განხორციელების პერიოდი/კონტრიბუციის N: ივლისი, 2015 - დეკემბერი , 2019 (55030068)
თანამშრომლობის სფერო: დემოკრატიული მმართველობა
განმახორციელებელი: Lantmateriet და NAPR
ბიუჯეტი: 35 000 000 შვედური კრონი (SEK)
პროექტი წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და Lantmateriet-ს შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაგრძელებას და მიზნად ისახავს NAPR-ის ორგანიზაციულ განვითარებას უძრავ ქონებაზე სანდო ინფორმაციისა და ერთიანი სტრატეგიული პრინციპებისა და ტექნიკური სტანდარტების შესაბამისი, ეფექტური, გამჭვირვალე და რენტაბელური სერვისების უზრუნველყოფის მიზნით.
პროექტი ხელს შეუწყობს:
- მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობის გაზრდას საქართველოში საჯარო ადმინისტრირების გაძლიერების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მიწასა და უძრავ ქონებაზე ინფორმაციისა და შესაბამისი სერვისების სანდოობასა და ხელმისაწვდომობას.
- მიწისა და უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების საფუძველს და განაპირობებს დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებას სიღარიბის შემცირებისა და ყველასთვის თანაბარი უფლებებისა და პირობების შექმნის გზით.
- ევროკავშირის დირექტივის INSPIRE განხორციელებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი განახორციელებს საქმიანობებს შემდეგი კომპონენტების ფარგლებში: მიწისა და უძრავი ქონების მართვა; მონაცემთა გაზიარება და NSDI-ის შექმნა; გეოდეზია, კარტოგრაფია და დამისამართება; ინფორმაციის ხარისხი, სტატისტიკა და მასობრივი შეფასება; IT-განვითარება; სამისამართო სისტემის მოდელის განხორციელება სოფლად; მონაცემთა დამუშავება და ელექტრონული არქივირება.