(ნოემბერი, 2014 წ. - დეკემბერი, 2017 წ).
პროექტის მიზანი: საქართველოს აეროგადაღება, ორთოფოტო რუკების შექმნა და გეოგრაფიულ ინფორმაციაზე – ახალ რუკებზე წვდომის უზრუნველყოფა საკუთრების უფლებების უსაფრთხოების, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და მიწის მართვისთვის.
პროექტის ბიუჯეტი: 14 760 000 ნორვეგიული კრონი (დამატებითი გრანტის - 2 760 000 ნორვეგიული კრონის ჩათვლით).
პროექტის საქმიანობა:
- საქართველოს ტერიტორიის დაფარვა 20 სმ-იანი რეზოლუციის აეროგადაღებით (აეროგადაღება განხორციელდება სამ ბლოკად) და 20-სმიანი გამოსახულებებიდან დედამიწის ზედაპირის ციფრული მოდელის შექმნა
- ორთოფოტოების შექმნა/დამუშავება (რომელიც გამოყენებული იქნება 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად) და კონტურული ხაზების შექმნა
- ხუთი ფოტოგრამეტრიული სამუშაო სადგურის შეძენა პროგრამული უზრუნველყოფით (ასევე ლიდარის მონაცემების დამუშავებისთვის) და ტრენინგი ხარისხის კონტროლის განსახორციელებლად და მონაცემთა წარმოებისათვის
- ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება ტოპოგრაფიული მონაცემებისთვის
- საჯარო რეესტრის თანამშრომელთა ტრენინგის მიზნით საპილოტედ შერჩეული 1000 კვ.მ ურბანული ტერიტორიის ლიდარით სკანირება და ლიდარული მონაცემების დასამუშავებლად პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა
- საზოგადოების ინფორმირების კამპანია ახალ რუკებზე საჯარო წვდომასა და მათ ეფექტურ გამოყენებასთან დაკავშირებით
- დამატებითი გრანტის ფარგლებში განხორციელდა ვერეს ხეობის აეროგადაღება (ივნისი, 2015 წ.). აეროგადაღების მასალები, ორთოფოტოები და კონტურული რუკები გადმოეცა საჯარო რეესტრს (აგვისტო, 2015 წ.).