდენტიდან 2 სამაჩაბლოდან  დევნილია.

„ჩვენთვის, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით მნნიშვნელოვანია სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში ჩართულობა, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების,პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სააგენტო ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს. ამას გარდა, ამ ადამიანების რესურსის გამოყენებას სააგენტოსთვის მართლაც  დიდი სარგებელი მოაქვს. გასული ნაკადის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ სტაჟიორები სააგენტოს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში საკმაოდ აქტიურად ერთვებიან და ამ პროცესში საკუთარი წვლილიც შეაქვთ“,-აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში უკვე მეორედ ჩაერთო. 2014 წელს  უწყებაში სტაჟირება 11-მა პირმა გაიარა, მათ შორის ყველაზე წარმატებული 2 სტაჟიორი კი სააგენტოში დასაქმდა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა გასული წლიდან ხორციელდება. სტაჟიორთა ნაკადის რეგისტრაცია კი წელიწადში ორჯერ - მარტსა და აგვისტოში, პროგრამის ვებგვერდის www.stajireba.gov.ge -ს  დახმარებით ხდება. მასში მონაწილეობის საშუალება იმ ახალდამთავრებულ და  დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს აქვთ, ვისი აკადემიური მოსწრებაც საშუალოზე მაღალია.

]]>
საჯარო რეესტრში კონსოლიდირებული რეაგირების პორტალზე მუშაობა დასრულდა http://reestri.gov.ge/p/905 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ელექტრონული პროგრამა  - კონსოლიდირებული რეაგირების პორტალი შექმნა. პროგრამის დახმარებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ორგანიზაციებს შორის კომუნიკაცია მთლიანად  ელექტრონული გახდება, გამარტივდება გარე უწყებებთან ურთიერთობა და კოლაბორაცია.

ამ დრომდე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო  ქონების გასხვისებასთან, პრივატიზაციასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით წერილებს ფოსტით აგზავნიდა. ფოსტითვე ხდებოდა მათთან კონსულტაციაც. ამას გარდა, ორგანიზაციისთვის ვალდებულების შესრულების ვადის დაწესება და მისი კონტროლი შეუძლებელი იყო, რაც გასხვისებას თუ პრივატიზაციის პროცესს  დროში მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა.

ახალი პროგრამის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული პროცესი ავტომატიზებული გახდება. პორტალის დახმარებით, ნებისმიერ ადრესატთან წერილის ელექტრონულად გადაგზავნა  იქნება შესაძლებელი. ვადების დაწესება, უკვე დაწესებული ვადის გაზრდა და მისი შესრულების კონტროლი ავტომატურ რეჟიმში მოხდება.

კონსოლიდირებული რეაგირების  პორტალს ელექტრონული ფოსტის მსგავსი, მარტივი ინტერფეისი აქვს, რომელიც სასურველი წერილის მოძებნისა და მათი პრიორიტეტების მიხედვით დალაგების საშუალებასაც იძლევა. პორტალი  ელექტრონულ ფოსტასთან და SMS მომსახურებასთანაა ინტეგრირებული. წერილის მიღების, ვადის ამოწურვის თუ სხვა სიახლის შესახებ ინფორმაციას  მომხმარებელი  მითითებული საკომუნიკაციო არხის საშუალებით იღებს.

კონსოლიდირებული რეაგირების პორტალზე მუშაობა  ქონების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით დაიწყო, ხოლო მისი კონცეფცია   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდის მიერ შემუშავდა და დაინერგა.

სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლებს წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში არაერთი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული, რამაც ამ სტრუქტურების ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია, ელექტრონული მმართველობის პრინციპებზე გადასვლა, ეფექტური და წარმატებული მუშაობა განაპირობა.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დედამიწის დღე გამოფენით აღნიშნა http://reestri.gov.ge/p/906 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 22 აპრილი - დედამიწის დღე ტრადიციული გამოფენით აღნიშნა. გამოფენა, რომელზეც სააგენტოს თანამშრომელთა შვილების ნახატები იყო წარმოდგენილი, დღეს თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა.

პატარებმა სპეციალურად ამ თარიღისთვის გარემოს დაცვის თემატიკაზე ნამუშევრები საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნეს. ღონისძიების მონაწილეებს სტუმრად კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი კახა რუხაია ესტუმრა და ბუნების მოვლის მნიშვნელობასა და დაცვაზე ესაუბრა. კახა რუხაიამ ბავშვების შეკითხვებს უპასუხა და მათ საინტერესო რჩევებიც მისცა.

დედამიწის დღეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად აღნიშნავს. გამოფენა-აქციის მიზანი გარემოზე ზრუნვასთან დაკავშირებით პატარების ცნობიერების ამაღლებაა.

„გარემოსდაცვით ღონისძიებებში ყოველთვის ენთუზიაზმით ვერთვებით, თუმცა ეს გამოფენა რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, მუდამ გამორჩეულია. ამ აქციით გვინდა, ბავშვებს უფრო თვალნათლივ ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწაზე ზრუნვა და ბავშვობიდანვე ჩავრთოთ ისინი გარემოსდაცვით  აქტივობებში“ - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

ღონისძიებაში 4-დან 10 წლამდე ასაკის 35-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათი ნახატები Facebook-ზე, სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეც აიტვირთა. გამოფენის ბოლოს პატარა მონაწილეებს სპეციალურ სიგელებთან ერთად საჩუქრად ის წიგნებიც გადაეცათ, რომლებიც, „მედია პალიტრის“ პროექტის - „გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე“ ფარგლებში, სააგენტოს თანამშორმლებმა ნარჩენი ქაღალდის ჩაბარების სანაცვლოდ მიიღეს.

დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა. ყოველი წლის 22 აპრილს, ამ თარიღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია ერთვება.

 

]]>
საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს საუდის არაბეთის დელეგაცია გაეცნო http://reestri.gov.ge/p/907 დელეგაციის წევრები, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილებით დაინტერესდნენ.

სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა მესხიძემ სამთავრობო დელეგაციის წევრებს ქონების რეგისტრაციის ქართული მოდელის, გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურებისა და ელექტრონულ სერვისების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებმა თბილისის იუსტიციის სახლი დაათვალიერეს და მის კონცეფციას გაეცნენ.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქვეყნის საავტომობილო გზათა ქსელის დიგიტალიზაციაზე მუშაობას აგრძელებს. http://reestri.gov.ge/p/908 გზის საერთო სიგრძიდან, რომელიც 200 000 კილომეტრს აჭარბებს, ციფრულ ფორმატში უკვე 60%-ის გადატანაა დასრულებული. მათ შორისაა, მაგისტრალური გზები, დასავლეთ საქართველოს ქალაქები და აღმოსავლეთ საქართველო. ამჟამად მუშაობა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გზათა ქსელის დიგიტალიზაციაზე მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც 2015 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. 

გზათა ქსელი მნიშვნელოვან საბაზისო გეოგრაფიულ მონაცემს წარმოადგენს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ორთოფოტოს საფუძველზე, დიგიტალიზაციის მეთოდის გამოყენებით, ქსელის აგების წესების სრული დაცვით ამუშავებენ. მონაცემები კი ძირითადი მახასიათებლების - გზის, ქუჩისა და მაგისტრალის სახელწოდებების გათვალისწინებით იქმნება. ამას გარდა, პარალელურად, აღიწერება გზათა ნომენკლატურაც: საერთაშორისო და ეროვნული ტიპი, კლასი, ზოლების რაოდენობა, საფარი, ცალმხრივობა, სიჩქარის შეზღუდვა, სეზონურობა და ა.შ.
აღსანიშნვია, რომ საავტომობილო გზათა ქსელის დიგიტალიზაციასთან ერთად დასრულებული მონაცემები სააგენტოს სპეციალისტებს Google maps-ზე გადააქვთ. ციფრულ ფორმატში გადატნილი გზათა ქსელი ევროპის ნაციონალური ტოპოგრაფიული, საკადასტრო და მიწის რეგისტრაციის ასოციაციაციის „ევროგეოგრაფიკსის“ სპეციფიკაციების შესაბამისადაა დამუშავებული და ამ ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაშიც აისახება.
„საქართველოს, გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აქვს, ამიტომ ქვეყნის მასშტაბით სტრუქტურულად და თემატურად სისტემატიზებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გეომონაცემთა ბაზის ფორმირებას განსაკუთრებული მნიშვენლობა აქვს. ამ პროცესში კი საბაზისო გეოგრაფიული მონაცემის - გზათა ქსელის შექმნა უდიდეს როლს ასრულებს“ - აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.
გზათა ქსელის დიგიტალიზაცია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის - NSDI-ს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტიცაა. სამომავლოდ, გეოპორტალზე, რომელიც NSDI-ს ფარგლებში მზადდება, გზათა ქსელის ციფრული მონაცემები სრულად განთავსდება და სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
მომდევნო ეტაპებზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოს გზათა ქსელის დიგიტალიზაციას გეგმავს. ქვეყნის საავტომობილო გზათა ქსელის ციფრულ ფორმატში გადატანის პროცესი კი 2017 წელს დასრულდება.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო Wings for Life World Run-ს ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდით შეუერთდა http://reestri.gov.ge/p/909 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუნდი მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე მონაწილეთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. მარათონში „ფრთები სიცოცხლისთვის მსოფლიო რბენა“ წელს 501 რეესტრელი ჩაერთო, რაც მსოფლიოს 35 ქვეყნის 2612 გუნდს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ჩვენთვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ღირებულებაა და ამ ღირებულებას სააგენტო გუნდური პრინციპით იცავს. რეესტრელებისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ეს გუნდურობა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა სამაგალითო, რაც წელს სიის სათავეში ყოფნითაც დადასტურდა. გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებულად სჭირდება“, - აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

სააგენტო მარათონში წელს უკვე მეორედ მონაწილეობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შარშანდელ ღონისძიებაზე ყველაზე ორგანიზებულ და მოტივირებულ გუნდად დასახელდა.

მარათონი წელს მესამე ტარდება. იგი მსოფლიოს 35 ქვეყანაში ერთდროულად, საქართველოს დროით 2 საათზე დაიწყება. ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო ფონდი wings for life-ია, რომლის საქმიანობაც ერთადერთ მიზანს - ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის დაფინანსებას ისახავს. ფონდის ძირითადი შემოსავალი სწორედ ეს მარათონია.

გასულ წელს საქართველოდან დარეგისტრირებული მონაწილეების ლიმიტი 3000-ს შეადგენდა, წელს კი ქართველი მონაწილეების აქტიურობა იმდენად მაღალი იყო, რომ რეგისტრაციის დასრულებიდან 12 დღით ადრე, ეს ლიმიტი სრულად ამოიწურა, რის გამოც ორგანიზატორებმა რიცხვი 4000-მდე გაზარდეს, თუმცა დამატებული 1000 ადგილიც 3 საათში შეივსო. საქართველოში მარათონზე დარეგისტრირება 20 ლარი ღირს. ეს თანხა მთლიანად ფონდ Wings for Life Spinal Cord Research Foundation-ის ანგარიშზე ირიცხება.

]]>
მსოფლიო რბენაში მონაწილეთა რაოდენობით საჯარო რეესტრი პირველ ადგილზეა http://reestri.gov.ge/p/910 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუნდი მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე მონაწილეთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. მარათონში „ფრთები სიცოცხლისთვის მსოფლიო რბენა“ წელს 501 რეესტრელი ჩაერთო, რაც მსოფლიოს 35 ქვეყნის 2612 გუნდს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

]]>
ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი მსოფლიოში - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ Wings For Life World Run-ის პრიზი მიიღო http://reestri.gov.ge/p/911 მასშტაბური სპორტული რბენის პრიზი "ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი მსოფლიოში" - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. 2015 წელს საქველმოქმედო ღონისძიებას სააგენტო მსოფლიოში  ყველაზე მეტი მონაწილით შეუერთდა. მარათონში 501 რეესტრელი ჩაერთო, რაც 35 ქვეყნის 2612  გუნდს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ჩვენთვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ღირებულებაა და ამ ღირებულებას სააგენტო გუნდური პრინციპით იცავს. რეესტრელებისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ეს გუნდურობა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა სამაგალითო, რაც წელს სიის სათავეში ყოფნითაც დადასტურდა. გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებულად სჭირდება“, - აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

სააგენტო მარათონში წელს უკვე მეორედ მონაწილეობს. შარშანდელ ღონისძიებაზე უწყება ყველაზე ორგანიზებულ და მოტივირებულ გუნდად დასახელდა. საქველმოქმედო ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები სააგენტოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომლებიც.

მარათონი წელს მესამე ჩატარდა. იგი მსოფლიოს 35 ქვეყანაში ერთდროულად, საქართველოს დროით 3 საათზე დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო ფონდი wings for life-ია, რომლის საქმიანობაც ერთადერთ მიზანს - ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის დაფინანსებას ისახავს. ფონდის ძირითადი შემოსავალი სწორედ ეს მარათონია.

საქართველოში მარათონზე დარეგისტრირება 20 ლარი ღირდა. ეს თანხა მთლიანად ფონდ Wings for Life Spinal Cord Research Foundation-ის ანგარიშზე გადაირიცხა.

]]>
ყატარის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს გაეცნო http://reestri.gov.ge/p/912 საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით 

განხორციელებული რეფორმები, გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები, ელექტრონულ სერვისები, დამისამართების და სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის და სხვა პროექტები გააცნეს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები იუსტიციის სახლის, სერვისების განვითარების სააგენტოს, ნოტარიუსთა პალატის,აღსრულების ეროვნული ბიუროს და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

ვიზიტი 22 მაისს დასრულდება.

]]>
საჯარო რეესტრი სახელმწიფო სანიველირე ქსელის რეკონსტრუქციას ახორციელებს http://reestri.gov.ge/p/913 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  სანიველირო ქსელის  რეკონსტრუქციაზე მუშაობას აგრძელებს.  სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს იმ ადგილების კვლევა და შერჩევა, სადაც სანიველირო, გეგმიურ-სიმაღლური მოდელის შექმნისთვის საჭირო რეპერები უნდა განთავსდეს.

ამჟამად, სააგენტოს სპეციალისტებმა საველე სამუშაოების შედეგად სანიველირე რეპერებისთვის ნატახტრის ხაზზე, საგურამოში, ფასანაურსა და ქვემო ქართლში შესაბამისი ადგილები უკვე შეარჩიეს. მას შემდეგ, რაც ტერიტორია სრულად მომზადდება და რეპერები დამაგრდება, მათი კოორდინატების განსაზღვრა და ერთიან ქსელზე მიბმა მოხდება. სანიველირო ქსელის რეკონსტრუქციის შემდეგ კი მისი ელექტრონული კატალოგიც მომზადდება.

სახელმწიფო სანიველირო ქსელი ქვეყნის ტერიტორიის სიმაღლეების ერთიან სისტემას წარმოადგენს, რაც  დედამიწის ტოპოგრაფიული გადაღებისა და საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოების საფუძვლად გამოიყენება. სახელმწიფო სანიველირე სიმაღლური ქსელი უზრუნველყოფს სამეცნიერო დარგების, დედამიწის  ფორმისა და მისი ზედაპირის ვერტიკალური მოძრაობის შესწავლას. აღნიშნული ქსელის გამართულობა მნიშვნელოვანია მშენებლობის პროექტირებისათვის, ჰიდროენერგეტიკული ამოცანების გადასაწყვეტად, კარტოგრაფიისა და გზათა ქსელის განვითარებისთვის, ქვეყნის ტერიტორიის ეკონომიკური შეფასებისთვის, აერონავიგაციისა და  სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა დარგებისთვის. 

საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა, ტერიტორიის დიდი ნაწილი მთაგორიანია.  აქედან გამომდინარე, დედამიწის ქერქის დინამიკის შესწავლისა და მონიტორინგისათვის სანიველირო ქსელის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია. 80-იანი წლებიდან    მოყოლებული  ქვეყანაში ქსელის აღდგენა-განახლების მიმართულებით სამუშაოები არ  ჩატარებულა.  სანიველირე სვლების, რეპერებისა და მარკების უმეტესობა დაზიანებული ან  განადგურებლია.  სააგენტოს პროექტიც სწორედ მათ აღდგენა-განახლებას ისახავს მიზნად.

საქართველოს მასშტაბით სულ  2000-მდე სანიველირო ნიშანია მოსაკვლევი.   მოკვლევის შედეგად  სახელმწიფო სიმაღლური ქსელის მონაცემთა ბაზა შეიქმნება. ამას გარდა, მომზადდება საქართველოს ზუსტი ციფრული კვაზიგეოიდალური (სიმაღლური) მოდელი, რომელიც   GPS - მიმღებებში ჩაიტვირთება და ადგილზე საჭირო  წერტილების აბსოლუტური სიმაღლეების განსაზღვრის შესაძლებლობას შექმნის.

სანიველირო ქსელის  რეკონსტრუქციის პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

]]>
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოც შეუერთდა http://reestri.gov.ge/p/914 სააგენტოს თანამშრომლები მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სპეციალურ პავილიონში მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობდნენ.

პავილიონის სტუმრებს საჯარო რეესტრის სერვისებისა და პროექტების ამსახველი ბუკლეტები დაურიგდათ.
ამას გარდა, მათ ბრენდირებული აქსესუარები და სხვა საჩუქრებიც გადაეცათ.
ყველაზე პატარა დამთვალიერებლების განწყობაზე კი სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ანიმატორი ზრუნავდა.

]]>
კონფერენცია შშმ პირთა უფლებების საკითხებზე http://reestri.gov.ge/p/915 8 ივნისს, საქართველის ეროვნული მუზეუმში, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ქართულ-შვედური ფოტო-გამოფენა მოეწყო, წარმოდგენილ იქნა 14 შვედი და 8 ქართველი შშმ პირის ფოტო-პორტრეტი, პირადი ისტორიებით და აუდიო აღწერილობით. ასევე, შშმ პირთა დამხმარე საშუალებების შვედური და ქართული წარმოების პროდუქციის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომლებთან ერთად, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება შვედური ინსტიტუტის (SI) ორგანიზებით განხორციელდა.

]]>
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დედაქალაქში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო http://reestri.gov.ge/p/916 სააგენტოს მენეჯმენტი და 100 - მდე თანამშრომელი ვაკე-საბურთალოს გზაჯვარედინთან ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას. ადგილზე იმყოფება და სამუშაოებში ჩართულია სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

„ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიისგან გამოწვეულ შედეგებზე დროული რეაგირება და ერთად დგომა, რათა ქალაქი რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, -აღნიშნავს პაპუნა უგრეხელიძე.

სამაშველო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს იუსტიციის სამინისტროს ყველა სსიპ.

]]>
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობას განაგრძობენ http://reestri.gov.ge/p/917 ისინი წითელ ჯვარს და გაეროს უმაღლეს ლტოლვილთა კომისარიატს ჰუმანიტარული ტვირთის გადმოტვირთვა-გადანაწილებაში ეხმარებიან.

ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებმა პირველადი დახმარების ნივთებით, საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით სპეციალური ვერტმფრენი დატვირთეს, რომელიც ბეთანიასა და ახლდაბაში დაზარალებულებს მიაწოდეს.

მთელი დღის განმავლობაში საჯარო რეესტრის მენეჯმენტი და 100-მდე თანამშრომელი სტიქიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად სამაშველო-გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობს.
„ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიისგან გამოწვეულ შედეგებზე დროული რეაგირება და ერთად დგომა, რათა ქალაქი რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მწუხარებას გამოთქვამთ მომხდარის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ იმ ადამიანთა ოჯახებს, რომლებიც წუხელ თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ იმსხვერპლა“, -აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

დედაქალაქის მერიის მოწოდებას სამაშველო სამუშაოებში ჩართვის შესახებ დღეს უამრავი მოხალისე გამოეხმაურა. სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს იუსტიციის სამინისტროს ყველა სსიპ.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობს http://reestri.gov.ge/p/918 იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი სტიქიის შედეგად დაკარგული ივლიტა ჯიბუტის სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობს.

დაკარგული ივლიტა ჯიბუტის დას, კოლეგას, რომელიც თბილისის იუსტიციის სახლის სწრაფი სივრცის ოპერატორა მარიამსოლიდარობას ასეთი ფორმით უცხადებს.
ივლიტა ჯიბუტი 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ დაკარგულად ითვლება.

]]>
13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მენეჯმენტი და თანამშრომლები სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობას განაგრძობენ http://reestri.gov.ge/p/920 ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიისა და სვანიძის ქუჩის გაწმენდით სამუშაოებში, წითელი ჯვრისა და გაეროს უმაღლესი ლტოლვილთა კომისარიატის ჰუმანიტარული ტვირთვის გადმოტვირთვა-გადანაწილებასა და დაკარგული გოგონას - ივლიტა ჯიბუტის ძებნის ღონისძიებებში. სამაშველო სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული სააგენტოს მენეჯმენტი.

„ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიისგან გამოწვეულ შედეგებზე დროული რეაგირება და ერთად დგომა, რათა ქალაქი რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მწუხარებას გამოთქვამთ მომხდარის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ იმ ადამიანთა ოჯახებს, რომლებიც თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ იმსხვერპლა“, -აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ტანსაცმელი, საკვები, ჰიგიენის საშუალებები თუ სხვა საჭირო ნივთები შეაგროვეს და ახალდაბის მოსახლეობას მიაწოდეს. შეგროვილი ფულადი თანხით კი სამუშაო ინვენტარი და გენერატორი შეუძინეს, რომელიც მათ კომუნიკაციების აღდგენამდე ელექტროენერგიით მოამარაგებს.

სააგენტოს თანამშრომლები საჭირო ნივთებით მოამარაგებენ ასევე სასტუმროებში განთავსებულ დაზარალებულ ოჯახებს.

სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს იუსტიციის სამინისტროს ყველა სსიპ.

]]>
Google-ს რუკაზე თბილისის მონაცემები სრულად განთავსდა http://reestri.gov.ge/p/922 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ Google-ს რუკაზე თბილისის მონაცემების გადატანა დაასრულა. ინტერაქტიულ რუკაზე სრულად განთავსდა ინფორმაცია დედაქალაქში არსებული ყველა შენობა-ნაგებობისა და გზათა ქსელის შესახებ. აღნიშნული მონაცემები დაახლოებით 3500 კილომეტრის სიგრძის გზათა ქსელს და 160 ათას შენობა-ნაგებობას აერთიანებს, რომლებიც შესაბამისი სამისამართო ნუმერაციითაა დანომრილი.

ამიერიდან ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, Google-ს რუკაზე მოიძიოს თბილისში არსებული ნებისმიერი შენობა, მათ შორის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება: საჯარო და კერძო სკოლები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები.

მომდევნო ქალაქი, რომლის მონაცემების ასახვასაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო Google map-ზე დაიწყებს, გორი იქნება. ამას გარდა, მიმდინარე წელს რუსთავის, მცხეთისა და ფოთის შესახებ ინფორმაციის განთავსებაცაა დაგეგმილი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკვე მესამე წელია სივრცით (გეოგრაფიულ) მონაცემებს აგროვებს და მუდმივად მუშაობს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული. რუკას თანდათან ემატება შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის შესახებ.

Google-ს პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემის, ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, Google-ს რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ორწლიანი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2011 წელს გაჩნდა. ამჟამად უწყება Google maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორია. რუკაზე მუშაობა მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით სააგენტო მუშაობას კვლავაც გააგრძელებს.

]]>
საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ნიკა ფილიშვილს ლეპტოპი აჩუქეს http://reestri.gov.ge/p/923 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა 11 წლის ნიკა ფილიშვილს საჩუქრად ლეპტოპი გადასცეს.

ნიკას, რომელიც სვანიძის ქუჩაზე ცხოვრობდა, 13 ივნისის სტიქიის დროს დედა და დეიდა დაეღუპა. საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მამასთან საუბრის დროს შეიტყვეს, რომ ნიკას დიდი ხანია ლეპტოპი უნდოდა, ამიტომ გადაწყვიტეს, მისთვის სურვილი აესრულებინათ და გადატანილი სტრესი ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ.

დღეს სააგენტოს თანამშრომლებმა სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად შეგროვილი თანხის ნაწილით ნიკას ლეპტოპი უყიდეს და გადასცეს კიდეც. რამდენიმე დღის წინ კი იგივე საჩუქრით რეესტრელებმა სტიქიით დაზარალებული მეშვიდეკლასელი საბა დოღონაძეც გაახარეს. სააგენტოს მენეჯმენტი და თანამშრომლები ჰუმანიტარულ საქმიანობაში მონაწილეობას კვლავაც აგრძელებენ.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სტიქიის ზონის აეროფოტო გადაღებას განახორციელებს http://reestri.gov.ge/p/924 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მდინარე ვერეს აუზის აეროფოტო გადაღებას იწყებს. სამუშაოები, რომლებიც დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის აეროფოტო გადაღებას ითვალისწინებს, პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის -საქართველოს ორთოფოტო“ ფარგლებში მოხდება. აღნიშნულ პროექტს საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან ერთად ახორციელებს. ტექნიკურ სამუშაოებს უკრაინული კომპანია Aviation Accounting Centre ჩაატარებს.

აეროგადაღების საფუძველზე შეიქმნება საკვლევი ტერიტორიის ციფრული მოდელი, მიღებული დამუშავებული კარტოგრაფიული მასალის გამოყენებით კი განახლდება გეოგრაფიული მონაცემები - რელიეფი, ტყის საფარი, გზა, ინფრასტრუქტურული ნაგებობები, კერძო საკუთრების საზღვრები, მდინარის კალაპოტი და სხვა. მოხდება სტიქიის შედეგად გამოწვეული ცვლილებების ვიზუალური და შინაარსობრივი ანალიზი, დედამიზის ზედაპირის მოდელირება და მაღალი სიზუსტის სამგანზომილებიანი მონაცემების შექმნა.

აეროგადაღების შედეგად მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს სტიქიით მიღებული ზარალის შეფასების ზუსტ ანალიზს და შექმნის მნიშვნელოვან საფუძველს გარემოს დაცვითი კვლევების, გეომორფოლოგიის, ჰიდროლოგიისა და სხვა დარგების კვლევითი სამუშაოების განსახორციელებლად.

აეროფოტოგადაღებებს უკრაინული კომპანია Aviation Accounting Centre ივლისის დასაწყისში განახორციელებს. უკრაინელ კოლეგებთან ერთად აღნიშნულ სამუშაოებში აქტიურად იქნებიან ჩართულები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც.

პროექტს „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის პროექტის შესრულება და  ერთიანი ორთოფოტო სურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხდება.

პროექტი საქართველოს ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს. ორთოფოტოებს სააგენტო 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. პროექტი, რომლის არეალს  საქართველოს მთელი ტერიტორია წარმოადგენს, 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება.

„რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის: საქართველოს ორთოფოტო“  ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი 1420000 ევროს, სააგენტოს შენატანი კი-  305 000 ევროს.

]]>
გაფრთხილება http://reestri.gov.ge/p/925 გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2 ივლისის 21:00 საათიდან 3 ივლისის 06:00 საათამდე გაითიშება საჯარო რეესტრის პროგრამებში ონლაინ გადახდები.

]]>
სტუმრად ქუთაისის ბავშვთა სოფელში http://reestri.gov.ge/p/927 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები ქუთაისის SOS ბავშვთა სოფელს ეწვივნენ და ბენეფიციარებს საბავშვო წიგნები, ტკბილეული და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

საბავშვო წიგნები თანამშრომლებმა , "კვირის პალიტრის" - "გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე" პროექტის ფარგლებში, საოფისე ნარჩენი ქაღალდის ჩაბარებით შეაგროვეს.

ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებმა სტუმრებს მათ მიერ გადაღებული ფილმი „ლიმონი“ აჩვენეს. ფილმში ქუჩაში მცხოვრებიბავშვების პრობლემებზე იყო მოთხრობილი.
„ამ სტუმრობით გვინდოდა ბაშვებისთვის ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა. ვეცდებით ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდეს და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სპორტული აქტივობები ერთობლივად დავგეგმოთ “- აცხადებენ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში.

 
]]>
საჯარო რეესტრი სტიქიით დაზარალებულთა არტ-სკოლას ეხმარება http://reestri.gov.ge/p/928 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები საზაფხულო არტ-სკოლა „ღია წრეს“ ეხმარებიან.

„ღია წრე“ მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივაა, რომელიც 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ბავშვებისთვის საზაფხულო არტ-სკოლის შექმნას ითვალისწინებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა იმ ფულით, რომელიც დაზარალებულთა დასახმარებლად შეაგროვეს, ბავშვებს ფუნჯები, აკვარელი, აკრილი, ფერადი ფურცლები, პასტელები, თიხა, საკანცელარიო და ის სხვა ნივთები შეუძინეს, რომელიც სკოლას ფუნქციონირებისთვის სჭირდებოდა.
ამას გარდა, სააგენტო „ღია წრეს“ სასწავლო პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღებითაც უზრუნველყოფს.

წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ბავშვების მხარდასაჭერად სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები - ფსიქოლოგები, მხატვრები, მწერლები, მოცეკვავეები და ა.შ. შეიკრიბნენ. მათი ინიციატივით არტ-სკოლაში ერთი თვის განმავლობაში კვირაში სამჯერ ბავშვებისთვის სახალისო-შემეცნებითი აქტივობები იმართება.

]]>
ელექტრონული მართვის სისტემა http://reestri.gov.ge/p/929 ელექტრონული მართვის სისტემა ორგანიზაციის თანამედროვე, მარტივი, გამართული და ეფექტური მართვის აუცილებელი პირობაა.

სისტემა, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს IT დეპარტამენტშია შექმნილი, წარმატებით ფუნქციონირებს 40-მდე სახელმწიფო ორგანიზაციაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ უწყებებში ელექტრონული მმართველობის დანერგვასა და განხორციელებაში.

ნახეთ ვიდეო და გაიგეთ მეტი ელექტრონული მართვის სისტემის ფუნქციებისა და შესაძლებლობების შესახებ

]]>
ალბანეთის ინოვაციების სამინისტროს დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს გაეცნო http://reestri.gov.ge/p/930 ალბანეთის ინოვაციების სამინისტროს დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ ქონების რეგისტრაციის სისტემის ქართული მოდელი და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურები და ელექტრონული სერვისები, დამისამართებისა და სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პროექტები გააცნო.

„ალბანეთის ინოვაციების სამინისტროს დელეგაციის წევრებს სააგენტოში დანერგილი სიახლეები, ელექტრონული მომსახურებები და ზოგადად, ჩვენი საქმიანობის სპეციფიკა გავაცანით. სამომავლო თანამშრომლობისთვის ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია “,-აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

ალბანეთის 11-წევრიანი დელეგაციის სტუმრობის ძირითადი მიზანი იუსტიციის სახლის მიერ გაწეულ სერვისებთან დაკავშირებით შესაბამისი სსიპ-ების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების გამართვაა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია უკვე ეწვია იუსტიციის სამინისტროს, თბილისის იუსტიციის სახლს. დაგეგმილია შეხვედრები რუსთავის იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან.

ვიზიტი ხუთდღიანია და 12 ივლისს დასრულდება.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მდინარე ვერეს აუზის აეროფოტო გადაღებას იწყებს http://reestri.gov.ge/p/931 აეროგადაღება დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიას მოიცავს. შედეგად მიღებული მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიით მიღებული ზარალის შეფასების ზუსტი ანალიზისა და შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებისთვის.

ორთოფოტოებსა და მიღებულ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც სტიქიის ზონის დეტალურ და ზუსტ ტოპოგრაფიულ მონაცემებს გააერთიანებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყველა სახელმწიფო უწყებას გადასცემს. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე სახელმწიფო უწყებებს საშუალება ექნებათ წინასწარ შეაფასონ გარემო პირობები და ეფექტურად დაგეგმონ ნებისმიერი სამუშაო, ამ სამუშაოსთვის საჭირო ტექნოლოგიები და ხარჯები. ოროთოფოტოების შედეგად მიღებული ინფორმაცია უამრავ სფეროს, მათ შორის, ქალაქგეგმარებას, გარემოს დაცვას, ჰიდროლოგიას, გეომორფოლოგიას და სხვა დარგებს გამოადგება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით მუშაობა კი სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბევრი პრობლემის, მათ შორის, არასათანადო მშენებლობების თუ სხვა პროექტების განხორციელების თავიდან არიდებას.
აეროგადაღების საფუძველზე საკვლევი ტერიტორიის ციფრული მოდელი შეიქმნება. მიღებული დამუშავებული კარტოგრაფიული მასალის გამოყენებით განახლდება გეოგრაფიული მონაცემები - რელიეფი, ტყის საფარი, გზა, ინფრასტრუქტურული ნაგებობები, კერძო საკუთრების საზღვრები, მდინარის კალაპოტი და სხვა. მოხდება სტიქიის შედეგად გამოწვეული ცვლილებების ვიზუალური და შინაარსობრივი ანალიზი, დედამიზის ზედაპირის მოდელირება და მაღალი სიზუსტის სამგანზომილებიანი მონაცემების შექმნა.
„პროექტი, რომელიც ქვეყნის ერთიან აეროფოტო გადაღებას ითვალისწინებს, იანვარში დავიწყეთ. მიმდინარეობდა მოსამზადებელი და სხვა სახის სამუშაოები, თუმცა სტიქიამ და მას შემდეგ შექმნილმა ვითარებამ ახალი პრიორიტეტები დაგვისახა და გვიკარნახა, რომ ამ ვითარებაზე, ჩვენი ფუნქციის ფარგლებში, მყისიერი რეაგირება მოგვეხდინა. ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რომელმაც მაშინვე გამოყო დამატებითი გრანტი, გადაწყდა ვერეს ხეობის აეროფოტო გადაღება. ეს იქნება

მართლაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მონაცემები, რომლებიც გამოადგება არა მარტო საჯარო რეესტრის, არამედ ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურას“,-აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.
აეროფოტოგადაღებებს უკრაინული კომპანია Aviation Accounting Centre ახორციელებს. უკრაინელ კოლეგებთან ერთად აღნიშნულ სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც.
სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში გეოდეზია და კარტოგრაფია არ იყო პრიორიტეტული სფეროები, არადა, ორივე მათგანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. კონკრეტული არეალების აეროფოტოგადაღებაც სახელმწიფოს დაკვეთით ამ დრომდე საქართველოში სულ სამჯერ განხორციელდა (2000, 2005 და 2010 წწ.). სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო, გადაღება სპონტანურად ხდებოდა. ორთოფოტოგეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიური დარღვევებითაა შექმნილი, რის გამოც ისინი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ამას გარდა, ქაოტურ და არაერთგვაროვან სურათს ქმნის და ზუსტ მონაცემებს არ შეიცავს. სწორედ ამიტომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად მიმდინარე წლის იანვარში პროექტი „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ წამოიწყო. იგი საქართველოს ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს. მსგავსი მასშტაბის პროექტი ქვეყანაში პირველად ხორციელდება.
ორთოფოტოებს სააგენტო 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. პროექტი, რომლის არეალს საქართველოს მთელი ტერიტორია წარმოადგენს, 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. სულ პროექტი 40 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებას მოიცავს.

„რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის: საქართველოს ორთოფოტო“ ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1725000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი 1420000 ევროს, სააგენტოს შენატანი კი- 305 000 ევროს.

]]>
საჯარო რეესტრის ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის ახალგარემონტებული ოფისი გაიხსნა http://reestri.gov.ge/p/932 ღონისძიებას საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი გარემონტებული ოფისი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარითა და ინტერნეტით. დანერგილია ყველა ელექტრონული პროგრამა, რაც სარეგისტრაციო სამსახურში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრის ნებისმიერი მომსახურებით სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სარგებლობის საშუალებას აძლევს.
სარეგისტრაციო სამსახურში ასევე განთავსებულია საქართველოს ბანკის მოლარე ოპერატორები, რომლებიც მოქალაქეებისგან ადგილზე იღებენ სარეგისტრაციო მომსახურებისთვის კანონით დაწესებულ საფასურს და მოქალაქეს აღარ უწევს საფასურის გადასახდელად შენობიდან საბანკო დაწესებულებაში გასვლა.
„სარეგისტრაციო სამსახურების რეკონსტრუქციისას განსაკუთრებულ ყურადღებას მოქალაქეთა მომსახურების დახვეწაზე ვამახვილებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ მომსახურება კომფორტულ გარემოში მიიღოს და ასევე სააგენტოს მომსახურე პერსონალს მუშაობისთვის ხელსაყრელი პირობები ჰქონდეს შექმნილი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო, საკუთარი ფინანსური რესურსით აგრძელებს ტერიტორიული სამსახურების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომლის დასრულებაც 2016 წლის ბოლომდე ვგეგმავთ“ - განაცხადა საჯარო რეესტრის თავჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.
ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური ჩართულია საჯარო რეესტრის ერთიან კომპიუტერულ ქსელში. შესაბამისად, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაცია, საქართველოს ნებისმიერ რაიონში, ქალაქიდან გაუსვლელად შეუძლიათ.
საჯარო რეესტრის ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური ქალაქის ცენტრში, მისამართზე გ.ტაბიძის ქ. 2 -შია განთავსებული.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არქივირების პროექტი 36 რაიონში დაასრულა http://reestri.gov.ge/p/933 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა 36 რაიონში დაასრულა. ამიერიდან აღნიშნულ რაიონებში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რეგისტრირებული მონაცემების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაში იქნება განთავსებული. სააღრიცხვო ბარათი  შემდეგ ინფორმაციას მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და ა.შ.)

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ამჟამად არქივირების პროექტი დამატებით 5 რაიონში - სამტრედიაში მარნეულში, ლანჩხუთში, ამბროლაურსა და სენაკში მიმდინარეობს. დასამუშავებელი მასალის რაოდენობა ამ რაიონებში 3834 ბაინდერს შეადგენს.

არქივირების პროექტი ხელს უწყობს საჯარო რეესტრის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის სწრაფად და ხარისხიანად წარმოება, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცვა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება (სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება) და სხვა.

მიმდინარე პერიოდისთვის პროექტში  108 თანამშრომელია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ არქივირების პროექტის ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის გარდა, თავიანთ საქმიანობაში სხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ. მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა, აღსრულების ეროვნული ბიურო, სერვისების განვითარების სააგენტო, პროკურატურა და სხვა.

დღეის მდგომარეობით არქივირების პროექტის შედეგად სულ 26 552.5 ბაინდერია დამუშავებული, დასამუშავებელია კიდევ  31 491.5 ბაინდერი. მასალის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება 2017 წლისთვის არის დაგეგმილი. 

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები ავტორიზებული ნოტარიუსების დახმარებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომია http://reestri.gov.ge/p/935 მოქალაქეები,  რომლებსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებებით სარგებლობა სურთ, სასურველ სერვისების მისაღებად ავტორიზებულ ნოტარიუსებს აქტიურად მიმართავენ. შესაბამისად, იზრდება სააგენტოს ავტორიზებული ნოტარიუსების მიერ მიღებული სარეგისტრაციო განაცხადების რაოდენობაც: 2013 წლის პირველ ნახევარში ამ სარეგისტრაციო განაცხადების რიცხვი 10769-ს, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 18476-ს შეადგენდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველი ივლისის მონაცემებით, ავტორიზებულ ნოტარიუსებს 19574 სარეგისტრაციო განცხადება აქვთ მიღებული. 

ავტორიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ნოტარიუსებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელების საშუალება აქვთ. მათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ პროგრამებზე წვდომა და  განცხადებისა თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიღება, გაცემა, იპოთეკის, ჩუქების, მემკვიდრეობის და სხვა უფლების რეგისტრაცია შეუძლიათ.

ავტორიზებული ნოტარიუსების დახმარებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომია. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სასურველი მომსახურება უწყების ტერიტორიულ სამსახურებში მისვლის გარეშე, სახლთან ან ოფისთან ახლოს, უახლოეს ნოტარიუსთან მიიღონ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, უფლებამოსილების მინიჭებასთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მხარდაჭერით ნოტარიუსებისა და მათი თანაშემწეების ტრენინგი და ტესტირება განხორციელდა.

ავტორიზებული მომხმარებელი საჯარო რეესტრის ინოვაციური პროექტია, რომელიც ნოტარიუსებს, ბანკებს, უძრავი ქონების სააგენტოებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ადვოკატებს, იურიდიულ და საამზომველო ფირმებს საშუალებას აძლევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული პროგრამების ავტორიზებული მომხმარებელები გახდნენ. თითოეულ მათგანს უწყების ერთიან მონაცემთა ბაზაში შესვლის ინდივიდუალური ნებართვა ენიჭება. ბაზაში დაცული ინფორმაციის მოძიების გარდა, ავტორიზებულ მომხმარებლებს კლიენტების სახელით სარეგისტრაციოდ საბუთების წარდგენისა და მოთხოვნილი დოკუმენტაციის მარტივად მიღების შესაძლებლობაც აქვთ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივის შედეგად, კერძო კომპანიები პოტენციურ მომხმარებლებს ახალ  მომსახურებას სთავაზობენ, რასაც მათთვის დამატებითი შემოსავლები მოაქვს. ამას გარდა, ისინი დაჩქარებული, „ერთი სარკმლის  პრინციპზე“ დაფუძნებული სერვისებით მომხმარებლებს კიდევ უფრო კომფორტულ გარემოს უქმნიან.

დღეისათვის სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 350-მდე ავტორიზებულ მომხმარებელთან აქვს გაფორმებული.

]]>
საჯარო რეესტრი ძველი  საკადასტრო მონაცემების ელექტრონიზაციას აგრძელებს   http://reestri.gov.ge/p/937 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არქივში დაცული საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადატანას აგრძელებს. პროექტი გულისხმობს ელქტრონულ საკადასტრო რუკაზე ძველი, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და მის საზღვრების ასახვას.

ერთიან ელექტრონულ საკადასტრო გეომონაცემთა ბაზაში დამატებით უკვე 9500 მიწის ნაკვეთია განთავსებული.

არქივში დაცული საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადატანის პროექტი აღსადგენი საკადასტრო მონაცემების შესაბამისი უძრავი ნივთების იდენტიფიცირებას, მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, მონიტორინგს, პრობლემური აღსადგენი ნაკვეთების საქმეების და რეგისტრირებული არქივირებული, სკანირებული მასალის განხილვასა და საკადასტრო მონაცემების ერთიან გეომონაცემთა ბაზაში ასახვას გულისხმობს. 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  საკადასტრო მონაცემების ერთიან სისტემაში განთავსება 2007 წელს დაიწყო. 2011 წელს კადასტრის ცენტრალიზების პროექტი დასრულდა და ამ დროიდან ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში განთავსება აუცილებელი პირობა გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში დღეს ერთიანი საკადასტრო ბაზაა შექმნილი,  ძველ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც არსებობს, ვინაიდან კადასტრის ცენტრალიზებამდე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრები ერთიან გეომონაცემთა ბაზაში მიახლოებითაც  არ არის ასახული. ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე  მიწის ნაკვეთების  არარსებობა კი პოტენციური გადაფარვებისა და შემდგომი დავების წარმოშობის საფუძველს ქმნის. ძველი  საკადასტრომონაცემების ელექტრონიზაციის პროექტს სააგენტო სწორედ ამ  პრობლემის აღმოსაფხვრელად, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებისა და ელექტრონული საკადასტრო რუკის სრულყოფის  მიზნით ახორციელებს. 

საკადასტრო მონაცემების ელექტრონიზაცია ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთების გადაფარვების გამოვლენას, სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებას, ძველი, რეგისტრირებული  ნაკვეთების ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე იდენტიფიცირებას და მისი საზღვრების შესაბამისი სიზუსტით ასახვას.

ამდენად, პროექტის განხორციელებით იმ მოქალაქეთა საკუთრების უფლება, რომლებმაც უძრავი ქონება კადასტრის ცენტრალიზებამდე დაარეგისტრირეს, გადაფარვებისგან თუ სხვა შემდგომი პრობლემებისგან დაცული იქნება. 

პროექტის დასრულება 2017  წლისთვის იგეგმება.

]]>
საჯარო რეესტრი პირველი ქართული გეოდეზიური მარკის შექმნაზე მუშაობს http://reestri.gov.ge/p/938 დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული გეოდეზიური მარკა შეიქმნება. მარკაზე მუშაობა  სანიველირო ქსელის  რეკონსტრუქცია-აღდგენისა და გეგმიურ-სიმაღლური მოდელის შექმნის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ აღნიშნა „ყველა განვითარებულ ქვეყანას საკუთარი გეოდეზიური ნიშანი აქვს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი ეს ეროვნული გეოდეზიური მარკის შექმნის პირველი პრეცედენტია.

წინასწარი მოკვლევისა და სამუშაოების შედეგად გაირკვა, რომ ძველი საბჭოთა პერიოდის დროინდელი გეოდეზიური მარკების უდიდესი ნაწილი დაზიანებული ან განადგურებულია. სანიველირო ქსელისა და სიმაღლური მოდელის შექმნა კი ახალი მარკების არსებობას მოითხოვს. სააგენტოს ინიციატივით, ამიერიდან გეოდეზიური წერტილებისა და სიმაღლური მოდელის აღნიშვნა ქართულენოვანი მარკებით მოხდება, ამავე ნიშნებით ჩანაცვლდება ძველი მარკებიც, რომლებზეც საბჭოთა პერიოდის, რუსული წარწერებია განთავსებული. საწყის ეტაპზე 1000 გეოდეზიური მარკა დამზადდება, ქვეყნის მასშტაბით სანიველირო ქსელის აღსადგენად კი 2000-მდე მარკაა საჭირო“.

პირველი ქართული გეოდეზიური მარკის ნიმუში უკვე მზად არის. თუჯის მასალის გეოდეზიური მარკა დაახლოებით ნახევარ კილოგრამს იწონის.  მარკა ორი სახის იქნება: კედლის და გრუნტის. თითოეულ მათგანზე წარწერა „საქგეოდეზია“ და ინდივიდიუალური, უნიკალური ნომერი იქნება გამოსახული. მას ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია „ლიკო-1“ ჩამოასხამს.

მარკები წინასწარ შერჩეული მარშრუტების მიხედვით იმ ტერიტორიებზე დამაგრდება, რომლებზეც გეოდეზიური აზომვითი სამუშაოების ჩატარება და სანიველირე ქსელის აღდგენა მოხდება. წლების განმავლობაში მათი დაუზიანებლად შენარჩუნების მიზნით ისინი დაცულ ადგილებში განთავსდება, რომელთა ნაწილი შერჩეულია, ნაწილის შერჩევა კი ამჟამად მიმდინარეობს.

სანიველირო ქსელი და მასზე დაფუძნებული სიმაღლური მოდელი საინჟინრო საქმიანობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მეტი სიზუსტით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამას გარდა, საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა, ტერიტორიის დიდი ნაწილი კი მთაგორიანია. სანიველირო ქსელის გამართული ფუნქციონირება  დედამიწის ქერქის დინამიკის შესწავლისა და მონიტორინგისთვისაც აუცილებელია. 80-იანი წლებიდან    მოყოლებული  ქვეყანაში ქსელის აღდგენა-განახლების მიმართულებით სამუშაოები არ  ჩატარებულა.  სანიველირო სვლების, რეპერებისა და მარკების უმეტესობა დაზიანებული ან  განადგურებლია.  სააგენტოს პროექტიც სწორედ მათ აღდგენა-განახლებას ისახავს მიზნად.

სანიველირო ქსელის  რეკონსტრუქციის პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო SIDA-ს მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს http://reestri.gov.ge/p/940 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შვედეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახალ პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ განხორციელებას იწყებს.

პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შვედეთის მიწის რეგისტრაციის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ეროვნულ სააგენტო ( Lantmateriet )შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაგრძელებას წარმოადგენს და მიზნად საჯარო რეესტრის ორგანიზაციულ განვითარებას ისახავს.

პროექტის ფარგლებში სამუშაოები  სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება, მათ შორის,  მიწისა და უძრავი ქონების მართვა,  სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, გეოდეზია, კარტოგრაფია და დამისამართება, ინფორმაციის ხარისხი, სტატისტიკა და მასობრივი შეფასება, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, სოფლად სამისამართო სისტემის  განხორციელება, მონაცემთა დამუშავება და ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა.

"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმატებულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც რეფორმების გატარების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ. ამ წლების განმავლობაში, მათი მხარდაჭერით, სააგენტოში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. დღეს უკვე ბევრი დონორი იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც მსგავს პროექტებს ახლა ახორციელებს, მაგალითად სწორედ საქართველოს ასახელებს.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან  საჯარო რეესტრს  მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ახალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში მიწის საინფორმაციო სისტემისა და სერვისების სანდოობის გაზრდას, მომსახურების ხელმისაწვდომობას, მიწისა და უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც ეკონომიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის დირექტივის - INSPIRE -ს განხორციელებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მიმართულებითაც. ვიმედოვნებ, ახალი პროექტი ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი იქნება" - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. 

პროექტის ბიუჯეტი 9 200 000 ლარია. პროექტი 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

]]>
გორში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე  აზომვითი სამუშაოები დასრულდა   http://reestri.gov.ge/p/941 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ გორში  დაუზუსტებელი სტატუსის მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისთვის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების შექმნის პროექტი დაასრულა. პროექტის ფარგლებში სამუშაოები სულ 2200 მიწის ნაკვეთზე ჩატარდა, ზუსტი საკადასტრო მონაცემი კი 1677 -ს განესაზღვრა  და ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე განთავსდა.

„საჯარო რეესტრმა დაუზუსტებელი სტატუსის მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისთვის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების შექმნის პროექტი ქალაქ გორში 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეებისთვის მიწის აზომვითი სამუშაოები დამატებითი ხარჯის გარეშე, უფასოდ განხორციელდა. ეს ხარჯი საჯარო რეესტრის ეროვნულმა  სააგენტომ სრულად დაფარა“ - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

პროექტის ფარგლებში მესაკუთრეები დაზუსტებულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონულ ვერსიებს  მიიღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთები 2006 წლამდე აქვთ რეგისტრირებული, რუკაზე მათი იდენტიფიცირება პროექტის დასრულებამდე ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან ამ პერიოდში სააგენტო ელექტრონულ საკადასტრო რუკას არ აწარმოებდა და შესაბამისად, მოქალაქესაც ნაკვეთის ელექტრონული საკადასტრო ნახაზის წარმოდგენა არ ევალებოდა. ამ გარემოებამ დროთა განმავლობაში როგორც მოქალაქეს, ისე სახელმწიფოს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.
2010 წლიდან საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა აუცილებელი გახდა. ამ პერიოდიდან აღნიშნული ნახაზი ერთიან საკადასტრო რუკაზე თავსდება. შესაბამისად, რუკაზე ხვდება იდენტიფიცირებული ნაკვეთის ადგილი, საზღვრები, ფართობი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთიანი საკადასტრო ბაზაა შექმნილი, ძველ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც არსებობს. სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრასა და სრულყოფაზე, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებასა და მათი ელექტრონული მონაცემების შექმნაზე მუშაობა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

]]>
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების პროექტის საკომუნიკაციო სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა http://reestri.gov.ge/p/942 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნისა და განვითარების პროექტის საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და პროექტში ჩართული სამინისტროების და სხვა  სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ცნობილია, სამთავრობო კომისიის საქმიანობას, რომელიც სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების  მიზნით ჩამოყალიბდა, კოორდინაციას  იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უწევს.

შეხვედრას საკონსულტაციო კომპანია  „ჯეპრას“  უფროსი კონსულტანტები, კახა მაღრაძე და თამარ მაჭავარიანი უძღვებოდნენ. 

]]>
საჯარო რეესტრმა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა 5 მუნიციპალიტეტში აამოქმედა http://reestri.gov.ge/p/945 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა 5 მუნიციპალიტეტში დაასრულა. სისტემა რეალურ რეჟიმში უკვე ფუნქციონირებს ახმეტის საკრებულოსა და გამგეობაში. ეტაპობრივად კი იგი ყვარლის, ქარელის, ხაშურისა და ხობის საკრებულოებსა და გამგეობებშიც ამოქმედდება. აღსანიშნავია, რომ თითოულ მუნიციპალიტეტში სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით თანამშრომელთა ტესტირება და ტრენინგიც ჩატარდა. 

დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და განხორციელების პროცესში უდიდეს როლს შეასრულებს. მისი დახმარებით საკრებულოებსა და გამგეობებს თანამშორმლებთან, მოქალაქეებთან თუ სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ. სისტემა მუნიციპალიტეტებს ფუნქციების ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება, მათი საქმის წარმოების პროცესს კი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. კერძოდ, ქაღალდის დოკუმენტები მთლიანად ელექტრონულით ჩანაცვლდება, იფუნქციონირებს მონაცემთა ერთიანი ბაზა, შემცირდება მოქალაქეთა მომსახურების დრო, სერვისების მიწოდების პროცესი კი სრულყოფილი და ეფექტური გახდება, ამოქმედდება დოკუმენტების ელექტრონული არქივი, მოქალაქეთა განაცხადების შესრულებისა და კონტროლის მექანიზმები. ამას გარდა, პროგრამის ელექტრონული ბაზის დახმარებით, საკრებულოებსა და გამგეობებს შორის დოკუმენტების მიმოცვლა სრულად ავტომატიზებული გახდება, რაც შეამცირებს მათ ფინანსურ და დროით ხარჯებს, საქმიანობას კი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა სერვისების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეებისთვისაც. პროგრამის დახმარებით მათ საშუალება მიეცემათ, ინფორმაცია უწყებაში დაცული მონაცემების შესახებ ელექტრონული განაცხადით, ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, ინტერნეტით მოითხოვონ და პასუხიც ასევე ელექტრონულად მიიღონ, პროგრამაში მოიძიონ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტი და ამ დოკუმენტთან დაკავშირებით უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კასპის, ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტებში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ბაზების აგებაზე მუშაობს. სისტემა მომდევნო ეტაპზე სწორედ ამ მუნიციპალიტეტებში დაინერგება.
დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ,,ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და გამგეობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

]]>
სასოფლო-სამეურნეო მიწის არასასოფლო კატეგორიის მიწად ქცევა ახალ რეგულაციებს დაექვემდებარება http://reestri.gov.ge/p/947 იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 30 ივლისიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა.
განაცხადების განხილვა, რომლებითაც მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ განხორციელდება.
მომზადდა ინსტრუქცია, რომელმაც ახლებურად დაარეგულირა მიწისმიზნობრივი დანიშნულების ცვლილების წესები და პროცედურები; დაკონკრეტდა განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები. ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე, 2013 წლის 6 სექტემბრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებდა და შესაბამის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 6 სექტემბრამდე არ არსებობდა არანაირი რეგულაცია და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მოქალაქის განაცხადის საფუძველზე პრაქტიკულად ავტომატურად, ყოველგვარი შეფასების გარეშე, ხდებოდა; 2015 წლის 30 ივლისიდან კი სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია თითოეულ განცხადებას ინდივიდუალურად 10 დღის ვადაში იხილავს და შესაბამის დასკვნას ოქმის სახით აფორმებს. კომისიის ოქმის საფუძველზე მომდევნო 5 დღის ვადაში სააგენტოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.
ახალი რეგულაციების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მცირემიწიანი ქვეყნის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მაქსიმალურად მიზნობრივად და რაციონალურად გამოყენებას და ათვისებას. მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრატეგია და თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნები უშუალოდ იმ ნაკვეთთან მიმართებაში, რომელზეც მოთხოვნილია ცვლილება.
ინსტრუქციის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო მიზნობრივი ფუნქციით შეცვლა განხორციელდება მხოლოდ დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დაადასტურებს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი ფუნქციის შეცვლის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საჭიროებას. აღსანიშნავია, რომ მიზნობრივი დანიშნულება შეეცვლება ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც კონკრეტული კერძო და საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად იქნება მიზანშეწონილი.

]]>
ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება გრძელდება   http://reestri.gov.ge/p/948 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ელექტრონული არქივის შექმნაზე მუშაობს.

პროექტი 2010 წლამდე რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმეების საარქივო დოკუმენტების მოწესრიგებას, დაშლა-დალაგებას, ელექტრონულ მონაცემებში საჭირო კვლევას, შესწორებების შეტანასა და ელექტრონული არქივის შექმნას ითვალისწინებს.

შემოსავლების სამსახურის მიერ სამეწარმეო რეესტრის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და მასთან დაცული შესაბამისი მონაცემების საჯარო რეესტრისთვის გადაცემა, პრაქტიკულად, დასრულებულია. არქივს პერიოდულად სხვადასხვა რეგიონში მიკვლეული ერთეული ბაინდერები ემატება.

ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით ინდივიდუალური მეწარმეების არქივი 6518 ბაინდერსა და 386 ხელით ნაწერ სარეგისტრაციო ჟურნალს შეადგენს. უკვე დასრულებულია სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან, გურიიდან, აჭარიდან, იმერეთიდან, შიდა და ქვემო ქართლიდან გადმოცემული ქაღალდის დოკუმენტების სკანირება, ელექტრონულ ფორმატშია გადატანილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის დოკუმენტებიც. ამჟამად სკანირების პროცესი სამეგრელოს რეგიონის დოკუმენტებზე მიმდინარეობს.

ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი უკვე 195 561 საქმეზეა შექმნილი, ელექტრონულ ფორმატში კი 185 283 საქმეა გადატანილი. რაც შეეხება სასამართლო და საგადასახადო აღრიცხვის ხელით ნაწერ ჟურნალებს, 386 ჟურნალიდან სკანირებულია - 334, ელექტრონულ ფორმატში კი 166-ია გადატანილი.

ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ელექტრონული არქივის შექმნის პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა, გამარტივდება საქმისწარმოება, სააგენტოს მომსახურება კი უფრო სწრაფი და ეფექტური  გახდება.

აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონულ ფორმატში გადატანილი დოკუმენტები  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა(www.napr.gov.ge) განთავსებული. აღრიცხული და სკანირებული ქაღალდის  საარქივო დოკუმენტები კი, მათი უსაფრთხოდ შენახვის მიზნით, თავს ლილოს არქივში იყრის.

პროექტის ფარგლებში,  სააგენტომ კონკურსის წესით 45 შტატგარეშე მოსამსახურე შეარჩია და დაასაქმა.

]]>
ასპინძასა და ნინოწმინდაში სარეგისტრაციო ოფისები გაიხსნა http://reestri.gov.ge/p/949 სახელმწიფო სერვისების სწრაფად და კომფორტულად მიღებას დღეიდან ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობაც შეძლებს.

სამცხე-ჯავახეთში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ორი ახალი ტერიტორიული სამსახური ამოქმედდა.

მომსახურების ოფისები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები შიო ხეცურიანი და პაპუნა უგრეხელიძე.

მომსახურების ოფისები თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარითა და ინტერნეტით აღიჭურვა; მოწესრიგდა როგორც მომხმარებელთა მომსახურების დარბაზი, ისე ინფრასტრუქტურა, გათბობისა და ვენტილაციის სისტემა; მთლიანად განახლდა შენობის ექსტერიერი და ინტერიერი.

განახლებულ ოფისებში დანერგილია ყველა ელექტრონული პროგრამა, რაც სარეგისტრაციო სამსახურში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს 200-ზე მეტი სერვისით სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სარგებლობის საშუალებას აძლევს.

რეაბილიტირებული ტერიტორიული ოფისები ნინოწმინდაში − პუშკინის ქ. №43-ში, ასპინძაში კი ვარძიის ქ. №117-შია განთავსებული.

]]>
საჯარო რეესტრში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი ცხადდება http://reestri.gov.ge/p/950 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად 96 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.  

კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები შტატგარეშე მოსამსახურეების პოზიციებზე, პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების სამსახურის მონაცემთა არქივირების განყოფილებაში, სამისამართო და არქივის სამსახურებში დასაქმდებიან. მათი ფუნქცია საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება: ანალიზი, აღრიცხვა, ციფრულ ფორმატში გადატანა იქნება. დასაქმებულები ანაზღაურების სახით  500 ლარს მიიღებენ.

კონკურსის მთავარი მოთხოვნა უმაღლესი განათლებაა და იგი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება − IQ და სამართლის ტესტების შემდეგ შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან. ვაკანსიების მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.hr.gov.ge

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დასაქმების მსურველებს ხშირად აძლევს სამუშაო გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას, ქმნის მათთვის ჯანსაღ კონკურენციას და უზრუნველყოფს ორგანიზაციაში დასაქმების ხელმისაწვდომობას. პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით სააგენტო დასაქმებულებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს უქმნის.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამჟამად 1300 ადამიანია დასაქმებული.

]]>
დევნილთა სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მემორანდუმი გააფორმეს http://reestri.gov.ge/p/951 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა" და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანია, დევნილთა განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა, მათთვის გადასაცემი საერთო სარგებლობის ფართების იდენტიფიცირება, გადაცემის უზრუნველყოფა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის გადაცემული საერთო სარგებლობის ფართებზე კანონდებლობით დადგენილი წესით მათი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში გასცემს, წერილობით თანხმობას ამხანაგობის შექმნასთან და წევრობასთან დაკავშირებით დევნილთა განსახლების იმ მრავალბინიან სახლებში, რომელშიც სახელმწიფო საკუთრებაშია საცხოვრებელი და საერთო სარგებლობის ფართების ნაწილი. დევნილთა სამინისტრო კი განიხილავს დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები უძრავი ქონების მესაკუთრეთა განცხადებებს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთნ შუამდგომლობის შესახებ. სამინისტრო ასევე ამზადებს იმ განსახლების ობიექტების სიას, სადაც უნდა შეიქმნას ამხანაგობები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კი უზრუნველყოფს ამხანაგობებისთვის გადაცემული საერთო სარგებლობის ფართებზე საკუთრების უფლების კანონმდებლობით დაგენილი წესით რეგისტრაციას.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე სამუშაო ვიზიტით ქ. მინსკში, ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კადასტრის ეროვნული სააგენტოში იმყოფება http://reestri.gov.ge/p/953 ვიზიტის მიზანი უცხოელი კოლეგებისთვის საქართველოში უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციის დასრულებასთან დაკავშირებული სამუშაოების და მონაცემთა ბაზების სრულყოფის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოების გაცნობა წარმოადგენს.

სააგენტოს თავმჯდომარემ ბელარუს კოლეგებს გააცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით: უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის შეგროვება - ინფორმაციის წყაროები, მონაცემთა განახლება, უძრავი ქონების ობიექტების კლასიფიკაცია, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა, სამუშაოების ორგანიზება, სპეციალისტების რაოდენობა, ტექნიკური მხარდაჭერა, უძრავი ქონების ობიექტების შესახებ მონაცემების შენახვა და მისი ხარისხი,  სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარება  და სააგენტოში მიმდინარე სხვა პროექტები.

]]>
საჯარო რეესტრმა სტიქიის ზონის ორთოფოტო გადაღება დაასრულა http://reestri.gov.ge/p/954  

 

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მდინარე ვერეს აუზის ორთოფოტო გადაღება დაასრულა. აეროგადაღებამ დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია მოიცვა.

გადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტოები და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაცია სტიქიის ზონის დეტალურ, ზუსტ ტოპოგრაფიულ მონაცემებს აერთიანებს. ეს მონაცემები უკვე გადაეცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მოთხოვნის შემთხვევაში კი სააგენტო მათ ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებას გადასცემს.

ორთოფოტოების საფუძველზე მიღებული ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებს საშუალება ექნებათ, წინასწარ შეაფასონ გარემო პირობები და ეფექტურად დაგეგმონ ნებისმიერი სამუშაო, ამ სამუშაოსთვის საჭირო ტექნოლოგიები და ხარჯები. ამას გარდა, ეს მონაცემები უამრავ სფეროს, მათ შორის, ქალაქგეგმარებას, გარემოს დაცვას, ჰიდროლოგიას, გეომორფოლოგიასა და სხვა დარგებს გამოადგება. მათზე დაყრდნობით მუშაობა კი სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბევრი პრობლემის, მათ შორის, არასათანადო მშენებლობებისა თუ სხვა პროექტების განხორციელების თავიდან არიდებას.

საჯარო რეესტრმა ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ განხორციელება იანვარში დაიწყო. 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ კი ნორვეგიის მთავრობამ ვერეს ხეობის აეროფოტო გადაღებისთვის დამატებითი გრანტი გამოყო. აეროფოტოგადაღებებს უკრაინული კომპანია Aviation Accounting Centre ახორციელებს. უკრაინელ კოლეგებთან ერთად სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები საჯარო რეესტრის სპეციალისტებიც.

პროექტი „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ საქართველოს მთელი ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს.  მსგავსი მასშტაბის პროექტი ქვეყანაში პირველად ხორციელდება.

ორთოფოტოებს საჯარო რეესტრი  1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. პროექტის საერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. იგი ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება.

 

]]>
80-იანი წლების შემდეგ სახელმწიფო სანიველირე ქსელის აღდგენა საჯარო რეესტრის ძალისხმევით დაიწყო http://reestri.gov.ge/p/959 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფო სანიველირე ქსელის  რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დაასრულა.

80-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში პირველად ტარდება სამუშაოები სანიველირო ქსელის აღდგენა-განახლების მიმართულებით. პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე სააგენტომ სანიველირო ქსელის რეპერების მოკვლევის სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, სანიველირე ქსელის 2000-მდე წერტილის მოძიება და მათი მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა. მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რეპერებისა და მარკების დიდი ნაწილი განადგურებული ან დაზიანებულია. საჯარო რეესტრის პროექტიც სწორედ მის აღდგენას და გამართულ ფუნქციონირებას ისახავს მიზნად.

პროექტის მომდევნო ეტაპი სანიველირე ქსელის წერტილებისთვის  ადგილების შერჩევას, ამ ადგილებზე გეოდეზიური მარკების დამაგრებას და უშუალოდ ქსელის მუშაობის აღდგენას  მოიცავს. გეოდეზიური მარკების ადგილმდებარეობა გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმყოფილებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი შედარებით დაცულ ადგილებში განთავსდეს და წლების განმავლობაში დაუზიანებლად შენარჩუნდეს.  პროექტის მეორე ეტაპზე საჯარო რეესტრის სპეციალისტებს კონსულტაციებს შვედი ექსპერტებიც გაუწევენ.

სახელმწიფო სანიველირე ქსელი ქვეყნის ტერიტორიის სიმაღლეების ერთიან სისტემას წარმოადგენს. ეს სისტემა კი  დედამიწის ტოპოგრაფიული გადაღებისა და საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოების საფუძვლად გამოიყენება. სახელმწიფო სანიველირე  ქსელი უზრუნველყოფს სამეცნიერო დარგების, დედამიწის  ფორმისა და მისი ზედაპირის ვერტიკალური მოძრაობის შესწავლას.

ქვეყანაში ქსელის გამართული ფუნქიონირება მნიშვნელოვანია მშენებლობის პროექტირებისთვის, ჰიდროენერგეტიკული ამოცანების გადასაწყვეტად, კარტოგრაფიისა და გზათა ქსელის განვითარებისთვის, ქვეყნის ტერიტორიის ეკონომიკური შეფასებისთვის, აერონავიგაციისა და  სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა დარგებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად სანიველირე წერტილების აღნიშვნა ქართული გეოდეზიური მარკებით მოხდება. ამავე ნიშნებით ჩანაცვლდება ძველი მარკებიც, რომლებზეც საბჭოთა პერიოდის, რუსული წარწერებია განთავსებული.  მარკების დამაგრების შემდეგ მათი კოორდინატების განსაზღვრა და სანიველირე ქსელის ელექტრონული კატალოგის მომზადებაც მოხდება.

სახელმწიფო სანიველირე ქსელი და მასზე დაფუძნებული სიმაღლური მოდელი საინჟინრო საქმიანობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მეტი სიზუსტით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამას გარდა, საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა, ტერიტორიის დიდი ნაწილი კი მთაგორიანია. სანიველირე ქსელის გამართული ფუნქციონირება  დედამიწის ქერქის დინამიკის შესწავლისა და მონიტორინგისთვისაც აუცილებელია.

საქართველოს მასშტაბით სანიველირე ქსელის  რეკონსტრუქციის პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

]]>
პროექტი „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ კიდევ 4 რეგიონში განხორციელდება http://reestri.gov.ge/p/960 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან და პროექტისთვის შერჩეულ 4 მუნიციპალიტეტთან, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. 

მემორანდუმს, ახლად შერჩეულ 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძემ და ფინანსთა სამინიტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახურის დირექტორმა გიორგი კურტანიძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, პროექტი ამჯერად კიდევ 4 მუნიციპალიტეტში: მცხეთაში, ქალაქი გორში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში განხორციელდება. განახლდება მუნიციპალიტეტების კომპიუტერული ინფრასტრუქტურა, მოხდება თანამშრომლების გადამზადება IT საბაზისო უნარებში, დოკუმენტბრუნვის ელექრონულ სისტემასა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში.

ასევე განხორციელდება იმ საკანონმდებლო ბაზის განახლება, რომელიც მუნიციპალიტეტების ელექრონულ მმართველობაზე გადასვლასთანაა დაკავშირებული. საბოლოო ეტაპზე მოხდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემისა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემების დანერგვა.
აღნიშნული სისტემების საშუალებით გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება გამჭვირვალე.

პროექტის, „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, ელექტრონული სისტემების რეალურ რეჟიმში გასაშვებად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს 5 საპილოტე მუნიციპალიტეტში: ახმეტაში, ყვარელში, ხაშურში, ქარელსა და ხობში.

 

]]>
უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს ლაოსის დელეგაცია ეცნობა http://reestri.gov.ge/p/961 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ლაოსის დელეგაცია სტუმრობს. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ლაოსის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის გამოცდილებას ეცნობიან.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ინფორმაციას მიიღებენ ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა მიწის ადმინისტრირების და საინფორმაციო სისტემები, კადასტრი, განათლება მიწის სექტორში, პოლიტიკა და კანონმდებლობა მიწის ადმინისტრირების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სტუმრები უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართული სისტემის ლაოსში დანერგვის შესაძლებლობას განიხილავენ. ვიზიტის მიმდინარეობისას დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლის კონცეფციას, საზოგადოებრივ ცენტრების მუშაობას  და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებსაც გაეცნენ.

დელეგაციის წევრებს შორის არიან ლაოსის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს, ეროვნული ასამბლეის, ვიენტიანის პოლიტექნიკური კოლეჯის წარმომადგენლები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) ექსპერტები.

სასწავლო ვიზიტი ათდღიანია და გერმანიის საერთაშორისო სააგენტოს (GIZ) პროექტის დაფინანსებით ხორციელდება.

]]>
ლაოსის დელეგაცია ბათუმის იუსტიციის სახლისა და მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობას ეცნობა http://reestri.gov.ge/p/962 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლაოსის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი გრძელდება. ვიზიტი ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ბათუმის იუსტიციის სახლი მოინახულეს. ისინი იუსტიციის სახლის კონცეფციას და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ.

დღესვე, ლაოსის დელეგაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრს დაათვალიერებს.

ლაოსის დელეგაცია საქართველოში 22 სექტემბრიდან იმყოფება. დელეგაციის წევრები უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის გამოცდილებას ეცნობიან. ვიზიტის მიმდინარეობისას სტუმრები ინფორმაციას იღებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიწის ადმინისტრირების და საინფორმაციო სისტემები, კადასტრი, განათლება მიწის სექტორში, პოლიტიკა და კანონმდებლობა მიწის ადმინისტრირების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სტუმრები უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართული სისტემის ლაოსში დანერგვის შესაძლებლობას განიხილავენ.

დელეგაციის წევრებს შორის არიან ლაოსის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს, ეროვნული ასამბლეის, ვიენტიანის პოლიტექნიკური კოლეჯის წარმომადგენლები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) ექსპერტები.

სასწავლო ვიზიტი ათდღიანია და გერმანიის საერთაშორისო სააგენტოს (GIZ) პროექტის დაფინანსებით ხორციელდება.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა http://reestri.gov.ge/p/964 იუსტიციის სამინსაჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდაისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ურთერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ქალაქ გორში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პროექტის განხროციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეთანხმების თანახმად, საჯარო რეესტრი გორის მუნიციპალიტეტს NSDI-ს განხორციელების პროცესში ინტელექტუალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს. კერძოდ, მოხდება მერიის შესაბამისი სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება და განახლება, საკადრო რესურსის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, მუნიციპალიტეტის უზრუნველყოფა საჭირო პროგრამული და ინსტრუმენტული საშუალებებით. მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი სპეციალისტები კი მუდმივად იქნებიან ჩართულები NSDI-ს პროექტში. ამასთან, ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან საოფისე ინვენტარითა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით.

საჯარო რეესტრი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად ქალაქ გორში პილოტპროექტს ახორციელებს, რომლის მიზანს მუნიციპალიტეტში ევროპული სტანდარტების შესაბამისი გეოგრაფიული მონაცემების წარმოება, გამოყენება და გაზიარება წარმოადგენს. პროექტის შედეგად მიღებული ინფორმაცია საკადასტრო და ადმინისტრაციულ, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო, სამისამართო, დემოგრაფიულ და სხვა მონაცემებს გააერთიანებს, რაც სამომავლოდ მუნიციპალიტეტის ეფექტურ საქმიანობას შეუწყობს ხელს.
საპილოტე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტება და დემარკაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დაზუსტება, სატრანსპორტო ქსელის, ქუჩების სახელწოდებებისა და საგზაო ნიშნების ციფრულ ფორმატში გადატანა.

„NSDI-ს ეფექტური წარმართვისთვის მუნიციპალიტეტების ჩართულობა, განვითარება და გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია გორის პილოტპროექტის წარმატებით განხორციელება, რადგან ეს ერთი მხრივ იქნება სტიმული სხვა მუნიციპალიტეტებისთვის, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს NSDI-ს ეროვნულ დონეზე განხორციელებას“,- აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ.

NSDI ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა. იგი მაღალი ხარისხის სივრცითი მონაცემების წარმოებას და სახელმწიფო უწყებების, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და მოქალაქეებისთვის ვებპორტალის(გეოპორტალის) საშუალებით გაზიარებას გულისხმობს. პროექტის განხორციელებით ქვეყანაში კიდევ უფრო მარტივი და ეფექტური გახდება გარემოსდაცვითი საკითხების მართვის რეგულირება, კატასტროფების თავიდან აცილება, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული პროექტების, საგანგებო სიტუაციების, საკომუნიკაციო და აერონავიგაციის სისტემების მართვა და ფუნქციონირება.
საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნაზე მუშაობს http://reestri.gov.ge/p/965 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნაზე მუშაობს. ამ დროისთვის უკვე შერჩეულია 600 ქართულენოვანი, უნიკალური კოდის მქონე პირობითი ნიშანი, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საჯარო რეესტრის მიერ პირველად შეიქმნა. ასევე მზად არის პირველი ქართული კლასიფიკატორი, ციფრული სტანდარტი Georgia_10 000 „STYLE”, რომლის საშუალებითაც ციფრული ტოპოგრაფიული რუკის კარტოგრაფიული გაფორმება მოხდება.

ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული პროექტთან „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ , რომელსაც საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად ახორციელებს. ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის საფუძვლად სწორედ ამ პროექტის შედეგად მიღებული თანამედროვე სტანდარტის ორთოფოტოები გამოიყენება. ამჟამად დასავლეთ საქართველოს იმ ნაწილში, რომლის ორთოფოტოები უკვე მზადაა, საჯარო რეესტრის თანამშრომლები ინფორმაციას ადგილზე ამოწმებენ, მონაცემებს ადარებენ, ხარვეზებს ასწორებენ და კონკრეტულ არეალებს ხაზავენ. ძირითადი აქცენტი პირველ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებზე კეთდება.

ტოპოგრაფიული რუკები ადვილად კითხვადი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ რუკების წარმოების პროცესში საჯარო რეესტრს ნორვეგიელი და შვედი ექსპერტები უწევენ კონსულტაციას.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე 1:10000 -იანი მასშტაბის ქართულენოვანი ტოპოგრაფიული რუკების წარმოება საქართველოში არ მომხდარა. ახალი ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკა ქვეყანას სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამუშაოების წარმოებაში, სამოქალაქო და სამხედრო ტიპის საინჟინრო ნაგებობათა დაგეგმარებაში, ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში დაეხმარება.

შესრულებული სამუშაოების პარალელურად, ტოპოგრაფიული რუკა ეტაპობრივად საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.geგანთავსდება და სახელმწიფო უწყებების, ბიზნესკომპანიებისა და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. რუკაზე მუშაობის საბოლოოდ დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა მისი განახლება მუდმივად გაგრძელდება.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება შპს "ტელეკომპანია საქართველოს" შესახებ http://reestri.gov.ge/p/966 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მისი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობას და თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების ანდა ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

სიმართლეს არ შეეფერება ინფორმაცია, თითქოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება შპს "ტელეკომპანია საქართველოს" შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმოდგენის დღესვე, 29 სექტემბერს (ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge).

გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ შპს "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორების კუთვნილი წილის გასხვისების რეგისტრაციის მოთხოვნას გააჩნდა სამართლებრივი ხარვეზი - შემძენი მხარის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს’’ საკუთრებაში არსებული წილების შეძენის უფლებამოსილება და არა - შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს’’კაპიტალში პარტნიორთა წილების შეძენის უფლება.

ამ მომენტისათვის სააგენტოში არ არის წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტი, რომელიც გამოასწორებს მინდობილობისთვის კანონმდებლობით დადგენილ ხარვეზს. ამგვარი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე, სარეგისტრაციო წარმოება განახლდება, როგორც ეს ხდება ნებისმიერ სხვა საქმეზე, და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება ტელეკომპანიისა და შემძენი მხარისათვის სასურველი რეგისტრაცია.

აქვე შევახსენებთ დაინტერესებულ მხარეებსა და სხვადასხვა განცხადების ავტორებს, რომ კანონმდებლობის თანახმად (,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, 2009 წლის 30 დეკემბერი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241ბრძანება) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი განცხადება და თანდართული ნებისმიერი დოკუმენტი საჯაროა, ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, განაცხადის წარდგენის პირველივე წუთიდან. ამგვარი საჯაროობა და გამჭვირვალობა ემსახურება ყველა მხარის ინტერესს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბიზნესსა და სამეწარმეო საქმიანობას.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქაღალდის არქივის ცენტრალიზებაზე მუშაობს http://reestri.gov.ge/p/969 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქაღალდის არქივის ცენტრალიზებას, ციფრულ ფორმატში გადატანასა და სისტემატიზაციას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში არსებული ქაღალდის დოკუმენტაცია მთლიანად ლილოში არსებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდება.

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სამეწარმეო რეესტრისა და ტექბიუროს არქივების ცენტრალიზება. ცენტრალიზებულია უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის არქივის 81%, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრის არქივის 81% და კანცელარიის დოკუმენტაციის 81%.

ამჟამად საჯარო რეესტრში თბილისში გადმოტანილი არქივების აღწერა და დახარისხება მიმდინარეობს. სამუშაოების 77% უკვე დასრულებულია. პარალელურად, გრძელდება ქუთაისიდან იმერეთის რეგიონის, ახალციხიდან კი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის არქივების ლილოში გადმოტანაც.

არქივების ცენტრალიზებამდე საჯარო რეესტრის დოკუმენტაცია არასტანდარტულად აღწერილი, სხვადასხვა ადგილას გაფანტული და ნაკლებად დაცული იყო, რაც მათი გაყალბების ან დაკარგვის შესაძლებლობას ქმნიდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანი საარქივო მასალა ერთ წერტილში, უსაფრთხოდ მოიყრის თავს, გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა დოკუმენტებსა და მონაცემებზე, სრული და უტყუარი მონაცემთა ბაზა კი უზრუნველყოფს ნაკლებ ხარვეზებს სარეგისტრაციო და საინფორმაციო მომსახურებაში, ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვას კი კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე აიყვანს.

]]>
თეთრწყაროსა და ცაგერში საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურები გარემონტდა http://reestri.gov.ge/p/970 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თეთრწყაროსა და ცაგერში განახლებული ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურები აქვს.

ოფისების გარემონტების პროცესი ორივე რაიონში უკვე დასრულდა. ტერიტორიული სამსახურები აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარითა და ინტერნეტით. დანერგილია ელექტრონული პროგრამები, რაც ადგილობრივ ოფისებში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრის ნებისმიერი მომსახურებით სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სარგებლობის საშუალებას აძლევს.

საჯარო რეესტრი ტერიტორიული სამსახურების გარემონტებასა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას სისტემატურად ახორციელებს. მიმდინარე წელს   საჯარო რეესტრის 12 ტერიტორიული სამსახური გარემონტდა. 

]]>
საჯარო რეესტრი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს http://reestri.gov.ge/p/971 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე  შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmateriet) სათაო ოფისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანი იმ საქმიანობების განხილვაა, რომლებიც Lantmateriet-ისა და საჯარო რეესტრის ერთობლივი პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა  სამეთვალყურეო კომიტეტის პირველი შეხვედრაც, რომელზეც პროექტის გეგმა დამტკიცდა.

ამას გარდა, ვიზიტის პროგრამა მოიცავს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, მონაცემთა გაზიარება, დამისამართების მოდელები, მათი გამოყენება საჯარო სერვისებში,  მიწისა და სხვა უძრავი ქონების ადმინისტრირების სფეროში.  

"საჯარო რეესტრსა და Lantmateriet ათწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ ხნის განმავლობაში შვედურმა მხარემ მნიშვნელოვან წვლილი შეიტანა ქართული სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. ამჟამად ჩვენ უკვე  განვითარების ახალ ეტაპზე ვართ. მიმდინარეობს საჯარო რეესტრის ძირითადი მიმართულებების ცენტრალიზაცია და სარეგისტრაციო სამსახურების რეგიონულ დონეზე გამსხვილება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას. შვედეთს ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პროცესის სწორად დაგეგმვაში. ვიზიტის ფარგლებში ახალი თანამშრომლობის ფორმატიც შემუშავდება, რომელიც იმ ძირითად პრინციპებზე იქნება აგებული, რა გამოწვევებიც დღეს საჯარო რეესტრს აქვს“- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე. 

შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოსა და საჯარო რეესტრის ერთობლივი პროექტი „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს SIDA-ს დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანი საჯარო რეესტრისა  და ზოგადად ქვეყნის უძრავი ქონების სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში სამუშაოები  სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება, მათ შორის,  მიწისა და უძრავი ქონების მართვა,  სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, გეოდეზია, კარტოგრაფია, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება, სტატისტიკა და უძრავი ქონების მასობრივი შეფასება, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, სოფლად სამისამართო სისტემის  განხორციელება და ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა. 

პროექტის ბიუჯეტი 12 000 000 ლარია და მისი დასრულება  2018 წლის ბოლოს იგეგმება.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო EuroGeographics-ის შეხვედრას მასპინძლობს http://reestri.gov.ge/p/973 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო EuroGeographics-ის  შეხვედრას მასპინძლობს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაცია EuroGeographics-ის  შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიებას  ევროპული ქვეყნების კადასტრის/მიწის რეგისტრაციისა და კარტოგრაფიული ეროვნული  სააგენტოების  წარმომადგენლები ესწრებიან. 

ღონისძიების ფარგლებში რეგიონულ დონეზე, გეოგრაფიულ-სივრცითი ინფორმაციის მიმართულებით, ერთიანი ევროპული და გლობალური პოლიტიკის ჩამოყალიბების განხილვა იგეგმება. შეხვედრაზე მხარეები ახალ ინიციატივებსა და გამოწვევებზეც იმსჯელებენ.

„საჯარო რეესტრის ძალისხმევით საქართველოს გეოგრაფიული მონაცემები ევროპულ სივრცეში პირველად სწორედ EuroGeographics-თან თანამშორმლობის შედეგად გავიდა. დღეს ეს ინფორმაცია ერთადერთია, რომლითაც ევროპული ინსტიტუტები საქართველოსთან მიმართებაში ხელმძღვანელობენ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის კუთხით“- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

საჯარო რეესტრი EuroGeorgaphics-ის წევრი 2010 წლიდანაა. EuroGeorgaphics-ში 45 ქვეყნის 62 ორგანიზაციაა გაერთიანებული, მისი საქმიანობა კი ევროპის გეოსივრცითი მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისკენაა მიმართული.  EuroGeorgaphics-თან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოინფორმაციულ სფეროში ევროპული სტანდარტების დამკვიდრების, საჯარო რეესტრის საკადრო რესურსის განვითარების, უცხოელი სპეციალისტების საუკეთესო გამოცდილების, ცოდნის და გეოგრაფიულ მონაცემებთან მუშაობის პრაქტიკის გაზიარების, ასევე,  რეგიონალური და ევროპული სივრცითი მონაცემების გლობალურ სფეროში ეროვნული ინტერესების წარდგენის კუთხით.

EuroGeorgaphics-ის მონაცემებით ხელმძღვანელობს უამრავი ოფიციალური უწყება და საერთაშორისო ორგანიზაცია, მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან, ევროპის გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს, ევროსტატს, ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან.

]]>
ბიზნესის რეგისტრაციისას ბიზნესსუბიექტებს საბანკო ანგარიშის გახსნა "ვითიბი ბანკშიც" შეეძლებათ http://reestri.gov.ge/p/974 ბიზნესის რეგისტრაციისას ბიზნესსუბიექტებს საბანკო ანგარიშის გახსნა ვითიბი ბანკშიც შეეძლებათ

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბიზნესის რეგისტრაციის მოთხოვნისას ბიზნესსუბიექტებს საბანკო ანგარიშის გახსნა 1 ნოემბრიდან უკვე „ვითიბი“ ბანკშიც შეეძლებათ.

საჯარო რეესტრში ბიზნესის რეგისტრაციის განაცხადის წარდგენის პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავად შეარჩიოს სასურველი ბანკი და ანგარიშის გახსნის სერვისით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე ისარგებლონ. ინფორმაცია ანგარიშის გახსნის მოთხოვნის შესახებ შერჩეულ ბანკს საჯარო რეესტრიდან ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება.

აღნიშნული მომსახურება ბიზნესსუბიექტებს დროის დაზოგვის და ერთი პროცედურით ორი სერვისის მიღების საშუალებას აძლევს. კომპანიის რეგისტრაციისას მომხმარებელთა 60 % საბანკო ანგარიშის გახსნას საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით ახორციელებს.

ბიზნესის პირველადი რეგისტრაციისას საბანკო ანგარიშის გახსნის სერვისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს 2011 წლიდან სთავაზობს. თავდაპირველად სააგენტოში მხოლოდ ანგარიშის გახსნის ინიცირება ხდებოდა, საბოლოო პროცედურის დასასრულებლად კი დაინტერესებულ პირს ბანკში მისვლა სჭირდებოდა. 2014 წელს სააგენტომ სერვისის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, საკანონმდებლო ცვლილება შეიმუშავა. დადგინდა ახალი სტანდარტი, გამოიცა შესაბამისი ნორმატიული აქტი და ანგარიშის გახსნა ავტორიზებული ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი.
ამ დროსთვის მომსახურების მიღება თითქმის ყველა წამყვან ქართულ ბანკში - საქართველოს ბანკში, თიბისი ბანკში, ქართუ ბანკსა და ლიბერთი ბანკშია შესაძლებელი.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებს ავღანეთის დელეგაცია გაეცნო http://reestri.gov.ge/p/975

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებს ავღანეთის დელეგაცია გაეცნო

ქვეყნის კომერციისა და მრეწველობის მინისტრს ჰუმაიუნ რასავსა და დელეგაციის სხვა წევრებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე დღეს პირადად შეხვდა. მან სტუმრებს ის  ტექნოლოგიური და საკანონმდებლო რეფორმები გააცნო, რომელიც საჯარო რეესტრმა ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივების კუთხით განახორციელა.

„საჯარო რეესტრის რეფორმებს არაერთი ქვეყნის დელეგაცია ეცნობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებული სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, ბევრისთვისაა სამაგალითო. ჩვენ ამ გამოცდილებას ნებისმიერ მსურველს მომავალშიც სიამოვნებით გავუზიარებთ“-აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

დელეგაციას ავღანეთის კომერციისა და მრეწველობის მინისტრი ჰუმაიუნ რასავი ხელმძღვანელობს. სამი დღის განმავლობაში სტუმრები საქართველოში განხორციელებულ თუ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნობიან.  ვიზიტი პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ორგანიზებითა და  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის(IFC) მხარდაჭერით ხორციელდება.

]]>
Doing Bussiness-ის რეიტინგში ქონების რეგისტრაციის მიმართულებით 189 ქვეყანას შორის საქართველო პირველ სამეულშია http://reestri.gov.ge/p/976 ქონების რეგისტრაციის მიხედვით საქართველო მსოფლიოში კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესოა

Doing Bussiness-ის რეიტინგში ქონების რეგისტრაციის მიმართულებით 189 ქვეყანას შორის საქართველო პირველ სამეულშია.

 ფრონტ-ოფისების გამარტივებული, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების კვლევის შემდგომ, წელს პირველად მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ შეფასება ბექ-ოფისების მიმართულებითაც დაიწყეს და „ქონების რეგისტრაციის“ ინდიკატორთა ნაკრებს კიდევ ერთი კრიტერიუმი - მიწის ადმინისტრირების ხარისხი დაამატეს.

2015 წლამდე Doing Bussiness-ის რეიტინგი ქონების რეგისტრაციის მიმართულებით მხოლოდ სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობის, რეგისტრაციისთვის საჭირო დროისა და საფასურის მიხედვით განისაზღვრებოდა, რაც ფრონტ-ოფისების საქმიანობის შეფასებას ემყარებოდა. ამ კრიტერიუმებით საქართველოს ბოლო 4 წლის განმავლობაში სტაბილურად პირველ ადგილს ინარჩუნებდა.

ქონების რეგისტრაციის მიმართულებით საჯარო რეესტრში განხორციელებული რეფორმები რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტს მოიცვდა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა მხოლოდ ერთ ოპერატორთან უწევს. რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები კი სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

გამარტივებული, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების კვლევის შემდგომ, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ შეფასება გაწული მომსახურების ხარისხის მიმართულებითაც დაიწყეს და „ქონების რეგისტრაციის“ ინდიკატორთა ნაკრებს კიდევ ერთი კრიტერიუმი - მიწის ადმინისტრირების ხარისხი დაამატეს.

კრიტერიუმი „მიწის ადმინისტრირების ხარისხი“ 4 მიმართულებას აერთიანებს: სანდოობა, გამჭვირვალობა, დავების გადაჭრა და დაფარვის არეალი. საჯარო რეესტრში განხორციელებული რეფორმის შედეგად ქართული სარეგისტრაციო სისტემა უზრუნველყოფს სანდოობას, გამჭვირვალობასა და დავების ეფექტურად გადაჭრას, თუმცა ძველი, არასწორი სარეგისტრაციო პრაქტიკის გამო, დაფარვის არეალის თვალსაზრისით კვლავაც არსებობს ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა საჯარო რეესტრის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია. ამ მიზნის მისაღწევად მასშტაბური პროექტების განხორციელება უკვე დაწყებულია. კერძოდ:
• გაერთიანდა უძრავი ქონების უფლებრივი და საკადასტრო ნაწილის რეგისტრაცია;
• მიმდინარეობს ბექოფისების ცენტრალიზება, რომლის მთავარი მიზანი ერთიანი სარეგისტრაციო პრაქტიკის ჩამოყალიბება, სიახლეთა იმპლიმენტაცია, სისტემის ერთიან სტანდარტზე გადასვლა და მონაცამთა ხარსხის გაუმჯობესებაა;
• გრძელდება ქაღალდის არქივის ცენტრალიზება, ციფრულ ფორმატში გადატანა და სისტემატიზაცია, ასევე ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა;
• მიმდინარეობს არქივში დაცული საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადატანაც, რომელიც ელქტრონულ საკადასტრო რუკაზე ძველი, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და მის საზღვრების ასახვას გულისხმობს.

ამას გარდა, საჯარო რეესტრი მსოფლიო ბანკთან ერთად, მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტს ახორციელებს, რომელიც მოქალაქეებისთვის სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უფასოდ დარეგისტრირებას ითვალისწინებს. ამ მიზნის მისაღწევად, მომზადდა კანონპროექტი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით პირველადი რეგისტრაციების დასრულებას და უკვე შეუწყობს ხელს. პროექტი საბოლოოდ მოაგვარებს წლების განმავლობაში მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს: გადაფარვებს, ნაკვეთების იდენტიფიკაციის სირთულეს, სამეზობლო დავებს და სხვა. ამას გარდა, მიწების პირველადი რეგისტრაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვას და უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას.

]]>
ყველაზე ხელსაყრელი პირობები ბიზნესის დასაწყებად - ამ კრიტერიუმით Doing Business -ის რეიტინგში საქართველო 2016 წელს მსოფლიო ქვეყნების ტოპ ათეულშია. http://reestri.gov.ge/p/977 ყველაზე ხელსაყრელი პირობები ბიზნესის დასაწყებად - ამ კრიტერიუმით Doing Business -ის რეიტინგში საქართველო 2016 წელს მსოფლიო ქვეყნების ტოპ ათეულშია.

"Doing Business 2016"-ის ანგარიშის მიხედვით ამ რეიტინგში საქართველომ წელს მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

2016 წლის ,,Doing Business”-ის შეფასებით, კონტრაქტების აღსრულების გამარტივების კუთხით გატარებული რეფორმა საქართველოში განხორციელებულ ორ მნიშვნელოვან რეფორმას შორის მოხვდა.

მსოფლიო რეიტინგში, ბიზნესის რეგისტრაციის სფეროს შეფასების კრიტერიუმები სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობას, რეგისტრაციისათვის საჭირო დროსა და ხარჯებს უკავშირდება.

საჯარო რეესტრში განხორციელებულმა რეფორმებმა რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტი მოიცვა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა უწევს მხოლოდ ერთ ოპერატორთან; ბიზნესის რეგისტრაცია რამდენიმე საათშია შესაძლებელი.

Doing Business -ის რეიტინგის მიზნებისათვის ქვეყნების შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს ის, თუ რა ხარისხით არის დაცული მცირე წილის მქონე პარტნიორთა/აქციონერთა (მინორიტარ აქციონერთა) უფლებები და ინტერესები. მათ შორის ფასდება ინტერესთა კონფლიქტის რეგულირების ხარისხი, უფლებებისა და ინტერესების დაცვის სამართლებრივი სტანდარტები და სხვა. ამ თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ტენდენციების წყალობით საქართველომ პოზიტიური შეფასება დაიმსახურა გასულ წლებთან შედარებით და თუკი გასულ წელს საქართველოს ადგილი ამ მიმართულებით იყო 43-ე, ამჟამად საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მე-20 ქვეყანაა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი შეფასებაა ამ კრიტერიუმის მიხედვით.

კვლევის თანახმად, დღეს ასევე ბევრად უფრო მოქნილი და თანმიმდევრულია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა, რაც გადახდისუუნარობის კომპონენტში გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე აისახა. კერძოდ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება - გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 101-ე ადგილზე გადმოინაცვლა 122-ე ადგილიდან. ქულა გაუმჯობესებულია 39.60-დან 40.24-მდე.

დღეს, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. პირველ ეტაპზე დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით იწყება გადახდისუუნარობის (გაკოტრების ან რეაბილიტაციის) საქმის წარმოება და ინიშნება მეურვე (გაკოტრების მმართველი ან რეაბილიტაციის მმართველი). აღნიშნული რეგისტრირდება საჯარო რეესტრში 1 სამუშაო დღის ვადაში საფასურის გარეშე.
2. მეორე ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სუბიექტის რეაბილიტაციის შემთხვევაში ცვლილების რეგისტრაცია (1 სამუშაო დღის ვადაში_100 ლარი, იმავე დღეს _200 ლარი), ხოლო სუბიექტის გაკოტრების შემთხვევაში _ რეგისტრაციის გაუქმება 1 სამუშაო დღის ვადაში უფასოა.

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო რეფორმებზე, რაც ასევე აისახება Doing Business-ის რეიტინგზე: დამატებით მომზადებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც უკვე განხილულია ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და პრაქტიკოს იურისტებთან. მზადების პროცესშია ცვლილებები მეწარმეთა შესახებ კანონში.

Doing Business-ის მეთოდოლოგია, რომელმაც განიცადა ცვლილებები უფრო სიღრმისეულად აფასებს ქვეყნების მდგომარეობას და არ შემოიფარგლება მხოლოდ პროცედურების თუ სხვა მაჩვენებლების რაოდენობითა თუ ღირებულებით, არამედ აფასებს რეგულაციების ხარისხსაც. ხარისხზე უფრო მეტი აქცენტის გაკეთების ტენდენციის პირველი ნიშნები Doing Business-ის მეთოდოლოგიაში ჯერ კიდევ შარშან გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ შარშან დაწყებული მეთოდოლოგიის ცვლილება წელსაც გაგრძელდა და მომავალ წელსაც იგეგმება მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამგვარი მიდგომა კი პირდაპირ ეპასუხება ქვეყნის შიგნით დასახულ პრიორიტეტებს - არა მხოლოდ სერვისის მიწოდების სისწრაფე უნდა იყოს მაღალი დონის, არამედ თავად სევისის ხარისხიც. ამ მხრივაც საქართველო მაგალითია არაერთი ქვეყნისთვის, რადგან უკვე მიღწეული შედეგების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისტორიული ტოპოგრაფიული რუკების ელექტრონულ არქივს ქმნის http://reestri.gov.ge/p/978 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქართული ისტორიული ტოპოგრაფიული რუკების ელექტრონული არქივის შექმნაზე მუშაობს.

არქივი 1:2000 და 1:5000 მასშტაბის მონაცემების უნიკალურ 1550 რუკას აერთიანებს, რომელთა ნაწილი მხოლოდ თითო ეგზემპლარის სახითაა შემორჩენილი. საჯარო რეესტრის ძალისხმევით, რუკები, რომლებიც გეოდეზია-კარტოგრაფიის ფონდში ქაღალდის სახით ინახებოდა,  მაღალი რეზოლუციით დასკანერდა, კოორდინატთა სისტემას მოერგო და ელექტრომატარებლებზე ჩაიწერა. შეიქმნა მათი ელექტრონული კატალოგი და ძიების პარამეტრებიც, რომელთა დახმარებითაც სასურველი რუკის მოძიება ნომენკლატურის მიხედვით მარტივად მოხდება.

ისტორიული რუკების 90%-ზე მეტი უკვე ციფრულ ფორმატშია გადატანილი. აღსანიშნავია, რომ მათი ელექტრონული ვერსიები ეტაპობრივად საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.reestri,gov.ge იტვირთება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

„ელექტრონული არქივის შესაქმნელად საკმაოდ შრომატევადი, დიდი მოცულობის სამუშაო შესრულდა. ეს არის უნიკალური 1953-1989 წლებში შექმნილი ისტორიული ღირებულების რუკები, რომლებზეც  სახელმწიფო უწყებებიდან თუ საინჟინრო სფეროში მომუშავე ორგანიზაციებიდაც მომართვა ხშირად იყო. ციფრული არქივი ხელს შეუწყობს მათი დაცულობისა და ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდას“,-განმარტავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

ისტორიული ტოპოგრაფიული რუკების ელექტრონული ვერსიების გამოყენება სხვადასხვა მიმართულებითაა შესაძლებელი, მათ შორის, ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიმართებაში, კადასტრისა და თავდაცვის სფეროებში, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურულ პროექტების განსახორციელებლად.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ფუნქცია საჯარო რეესტრს 2010 წელს გადაეცა. ამ პერიოდიდან დაიწყო ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგის განვითარებაც. საჯარო რეესტრმა კარტოგრაფიის მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა. დღეს ის სხვადასხვა ტიპის ციფრული რუკების მწარმოებელია, რომელთა საფუძველზეც მოქალაქეებსა თუ დარგის სპეციალისტებს  მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს.

 

 

]]>
უგანდის სამთავრობო დელეგაცია მიწის რეგისტრაციის ქართულ სისტემას ეცნობა http://reestri.gov.ge/p/980 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უგანდის სამთავრობო დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის მიზანი მიწის რეგისტრაციის ქართული სისტემის და იმ წარმატებული რეფორმების გაცნობაა, რომლებიც  საჯარო რეესტრმა კორუფციის აღმოფხვრისა და სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივების მიზნით გაატარა. დელეგაციის წევრები სამართლებრივი კუთხით განხორციელებული ცვლილებებს და სააგენტოში განხორციელებულ ტექნოლოგიურ რეფორმებსაც გაეცნობიან.

უგანდის დელეგაციას მიწის, საბინაო მეურნეობისა და ურბანული განვითარების მინისტრი დაუდი მიგერეკო ხელმძღვანელობს. ამას გარდა, მის შემადგენლობაში სახელმწიფო მინისტრი ურბანული განვითარების საკითხებში როუზ ნაჯემბა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც შედიან. ამჟამად უგანდის მთავრობა, მსოფლიო ბანკის დახმარებით,  კონკურენციისა და მეწარმეობის განვითარების პროექტს (CEDP) ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კი ქვეყანაში მიწის სარეგისტრაციო სისტემის განვითარებაა.

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის მიერ მიწის სარეგისტრაციო სისტემის განვითარების კუთხით განხორციელებული რეფორმები და საქმიანობა საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითადაა აღიარებული. უგანდის მთავრობის დაინტერესებაც სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული.

დელეგაციის ვიზიტი, რომელიც  6 ნოემბრამდე გაგრძელდება, უგანდის მთავრობის და უგანდის ეროვნული მიწის საინფორმაციო სისტემის პროექტის (DeSINLISI) მიერ ფინანსდება. პროექტს  მსოფლიო ბანკი, საფრანგეთის გეოგრაფიული და სატყეო ინფორმაციის ეროვნული ინსტიტუტის (IGN) მეშვეობით ახორციელებს.

]]>
საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლების დასაცავად ახალი რეგულაციები ამოქმედდა http://reestri.gov.ge/p/983 მეწარმე-სუბიექტები, რომელთა საქმიანობაც  საზღვარგარეთ შრომით მიგრაციასთანაა დაკავშირებული, რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაივლიან. შესაბამისი ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, „მეწარმეთა შესახებ“ კანონსა და „საჯარო რეესტრის“ შესახებ კანონში  ძალაში პირველი ნოემბრიდან შევიდა. 

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, დაარეგულიროს საქართველოს მოქალაქის თუ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის შრომითი საქმიანობა უცხოეთში, დაიცვას მათი უფლებები და ინტერესები.   კანონი მოაწესრიგებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის პროცესს, საზღვარგარეთ დასაქმებული  მოქალაქის შრომა რისკებისგან მეტად დაცული იქნება.

კანონი საქართველოში უცხოელთა მუშაობასაც დაარეგულირებს, შეამცირებს უცხოეთიდან არაკვალიფიციური მუშა-ხელის შემოდინების რისკს და ხელს შეუწყობს ქართულ შრომით ბაზარზე ადგილობრივი პერსონალის უფლებების დაცვას.

შრომითი მიგრაციის სფეროს მოწესრიგებას საქართველოში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებებიც ითვალისწინებს. 

ახალი რეგულაციების თანახმად, მეწარმე-სუბიექტები,  რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში დასაქმებას ან დასაქმებაში დახმარებას სთავაზობენ, ვალდებულები არიან, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისას აუცილებლად მიუთითონ თავიანთი საქმიანობის ეს სფერო. იმ კომპანიებმა კი, რომლებიც  უკვე საქმიანობენ საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში დასაქმების კუთხით, საჯარო რეესტრს 2016 წლის პირველ მაისამდე უნდა მიმართონ და საკუთარი საქმიანობა სამეწარმეო რეესტრში დააფიქსირონ.  იგივე ვალდებულება ეკისრებათ აგრეთვე  უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალებს, რომლებიც უცხოელებს სთავაზობენ საქართველოში დასაქმებას.  ამ მოთხოვნის შეუსრულებლობების შემთხევევაში კანონი ადმინისტრაციულ სახდელს ითვალისწინებს. რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა  ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით  ჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით.

საჯარო რეესტრი იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ და ამზადებს ინფორმაციას მათი საქმიანობის თაობაზე. ცვლილებები უკვე განხორციელდა სამეწარმეო რეესტრის პროგრამაშიც. საქმიანობის რეგისტრაციას დაემატა ახალი ველი: საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაცია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და ავტორიზებულ პირებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 2 405 405

]]>
ვერეს ხეობის ციფრულ ტოპოგრაფიულ რუკის შესაქმნელად ნორვეგიის მთავრობამ დამატებითი გრანტი გამოყო http://reestri.gov.ge/p/1023 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვერეს ხეობის ციფრულ ტოპოგრაფიულ რუკას შექმნის. პროექტის განსახორციელებლად  220 ათასი ევროს ოდენობის დამატებითი გრანტი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანომ  გამოყო.  მაღალი ხარისხის რუკა ყველა ტოპოგრაფიულ მონაცემს გააერთიანებს.

საჯარო რეესტრმა მდინარე ვერეს აუზის ორთოფოტო გადაღება სექტემბერში დაასრულა. აეროგადაღებამ დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია მოიცვა. გადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტოები და  სხვა მნიშვნელოვან ინფორმაცია  სტიქიის ზონის დეტალურ, ზუსტ ტოპოგრაფიულ მონაცემებს აერთიანებს. მაღალი ხარისხის ციფრული ტოპოგრაფიული რუკა სწორედ ამ ორთოფოტოებზე დაყრდნობით შეიქმნება.

ციფრული ტოპოგრაფიული რუკის დახმარებით, სახელმწიფო უწყებებს საშუალება ექნებათ, წინასწარ შეაფასონ გარემო პირობები და ეფექტურად დაგეგმონ ნებისმიერი სამუშაო, ამ სამუშაოსთვის საჭირო ტექნოლოგიები და ხარჯები. ამას გარდა, ეს მონაცემები უამრავ სფეროს, მათ შორის, ქალაქგეგმარებას, გარემოს დაცვას, ჰიდროლოგიას, გეომორფოლოგიასა და სხვა დარგებს გამოადგება.  მათზე დაყრდნობით მუშაობა კი სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბევრი პრობლემის, მათ შორის, არასათანადო მშენებლობებისა თუ სხვა პროექტების განხორციელების თავიდან არიდებას.

საჯარო რეესტრმა ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად  პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“  განხორციელება იანვარში დაიწყო. 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ კი ნორვეგიის მთავრობამ ვერეს ხეობის აეროფოტო გადაღებისთვის პირველი დამატებითი გრანტი გამოყო. სტიქიის ზონის ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნაც ამავე პროექტის ფარგლებში მოხდება.

პროექტი „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ საქართველოს მთელი ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს.  მსგავსი მასშტაბის პროექტი ქვეყანაში პირველად ხორციელდება.

ორთოფოტოებს საჯარო რეესტრი  1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. პროექტის საერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი 1420000 ევროს, სააგენტოს შენატანი კი - 305 000 ევროს შეადგენს. პროექტი 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება.

 

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება შპს "სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2" -ის შესახებ http://reestri.gov.ge/p/1028 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლის პაატა სალიას განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.

განცხადებას თან ერთვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინება (საქმეზე N2/15651-15) ამავე სასამართლოს მიერ 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე და 193-ე მუხლები).

ეს განცხადება (NB15218092) და სასამართლოს განჩინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა 2015 წლის 5 ნოემბერს და გამოქვეყნდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (napr.gov.ge) 18 საათსა და 09 წუთზე.

5 ნოემბრის განჩინების თანახმად, კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეთა ინტერესების დაცვისათვის, ასევე, დავის მიმდინარეობისას კომპანია რუსთავი 2-ის ფინანსებისა და ქონების შენარჩუნებისა და კომპანია რუსთავი 2-ის პროფილით ნორმალურად ფუნქციონირების გაგრძელების უზრუნველსაყოფად, მისი ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის მიზნით მოსამართლის გადაწყვეტილებით დანიშნულ იქნენ დროებითი მმართველები. ამავე განჩინებით, ყველა სხვა პირს დროებით შეუჩერდა აღნიშნული უფლებამოსილებები, სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან მის გაუქმებამდე.
განჩინება, მისი სარეზულუციო ნაწილის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას. შესაბამისად, განჩინების მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად, დროებითი მმართველის უფლებამოსილებები და ამავე განჩინებით დადგენილი შეზღუდვები აისახა სამეწარმეო რეესტრში.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება 2015 წლის 6 ნოემბერს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი №6), აქტის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

პაატა სალიას განცხადება

სასამართლოს განჩინება

რეესტრის გადაწყვეტილება

]]>
უგანდის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა http://reestri.gov.ge/p/1033 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უგანდის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა.   ვიზიტის მიზანი მიწის რეგისტრაციის ქართული სისტემისა და იმ წარმატებული რეფორმების გაცნობა იყო, რომლებიც  საჯარო რეესტრმა კორუფციის აღმოფხვრისა და სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივების მიზნით გაატარა. უგანდის სახელმწიფო მინისტრს ურბანული განვითარების საკითხებში როუზ ნაჯემბას  და დელეგაციის სხვა წევრებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე  პირადად შეხვდა და სამართლებრივი კუთხით განხორციელებული ცვლილებები და სააგენტოში განხორციელებული ტექნოლოგიური რეფორმები გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის მიერ მიწის სარეგისტრაციო სისტემის განვითარების კუთხით განხორციელებული რეფორმები და საქმიანობა საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითადაა აღიარებული. უგანდის მთავრობის დაინტერესებაც სწორედ ამ ფაქტორით იყო განპირობებული.

უგანდის მთავრობა, მსოფლიო ბანკის დახმარებით,  კონკურენციისა და მეწარმეობის განვითარების პროექტს (CEDP) ახორციელებს. რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კი ქვეყანაში მიწის სარეგისტრაციო სისტემის განვითარებაა. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მიწის, საბინაო მეურნეობისა და ურბანული განვითარების მინისტრი დაუდი მიგერეკო ხელმძღვანელობდა,  უგანდის  სახელმწიფო მინისტრი ურბანული განვითარების საკითხებში როუზ ნაჯემბა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც შედიოდნენ.

დელეგაციის ვიზიტი უგანდის მთავრობის და უგანდის ეროვნული მიწის საინფორმაციო სისტემის პროექტის (DeSINLISI) მიერ დაფინანსდა. პროექტს  მსოფლიო ბანკი, საფრანგეთის გეოგრაფიული და სატყეო ინფორმაციის ეროვნული ინსტიტუტის (IGN) მეშვეობით ახორციელებს.

]]>
მოქალაქეები საჯარო რეესტრის სერვისებს ამიერიდან ყაზბეგის იუსტიციის სახლშიც მიიღებენ http://reestri.gov.ge/p/1038 ყაზბეგში რიგით მეთექვსმეტე იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზეიმო ვითარებაში გახსნა.

ყველაფერი ერთ სივრცეში უკვე ყაზბეგშიც ხელმისაწვდომია.
ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ოთხასამდე სერვისი იუსტიციის სახლისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხითა და ოპერატიულობით მიიღოს.

]]>
საჯარო რეესტრსა და ბელარუსის კადასტრის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა http://reestri.gov.ge/p/1043 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბელარუსის კადასტრის  ეროვნულ სააგენტოსთან ითანამშრომლებს. შესაბამის მემორანდუმს დღეს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და ბელარუსის კადასტრის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ანდრეი ფილიპენკომ მოაწერეს ხელი.

ბელარუსის უძრავი ქონების რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანიზაციასთან  მემორანდუმის გაფორმების მიზანი  შესაბამის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის შექმნა, უწყებების განვითარება და მხარდაჭერაა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სარეგისტრაციო სისტემისა და მართვის, კადასტრის, სივრცითი მონაცემებისა და ინფრასტრუქტურის, დამისამართების, ელექტრონული არქივებისა თუ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მიმართულებებით აქტიურად ითანამშრომლებენ და ერთმანეთის გამოცდილებას გაიზიარებენ.

მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია ქართველი და ბელარუსი სპეციალისტების სასწავლო ვიზიტებისა და შეხვედრების ორგანიზება, სემინარების, დისკუსიებისა და კონფერენციების მოწყობა. მემორანდუმი  2020 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

]]>
ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის უფლების მინიჭების თაობაზე, საჯარო რეესტრში განცხადება საერთოდ არ შესულა http://reestri.gov.ge/p/1048 ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა რაიმე ტიპის დოკუმენტი, რომელიც ზაალ უდუმაშვილს კომპანიის მართვის უფლებას ანიჭებდა, მტკნარი სიცრუეა. კერძოდ,  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველების - დავით დვალის და რევაზ საყევარიშვილის მიერ ზაალ უდუმაშვილზე გაცემული მინდობილობა, საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. აღნიშნულის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index&state=search), კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით: 211352016.  ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია იმის ნახვაც, რომ ამ საკითზე საჯარო  რეესტრში  განცხადებაც კი არ შემოსულა.

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საჯარო რეეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება საწარმოს დირექტორი და არა მისი მინდობილი პირები.

ზაალ უდუმაშვილს,  დავით დვალს და რევაზ საყევარაშვილს  ერთობლივი განცხადებითაც რომ მოემართათ საჯარო რეეესტრისთვის, ეს მინდობილობა მაინც ვერ და არ დარეგისტრირდებოდა. ვინაიდან დირექტორის (მოცემულ შემთხვევაში დროებითი მმართველის) მინდობილი პირის/წარმომადგენლის რეგისტრაციის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (შპს შემთხვევაში დირექტორი) საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ კომპანიის პართნიორთა (წილის მესაკუთრეთა) გადაწყვეტილების საფუძველზე. ხოლო უშუალოდ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა წარმოადგენს კერძოსამართლებრივ ურთიერთობას უშუალოდ მასსა და სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის და მას კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებთან არანაირი შეხება არ გააჩნია.

შესაბამისად, საჯარო რეესტრი თვლის, რომ ნიკა გვარამიასა და ასევე დროებით მმართველების დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები საჯარო რეესტრთან მიმართებაში უპასუხისმგებლოა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მისი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობას და თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების ანდა ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

 

]]>
დიმიტრი ცინცაძის ფონდმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს საქმიანობის და ფონდში გადარიცხული თანხების შესახებ ანგარიში წარუდგინა http://reestri.gov.ge/p/1053 დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის წარმომადგენლებმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს ფონდის მუშაობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გამო.

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი 2013 წლის 11 აპრილს კოლეგა ტელეოპერატორ დიმიტრი ცინცაძის გადასარჩენად გაერთიანებულმა ჟურნალისტებმა დააფუძნეს. მოგვიანებით, მისი ხელმძღვანელობით, ჟურნალისტებმა ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სიცოცხლის გადასარჩენად დაიწყეს ბრძოლა.

დაარსებიდან დღემდე ფონდი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის 116 ბავშვს დაეხმარა. ბენეფიციართა კვლევებზე თვეში, დაახლოებით, 50 000 ლარი იხარჯება. ფონდის მიერ გაღებული თანხა 1 500 000 ლარს შეადგენს.

]]>
საჯარო რეესტრმა Google Maps-ზე უკვე 200-ზე მეტი ქართული ძეგლი განათავსა http://reestri.gov.ge/p/1058 Google Maps-ზე უკვე 200-ზე მეტი ქართული ძეგლის მარტივად და სწრაფად მოძიებაა შესაძლებელი. თითოეულ მათგანს  ფოტოები, სრულყოფილი, სასარგებლო ინფორმაცია და გეოგრაფიული კოორდინატებიც ახლავს თან.

რუკის დახმარებით მომხმარებლებს სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტული ადგილის მიახლოება ან დაშორებაც (ზუმირება) შეუძლიათ.

Google Maps-ზე ქართული ძეგლების განთავსების პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო. საჯარო რეესტრის თანამშრომლები შესაბამის გეოგრაფიულ მონაცემებს აგროვებენ, საჭირო ფორმატით ამუშავებენ და Google-ს ადმინისტრაციას უგზავნიან. მონაცემებს თან ახლავს ის ინფორმაცია და ფოტომასალა, რომელსაც საჯარო რეესტრს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აწვდის. ფოტოების ნაწილი ისტორიულია, ნაწილი კი ძეგლების დღევანდელ მდგომარეობას ასახავს.

Google Maps-ზე უკვე განთავსებულია:ნიკორწმინდა, მოწამეთა, გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, ბოდბის მონასტერი, გერგეტის სამება, ვარძია, უფლისციხე, უჯარმა, იყალთოს მონასტერი, გრემი, ნეკრესი, შუამთა, ყინწვისის მონასტერი და სხვ. 

ცნობილი ისტორიული ძეგლები. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერვისზე - Google Maps-ზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი გავრცელებისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული დანარჩენი ძეგლების Google Maps-ზე ეტაპობრივად განთავსება კვლავაც გაგრძელდება, რაც საქართველოს უძველესი არქიტექტურისა და მისი მხატვრული ღირებულების წარმოჩენას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

ამჟამად საჯარო რეესტრი Google maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორია.  უკვე მეოთხე წელია იგი გეოგრაფიულ  მონაცემებს აგროვებს და მუდმივად მუშაობს, რომ რუკაზე  საქართველოს შესახებ ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული.  რუკაზე ძეგლების გარდა, სრულად არის განთავსებული ქ. თბილისის მონაცემები, შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და ა.შ. შესახებ.

]]>
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მერვე რეგიონალურ კონფერენცია GITI 2015-ში მონაწილეობს http://reestri.gov.ge/p/1063 კონფერენციის მონაწილეები ტრადიციულად წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ პროექტებს, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებს განიხილავენ.

წლევანდელ ღონისძიებაზე საჯარო რეესტრი ორგანიზაციაში დანერგილ მნიშვნელოვან IT ინიციატივებს წარადგენს: მათ შორის, რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემების ინტეგრაციის, ინფორმაციის უსაფრთხოების მართვის, ფინანსური გარანტიების სერვისის, სახელმწიფო ქონების მართვის სისტემის, IT მენეჯმენტის, 3D რუკების პროექტებს, ხელშეკრულებების მონიტორინგის, ელექტრონული რეგისტრაციის სისტემას და პროექტს „თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის“, რომელიც შშმ პირთათვის საჯარო რეესტრის სერვისების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს.

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მეცხრე რეგიონალური კონფერენცია, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბინზესსაბჭოს ორგანიზებით, 2008 წლიდან ტარდება. ამ პერიოდიდან საჯარო რეესტრი კონფერენციის მუდმივი მონაწილე და IT პროექტების კონკურსის არაერთი ნომინაციის გამარჯვებულია. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრი სამჯერ - 2013, 2010 და 2008 წლებში ღონისძიების მთავარი ჯილდოს „წლის საუკეთესო IT სააგენტოს“ მფლობელია.

GITI 2015-ში 20-ზე მეტი სახელმწიფოს 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

]]>
საჯარო რეესტრი GITI 2015-ის ორი ნომინაციის გამარჯვებულია http://reestri.gov.ge/p/1073 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონალურ კონფერენცია-კონკურსზე (GITI 2015) ორი ჯილდოს მფლობელი გახდა. ნომინაციაში "საუკეთესო რეგიონული მუნიციპალური ელ.გადაწყვეტილება" საჯარო რეესტრის კადასტრისა და რეგისტრაციის სისტემის ინტეგრაციის პროექტი გახდა გამარჯვებული, ხოლო ნომინაციის "საუკეთესო online საინფორმაციო წყარო" გამარჯვებულად საჯარო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის პროექტი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ GITI-ზე, რომელიც უკვე მერვედ ჩატარდა, საჯარო რეესტრი ყოველწლიურად სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი ხდება. ამას გარდა, იგი კონკურსის მთავარი ნომინაციის „წლის საუკეთესო IT სააგენტოს“ გამარჯვებულად სამჯერ დასახელდა.
წლევანდელ ღა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია GITI 2015 19-20 ნოემბერს გაიმართა. ღონისძებამ, რომელმაც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, წელს რეკორდული რაოდენობის მონაწილეს უმასპინძლა. კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა. ღონისძიება ტრადიციულად წლის საუკეთესო IT პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. წელს 15 ნომინაციაში საჯარო და ისე კერძო სექტორიდან 50-მდე IT პროექტი იყო წარდგენილი.ონისძიებაზე საჯარო რეესტრმა ორგანიზაციაში დანერგილი 7 მნიშვნელოვანი IT ინიციატივა წარადგინა: მათ შორის, რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემების ინტეგრაცია, ინფორმაციის უსაფრთხოების მართვა, ფინანსური გარანტიების სერვისი, სახელმწიფო ქონების მართვის სისტემა, IT მენეჯმენტი, 3D რუკები, ხელშეკრულებების მონიტორინგის სისტემა, ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა და პროექტი „თანაბარი შესაძლებლობები ყველას“, რომელიც უსინათლო პირთა მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ GITI-ზე მიღებული ჯილდოებით, რაც მოწმობს იმას, რომ საჯარო რეესტრს ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო IT გუნდი ჰყავს. ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ, მუდმივად უწყობენ ფეხს ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას, ნერგავენ ინოვაციებს, რომლებიც ერთი მხრივ მოქალაქეს უმარტივებს მომსახურებას, ხოლო მეორე მხრივ ხელლს უწყობს ქვეყანაში ელ.მმართველობს განვითარებას".-აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია GITI 2015 19-20 ნოემბერს გაიმართა. ღონისძებამ, რომელმაც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, წელს რეკორდული რაოდენობის მონაწილეს უმასპინძლა. კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა. ღონისძიება ტრადიციულად წლის საუკეთესო IT პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. წელს 15 ნომინაციაში საჯარო და ისე კერძო სექტორიდან 50-მდე IT პროექტი იყო წარდგენილი.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს - „გენდერი და საკუთრება“ იწყებს http://reestri.gov.ge/p/1078 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანია საკუთრების განაწილებისას გენდერული თანასწორობის პრინციპების და თანაბარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად. 

საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვავს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა ქალების მიერ უძრავი ქონების ფლობის, იჯარით გაცემის ან გამოყენების შესახებ. კაცებსაც და ქალებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად ქვეყანაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები კანონის ნაცვლად ხელმძღვანელობენ შეხედულებებით, რომლის მიხედვითაც ქონებაზე საკუთრების უფლებით პრიორიტეტულად სარგებლობს კაცი და ირღვევა თანასწორობის პრინციპი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალი პროექტის მიზანია, მოქალაქეებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების გაცნობა და საკუთრების თანაბარი უფლების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება შეხვედრები, სადაც სააგენტოს თანამშრომლები მოსახლეობას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან. მომზადდება საინფორმაციო კლიპები, ბროშურები და ბუკლეტები. ამას გარდა, სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახური, დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ  პირს გაუწევს კონსულტაციას.

„ამ პროექტის დაწყება დაემთხვა 16 დღიან გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. გვსურს, რომ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი წვლილი შევიტანოთ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში და ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საკუთრების თანაბარი უფლების შესახებ, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული. “,- აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე. 

საჯარო რეესტრი გამოხატავს მზადყოფნას, პირდაპირი შეხვედრებით, შესაბამისი საინფორმაციო მასალების გავრცელებითა და მასობრივი კომუნიკაციის არხებით ხელი შეუწყოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას, ქონებრივი უფლებების სამართლიან რეალიზებას, ქონების გადანაწილების პროცესში ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რაც ხშირად ხდება მათი სხვა სახის დისკრიმინაციის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის მიზეზი. 

საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, 2010-2014 წლებში ქვეყანაში საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე სულ 131 9155 ფიზკური პირის მიერაა რეგისტრირებული. მათგან 743888 კაცია (56.4%) და 575267 - ქალი (43.6%). ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი ეს მაჩვენებელი მინიმალურია (მაგალითად, დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, ხულოში, ლენტეხში, შუახევში, წალკაში, მესტიაში, გურჯაანსა და ყვარელში).

 

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქაღალდის არქივის ცენტრალიზება დაასრულა http://reestri.gov.ge/p/1088 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქაღალდის არქივის ცენტრალიზების პროექტი დაასრულა. ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში არსებული ქაღალდის დოკუმენტაცია მთლიანად ლილოში არსებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდა, სადაც ძველმა არქივმა  ფართის 70% დაიკავა, ხოლო დარჩენილი 30% დროთა განმავლობაში  მიმდინარე სარეგისტრაციო დოკუმენტაციით შეივსება. 

პროექტის შედეგად დასრულებულია ტექბიუროს, სამეწარმეო რეესტრის, უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისა და კანცელარიის დოკუმენტაციის ცენტრალიზება. 

საჯარო რეესტრში მნიშვნელოვანი დოკუმენტები იყრის თავს, რომელთა უსაფრთხოება და დაცულობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. არქივების ცენტრალიზებამდე ძველი დოკუმენტაცია არასტანდარტულად აღწერილი, სხვადასხვა ადგილას გაფანტული და ნაკლებად დაცული იყო, რაც მათი გაყალბების ან დაკარგვის შესაძლებლობას ქმნიდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანმა საარქივო მასალამ ერთ წერტილში, უსაფრთხოდ მოიყარა თავი, რაც დოკუმენტებსა და მონაცემებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამას გარდა, შექმნილი სრული და უტყუარი მონაცემთა ბაზა  უზრუნველყოფს ნაკლებ ხარვეზებს სარეგისტრაციო და საინფორმაციო მომსახურებაში, ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვას კი კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე აიყვანს. 

 „საჯარო რეესტრის საარქივო მასალები ხშირად უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ერთადერთი და ძირითადი საფუძველია. მათთან შეხება უწყების თანამშრომლებს თითქმის ყოველდღიურად უხდებათ, თუმცა მასალების დიდი ნაწილის სიძველისა და ინტენსიური გამოყენების გამო, დროთა განმავლობაში მათი დაზიანებისა და განადგურების საფრთხე იქმნება. ამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საჯარო რეესტრში, არსებული საარქივო სისტემის წინასწარი შესწავლისა და ანალიზის შედეგად,  დოკუმენტაციის საარქივო სტრატეგია შემუშავდა, რომელიც მცირე დანახარჯებს,  ინფორმაციის ადვილად ხელმისაწვდომობასა და ქაღალდის დოკუმენტების ხანგრძლივი ვადით საუკეთესოდ შენახვას ეფუძნება. ქაღალდის არქივის ცენტრალიზების პროექტის პირველი ნაწილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცავის აშენება იყო, რომელიც სოფელ დიდ ლილოში  აშენდა. მეორე ეტაპი კი ქაღალდის დოკუმენტაციის ერთ წერტილში თავმოყრას გულისხმობდა, რომელიც დათქმულ ვადაზე გაცილებით ადრე დავასრულეთ “ - აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე. 

პარალელურად, საჯარო რეესტრი არქივში დაცული ქაღალდის დოკუმენტაციის ციფრულ ფორმატში გადატანასა და სისტემატიზაციაზეც მუშაობს. მიმდინარეობს ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საჯარო რეესტრის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის სწრაფად და ხარისხიანად წარმოება, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცვა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება (სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება) და სხვა.

]]>
ევროკავშირი იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის რეფორმირებაში დაეხმარება http://reestri.gov.ge/p/1093 ევროკავშირი საქართველოში კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობისათვის 2 მილიონ ევროს გამოყოფს. პროექტის ბენეფიციარები საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ები „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ და „აღსრულების ეროვნული ბიურო“ არიან. ორწლიანი პროგრამის ბიუჯეტი 2.000.000 ევროა და მას ახორციელებს  „GIZ“-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“.
 
პროექტის პრეზენტაცია 2 დეკემბერს სასტუმრო „რადისონში“ გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატარინა დერკორნი,  „GIZ“-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი მარია შეფერი.
 
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრსა და  აღსრულების ბიუროს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის სამართალთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ამას გარდა, პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება საჯარო რეესტრის შესაძლებლობები საკუთრების რეგისტრაციის, უფლების დაცვისა და მიწის მართვის საკითხებში. იგი ხელს შეუწყობს ქონების რეგისტრაციის ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და შესაბამისი სახელმძღვანელოს შექმნას, მიწის ადმინისტრირების განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, სასწავლო პროგრამების მოდულების შექმნას და შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას.
 
დღემდე იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირთან, ძირითადად, სისხლის სამართლის სფეროს რეფორმის კუთხით თანამშრომლობდა; ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი თანამშრომლობის სფერო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის რეფორმებსაც მოიცავს. 

 

]]>
შეხვედრა შშმ თანამშრომლებთან http://reestri.gov.ge/p/1098 დღეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრში დასაქმებულ შშმ თანამშრომლებს შეხვდა და მათ საქმიანობას და ახალ ინიციატივებს გაეცნო.

საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ შშმ თანამშრომლებს ის ახალი პროექტიც წარადგინა, რომელიც უსინათლო პირებისთვის საჯარო რეესტრის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას გულისხმობს.

პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, საჯარო რეესტრი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას. „ამ პროცესში მათი დასაქმება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. საჯარო რეესტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით, წლებია ხელს უწყობს შშმ პირთა პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას. ამას გარდა ჩვენ გვაქვს ახალი ინიციატივა, პროექტი - „თანაბარი შესაძლებლობები ყველასათვის“, რომელიც სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას გულისხმობს. პროექტის განხორციელების შედეგად უსინათლო და მცირემხედველობის მქონე პირებისთვის საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული ყველა სახის წერილობითი დოკუმენტი, მოთხოვნის შემთხვევაში ბრაილის შრიფტით გაიცემა. ამას გარდა გათვალისწინებულია საჯარო რეესტრის ვებგვერდის ხელმისაწვდომობა შესაბამისი ხმოვანი პროგრამის გამოყენებით, რითაც მხედველობის პრობლემის მქონე პირები ელექტრონული სერვისების მიღებას და ინფორმაციის გაცნობას მარტივად შეძლებენ“-აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ.

9 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც სააგენტომ შშმ პირთა პირველი ნაკადი დაასაქმა. ამჟამად სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 16 პირი მუშაობს. პროექტის განხორციელება სააგენტოში მას შემდეგ დაიწყო, რაც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, უწყება სრულად გადავიდა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე და შესაძლებელი გახდა პროცედურების დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად განხორციელება. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, იუსტიციის სახლების და საჯარო რეესტრის ოფისების ადაპტირებული გარემო (ავტოსადგომი, პანდუსები და სხვ.) მათ საშუალებას აძლევს, დაკისრებული უფლება-მოვალეობები სამსახურშიც განახორციელონ. მსგავსი პროექტით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება მიეცათ.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომლები უკვე სარგებლობენ იმავე სადაზღვევო პაკეტით, რითიც დღეს სააგენტოს მენეჯმენტი სარგებლობს (პირველი კლასის სადაზღვევო პაკეტი). მათ სამუშაო ადგილებზე მიეწოდებათ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, უზრუნველყოფილნი არიან კორპორატიული სატელეფონო კავშირით და სარგებლობენ სხვა უპირატესობებით. სულ მალე სპეციალურად მათთვის იუსტიციის სახლებთან მოეწყობა ადაპტირებული ავტოსადგომი იზოლირებული შესასვლელით.

იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს, მზურნველობა გამოიჩინოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა მიმართ. სპეციალურად მათთვის სამინისტროს სამსახურებში ფუნქციონირებს დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე მუშაობს 30–მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. იუსტიციის სახლებისა და სამინისტროს ადმინისტრაციული შენობები მაქსიმალურადაა მორგებული მათ საჭირობებს; გადაადგილება, მუშაობა თუ სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ.

 

]]>
სახელმწიფო სერვისები შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება http://reestri.gov.ge/p/1103 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახალ  პროექტს იწყებს. პროექტი  „თანაბარი შესაძლებლობები ყველასათვის“ სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას გულისხმობს. 

პროექტის განხორციელების შედეგად უსინათლო და მცირემხედველობის მქონე პირებისთვის საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული ყველა სახის წერილობითი დოკუმენტი, მოთხოვნის შემთხვევაში ბრაილის შრიფტით გაიცემა. ამას გარდა გათვალისწინებულია საჯარო რეესტრის ვებგვერდის ხელმისაწვდომობა  შესაბამისი ხმოვანი პროგრამის გამოყენებით, რითაც მხედველობის პრობლემის მქონე  პირები ელექტრონული სერვისების მიღებას და ინფორმაციის გაცნობას მარტივად შეძლებენ. 

„უკვე წლებია სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირთა დასაქმებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით აქტიურად მუშაობს. ჩვენთვის ეს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების მნიშვნელოვანი ნაწილია.  ამჯერად გადავწყვიტეთ ყურადღება  საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე გაგვეკეთებინა. პროექტის განხორციელებით ჩვენ შევასრულებთ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით დაცულ პრინციპს „გონივრულ მისადაგებაზე“, რაც გულისხმობს მოთხოვნას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ, რომლის მიხედვით სახელმწიფოებმა დაყოვნებისა და დამატებითი ხარჯების გარეშე უნდა უზრუნველყონ ფართო საზოგადოებისათვის განკუთვნილი ინფორმაციის შშმპ-ისთვის  მიწოდება მათთვის გასაგები ფორმით და სხვადასხვა სახის შესაძლებლობის შეზღუდვაზე მორგებული ტექნოლოგიების გამოყენებით“ - აღნიშნავს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იქნება პირველი ადმინისტრაციული ორგანო არამარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომელიც ამ მიმართულეთ იმუშავებს. 

ბრაილის შრიფტით დოკუმენტების გაცემა 2016 წლის მარტიდან თბილისის იუსტიციის სახლში დაიწყება,  წლის ბოლომდე  კი ამ სერვისით სარგებლობა  ნებისმიერ ქალაქსა და რაიონში იქნება  შესაძლებელი.

 

]]>
საჯარო რეესტრი ქვეყნის აეროგადაღებებისთვის უპილოტო საფრენ აპარატს გამოიყენებს http://reestri.gov.ge/p/1123 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აეროგადაღებების წარმოებისა და ორთოფოტოების შესაქმნელად ინოვაციური უპილოტო საფრენი აპარატი „დრონი“ შეიძინა. „დრონის“ დახმარებით შესაძლებელი გახდება მცირე მასშტაბის ტერიტორიების ოპერატიული გადაღება და ახალი ტოპოგრაფიული მონაცემების კიდევ უფრო სწრაფად მიღება. 

უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით, საჯარო რეესტრი, როგორც ქვეყნის გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საქმიანობის განმახორციელებელი მთავარი ორგანიზაცია, შეძლებს კიდევ უფრო მარტივად აწარმოოს მაღალი ხარისხის მონაცემები,  მოქნილად და სისტემატურად განაახლოს ისინი, ოპერატიულად დააკმაყოფილოს საკუთარი თუ სხვა უწყებების მოთხოვნები. 

უპილოტო საფრენი აპარატი მოქმედებაში მოყვანის შემდეგ, წინასწარ დაგეგმილ მარშრუტს გადის და განსაზღვრულ დროში სასურველ ტერიტორიას იღებს.  მას ერთი სამუშაო დღის განმავლობაში 35-40 კვ/მ ფართობის გადაღება შეუძლია. „დრონი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების, კრიზისების მართვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, საინჟინრო და ინფრასტრუქტურული დარგებისთვის. 

უპილოტო საფრენი აპარატის შეძენა განხორციელდა პროექტის -  „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“-ს ფარგლებში, რომელიც საჯარო რეესტრმა  2015 წლის იანვარში ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად დაიწყო. პროექტი მთელი ქვეყნის აეროფოტოგადაღებას ითვალისწინებს, რაც  გეოინფორმაციული, კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მონაცემების შექმნისთვის ყველაზე საიმედო და ეკონომიურ მეთოდად მიიჩნევა. ახალი აეროფოტოგადაღების მასალებზე დაყრდნობით, საჯარო რეესტრი ორთოფოტოგეგმებს შექმნის, რომელშიც საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა სრულად იქნება გათვალისწინებული. ორთოფოტოებს კი 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. მსგავსი მასშტაბის პროექტი ქვეყანაში პირველად ხორციელდება. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გადაიარაღდა საჯარო რეესტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კერძოდ, ახალი ორთოფოტოების დამუშავებისა და რუკების შესაქმნელად ნორვეგიის მთავრობამ 5 ახალი სტერეოსადგური შეიძინა, რომლებიც დაეხმარება საჯარო რეესტრის სპეციალისტებს დიდი მოცულობის სამუშაოს მაღალი პროდუქტიულობით შესრულებაში. 

პროექტი „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. სულ იგი 40 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებას მოიცავს.  პროექტის საერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი 1 420 000 ევროა, სააგენტოს შენატანი კი- 305 000 ევრო.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ http://reestri.gov.ge/p/1129 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

]]>
საჯარო რეესტრმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა http://reestri.gov.ge/p/1132 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის(NSDI) შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა. ღონისძიებას იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც NSDI-ს პროექტში არიან ჩართულები .

მონაწილეებმა 2015 წლის განმავლობაში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები და აქტივობები შეაფასეს.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეები პროექტის საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო სტრატეგიებსაც გაეცნენ, დაიგეგმა სამომავლო აქტივობებიც. კონფერენციის მეორე ნაწილი კი სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და იმ პროექტების წარდგენას დაეთმო, რომელთა განხორციელებაც გეოგრაფიულ მონაცემებს უკავშირდება.

NSDI ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა და ვებპორტალის(გეოპორტალის) საშუალებით, დაინტერესებული პირებისთვის მაღალი ხარისხის, ჰარმონიზებული სივრცითი მონაცემების წარმოებასა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

პროექტის განხორციელების
შედეგად კიდევ უფრო ეფექტური გახდებაგარემოსდაცვითი საკითხების, კატასტროფების, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული და სხვასახის პროექტების მართვა და ფუნქციონირება; გამარტივდება სხვადასხვა ორგანიზაციას შორის მონაცემების გაცვლის პროცესი, შემცირდება ინფორმაციის მიღების დრო და რესურსი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების კუთხით მიმდინარე წელს გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პროექტის წარმატებით განხორციელებაში: „ჩვენი მიზანია, საქართველოშიარსებული გეოგრაფიული მონაცემებიდან მიღებული საზოგადოებრივი სარგებელი მაქსიმუმამდე გაიზარდოს. ამ პროცესში თითოეული სახელმწიფო უწყების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. NSDI-ს კუთხით მუშაობა მომდევნო წელსაც ინტენსიურად გაგრძელდება“,-აღნიშნა მან.

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნულისივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

NშDI-ს განხოციელებაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. სამთავრობო კომისიის საქმიანობას, რომელიც NSDI-ის შექმნისა და განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა, კოორდინაციას საჯარო რეესტრი უწევს.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არქივირების პროექტი 41 რაიონში დაასრულა http://reestri.gov.ge/p/1152 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა 41 რაიონში დაასრულა. ამიერიდან აღნიშნულ რაიონებში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რეგისტრირებული მონაცემების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაში იქნება განთავსებული. სააღრიცხვო ბარათი შემდეგ ინფორმაციას მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და ა.შ.)

საჯარო რეესტრი რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ამჟამად არქივირების პროექტი დამატებით 3 რაიონში - კასპში, ჩოხატაურსა და ბათუმში მიმდინარეობს. დასამუშავებელი მასალის რაოდენობა ამ რაიონებში 3982 ბაინდერს შეადგენს.

არქივირების პროექტი ხელს უწყობს საჯარო რეესტრის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის სწრაფად და ხარისხიანად წარმოება, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცვა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება (სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება) და სხვა. პროექტზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 73 თანამშრომელი დაასაქმა. მიმდინარე პერიოდისთვის პროექტში 102 თანამშრომელია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ არქივირების პროექტის ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის გარდა, თავიანთ საქმიანობაში სხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ. მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა, აღსრულების ეროვნული ბიურო, სერვისების განვითარების სააგენტო, პროკურატურა და სხვა.

2015 წლის მდგომარეობით არქივირების პროექტის შედეგად სულ 34 996 ბაინდერია დამუშავებული, დასამუშავებლების რიცხვი კი 23 080 ბაინდერს შეადგენს. დასამუშავებელი მასალის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება 2017 წლისთვის არის დაგეგმილი.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გილოცავთ ახალ წელს http://reestri.gov.ge/p/1167

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ 2015 წლის შედეგები შეაჯამა და თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა http://reestri.gov.ge/p/1172

]]>
უძრავი ქონების ბაზარი (12,2015) http://reestri.gov.ge/p/1180 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის დეკემბრის თვეში უძ­­რავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმა­ვე თვესთან შედარებით 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყ­ნის მას­შ­ტაბით 55 418 ერთეული შეად­გი­ნა. ა.წ. დეკემბერს 2011-2014 წლე­ბის იმავე თვესთან შე­და­რე­ბით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის დეკემბერთან (43 325 ერთე­უ­ლი სარეგისტრა­ციო ტრან­ზაქცია) შე­და­რე­ბით - ზრდა 27.9%-ით, 2012 წლის დეკემბერთან (37 984 ერთე­უ­ლი სარე­გისტრაციო ტრან­ზაქცია) შედა­რე­ბით - ზრდა 45.9%-ით, 2013 წლის დეკემბერთან (45 139 ერ­თე­­უ­ლი სარე­გისტრაციო ტრან­ზაქცია) შედა­რე­ბით - ზრდა 22.8%-ით, 2014 წლის დეკემბერთან (50 771 ერთე­უ­ლი სარე­გისტრაციო ტრან­ზაქცია) შედა­რე­ბით - ზრდა 9.2%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 25.6%-ით გაიზარდა: ზრდა და­ფიქსირდა როგორც პირველადი (28.4%-ით), ისე მეორადი (24.9%-ით) სა­რეგისტ­რა­ციო ტრანზაქციე­ბის რა­ო­დენობაში. 2015 წლის დეკემბრის თვეში სა­რე­გისტრაციო ტრანზაქციე­ბის თვის ინ­დექ­სი (დე­კემ­ბე­რი 2010 =100) დაფიქსირდა 1.317 დონეზე, რაც აღემატება წი­ნა წლის იმავე თვის ინდექსს (1.207).

აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველა­დი (31.6%-ით), ისე მეორადი (4.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის დეკემბრის თვეში პირვე­ლა­დი სა­რე­გის­ტრა­ციო ტრანზაქ­ცი­ე­ბის რა­ო­დენობამ - 10 644, ხოლო მეორადი სარეგის­ტრაციო ტრანზაქ­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნობამ - 44 774 ერთე­ული შეადგინა; სარე­გის­ტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დე­კემ­ბე­რი 2010=100) კი პირ­ველა­დი და მე­ორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მი­ხედვით, შესა­ბა­მი­სად, 0.962 და 1.444 დო­ნე­ებზე და­ფიქსირ­და.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თა­ნა­ფარდობას, წინა წლის იმავე თვეს­თან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. დეკემ­ბერში გან­ხორციელებული სა­რეგისტრაციო ტრან­ზაქ­ციების 80.8%-ს მეორადი, ხოლო 19.2%-ს - პირ­ვე­ლა­დი სა­რე­გის­ტრა­ციო ტრან­ზაქ­­ცი­ე­ბი შეად­გენ­­ს (2014 წლის დეკემბერში კი, შესაბამისად, 84.1% და 15.9%).

]]>
ბიზნეს სუბიექტები (12.2015) http://reestri.gov.ge/p/1185 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის დეკემბრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 203 ერთე­უ­ლი შეად­გი­ნა, რომელთა შორის 97.0% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სო­ლი­და­რული პასუხისმგებლობის საზოგა­დო­­ება, შე­ზღუდუ­ლი პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო სა­ზოგა­დო­ება, კომანდიტური საზოგა­დო­ება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.0% - არასამე­წარ­მეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არა­სა­მეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზ­ნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დე­კემ­ბე­რი 2010=100) 0.960 დონეზე დაფიქსირდა.

ა.წ. დეკემბრის თვეში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (16.8%-ით), ასევე, წინა წლის იმავე თვეს­თან (4.8%-ით) შე­და­რებით.

2015 წლის დეკემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბი­ექ­­­ტების რაოდენობა 16.4%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 28.0%-ით გაიზარდა. აღნიშნული ტენდენციისგან განსხვავებით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით დაფიქსირდა სა­მეწარმეო სუბი­ექ­­­ტების რაოდენო­ბის ზრდა 5.8%-ით და არასამეწარმეო სუბიექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნობის კლება 17.9%-ით.

ამა­­ვე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარ­მე­ო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.959 და 1.008 დონეებზე დაფიქსირდა.

ა.წ. დეკემბრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მე­წარ­მის (2 252 ერ­თეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 53.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის სა­­ზო­გა­დოების (1 739 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 41.4%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.0% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 127 არა­სამეწარმეო იურიდიული პირი, 65 კოოპერატივი, 12 უცხოური სა­მეწარმეო იუ­რიდიული პირის ფი­ლი­­ალი, 7 სააქციო სა­ზო­გადოება და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

]]>
საკუთრების განაწილების პროცესში გენდერული თანასწორობის პრინციპით მოქალაქეები აქტიურად ინტერესდებიან http://reestri.gov.ge/p/1187 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკუთრების თანაბარ უფლებებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მოქალაქეები აქტიურად მიმართავენ. მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრმა პროექტის „გენდერი და საკუთრება“ განხორციელება დაიწყო, მოქალაქეები საკუთრების განაწილების პროცესში გენდერული თანასწორობის პრინციპებით სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან.
როგორც ცნობილია, პროქტის „გენდერი და საკუთრება“ ფარგლებში საჯარო რეესტრი მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანია სწორედ საკუთრების განაწილებისას გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და თანაბარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა ქალების მიერ უძრავი ქონების ფლობის, იჯარით გაცემის ან გამოყენების შესახებ. კაცებსაც და ქალებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად ქვეყანაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები კანონის ნაცვლად ხელმძღვანელობენ შეხედულებებით, რომლის მიხედვითაც ქონებაზე საკუთრების უფლებით პრიორიტეტულად სარგებლობს კაცი და ირღვევა თანასწორობის პრინციპი.

საჯარო რეესტრის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს აღნიშნულ თემაზე უფასო კონსულტაციის მიღება ქვეყნის ყველა ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. ამას გარდა, თითოეულ რეგიონში ჩატარდება შეხვედრებიც, რომლის დროსაც საჯარო რეესტრის თანამშრომლები მოსახლეობას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან. დარიგდება ბროშურები და ბუკლეტები.

„გვსურს, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი წვლილი შევიტანოთ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში და ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საკუთრების თანაბარი უფლების შესახებ, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული“,- აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

საჯარო რეესტრი პირდაპირი შეხვედრებით, შესაბამისი საინფორმაციო მასალების გავრცელებითა და მასობრივი კომუნიკაციის არხებით ხელს უწყობს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას, ქონებრივი უფლებების სამართლიან რეალიზებას, ქონების გადანაწილების პროცესში ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რაც ხშირად ხდება მათი სხვა სახის დისკრიმინაციის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის მიზეზი.
საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, 2010-2015 წლებში ქვეყანაში საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე სულ 1434478 ფიზკური პირის მიერაა რეგისტრირებული. მათგან 56,1% და 43,9% - ქალი. ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი ეს მაჩვენებელი მინიმალურია (მაგალითად, დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, ონში, ცაგერში, საჩხერეში, წალკაში, საგარეჯოში, გურჯაანსა და ყვარელში).

]]>
საჯარო რეესტრი ქვეყნის დამისამართების სისტემის სრულყოფას აგრძელებს http://reestri.gov.ge/p/1192 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით დამისამართების პროექტის განხორციელებას აგრძელებს. პროექტი ქვეყანაში სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას უწყობს ხელს. სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება.

ამ ეტაპზე დამისამართების პროცესი ქვეყნის 20 ქალაქშია დასრულებული. აღწერილია ქუჩები და მათი დასახელებები, გზების პარამეტრები და საგზაო ნიშნები, დანომრილია ამ ქუჩებზე მდებარე შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, იდენტიფიცირებულია მესაკუთრეები, დადგენილია უძრავი ნივთების ტიპები.

პარალელურად, თბილისში  მისამართების სისტემური ნუმერაცია და კორექტირება გრძელდება. ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანის, ჩუღურეთის  და ისნის რაიონებში გასწორებულია მისამართები, რომლებსაც არ ჰქონდა ნუმერაცია და მისამართად მითითებული იყო რაიმე გეოგრაფიული ობიექტი (მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ).შესაბამისი სამუშაოები კი ამჟამად  მთაწმინდისა და სამგორის რაიონებში მიმდინარეობს.

ასევე გრძელდება ე.წ „იტალიური ეზოების“ ნუმერაციაც. ამ ეტაპზე დიდუბეში, ჩუღურეთსა და ისანში სამუშაოები უკვე დასრულებულია, პროცესი გრძელდება მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. თბილისში არსებული ობიექტებისთვის მისამართების  კორექტირებისა და მინიჭების პროცესის დამთავრება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღების და ა.შ. დროს. შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება ან შეცვლა აღარ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები.

დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას აუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა.  პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

დამისამართების ერთიანი სისტემა მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან. პროექტს საჯარო რეესტრი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

2015 წელს დასრულდა იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისა და აჭარის სამი მუნიციპალიტეტის (ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) აღწერა-ინვენტარიზაციაც. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, წელს ყველა დასახლებული პუნქტისთვის ქუჩების გეოგრაფიული მდებარეობის და ნუმერაციის პროექტები მომზადდება, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცემა.

მიმდინარე წელსვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, გეგმავს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის გეოგრაფიული ობიექტების აღწერა–ინვენტარიზაცია და სამისამართო პროექტების მომზადებას.

]]>
პოლიტიკური პარტიების დაცვისთვის საკანონმდებლო ცვლილებები დამტკიცდა http://reestri.gov.ge/p/1202 პოლიტიკური პარტიებისა და მათი წევრების უფლებების დასაცავად საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და მის წევრებს თვითნებობისა და საჯარო რეესტრში მათ შესახებ ცრუ მონაცემების რეგისტრაციისაგან დაიცავს. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.

„ბევრი პრობლემა გვქონდა საჯარო რეესტრში, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს შორის ხდებოდა დაპირისპირება − შეიკრიბება ერთი ჯგუფი და მეორე ჯგუფის წინააღმდეგ ახორციელებს პარტიული გადაწყვეტილებების მიღებას; შეიცვლება ხოლმე ხელმძღვანელი პირი ისე, რომ თავად ხელმძღვანელმა არ იცის ამის შესახებ. ამგვარი დავები დღესაც მიმდინარეობს სასამართლოში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს სტაბილურობა, დაცულობა სჭირდება; ამიტომაც ერთხმად დავამტკიცეთ კანონში ცვლილება, რომელიც სავალდებულოს გახდის შემდეგ წესს: თუკი, როდესაც ვაფუძნებთ პოლიტიკურ პარტიას, დღესაც სავალდებულოა, რომ იქ იყოს ნოტარიუსი, რომელიც კანონთან შესაბამისობაზე მოაწერს ხელს − რომ პროცესები კანონის დაცვით წარიმართა და ვერავინ შეძლებს, ამ პარტიის დამფუძნებელი დოკუმენტაცია შემდგომში სადავო გახდეს, სწორედ შემდეგაც, თუკი ამ მონაცემებში შევა ცვლილება − ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებების მომენტშიც იყოს ნოტარიუსის ყოფნა სავალდებულო, რაც პოლიტიკური პარტიის წევრებს, ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს დაიცავს ნებისმიერი უთანხმოებისგან და საბოლოოდ დაიცავს პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, მით უმეტეს, რომ ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით და, მით უმეტეს, რომ ეს ინიციატივა ეკუთვნის თავად პოლიტიკური პარტიების ჯგუფს და არასამთავრობო ორგანიზაციას“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კანონპროექტი იმ პროცედურული ნორმების დახვეწას ითვალისწინებს, რომლებიც პოლიტიკური გაერთიანების − პარტიების წესდებაში ან/და რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემში ცვლილების შეტანას არეგულირებს. პარტიის წესდებასა და რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სხვა მონაცემში ცვლილების შესატანად პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებაა საჭირო. ყრილობის ოქმი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ, რომელიც პარტიის ყრილობას დაესწრება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნოტარიუსის დასწრება და მის მიერ ოქმის დამოწმება აუცილებელია მხოლოდ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პოლიტიკური გაერთიანების შექმნისას.

აღნიშნული ცვლილებების აუცილებლობის საკითხი „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისი კომისიის 2015 წლის 15 სექტემბრის სხდომაზე „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა დააყენა. კანონმდებლობაში დღეს არსებული რეგულაციები იძლევა იმის საშუალებას, რომ სამართლებრივად შეიქმნას პოლიტიკური გაერთიანება და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება, თუმცა, მისი ფაქტობრივი ფუნქციონირების საკითხი ეჭვის ქვეშ დადგეს. გარდა ამისა, მოქმედი კანონი შესაძლებლობას იძლევა, პოლიტიკურმა გაერთიანებამ თვითნებურად, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, პარტიიდან ცალკეული წევრის გარიცხვასთან დაკავშირებით, როგორც ეს უახლოეს წარსულში რამდენიმე პარტიის შემთხვევაში მოხდა.

პოლიტიკური პარტიის წევრების თვითნებობისაგან დასაცავად და პარტიის შესახებ ცრუ მონაცემების რეგისტრაციის თავიდან აცილების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები სავალდებულოს ხდის ნოტარიუსის დასწრებას არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელ ყრილობაზე, არამედ მის ნებისმიერ ყრილობაზე, რათა ეჭვი იმასთან დაკავშირებით − ყრილობა ნამდვილად შედგა თუ არა, გამოირიცხოს. გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე ნოტარიუსის დასწრება გამორიცხავს პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან გადაწყვეტილების თვითნებურად მიღების შესაძლებლობას, მათ შორის, პარტიიდან მათი წევრების გარიცხვის შესახებ, რაც პოლიტიკური გაერთიანების უფლებებს უფრო დაცულს ხდის.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია პოლიტიკურ გაერთიანებებს ავალდებულებს, საჯარო რეესტრს წარუდგინონ მხოლოდ პარტიის წესდებაში შემავალი ცვლილებები. ახალი რეგულაციით, ასეთი ვალდებულება იარსებებს პარტიების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სხვა რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაშიც. პოლიტიკური გაერთიანება ვალდებული იქნება, 10 დღის ვადაში წარუდგინოს საჯარო რეესტრს შესაბამისი დოკუმენტაცია. პარტიების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემში შეტანილი ცვლილების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ამოქმედდება. ასეთი რეგულირება ხელს შეუწყობს რეესტრის მონაცემთა სრულყოფას და ცვლილებების შემთხვევაში მათ მუდმივ განახლებას, პოლიტიკურ გაერთიანებებს კი დაიცავს საჯარო რეესტრში მათ შესახებ ცრუ ან არასწორი ინფორმაციის არსებობისაგან.

კანონპროექტის კიდევ ერთი სიახლეა პარტიის სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის ერთ პროცედურად გაერთიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია პოლიტიკურ გაერთიანებას გაათავისუფლებს გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირების აუცილებლობისაგან.

]]>
საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს თურქმენეთის დელეგაცია გაეცნო http://reestri.gov.ge/p/1213 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით თურქმენეთის დელეგაცია სტუმრობდა. თურქმენეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგნელებისა და GIZ-ის რეგიონალური პროგრამის ხელმძღვანელის სასწავლო ვიზიტის მიზანი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების გაზიარება, ადგილობრივი სარეგისტრაციო სისტემისა და მისი სამართლებრივი რეგულაციების გაცნობა იყო.

საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა თურქმენ კოლეგებს სააგენტოში დანერგილი „ერთი სარკმლის“ პრინციპი და ელექტრონული მართვის სისტემები, დოკუმენტების არქივირებისა და სკანირების პროცესები, საკადასტრო მონაცემების დამუშავება და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, დამისამართების სისტემა, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა და სხვა პროექტები გააცნეს.

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა თურქმენეთის სარეგისტრაციო სამსახურმა ფუნქციონირება 2016 წლის იანვრიდან დაიწყო. სასწავლო ვიზიტი კი GIZ-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა ცენტრალური აზიის ქვეყნებში“ ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს თურქმენეთში საჯარო რეესტრის ფორმირება წარმოადგენს.

]]>
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა http://reestri.gov.ge/p/1218 2016 წლის 9 თებერვალს 15 საათსა და 32 წუთზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა ეთერ გადაბაძის განცხადება, რომლითაც მოქალაქემ მოითხოვა, რომ მის მიერ 5 თებერვალს სასამართლოში შეტანილი დავისა და სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორის ცვლილება არ განხორციელდეს და ასეთი ცვლილების შესახებ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდეს. განცხადებას თან ახლდა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე 5 თებერვალს სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, ე. გადაბაძის მიერ სასამართლოში მოთხოვნილია, რომ დავის გადაწყვეტამდე აიკრძალოს შპს „სტუდია მაესტროს“ 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის რეგისტრაცია დირექტორის თანამდებობიდან ე. გადაბაძის გათავისუფლებისა და დირექტორად ლ.გაჩეჩილაძის დანიშვნის ნაწილში.

ეთერ გადაბაძის განცხადება შეფასებულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანების მე-14 მუხლის მე-194 პუნქტის მოთხოვნების მიხედვით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის განმავლობაშიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ე. გადაბაძის მიერ მოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი.

ლევან გაჩეჩილაძის მიერ, 2016 წლის 9 თებერვალს, 17 საათსა და 59 წუთზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადება შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორის ეთერ გადაბაძის გათავისუფლებისა და დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ. განცხადებას თან ახლდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმი. 

შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ. გაჩეჩილაძის მიერ წარდგენილ იქნა მოთხოვნა, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება ე. გადაბაძის განცხადების მოთხოვნას.  

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ.

კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამეწარმეო რეესტრში ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირების თაობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ, ე. გადაბაძის ზემოხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე.

]]>
საჯარო რეესტრი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას მართავს http://reestri.gov.ge/p/1223 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის(ესმი) შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით შვედ ექსპერტებთან ერთად სამუშაო შეხვედრას მართავს. შეხვედრის მიზანია ესმი-ს პროექტის ტექნიკური მხარდაჭერა.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ესმის-ს სტრატეგიასა და 2016 წლის სამოქმედო გეგმაზე, პროექტის მონიტორინგის პროცედურებზე, მეტამონაცემების ეროვნული სტანდარტისა და გეომონაცემების ტექნიკურ სპეციფიკაციებზე იმუშავებენ. შეხვედრას შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის სააგენტოს (Lantmateriet) სპეციალისტებთან ერთად იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომლებიც ესმის-ს პროექტის განხორციელებაში არიან ჩართულები.

სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (ესმი) ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა და ვებპორტალის (გეოპორტალის) საშუალებით, დაინტერესებული პირებისთვის მაღალი ხარისხის, ჰარმონიზებული სივრცითი მონაცემების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. პროექტის განხორციელების შედეგად კიდევ უფრო ეფექტური გახდება გარემოსდაცვითი საკითხების, კატასტროფების, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტების მართვა და ფუნქციონირება; გამარტივდება სხვადასხვა ორგანიზაციას შორის მონაცემების გაცვლის პროცესი, შემცირდება ინფორმაციის მიღების დრო და რესურსი.
საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც 2014 წელს ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

სამთავრობო კომისიის საქმიანობას, რომელიც ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა, კოორდინაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტო უწევს.

ღონისძიება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

]]>
საჯარო რეესტრის თანამშრომლები „სოლიდარობის ფონდის“ მხარდაჭერას განაგრძობენ http://reestri.gov.ge/p/1258 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 900-მდე თანამშრომელი „სოლიდარობის ფონდში“ ყოველთვიურად თანხას საკუთარი ხელფასიდან რიცხავს. 2015  წელს ამ თანხამ 22 799 ლარი შეადგინა, 2014 წლიდან დღემდე კი სააგენტოს თანამშრომლების მიერ ფონდში 35 710 ლარია შეტანილი.
„სოლიდარობის ფონდი“ მთავრობის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. იგი მიზნად საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს გაერთიანებას ისახავს. ამ გაერთიანებამ, დაფინანსების ეფექტური და ინოვაციური მექანიზმის ამოქმედებით, სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის მქონე ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული რესურსების მობილიზება და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა უნდა მოახდინოს. აქციაში ჩართვა ნებაყოფლობითია.
„საჯარო რეესტრის თანამშრომლები მთავრობის ამ ინიციატივას პირველივე დღიდან აქტიურად გამოეხმაურნენ.
„სოლიდარობის ფონდის“ შექმნამდე პაციენტების დასახმარებლად ფონდებს არასამთავრობო ორგანიზაციები ან პაციენტების ოჯახები და მეგობრები თავად ქმნიდნენ. ახლა კი უკვე არსებობს პლატფორმა, რომელიც თანხების მობილიზაციას და ბენეფიციარების დახმარებას სისტემატურად ახდენს.
აღსანიშნავია, რომ „სოლიდარობის ფონდის“ 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე ფონდის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის სპეციალური ჯილდო იუსტიციის სამინისტრომ მიიღო, ხოლო საქვეუწყებო ორგანიზაციებს შორის, ფონდში ყოველთვიურად განხორციელებული დონაციის მაღალი მოცულობისთვის, სოლიდარობის ჯილდო და მადლობის სერტიფიკატი საჯარო რეესტრის თანამშრომლებს გადაეცა. „სოლიდარობის ფონდის“ ფუნქციონირებაში საკუთარი წვლილის შეტანას საჯარო რეესტრი მომავალშიც სისტემატურად გააგრძელებს.

]]>
საჯარო რეესტრის რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო http://reestri.gov.ge/p/1293 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილებასა და რეგისტრაციის კუთხით გატარებულ რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო.

სასწავლო ვიზიტი მიზნად უძრავი ქონების რეესტრის, საკანონმდებლო ბაზის, კადასტრის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, არქივის, „ერთი ფანჯრის პრინციპის“, ელექტრონული მმართველობისა და სხვა საკითხების გაცნობას ისახავდა.

დელეგაცია, რომელსაც ყაზახეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე აბდირაიმ ბაკიტჟან ჟარილკასინული ხელმძღვანელობდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ მიიღო და სტუმრებს ქართულ სარეგისტრაციო სისტემაში განხორციელებული რეფორმები წარუდგინა.

„უდავოდ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით განხორციელებული რეფორმების გასაცნობად და პრაქტიკის გასაზიარებლად ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის. მივესალმებით ქართული გამოცდილების მიხედვით რეფორმების სხვა სახელმწიფოებში გატარებას და მზად ვართ, სასწავლო ვიზიტების კუთხით მხარდაჭერა კვლავაც გავაგრძელოთ“,-განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

დელეგაციის შემადგენლობაში ყაზახეთის სხვადასხვა სამინისტროს, მიწის კადასტრის უწყებისა და უძრავი ქონების ცენტრის წევრებიც შედიოდნენ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის სტუმრებს საკადასტრო მონაცემების დამუშავებისა და არქივირების პროცესები, გეოინფორმაციული სისტემები, GEOCORS და საჯარო რეესტრში დანერგილი IT ინფრასტრუქტურაც გააცნეს.

]]>
საჯარო რეესტრმა ბათუმში ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტი დაასრულა http://reestri.gov.ge/p/1298 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა დაასრულა. ამიერიდან ბათუმში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რეგისტრირებული მონაცემების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაში იქნება განთავსებული. სააღრიცხვო ბარათი შემდეგ ინფორმაციას მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი) და ა.შ.

ბათუმი ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით ერთ-ერთი აქტიური ზონაა. ქალაქი მრავალერთეულიანი ობიექტების სიმრავლით, საინვესტიციო, ტურისტული და კომერციული აქტივობით ხასიათდება, რაც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციისა და ინფორმაციის მოთხოვნის საჭიროებას განსაკუთრებით ზრდის. სწორედ ამიტომ, არქივირების პროექტის განხორციელებისას საჯარო რეესტრის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბათუმში უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული უფლებების დაარქივება და ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შედგენა წარმოადგენდა.

სულ პროექტის ფარგლებში 3 462 ერთეული ბაინდერი დამუშავდა. შეიქმნა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რაც მარტივად ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას და კონკრეტულ უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის განხორციელებას. არქივირების პროექტი აჭარის რეგიონში მთლიანად დასრულდა.

საჯარო რეესტრი რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს საჯარო რეესტრის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის სწრაფად და ხარისხიანად წარმოება, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცვა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება (სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება) და სხვა. პროექტზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 86 თანამშრომელი დაასაქმა. მიმდინარე პერიოდისთვის პროექტში 115 თანამშრომელია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ არქივირების პროექტის ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის გარდა, თავიანთ საქმიანობაში სხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ. მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა, აღსრულების ეროვნული ბიურო, სერვისების განვითარების სააგენტო, პროკურატურა და სხვა.

ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტი 43 რაიონშია დასრულებული. ჩოხატაურში, დუშეთსა და დედოფლისწყაროში სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს.

დასამუშავებელი მასალისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტის დასრულება 2017 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.

]]>
მოქალაქეებს მისამართების შეცვლა და დაზუსტება უფასოდ შეუძლიათ http://reestri.gov.ge/p/1303 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მისამართების ცვლილებასთან დაკავშირებით უფასო სერვისებს სთავაზობს. აღნიშნული მომსახურებები ვრცელდება პირებზე, რომლებსაც უძრავი ნივთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მისამართი არასრულად ან არასწორად აქვთ მითითებული. ასევე, უფასო სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ალოგიკური, არასწორი ან დუბლირებული მისამართისა და ნომრების გამო, ბინისთვის, შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთისთვის ახალი ნომრის მინიჭება სჭირდებათ.

მისამართების კორექტირებას და მინიჭებას ექვემდებარება ნუმერაციის არმქონე, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები, ე.წ. „იტალიური ეზოები“ და ასევე ისინი, რომლებსაც მისამართად მითითებული აქვთ რაიმე გეოგრაფიული ობიექტი (მაგ: მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ).

აღსანიშნავია, რომ არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი ხშირად გამხდარა. უფასო სერვისებიც სწორედ სამისამართო რეესტრის მოწესრიგებასა და ზუსტი მონაცემთა ბაზის შექმნას უწყობს ხელს. დამისამართების პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება.

სერვისებით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს ან იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ. მომსახურების მიღების ვადა 30 კალენდარული დღეა. აღსანიშნავია, რომ შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება ან შეცვლა არ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები.

დამისამართების პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი და სერვისების განვითარების სააგენტო სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს.

დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას აუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

]]>
საჯარო რეესტრი დასახლებული პუნქტების გეოგრაფიულ მონაცემებზე მუშაობას აგრძელებს http://reestri.gov.ge/p/1323 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მონაცემების შექმნაზე მუშაობას აგრძელებს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს დასახლებული პუნქტების 85% უკვე ერთიან მონაცემთა ბაზაშია თავმოყრილი. 

პროექტის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტების რეესტრში დაცულ ინფორმაციასთან ერთად ნებისმიერი დასახლებული პუნქტის მდებარეობის მოძიება ინტერნეტით, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge მარტივად შეეძლებათ. გეომონაცემთა ბაზა სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებების შესაბამისად მუდმივად განახლდება. 

როგორც ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ მუნიციპალიტეტებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ. მუნიციპალიტეტების რეესტრში თითოეული მუნიციპალიტეტი დეტალურად რეგისტრირდება: რეესტრში აისახება ისეთი მონაცემები, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სტატუსი, ადმინისტრაციული ცენტრი, მასში შემავალი დასახლებული პუნქტები და ა.შ. ეს ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე napr.gov.ge, თუმცა ჯერჯერობით მას თან არ ახლავს დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მდებარეობა (კოორდინატები). დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მონაცემების შექმნა სწორედ ამ შესაძლებლობის დამატებას ისახავს მიზნად. 

პროექტის განხორციელების შემდეგ  გამარტივდება დასახლებების გეოგრაფიული მდებარეობის მოძიება, მათი იდენტიფიცირება რუკაზე ან ინტერაქტიული რუკის ვებაპლიკაციაზე, რაც განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ერთი ადმინისტრაციული ერთეული იდენტური სახელწოდების მქონე ორ დასახლებულ პუნქტს შეიცავს. 

პროექტის რეალიზების შემდეგ ქვეყანაში პირველად შეიქმნება დასახლებული პუნქტების ერთიანი, ვალიდური მონაცემები, რომელთა გამოყენება ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებას შეეძლება.

]]>
ყირგიზეთის დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო http://reestri.gov.ge/p/1328 ყირგიზეთის დელეგაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებსა და ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის ქართულ მოდელს გაეცნო. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მომსახურება და სერვისების ხელმისაწვდომობა, შესაბამისი ტექნიკური და სამართლებრივი ბაზა და შიდა კომუნიკაციის მექანიზმები წარუდგინეს. 

ამას გარდა, დელეგაციის წევრები ყველაზე გავრცელებული მომსახურებების - ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის, სერვისების მიწოდების ცენტრების მოწყობით, მართვითა და ინფრსტრუქტურითაც დაინტერესდნენ. ყირგიზი სტუმრები საქართველოში სამინისტროებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობის ადგილობრივ მოდელს, მის ეფექტიანობასა და რეგულაციებსაც გაეცნენ. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მხარდაჭერით, ყირგიზეთის დელეგაცია,  სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამუშაო პრაქტიკას ეცნობა.  ვიზიტის მიზანი საქართველოში ბოლო წლებში საჯარო და მუნიციპალური სერვისების კუთხით განხორციელებული რეფორმების გაცნობა და გაზიარებაა. 

დელეგაციის შემადგენლობაში ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის საჯარო ადმინისრტრირებისა და კადრების დეპარტამენტის უფროსი, ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ჯალალ-აბადის მერი და ბალიკჩის ვიცე-მერი, ინფოკომის, ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო ცენტრის, ეუთოსა  და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლები შედიოდნენ.

 

]]>
სამუშაო შეხვედრა სერვისის გამარტივების მიზნით http://reestri.gov.ge/p/1330 საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი  საერთო სერვისების გამარტივება და ხარისხის ამაღლება იყო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ორი უწყება მოქალაქეთა ქონების უფლების რეგისტრაციას 2010 წლიდან პარალელურად ახორციელებს. აღნიშნული სიახლე მომსახურების გამარტივების მიზნით დაინერგა. ნოტარიუსთან გარიგების გასაფორმებლად მისულ მოქალაქეს ქონების უფლების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წასვლა აღარ უწევს, ნოტარიუსი მის ნაცვლად ახორციელებს რეგისტრაციას. ამასთან, მოქალაქე აღნიშნულ მომსახურებაში დამატებით საფასურს აღარ იხდის.

შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტული მექანიზმები რეგისტრაციის პროცედურების დახვეწასა და მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებისთვის.

]]>
მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია მარტივდება http://reestri.gov.ge/p/1335 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქვეყანაში მოქმედ 400-მდე კერძო საამზომველო კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. 

შეხვედრის მიზანი საამზომველო საქმიანობის რეგულირების წესის შემუშავებაში კერძო კომპანიების ჩართულობა და ახალ ინიციატივებზე შეთანხმება იყო. 

ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. მათი მიზანი  სარეგისტრაციო პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრაა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სრულდება პაკეტზე მუშაობა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, მარტივად დაირეგისტრიროს მიწა.

„ჩვენ ვასრულებთ მუშაობას იმ მნიშვნელოვან პაკეტზე, რომელსაც მთავრობას შევთავაზებთ ჩვენ და ეკონომიკის სამინისტრო, იმისთვის, რომ ჩვენმა გლეხებმა,  ფერმერებმა, კერძო პირებმა შეძლონ,  უფრო მარტივად დაირეგისტრირონ ის მიწები, რომელთაც აქამდე საბუთების ნაკლებობის, ხარვეზების, სხვა პროცედურების ან, თუნდაც, საფასურების  გამო ვერ ირეგისტრირებდენ. ეს  იქნება კომპლექსური პროექტი, რომ კერძო პირების კერძო საკუთრებაში მიწების დარეგისტრირება წახალისდეს და გამარტივდეს. ამისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორი აზომვითი ნახაზი. ჩვენ ვიცით, რომ  ამზომველები, რომლებიც ამ პროექტში სახელმწიფოს პარტნიორები უნდა იყვნენ, დღეს, სამწუხაროდ, ზომავენ მიწას სხვადასხვა  ხელსაწყოთი,  იმიტომ, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი; ეს კი იწვევს უზუსტობებს, რაც მოქალაქეს აზარალებს. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ერთიანი სტანდარტი მათთან ერთად. ამიტომაც დღეს საქართველოს რეგიონებიდან მოვიწვიეთ 300-ზე მეტი ამზომველი და მათთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, რამდენი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ გადავიარაღდეთ; იმისთვის, რომ საფასურები გახდეს გონივრული. გვსურს, მოვისმინოთ მათი აზრი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს აზომვითი ნახაზის დოკუმენტირების წესი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

ევროპის ქვეყნებში საამზომველო საქმიანობა ზუსტად და მკაცრად რეგულირებული პროფესიაა, რადგან არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი საკუთრების უფლების დარღვევის წინაპირობა ხდება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი აზომვითი საქმიანობის ერთიანი სტანდარტი და საამზომველო საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი საფუძვლები. ახალი პაკეტი აღნიშნული ხარვეზის მოწესრიგებას ითვალისწინებს. 

 

]]>
საჯარო რეესტრის ელექტრონული რუკები ყველასთვის ხელმისაწვდომია http://reestri.gov.ge/p/1337 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული რუკები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. რეესტრის ვებგვერდზე napr.gov.ge განთავსებული სხვადასხვა ციფრული რუკა მომხმარებლებს - მოქალაქეებსა თუ დარგის სპეციალისტებს  მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. 

ელექტრონული საკადასტრო რუკაზე დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, სრულიად უფასოდ, ინტერნეტით დაათვალიერონ მათთვის სასურველი ტერიტორია, გაეცნონ მის ადგილმდებარეობასა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციას. რუკა აღჭურვილია ძიების სხვადასხვა პარამეტრით, შესაბამისად, მისი მიწის ნაკვეთის ძებნა  შესაძლებელია რეგიონის, ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის მიხედვით. ძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკადასტრო რუკაზე შეარჩიონ მათთვის საინტერესო მონაკვეთი, გადაიხადონ შესაბამისი საფასური და ჩამოტვირთონ სასურველი ამონარიდი.

ამას გარდა, სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულია სხვადასხვა მასშტაბის ძველი ტოპოგრაფიული რუკები და, ასევე, ქალაქ სიღნაღისა და ფოთის ინტერაქტიული რუკები. ინტერაქტიული რუკების შექმნის პროცესში საჯარო რეესტრის სპეციალისტებმა ქალაქებში სხვადასხვა ობიექტის აღწერა და ფოტოების გადაღება განახორციელეს. ყველა მათგანი რუკაზეა დატანილი.  დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მარტივად და სწრაფად მოიძიონ მოსანახულებელი ადგილები, ქუჩები, სასტუმროები, საკვები, დასასვენებელი და კულტურული ობიექტები, ბანკები და ბანკომატები, მუზეუმები, ეკლესია-მონასტრები, საგანმანათლებლო და სამედიცინო მომსახურების დაწესებულებები, მიწის ნაკვეთები. თითოეულ ობიექტს თან ერთვის ფოტოგალერეა და სრულყოფილი სასარგებლო ინფორმაცია, მისამართები, გეოგრაფიული კოორდინატები და ა.შ.

ინტერაქტიული რუკის ინსტრუმენტებით ასევე შესაძლებელია სივრცითი ანალიზი,  ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტულ ადგილთან მიახლოება ან დაშორება(ზუმირება), რუკის საინტერესო ფრანგმენტების დაბეჭდვა. ინტერაქტიული რუკები ორენოვანია და სასარგებლოა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ციფრული რუკების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჯარო რეესტრმა პორტალი maps.napr.gov.ge შექმნა. პორტალი, რომელზეც მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბითაა დატანილი,  მძლავრი საძიებო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი: მომხმარებელს სპეციალური მენიუსა და მისი კომპონენტების მანიპულაციით  თავად შეუძლია რუკის სასურველი ტიპის შერჩევა. პორტალის დახმარებით შესაძლებელია ქუჩებისა და მისამართების, საკადასტრო მონაცემების,ზედაპირული საფარის სიმაღლური მოდელისა და აეროფოტოგადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტოების  მოძიება. შემეცნებით პორტალზე maps.napr.gov.ge მუშაობა და მისი განვითარება მუდმივი პროცესია. თანდათან მისი არსებული ფუნქციები იხვეწება და ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება.

]]>
უცხოელი მოქალაქეებისთვის ბიზნესის რეგისტრაციის ახალი სერვისი ამოქმედდა http://reestri.gov.ge/p/1342 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სასაქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის მსურველ უცხოელ მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზობს. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge , ბიზნესის რეესტრის დოკუმენტების ჩამონათვალს  ქართულ-ინგლისურენოვანი წესდების ნიმუში დაემატა, რაც ამიერიდან ბიზნესის რეგისტრაციის მსურველ უცხოელს საშუალებას აძლევს ქართულ-ინგლისურენოვანი წესდება მარტივად  მიიღოს, შესაბამისი ველები  შეავსოს და  სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში წარადგინოს.

უცხოელი მოქალაქეები საჯარო რეესტრს ბიზნესის რეგისტრაციის მოთხოვნით ხშირად მიმართავდნენ, თუმცა ქართული ენის არცოდნის გამო, ამ დრომდე მათ წესდების თარგმნა უწევდათ, რაც დამატებით დროსთან ერთად მატერიალურ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. სერვისის დანერგვის შემდეგ უცხოელ მოქალაქეებს ამ თანხის გადახდა აღარ მოუწევთ. ამას გარდა, ქართული ენის არცოდნა ან არასწორი თარგმანი ხშირად წესდების ხარვეზით შედგენას და პროცესის გაჭიანურებას იწვევდა. ახალი სერვისი ამგვარ შემთხვევებსაც მინიმუმამდე დაიყვანს, სარეგისტრაციო პროცედურას კი უცხოელი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მარტივს, სწრაფსა და კომფორტულს გახდის.

ამჟამად ვებგვერდზე ქართულ-ინგლისურენოვანი  წესდება მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) სამართლებრივი ფორმის სუბიექტებისთვისაა განთავსებული.  ბიზნესის რეგისტრაციისას ყველაზე პოპულარული სწორედ ეს ფორმაა, ამიტომ არჩევანიც, პირველ რიგში, მასზე გაკეთდა. უახლოეს მომავალში საჯარო რეესტრის ვებგვერდზე სხვა სამართლებრივი ფორმებისთვის განკუთვნილი წესდებების ინგლისურენოვანი ვერსიებიც განთავსდება.

]]>
სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორად დაარეგისტრირა http://reestri.gov.ge/p/1347 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინებით, რომელიც  არ ექვემდებარება გასაჩივრებას და შესულია კანონიერ ძალაში, ლევან გაჩეჩილაძე სტუდია „მაესტროს“ დირექტორად დარეგისტრირდა. 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და  საბოლოოა.შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული  სააგენტოს 7 მარტის გადაწყვეტილებით ეთერ გადაბაძეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და დაკმაყოფილდა ლევან გაჩეჩილაძის 2016 წლის 9 თებერვალს წარმოდგენილი, კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში არსებული მოთხოვნა, მისი შპს ,,სტუდია მაესტროს" დირექტორად რეგისტრაციის შესახებ. 

2016 წლის 9 თებერვალს,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ლევან გაჩეჩილაძის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა შპს ,,სტუდია მაესტროს" დირექტორად ეთერ გადაბაძის ნაცვლად მისი - ლევან გაჩეჩილაძის  რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის  2016 წლის 4 თებერვლის შპს ,,სტუდია მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმი.

იმავე დღეს, 2016 წლის 9 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა ეთერ გადაბაძის შემხვედრი განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია - ლ. გაჩეჩილაძის დირექტორად რეგისტრაციის აკრძალვა. კერძოდ, ეთერ გადაბაძემ მოითხოვა, მის მიერ 5 თებერვალს სასამართლოში შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, არ განხორციელებულიყო  შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორის ცვლილება და ასეთი ცვლილების შესახებ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულიყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. 

ეთერ გადაბაძის განცხადება შეფასდა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-19-4 პუნქტის მოთხოვნების მიხედვით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, ეთერ გადაბაძის მიერ 2016 წლის 5 თებერვალს სასამართლოში შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. 

5 თებერვლის მოთხოვნაზე ეთერ გადაბაძეს უარი ეთქვა ჯერ 2016 წლის 9 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, ხოლო 2016 წლის 1 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.

]]>
მიწის ადმინისტრირების და მართვის საკითხებზე სემინარი გაიმართა http://reestri.gov.ge/p/1352 ქვეყანაში მიწის ადმინისტრირების და მართვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით ორდღიან სემინარი გაიმართა. საჯარო რეესტრის სპეციალისტებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების, ნოტარიუსთა პალატისა და  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს. მიწის სტრატეგიის შემუშავებაში ქართულ მხარეს დახმარებას საერთაშორისო ექსპერტები ბაბეტა ვერმანი და გიუნტერ ციულსდორფი უწევენ.

სემინარზე განისაზღვრა მიწის ადმინისტრირების სტრატეგიის სტრუქტურა, ამოცანები, ხედვა, მთავარი გზავნილები და დაინტერესებული მხარეების წვლილი პროექტის განხორციელებაში.

სემინარი ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც GIZ-ის  „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების“ პროგრამის მიერ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მიწის ადმინისტრირების სტრატეგიის მომზადების გარდა, დაგეგმილია  სამართლის ექსპერტებისა და პრაქტიკოსებისთვის მიწის რეგისტრაციის სახელმძღვანელოს შემუშავება, საჯარო რეესტრის პერსონალის გადამზადება და შესაძლებლობების განვითარება. 

]]>
უძრავი ქონების ბაზარი (02,2016) http://reestri.gov.ge/p/1358 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის თებერვლის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 53 213 ერთეული შეადგინა. ა.წ. თებერვალი 2012-2015 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2012 წლის თებერვალთან (32 251 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 65.0%-ით, 2013 წლის თებერვალთან (33 987 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 56.6%-ით, 2014 წლის თებერვალთან (38 751 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 37.3%-ით, 2015 წლის თებერვალთან (45 356 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 17.3%-ით. 

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 49.4%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (52.0%-ით), ისე მეორადი (48.7%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2016 წლის თებერვლის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.265 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.078).

აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (44.5%-ით), ისე მეორადი (11.6%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2016 წლის თებერვლის თვეში პირვე ლადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 11 407, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 41 806 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 1.031 და 1.348 დონეებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. თებერვალში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 78.6%-ს მეორადი, ხოლო 21.4%-ს -პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015 წლის თებერვალში კი, შესაბამისად, 82.6% და 17.4%).

]]>
საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ელექტრონული გახდა http://reestri.gov.ge/p/1361 ამიერიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საჩივრის წარდგენა მოქალაქეებს ელექტრონულად შეეძლებათ. საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge განთავსებულ ადმინისტრაციული საჩივრის ელექტრონული პროგრამის დახმარებით, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, საჩივარი სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით გაგზავნონ და პასუხიც ინტერნეტითვე მიიღონ.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოქალაქისთვის პროგრამაში პერსონალური  გვერდი იქმნება, რომელზე წვდომაც მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან აქვს. აქვე შესაძლებელია ელექტრონული ადმინისტრაციული საჩივრის მზა ფორმის მოძიებაც. საჩივარზე მიღებული პასუხი მოქალაქის პერსონალურ გვერდზე აისახება. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში რეგისტრირებული ყველა დაინტერესებული პირის ისტორია  მის  პერსონალურ გვერდზე ინახება და ნებისმიერ დროს შესაძლებელია  კონკრეტული საჩივრის მომზადების, ელექტრონულად გაგზავნის  და მათზე საჯარო რეესტრისგან მიღებული პასუხების მოძიება.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და ამ გზით მოქალაქეებისთვის საჯარო რეესტრთან კომუნიკაციისა თუ მისგან სერვისების მიღების გამარტივება ჩვენთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი. ადმინისტრაციული საჩივრის ელექტრონული პროგრამა მოქალაქეებისთვის ამცირებს ბარიერებს, გაცილებით ამარტივებს, აჩქარებს საჩივრის წარდგენის პროცესს და  მას კიდევ უფრო კომფორტულსა და გამჭვირვალეს ხდის“,- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

ადმინისტრაციული საჩივრების ელექტრონული პროგრამა თავად საჯარო რეესტრისთვისაც გააუჯობესებს ადმინისტრაციული საჩივრების მონიტორინგის პროცესს და მისი საქმიანობის ეფექტურობასაც გაზრდის. პროგრამა საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ არის შექმნილი.

]]>
ბიზნეს სუბიექტები (02, 2016) http://reestri.gov.ge/p/1362 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის თებერვლის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 231 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 95.7% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4.3% -არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.967 დონეზე დაფიქსირდა.

ა.წ. თებერვლის თვეში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (50.5%-ით), ასევე, წინა წლის იმავე თვესთან (2.4%-ით) შედარებით.

2016 წლის თებერვლის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 48.1%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 134.6%-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 1.2%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 37.6%-ით.

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.952 და 1.441 დონეებზე დაფიქსირდა.

ა.წ. თებერვლის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2055 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 48.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 865 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 44.1%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 92.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 181 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 90 კოოპერატივი, 26 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 12 სააქციო საზოგადოება და 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

]]>
ზუგდიდისა და  აფხაზეთის საზღვრის არეალის  ორთოფოტოები პირველად შეიქმნა http://reestri.gov.ge/p/1363 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქალაქ ზუგდიდისა და აფხაზეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის ორთოფოტოების შექმნის პროექტზე მუშაობს.  50 სმ პიქსელის, მაღალი ხარისხის, ფერადი სატელიტური ორთოფოტოები 1100კვ/კმ-ს ფართობის ტერიტორიას მოიცავს.

ამჟამად გადაღებული მასალის  დამუშავების პროცესი და საველე წერტილების გადამოწმება მიმდინარეობს.  აპრილის ბოლომდე კი  ორთოფოტოები  საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge განთავსდება და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

„ზუგდიდის,  მიმდებარე არეალისა და სასაზღვრე ზოლის ორთოფოტოების გადაღება სატელიტურად  მოხდა, ვინაიდან  ტერიტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე, აეროგადაღება ვერ  განხორციელდა.  აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ არეალზე მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული ორთოფოტოები იქმნება.  საჯარო რეესტრი ორთოფოტოების  გამოსახულებებს დამუშავების შემდეგ სიმაღლური მოდელის შესაქმნელად, გეოდეზიური ამოცანების შესასრულებლად და კადასტრის გასავითარებლად გამოიყენებს. ამ მონაცემებით სარგებლობის საშაულება, საჯარო რეესტრის გარდა, სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყბებესაც ექნებათ“ - აღნიშნა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუა უგრეხელიძემ.

ორთოფოტოები საჯარო რეესტრს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „რუკამეპინგმა“ მიაწოდა.

ქვეყნის ტერიტორიის აეროგადაღებისა და ოროთოფოტოების დაფარვის მიზნით, საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK)ერთად  პროექტს „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ ახორციელებს. პროექტი მთელი ქვეყნის აეროფოტოგადაღებას ითვალისწინებს, რაც  გეოინფორმაციული, კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მონაცემების შექმნისთვის ყველაზე საიმედო და ეკონომიურ მეთოდად მიიჩნევა. ახალი მასალებზე დაყრდნობით, საჯარო რეესტრი ორთოფოტოგეგმებს შეიმუშავებს, რომელშიც საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა სრულად იქნება გათვალისწინებული.

პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ საერთო ღირებულება 1725000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი 1420000 ევროს, საჯარო რეესტრის შენატანი კი- 305 000 ევროს შეადგენს.

]]>
საჯარო რეესტრი ელექტრონულ რუკებს უახლესი სტერეოსადგურებით შექმნის http://reestri.gov.ge/p/1364 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი 5 სტერეოსადგური შეემატა. სტერეოსადგურებს საჯარო რეესტრი ახალი ორთოფოტოების დასამუშავებლად და ელექტრონული რუკების შესაქმნელად გამოიყენებს. ახალი სტერეოსადგურები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული დარგის, კარტოგრაფიის განვითარებაში. მათი დახმარებით დიდი მოცულობის სამუშაოების მაღალი ხარისხით  შესრულება იქნება შესაძლებელი.

სტერეოსადგურების ინსტალაცია უკვე დასრულდა. ამჟამად საჯარო რეესტრის თანამშრომლები შესაბამის სწავლებას ნორვეგიელი სპეციალისტების დახმარებით გადიან. პროცესში ჩართულები არიან შვედი ექსპერტებიც. მათი დახმარებით სამომავლოდ ის სტანდარტებიც გაიწერება, რომლითაც სტერეოსადგურებზე დასაქმებული სპეციალისტები იხელმძღვანელებენ.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება საჯარო რეესტრისა და  ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს (STATENS KARTVERK) ერთობლივი პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ განხორციელდა. პროექტი, რომელიც 2015 წელს დაიწყო,  საქართველოს მთლიანი ტერიტორიის აეროფოტოგადაღებას ითვალისწინებს, რაც  გეოინფორმაციული, კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მონაცემების შექმნისთვის ყველაზე საიმედო და ეკონომიურ მეთოდად მიიჩნევა. ახალი აეროფოტოგადაღების მასალებზე დაყრდნობით, საჯარო რეესტრი ორთოფოტოგეგმებს შეიმუშავებს, რომლებშიც საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა სრულად იქნება გათვალისწინებული, ორთოფოტოებს კი 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს.

პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ ბიუჯეტი 1725000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი 1420000 ევროს, სააგენტოს შენატანი კი- 305 000 ევროს შეადგენს. სტერეოსადგურების შეძენა სწორედ ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხადაჭერით განხორციელდა. მათი საერთო ღირებულება 21 4000 ევროა.

]]>
მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე (საკონსულტაციო მომსახურება - ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა) http://reestri.gov.ge/p/1365 მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე

(საკონსულტაციო მომსახურება - ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა)

საქართველო

ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (ILMDP) - P133828

კრედიტი № 5456-GE 

მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი 

საიდენტიფიკაციო ნომერი: LMDC/CS/IC/10 

http://www.jobs.ge/eng/110471/

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო კრედიტი შერჩეულ არეალებში ირიგაციის და დრენაჟის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და მიწის რეგისტრაციის ეროვნული პროგრამისთვის წესების და პროცედურების შემუშავების მიზნით. ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (ILMDP) (50 მილიონი აშშ დოლარი) შედგება სამი კომპონენტისგან: 1. ირიგაციის და დრენაჟის განვითარების კომპონენტი (45.65 მილიონი აშშ დოლარი); 2. მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი (2.25 მილიონი აშშ დოლარი); 3. პროექტის მართვა (2.1 მილიონი აშშ დოლარი). პირველი კომპონენტი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, პროექტის დაგეგმვისა და მონიტორინგის განყოფილების მეშვეობით (PPMD). მეორე კომპონენტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით. პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი ხელს შეუწყობს: 1. მიწის რეგისტრაციის პროგრამის საპილოტე ფაზისთვის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას; 2. წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემოწმებისა და ადაპტირების მიზნით, შერჩეულ არეალებში პილოტურ რეგისტრაციას; 3. მიწის რეგისტრაციის მონიტორინგის და მისი ეკონომიკური შედეგების გაზომვის სისტემის შექმნასა და ამოქმედებას. 

კომპონენტის მენეჯერის საკონსულტაციო მომსახურების ნაწილი გამოიყენება პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მართვისთვის. 

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები  მთლიანი პასუხისმგებლობა მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის შედეგების უზრუნველყოფაზე.

სტრატეგიული დაგეგმვა და პოლიტიკის შემუშავება

  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის, მიწის საბჭოსა და ჩართულ სხვა სააგენტოებისთვის დახმარების გაწევა პილოტურ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სტრატეგიის დაგეგმვასა და პოლიტიკის შემუშავებაში.

პროექტის დაგეგმვა და განხორციელება

  • ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის პროექტის მართვის გუნდს პროექტის საქმიანობის დაგეგმვის, ბიუჯეტის შედგენის, ფინანსური დაგეგმვის და ანგარიშების წარმოებისას, უზრუნველყოფს რა პროექტის ფინანსური ხელშეკრულებისა და მსოფლიო ბანკის პროცედურების თანახმად აუდიტის მოთხოვნებთან, შესყიდვებთან, პროექტის განხორციელებასთან, შტატებით დაკომპლექტებასა და ლოჯისტიკურ საკითხებთან შესაბამისობას;
  • უზრუნველყოფს სოციალურ და გარემოს დაცვით გარანტიებთან შესაბამისობას მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო პრინციპებისა და პროექტის ფინანსური ხელშეკრულების მიხედვით;
  • კოორდინირებულად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან  პროექტის პროგრესის შესახებ მსოფლიო ბანკისთვის ერთობლივად წარსადგენ საერთო ანგარიშებთან დაკავშირებით;
  • კოორდინაციას უწევს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პოლიტიკის/სამართლებრივი ასპექტების შემუშავებას და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას: ახდენს სამართლებრივი სპეციალისტების იდენტიფიცირებას და მობილიზებას/მათთან ხელშეკრულებების დადებას, ათანხმებს იუსტიციის სამინისტროსთან, მიწის საბჭოსთან და სხვა მონაწილე მხარეებთან სამართლებრივ/მარეგულირებელ  პროექტებს;
  • შეიმუშავებს და ახორციელებს პილოტური რეგისტრაციის საქმიანობებს: ზედამხედველობას უწევს პილოტური მეთოდოლოგიისა და დოკუმენტაციის (პროცედურების სახელმღვანელოები, ტექნიკური პროცედურები) შემუშავებას, გუნდების მობილიზებას ორივე ფაზისთვის, ხელშეკრულებების დადების და ლოჯისტიკის ჩათვლით, უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს პილოტის რეგისტრაციის, დავების განხილვის პროცესის და საჯარო რეესტრისთვის საბოლოო ფორმატით სარეგისტრაციო მასალების წარდგენისას;
  • ახორციელებს კომუნიკაციას და კოორდინაციას იუსტიციის სამინისტროსთან, საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობასთან, სხვა მონაწილე სამინისტროებთან, მსოფლიო ბანკთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ტექნიკური დახმარების მხარესთან, სხვა სააგენტოებთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და საზოგადოებასთან. 

მონიტორინგი, შეფასება,  ანგარიშგება

  • ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის პროექტის მართვის გუნდს პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავებასა და განხორციელებაში. უზრუნველყოფს საწყისი/ძირითადი გეგმის დროული განხორციელებისა და განმეორებადი კვლევების ჩატარებას;
  • „პროექტის შედეგების სისტემის“ შესაბამისად ქმნის ანგარიშგების სისტემას და მოცემული ინდიკატორების მიხედვით წელიწადში ორჯერ და ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშებს პროექტის პროგრესის შესახებ მსოფლიო ბანკისა და მიწის საბჭოსთვის;
  • ხელს უწყობს მსოფლიო ბანკის მოთხოვნის მიხედვით პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასებების შესრულებას;
  • ანგარიშს წარუდგენს საჯარო რეესტრს, იუსტიციის სამინისტროს, მიწის საბჭოსა და მსოფლიო ბანკს.

ხანგრძლივობა: დავალების ხანგრძლივობა ერთი წელია; ხელშეკრულება განახლებადია საჯარო რეეესტრის მიერ დადებითი შეფასების შემთხვევაში.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაო გამოცდილება

  • მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, სოფლის მეურნეობაში, მიწის მართვაში, გეოდეზიაში ან მსგავს სფეროში
  • მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება მიწის მართვის ან სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების/პროექტების მართვასა და განხორციელებაში (უპირატესობა მიენიჭებათ მსოფლიო ბანკის ან სხვა დონორების პროექტებს მიწის რეგისტრაციის სფეროში).
  • სახელმწიფო ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
  • მთავრობასა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან მუშაობის გამოცდილება
  • საქართველოს მიწის რეფორმის და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკის ცოდნა.
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები, მათ შორის, Windows; MS Office პროგრამების; ESRI Arc GIS-ის კომპეტენტური ცოდნა.

ენები (მეტყველება და წერითი უნარები)

  • ქართული - სრულყოფილად
  • ინგლისური - სრულყოფილად

დამატებითი უნარ-ჩვევები

  • მრავალდარგობრივი პროექტის გუნდის, რომელშიც სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობს, ეფექტურად მართვის უნარი
  • კომუნიკაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი
  • ანგარიშების შედგენის უნარ-ჩვევები
  • რეგიონებში/პროექტით გათვალისწინებულ არეალებში ინტენსიური მივლინებებისთვის მზადყოფნა
  • მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად. 

განცხადების მიღება: 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი და დეტალური რეზიუმე (CV), რომელშიც აღნიშნული იქნება სამუშაო გამოცდილება და მოვალეობები, აგრეთვე, უნდა მიეთითოს რეკომენდატორების ვინაობა, თანამდებობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია. 

დაინტერესებული კონსულტანტების ყურადღება უნდა გამახვილდეს მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო პრინციპების: კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება მსოფლიო ბანკის სესხის ამღებთა მიერ IBRD-ის სესხებისა და IDA-ის კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში, 2011 წლის გამოცემა, 2014 წლის ივლისის შესწორებით („კონსულტანტის სახელმძღვანელო პრინციპები“), 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით. 

კონსულტანტი შეირჩევა ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდის შესაბამისად, რომელიც მითითებულია სახელმძღვანელო პრინციპების: კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება მსოფლიო ბანკის სესხის ამღებთა მიერ IBRD-ის სესხებისა და IDA-ის კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში, 2011 წლის გამოცემა, 2014 წლის ივლისის შესწორებით, მე-5 ნაწილში. 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 10:00-დან 17:00-მდე, ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის შესყიდვების კონსულტანტთან, ბ-ნ იოსებ ჭონქაძესთან. 

განცხადება ინტერესის გამოხატვაზე, რეზუმესთან  (CV) ერთად, მოწოდებული უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე, არაუგვიანეს 2016 წლის 30 მარტის 18:00 საათისა. 

ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი

მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი

იოსებ ჭონქაძე, შესყიდვების კონსულტანტი

წმ. ნიკოლოზის/ ნ.ჩხეიძის 2, თბილისი 0102, საქართველო

ტელ: +995 32 2910163

ელ-ფოსტა: iosebtchonkadze@gmail.com

cc: n.peitrishvili@gmail.com

]]>
საჯარო რეესტრის ელექტრონული სერვისები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა http://reestri.gov.ge/p/1366 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ სერვისებს კიდევ ერთი ახალი მომსახურება შეემატა. დაინტერესებულ პირებს ელექტრონული ამონაწერის მომზადება ამიერიდან გირავნობა/ლიზინგის პროგრამიდანაც შეუძლიათ.

კერძოდ, მსურველებს საშუალება აქვთ მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერისთვის საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.reestri.gov.ge, გირავნობა/ლიზინგის პროგრამაში ელექტრონული ანკეტა შეავსონ, მომსახურების საფასური პლასტიკური ბარათით გადაიხადონ და ამონაწერზე განაცხადი ინტერნეტით, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად გააკეთონ. იხ ლინკი>>>

აღსანიშნავია, რომ ამონაწერის ელექტრონულად განახლების შემთხვევაში სერვისის საფასური 1 სამუშაო დღის ვადაში 15 ლარის ნაცვლად 10 ლარს შეადგენს, ხოლო დაჩქარებული წესით, იმავე სამუშაო დღეს მომსახურებით სარგებლობა 50 ლარის ნაცვლად 40 ლარი ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ ამონაწერს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი არ ახლავს, მას  სრული იურიდიული ძალა გააჩნია და სწორედ ამ სახით უნდა იყოს გამოყენებული ნებისმიერი ადმინისტრაციული თუ კერძო უწყების მიერ.

ამ დრომდე, საჯარო რეესტრის ვებგვერდის დახმარებით,  მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობისა და ლიზინგის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება, უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების გაცნობა იყო შესაძლებელი. ელექტრონული ამონაწერის სერვისი კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის საჯარო რეესტრის დისტანციურ მომსახურებებს და ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის მარტივი და კომფორტული სერვისების შეთავაზებას.

გირავნობა/ლიზინგის ცენტრალიზებული, უსაფრთხო, გამჭვირვალე, მარტივი და თანამედროვე ელექტრონული სისტემა საჯარო რეესტრმა 2009 წლიდან დანერგა. სისტემამ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში რეგისტრირებულ მონაცემები გააერთიანა, ავტორიზებულ მომხმარებლებს კი გირავნობის უფლების დამოუკიდებლად აღრიცხვის უფლება მისცა. გირავნობა/ლიზინგის ელექტრონული პროგრამა ზრდის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, სანდოობის ხარისხს და ამცირებს რისკებს. ამას გარდა, ხვეწს სარეგისტრაციო სისტემას და ამარტივებს სესხის გაცემის პროცედურებს.

 

]]>
უცხოელი მოქალაქეებისთვის საქმიანობის რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა http://reestri.gov.ge/p/1367 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უცხოელ მოქალაქეებს ახალ, გამარტივებულ სერვისს სთავაზობს.  ამიერიდან პირებს, რომელთა ბიზნესი  ბიზნესოპერატორის საქმიანობას ან საზღვარგარეთ შრომით მოწყობას უკავშირდება, რეგისტრაციისთვის სავალდებულო კითხვარის შევსება ინგლისურ ენაზეც შეეძლებათ. ქართულ-ინგლისურენოვანი კითხვარი  ბიზნესის რეესტრის პროგრამაში უკვე ინტეგრირებულია.

ამ დრომდე აღნიშნული კითხვარი მხოლოდ ქართულ ენაზე არსებობდა და მის შესავსებად უცხოელ მოქალაქეებს თარგმნა უწევდათ, რაც დამატებითი დროისა და ფინანსური რესურსის ხარჯვას უკავშირდებოდა. სერვისის დანერგვის შემდეგ, მათ ამ თანხის გადახდა აღარ მოუწევთ. ამას გარდა, ქართული ენის არცოდნა ან არასწორი თარგმანი ხშირად ხარვეზების გამომწვევი მიზეზიც ხდებოდა. ახალი სერვისი ამგვარ შემთხვევებსაც მინიმუმამდე დაიყვანს,  უცხოელი მოქალაქეებისთვის კი საჯარო რეესტრთან ურთიერთობას კიდევ უფრო მარტივს, სწრაფსა და კომფორტულს გახდის.

როგორც ცნობილია, ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრებათ პირებს, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას, ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას(გარდა პირველადი წარმოებისა) ან გადამუშავებას. საჯარო რეესტრში რეგისტრაციას გადიან ის მეაწრმე-სუბიქეტებიც, რომელთა საქმიანობაც საზღვარგარეთ შრომით მიგრაციასთანაა დაკავშირებული. 

აღსანიშნავია, რომ კითხვარის გარდა, საჯარო რეესტრი საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის მსურველ  უცხოელ მოქალაქეებს ქართულ-ინგლისურენოვანი წესდების ნიმუშსაც სთავაზობს, რაც მათ საშუალებას აძლევს, ქართულ-ინგლისურენოვანი წესდება მარტივად, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge  ბიზნესის რეესტრის დოკუმენტების ჩამონათვალში მოიძიონ,  ჩამოტვრითონ, შესაბამისი ველები  შეავსონ და  სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში წარადგინონ.

 

 

]]>
მიწის კერძო საკუთრებაში რეგისტრაციისთვის ბარიერები იხსნება http://reestri.gov.ge/p/1368 იუსტიციის სამინისტრო მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობის სხდომამ დღეს დაამტკიცა. კანონპროექტების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ინიციატივის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება; იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება.

სპეციალური პროექტისა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. კერძოდ, დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული, რაც ძალიან ცოტაა. ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა. პროექტზე მუშაობისას   გამოვლინდა მიწის მარტივი რეგისტრაციისთვის ხელისშემშლელი პრობლემები და მათ აღმოსაფხვრელად მომზადდა სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ:

Ø  შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიკაციას გაივლიან

დღესდღეობით აზომვით ნახაზში არსებული უზუსტობა ხშირად ხდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. ე. წ. გადაფარვების არსებობის გამო უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრს 56 000-მდე სარეგისტრაციო საქმის შეჩერება მოუხდა, პრობლემის მოგვარება კი დღეს მხოლოდ სასამართლოს გზითაა შესაძლებელი,   რაც მოქალაქეების დროისა და რესურსის ხარჯვას ნიშნავს.

ამ პრობლემების მიზეზი საამზომველო საქმიანობის სფეროს მოუწესრიგებლობაა − აზომვითი ნახაზების შედგენის უფლება ნებისმიერ პირს აქვს. ხშირად საკადასტრო ნახაზები ოფისიდან გაუსვლელად სრულდება, რაც ცდომილების მიზეზი ხდება, აფერხებს მიწის რეგისტრაციის პროცესს და ლახავს მესაკუთრეთა უფლებებს.

პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგადამზომველების საქმიანობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი. საამზომველო საქმიანობისათვის  დადგინდება მომსახურების საფასური (ნიხრები). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეეძლება, ადგილზე გადაამოწმოს  სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე დატანილი მონაცემების სისწორე. სერტიფიცირებულ ამზომველთა ქსელი სამ თვეში შეიქმნება, ხოლო სერტიფიცირება შეეხება იმ ამზომველებს, ვინც პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ინიციატივის შედეგად უფრო მეტად იქნება დაცული როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებები. სერტიფიცირებულ ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს საკუთრება ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს „გადაფარვებისა“ და  საკუთრებაზე სასამართლო დავის წარმოშობის რისკს; კვალიფიციური ამზომველის საქმიანობა კი მოთხოვნადი გახდება. ამასთან, მთავრობა შეიმუშავებს მიწის გარკვეული ფართობის აზომვის საფასურის დაფინანსებისათვის შესაბამის მექანიზმს.  

Ø  სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში

დღესდღეობით მოქალაქე მიწის რეგისტრაციისას ვალდებულია, მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს სრული დოკუმენტაცია, რაც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებს; დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი, საჯარო რეესტრი უარს ამბობს ქონების რეგისტრაციაზე. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორება მიწის მესაკუთრის ვალდებულებაა − სხვაგვარად მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდება.

მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია. 

ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში; არასწორი დაწერილობა და სხვა −  აღარ გახდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად  დასახლებული რეგიონებისათვის.   

გარდა ამისა, მოხდება ხარვეზიანი დოკუმენტაციის ლეგალიზაცია, გამოყენებულ იქნება ფაქტების კონსტატაცია. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა მჭიდროდ ითანამშრომლებენ საკუთრების დადგენის ნაწილში, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით იქნება მხარდაჭერილი. 

Ø  სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება

მიწის რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგადსახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს შესთავაზებს. მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის, მეშვეობით სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად − სასამართლო დავის გარეშე, მოგვარებაში დაეხმარება. დავის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება არჩევანი − ისარგებლოს მედიაციით, თუ მიმართოს სასამართლოს და იქ დაიცვას საკუთრების უფლება.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.

]]>
თბილისის მერიასა და გამგეობებში საჯარო რეესტრის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა დაინერგა http://reestri.gov.ge/p/1369 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის მერიაში, გამგეობებსა და ქონების მართვის სააგენტოში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა დაასრულა. პროგრამა ამ ორგანიზაციებში უკვე რეალურ რეჟიმში  ფუნქციონირებს.

მისი დახმარებით ორგანიზაციებს თანამშრომლებთან, მოქალაქეებთან და სხვა უწყებებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ. ამასთან, სისტემა მათ  ფუნქციების ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება, საქმისწარმოების პროცესს კი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. კერძოდ, ქაღალდის დოკუმენტები მთლიანად ელექტრონულით ჩანაცვლდება, შემცირდება მოქალაქეთა მომსახურების დრო, სერვისების მიწოდების პროცესი კი სრულყოფილი და ეფექტური გახდება, ამოქმედდება დოკუმენტების ელექტრონული არქივი, მოქალაქეთა განაცხადების შესრულებისა და კონტროლის მექანიზმები.  ამას გარდა, პროგრამის ერთიანი ელექტრონული ბაზის დახმარებით, ორგანიზაციებს შორის დოკუმენტების მიმოცვლა სრულად ავტომატიზებული გახდება, რაც შეამცირებს  მათ ფინანსურ და დროით ხარჯებს, საქმიანობას კი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. 

„ელექტრონული მმართველობის დანერგვა ორგანიზაციული პროცესების ახლებურად გააზრებას მოითხოვს. მოქალაქეთათვის ახალი, გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზება შიდა სამსახურეობრივი საქმიანობის  გამართვისა და მოდერნიზების გარეშე შეუძლებელია. ამ მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2007 წელს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამა შექმნა, რომლის  მთავარ ამოცანას ქაღალდის დოკუმენტების ელექტრონულით  ჩანაცვლება და ზოგადად, სააგენტოში საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესება იყო. 2010  წლიდან საჯარო რეესტრის დეს პროგრამის დანერგვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დაიწყო. დღეისთვის ის  წარმატებით ფუნქციონირებს 55-მდე სახელმწიფო ორგანიზაციაში. შედეგად, გაამარტივა უწყებებს შორის ურთიერთობა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარებას“ - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

ეტაპობრივად დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერაა შექმნილი, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ორგანიზაციაში დაინერგება. 

 

 

 

]]>
თბილისის გზათა ქსელის ციფრულ ფორმატში გადატანა დასრულდა http://reestri.gov.ge/p/1371 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გზათა ქსელის დიგიტალიზაციაზე მუშაობა დაასრულა. ციფრულ ფორმატში 5000-მდე კილომეტრია გადატანილი. დიგიტალიზებულია ყველა ქუჩა, მათი სახელწოდებები კი დამისამართების პროექტის ბოლო მონაცემებითაა განახლებული.

გზათა ქსელი მნიშვნელოვან საბაზისო გეოგრაფიულ მონაცემს წარმოადგენს. მონაცემები ძირითადი მახასიათებლების - გზის, ქუჩისა და მაგისტრალის სახელწოდებების გათვალისწინებით იქმნება. ამას გარდა, პარალელურად, აღიწერება გზათა ნომენკლატურაც: საერთაშორისო და ეროვნული ტიპი, კლასი, ზოლების რაოდენობა, საფარი, ცალმხრივობა, სიჩქარის შეზღუდვა, სეზონურობა და ა.შ.

საჯარო რეესტრი გზათა ქსელის დიგიტალიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის გარდა, ციფრულ ფორმატში სრულადაა გადატანილი კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის გზათა ქსელები. მონაცემები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამუშავებული და ის ევროპის ნაციონალური ტოპოგრაფიული, საკადასტრო და მიწის რეგისტრაციის ასოციაციაციის „ევროგეოგრაფიკსის“  მონაცემთა ბაზაშია ასახული. 

პროექტის შედეგად დამუშავებულ მონაცემებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს  სხვადასხვა  სფეროს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, საინჟინრო და ინფრასტრუქტურული ინიციატივების დაგეგმარების, განხორციელებისა და ანალიზის პროცესში. იგი ასევე განსაკუთრებულ როლს შეასრულებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პროექტების ეფექტურად შესრულებაში. აღსანიშნავია, რომ მიღებული მონაცემები ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული სახელმწიფო უწყებისთვის იქნება.

ამჟამად საჯარო რეესტრის სპეციალისტები აჭარისა და გურიის გზათა ქსელის დიგიტალიზაციაზე მუშაობენ. ამ რეგიონებში სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. გზათა ქსელის დიგიტალიზაცია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პროექტის (ესმი) ფარგლებში ხორციელდება. 

 

]]>
საჯარო რეესტრმა ინდივიდუალურ მეწარმეთა ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა დაასრულა http://reestri.gov.ge/p/1372 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღრიცხვა-სისტემატიზაცია და ელექტრონული არქივის შექმნა დაასრულა. ქვეყნის მასშტაბით ინდივიდუალური მეწარმეების არქივი 6518 ბაინდერსა და 386 ხელით ნაწერ სარეგისტრაციო ჟურნალს შეადგენდა. პროექტის ფარგლებში, იდენტიფიცირდა 305 318  ინდივიდუალური მეწარმე და თითოეულ მათგანზე  შეიქმნა სრულყოფილი ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი.   

აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეთა მონაცემები და ელექტრონულ ფორმატში გადატანილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, საჯაროობისა და გამჭვირვალობის, უზრუნველყოფის მიზნით,  საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა (www.napr.gov.ge) განთავსებული და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღრიცხული და სკანირებული ქაღალდის  საარქივო დოკუმენტები კი, მათი უსაფრთხოდ შენახვის მიზნით, თავს ლილოს არქივში მოიყრის. 

პროექტი 1994-2010 წლებში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმეების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სისტემატიზაციას, შესწავლას, მათი ელექტრონული რეესტრის მონაცემებთან შედარებას, კვლევის შედეგად აღმოჩენილი არაზუსტი და ხარვეზიანი ელექტრონული ჩანაწერების დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანას, საჭიროების შემთხვევაში შესაბისი გადაწყვეტილების მიღებას, არქივში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის  დაშლა-დალაგებას და ელექტრონული არქივის შექმნას ითვალისწინებდა. 

ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ელექტრონული მონაცემები წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. მათი მონაცემთა ბაზებში აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ელექტრონული არქივის შექმნის პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად უტყუარი, სანდო და ხარისხიანი მონაცემების ერთიანი ბაზა შეიქმნა, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საჯარო რეესტრში მიმდინარე საქმისწარმოებას, მოქალაქეთათვის კი მომსახურებას კიდევ  უფრო სწრაფსა და ეფექტურს  გახდის.

 

]]>
სასოფლო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების საფასურის ბაზრის კვლევა http://reestri.gov.ge/p/1373 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ განხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, უფლებადაურეგისტრირებელი, ან კერძო საკუთრებად დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯების ანაზღაურება.

საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებისთვის საჭირო საბაზრო ღირებულების დადგენა განხორციელდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.

ასევე დამატებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს ელექტრონული ბაზრის კვლევა, გამოკითხულ იქნას საამზომველო კომპანიები/ამზომველები და გაირკვეს, რა ფასად განხორციელდება მათ მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება შემდეგი ფართობების მიხედვით:

  • საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება 1,5 ჰექტრამდე სახნავი, სათიბი, საძოვარი კატეგორია შენობა-ნაგებობის გარეშე

  • საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება 5 ჰექტრამდე სახნავი, სათიბი, საძოვარი კატეგორია შენობა-ნაგებობის გარეშე

  • საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება 10 ჰექტრამდე სახნავი, სათიბი, საძოვარი კატეგორია შენობა-ნაგებობის გარეშე

გამოკითხვის დასრულების შემდეგ დადგინდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა ზემოთაღნიშნული ფართობების მიხედვით.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ვებ-გვერდზე ms.gov.ge

 

 

]]>
18 ქალაქის ზუსტი სამისამრთო მონაცემების მოძიება ელექტრონული რუკების პორტალზეა შესაძლებელი http://reestri.gov.ge/p/1375 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული რუკების პორტალზე https://maps.napr.gov.ge 18 ქალაქის სამისამართო მონაცემების განთავსება დაასრულა. ამიერიდან, ციფრულ რუკაზე სპეციალური მენიუსა და საძიებო კომპონენტების დახმარებით, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ მარტივად და სწრაფად მოიძიონ ამ ქალაქების ქუჩები, მისამართები, მათზე არსებული შენობა-ნაგებობები, აეროგადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტოები, ზედაპირული საფარის სიმაღლური მოდელი, საკადასტრო მონაცემები და ინფორმაცია ბანკების ადგილმდებარეობის შესახებ.

ამჟამად https://maps.napr.gov.ge -ზე თავმოყრილია თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქობულეთის, ფოთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, სამტრედიის, სენაკის, ზესტაფონის, ახალციხის, გორის, ხაშურის, მცხეთის, გურჯაანის, საგარეჯოს, თელავისა და ბოლნისის სამისამართო მონაცემები. სულ პორტალზე 7767 ქუჩა და 217963 ობიექტია განთავსებული. უახლოეს  მომავალში ვებგვერდს კიდევ 14 მუნიციპალიტეტის სამისამართო მონაცემები დაემატება. 

პორტალის დახმარებით ასევე შესაძლებელია სასურველი ტერიტორიის დათვალიერება, მისი ადგილმდებარეობის, საკადასტრო გეგმისა და ამონაწერის გაცნობა,  მიწის ნაკვეთის რეგიონის, ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის მიხედვით მოძიება, საქართველოს ტოპოგრაფიული რუკის გაცნობა.

ელექტრონული რუკების პორტალი https://maps.napr.gov.ge და მასზე განთავსებული მონაცემები მუდმივად განახლებადია.

]]>
აუტიზმის გასაღები სიყვარულია http://reestri.gov.ge/p/1376 2 აპრილი აუტიზმის ცნობადომის ამაღლების მსოფლიო დღეა. საჯარო რეესტრი უერთდება ამ დღეს და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისადმი თანადგომას გამოხატავს.

 

]]>
საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა PayBox-ის აპარატებითაც გახდა შესაძლებელი http://reestri.gov.ge/p/1377 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დისტანციური სერვისები მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ამიერიდან მათ საშუალება აქვთ სააგენტოს მომსახურებებით დისტანციურად უკვე „ნოვა ტექნოლოჯის“ PayBox-ის აპარატებითაც ისარგებლონ.

PayBox-ის აპარატებით  მოქალაქეებს  უძრავი ქონების რეესტრიდან  ამონაწერის ან საკადასტრო გეგმის მიღების  და ტექნიკური ხარვეზის შესწორების საშუალება აქვთ.

სერვისის მისაღებად მოქალაქემ PayBox-ის  აპარატში მომსახურების სასურველი ტიპი უნდა შეარჩიოს, შესაბამისი ფორმა შეავსოს, მომსახურების ვადა, საფასური და დაინტერესებული პირის რეკვიზიტები მიუთითოს, უძრავი ქონების იდენტიფიკაციის შემდეგ კი ტელეფონის ნომრის ველი შეავსოს. დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებით სწორედ ამ ნომერზე მიიღებს. იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქე სერვისის საფასურს ზედმეტად გადაიხდის, ხურდის სახით თანხა მას ამავე ნომერზე დაერიცხება.

აღსანიშნავია, რომ PayBox-ის აპარატებით ამონაწერის განახლებას მოქალაქე  ნაკლებ საფასურად შეძლებს: ამონაწერის 1 დღის ვადაში განახლება  15 ლარის ნაცვლად 10 ლარი ღირს, იმავე დღეს მომზადება კი - 40 ლარი, 50-ის ნაცვლად. საკადასტრო გეგმის 1 დღის ვადაში განახლება კვლავაც 5 ლარია, იმავე დღეს კი - 20 ლარი. ტექნიკური ხარვეზის შესწორების სერვისით სარგებლობა კი უფასოა.

„ჩვენთვის, როგორც მოქალაქეზე ორიენტირებული უწყებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისტანციური არხების გაფართოება და  მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტული მომსახურების შეთავაზება. ეს დისტანციური არხები მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ჩვენი სერვისები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსვლის გარეშე მიიღონ და დრო დაზოგონ. ვფიქრობთ, PayBox-ის  აპარატებით მომხმარებლები აქტიურად ისარგებლებენ“,-აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

სააგენტო სამომავლოდ PayBox-ის  აპარატებით შეთავაზებული სერვისების გაფართოებას გეგმავს. მომდევნო ეტაპზე მოქალაქეებს სამეწარმეო რეესტრის მომსახურებებით სარგებლობა, განცხადებების ძებნა და ამობეჭდვაც შეეძლებათ.

PayBox-ის  აპარატების გარდა, საჯარო რეესტრის მომსახურებების მიღება დისტანციურად  ონლაინ, სააგენტოს ვებ-გვერდიდან http://napr.gov.ge/, იუსტიციის სახლის ვებ-გვერდიდან http://psh.gov.ge/  და ასევე მოქალაქის პორტალიდანააhttp://my.gov.ge  შესაძლებელი.

 

]]>
  იუსტიციის სახლის თანამშრომლებს საჯარო რეესტრის სერვისების ეფექტურ მიწოდებაში ტრენინგები ჩაუტარდათ http://reestri.gov.ge/p/1378 იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა, საჯარო რეესტრის სერვისების ეფექტურად მიწოდების კუთხით, ორდღიანი ტრენინგები გაიარეს. ტრენინგებზე განხილული თემები არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე შეირჩა და ყველა აქტუალური საკითხი მოიცვა.

ტრენინგის “მიწისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები საჯარო რეესტრის სერვისების ეფექტური მიწოდებისთვის“ მიმდინარეობისას მონაწილეები სრულად და ამომწურავად გააცნენ საჯარო რეესტრის მიმართულებებსა და სერვისებს, მათ შორის უძრავი ქონების რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო წარმოების სამართლებრივ საფუძვლებს, მიწის, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების საკუთრების უფლების რეგისტრაციას, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემას, საჯარო–სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების საკითხებს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საინფორმაციო შინაარსის განცხადებების განხილვასთან დაკავშირებული თემებს. 

აღსანიშნავია, რომ  ტრენინგს საჯარო რეესტრის წარმომადგენლები უძღვებოდნენ და მათ მონაწილეებთან ერთად ის პრობლემური საკითხებიც გააანალიზეს, რომლებიც წლების განმავლობაში პრაქტიკაშია გამოვლენილი. ტრენინგებზე მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს იუსტიციის სახლის თანამშრომლების მიერ მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდებისა და გაწეული სერვისის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, მინიმუმამდე შეამცირებს განაცხადის ჩაბარების ეტაპზე წარმოქმნილ უზუსტობებს. 

ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა,  საჯარო რეესტრის სერვისების ეფექტურად მიწოდების კუთხით, ორი ტრენინგი გაიარეს. როგორც ცნობილია, ამ პროეტს  GIZ-ის  „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების“ პროგრამა ახორციელებს და მის მიზანს საქართველოში კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.  ამ მიმართულებებით იუსტიციის სამინისტროსთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაა დაგეგმილი. ამავდროულად, პროექტის მიზნები ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების კუთხით საქართველოს ნაკისრ ვალდებულებებსაც შეესაბამება.  

]]>
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა. 2016 წლის მარტი http://reestri.gov.ge/p/1379 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის მარტის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 23.1%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 60 340 ერთეული შეადგინა. ა.წ. მარტი 2012-2015 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2012 წლის მარტთან (36 157 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 66.9%-ით, 2013 წლის მარტთან (38 359 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 57.3%-ით, 2014 წლის მარტთან (44 206 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 36.5%-ით, 2015 წლის მარტთან (49 025 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 23.1%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 13.4%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (16.7%-ით), ისე მეორადი (12.5%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2016 წლის მარტის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.434 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.165).

აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (49.9%-ით), ისე მეორადი (17.1%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2016 წლის მარტის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 13 315, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 47 025 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 1.203
და 1.517 დონეებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა. წ. მარტში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 77.9%-ს მეორადი, ხოლო 22.1%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015 წლის მარტში კი, შესაბამისად, 81.9% და 18.1%).

ა. წ. მარტის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით გამოიყო ტერიტორიული ერთეულების ტოპ ათეული და გამოვლინდა აღნიშნული მონაცემების ზრდა/კლების ტენდენცია (წინა თვესთან და წინა წლის იმავე თვესთან შედარებით).

]]>
ბიზნეს სუბიექტები. 2016 წლის მარტი http://reestri.gov.ge/p/1380

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის მარტის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 909 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 95.1% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4.9% -არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული  პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 1.122 დონეზე დაფიქსირდა.

ა.წ. მარტის თვეში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (16.0%-ით), ასევე, წინა წლის იმავე თვესთან (9.9%-ით) შედარებით.

2016 წლის მარტის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 15.3%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 31.7%-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 8.7%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 41.8%-ით.

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 1.098 და 1.898 დონეებზე დაფიქსირდა.

ა.წ. მარტის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 505 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 51.0%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (2 010 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 40.9%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 92.0% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 237 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 116 კოოპერატივი, 28 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 7 სააქციო საზოგადოება, 3 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 2 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

ა. წ. მარტის თვეში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის მიხედვით გამოიყო ტერიტორიული ერთეულების ტოპ ათეული და გამოვლინდა აღნიშნული მონაცემების ზრდა/კლების ტენდენცია (წინა თვესთან და წინა წლის იმავე თვესთან შედარებით).

 

]]>
საჯარო რეესტრმა დასახლებული პუნქტების გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზაზე მუშაობა დაასრულა http://reestri.gov.ge/p/1381 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მონაცემების შექმნაზე მუშაობა დაასრულა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ქვეყანაში პირველად შეიქმნა დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მონაცემების ერთიანი ბაზა.  

ამიერიდან დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტების რეესტრში დაცულ ინფორმაციასთან ერთად ნებისმიერი დასახლებული პუნქტის მდებარეობის მოძიება ინტერნეტით, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge მარტივად შეეძლებათ. გეომონაცემთა ბაზა ამჟამად 3826 დასახლებული პუნქტის შესახებ ჩანაწერს აერთიანებს. მუნიციპალიტეტების რეესტრის მონაცემების ცვლილებების შესაბამისად იგი მუდმივად განახლებდი იქნება. 

„როგორც ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ მუნიციპალიტეტებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ. რეესტრში თითოეული მუნიციპალიტეტი დეტალურად რეგისტრირდება. ბაზაში აისახება ისეთი მონაცემები, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სტატუსი, ადმინისტრაციული ცენტრი, მასში შემავალი დასახლებული პუნქტები და ა.შ. ეს ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი იყო საჯარო რეესტრის ვებგვერდზე, თუმცა ამ დრომდე მას თან არ ახლდა დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მდებარეობა მისი კოორდინატები. დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მონაცემების შექმნა სწორედ ამ შესაძლებლობის დამატება და ბაზების სრულყოფა იყო.“ - აღნიშნა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. 

პროექტის განხორციელების შედეგად  გამარტივდება დასახლებების გეოგრაფიული მდებარეობის მოძიება, მათი იდენტიფიცირება რუკაზე ან ინტერაქტიული რუკის ვებაპლიკაციაზე, რაც განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ერთი ადმინისტრაციული ერთეული იდენტური სახელწოდების მქონე ორ დასახლებულ პუნქტს შეიცავს. 

პროექტის რეალიზების შემდეგ ქვეყანაში პირველად შეიქმნა დასახლებული პუნქტების ერთიანი, ვალიდური მონაცემები, რომელთა გამოყენება ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებას შეუძლია.

 

]]>
საჯარო რეესტრი სახელმწიფო სანიველირე ქსელის აღდგენაზე მუშაობს http://reestri.gov.ge/p/1382 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო სანიველირე ქსელის რეკონსტრუქციაზე მუშაობას აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ 80-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში სანიველირო ქსელის აღდგენა-განახლების მიმართულებით, სამუშაოები პირველად ტარდება.

ამჟამად უკვე პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც სანიველირე ქსელის წერტილებისთვის ადგილების შერჩევას, ამ ადგილებზე გეოდეზიური მარკების დამაგრებასა და უშუალოდ ქსელის მუშაობის აღდგენას მოიცავს. გეოდეზიური მარკების ადგილმდებარეობა გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმყოფილებდეს: მნიშვნელოვანია, რომ ისინი შედარებით დაცულ ადგილებში განთავსდეს და წლების განმავლობაში დაუზიანებლად შენარჩუნდეს. პარალელურად, სანიველირე ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, გეოდეზიური პუნქტების მოკვლევაც მიმდინარეობს, ახალი  გრუნტის რეპერებისთვის კი  ბეტონის მონოლითები მზადდება, რათა  განადგურებული რეპერების აღდგენა მოხდეს. პროექტის მეორე ეტაპზე საჯარო რეესტრის სპეციალისტებს კონსულტაციებს შვედი ექსპერტებიც უწევენ. 

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად სანიველირე წერტილების აღნიშვნა ქართული გეოდეზიური მარკებით მოხდება. ამავე ნიშნებით ჩანაცვლდება ძველი მარკებიც, რომლებზეც საბჭოთა პერიოდის, რუსული წარწერებია განთავსებული. მარკების დამაგრების შემდეგ მათი კოორდინატების განსაზღვრა და სანიველირე ქსელის ელექტრონული კატალოგის მომზადებაც მოხდება. 

სახელმწიფო სანიველირე ქსელი ქვეყნის ტერიტორიის სიმაღლეების ერთიან სისტემას წარმოადგენს. ეს სისტემა კი დედამიწის ტოპოგრაფიული გადაღებისა და საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოების საფუძვლად გამოიყენება. სახელმწიფო სანიველირე ქსელი უზრუნველყოფს სამეცნიერო დარგების, დედამიწის ფორმისა და მისი ზედაპირის ვერტიკალური მოძრაობის შესწავლას.

ქვეყანაში ქსელის გამართული ფუნქიონირება მნიშვნელოვანია მშენებლობის პროექტირებისთვის, ჰიდროენერგეტიკული ამოცანების გადასაწყვეტად, კარტოგრაფიისა და გზათა ქსელის განვითარებისთვის, ქვეყნის ტერიტორიის ეკონომიკური შეფასებისთვის, აერონავიგაციისა და სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა დარგებისთვის. 

სახელმწიფო სანიველირე ქსელი და მასზე დაფუძნებული სიმაღლური მოდელი საინჟინრო საქმიანობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მეტი სიზუსტით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამას გარდა, საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა, ტერიტორიის დიდი ნაწილი კი მთაგორიანია. სანიველირე ქსელის გამართული ფუნქციონირება დედამიწის ქერქის დინამიკის შესწავლისა და მონიტორინგისთვისაც აუცილებელია.

საქართველოს მასშტაბით სანიველირე ქსელის რეკონსტრუქციის პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

 

]]>
საჯარო რეესტრი ძველი საკადასტრო მონაცემების ელექტრონიზაციას აგრძელებს http://reestri.gov.ge/p/1384 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არქივში დაცული საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადატანას აგრძელებს. პროექტი ელქტრონულ საკადასტრო რუკაზე ძველი, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებასა და მისი საზღვრების ასახვას გულისხმობს. 

საკადასტრო მონაცემების ელექტრონიზაცია ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთების გადაფარვების გამოვლენას, სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებას, ძველი, რეგისტრირებული ნაკვეთების ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე იდენტიფიცირებას და მისი საზღვრების შესაბამისი სიზუსტით ასახვას.

ამდენად, პროექტის განხორციელებით იმ მოქალაქეთა საკუთრების უფლება, რომლებმაც უძრავი ქონება კადასტრის ცენტრალიზებამდე დაარეგისტრირეს, გადაფარვებისგან თუ სხვა შემდგომი პრობლემებისგან დაცული იქნება.

2016 წლის პირველ კვარტალში საკადასტრო გეომონაცემთა ბაზას  590 უძრავი ნივთი დაემატა, მაღალმთიან მუნიციპალ
იტეტებში 1998-2001 წლების ქაღალდის აზომვითი ნახაზებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებიდან კი ელექტრონულ ფორმატში 1842 მიწის ნაკვეთი იდენტიფიცირდა და ელექტრონულ ფორმატში გადავიდა. პროექტის დაწყებიდან დღემდე ერთიან საკადასტრო რუკაზე 13540 მიწის ნაკვეთია აღდგენილი, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 1998-2001 წლების ქაღალდის აზომვითი ნახაზებით რეგისტ