ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

ოლეგ თორთლაძე 2021 წლის 21 ივლისიდან სსიპ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია. 

ოლეგ თორთლაძემ სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტში მოიპოვა, ხოლო საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის მაგისტრის დიპლომი - გრონინგენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდების სამეფო). 2018 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.

2019 წლიდან ოლეგ თორთლაძე კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.

მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს საქმიანობას, როგორც კერძო და საჯარო სექტორში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციაში.

მუშაობდა კონსულტანტად და იურისტად გაეროს განვითარების პროგრამაში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, სამედიცინო კომპანიებში: უნიმედ გრუპი და არქიმედეს გლობალ ჯორჯია, ასევე, ქართულ-ერაყულ ავიაკომპანიაში სთართ ეარლაინი.

2018 წლის მარტიდან მუშაობა დაიწყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსად. 2021 წლის მარტიდან შეითავსა სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობა. ასევე, იყო ანალიტიკური ორგანიზაცია ჯეოქეისის საერთაშორისო და საჯარო სამართლის მიმართულების დირექტორი.

გამოქვეყნებული აქვს სტატიები ქართულ და ინგლისურ ენებზე, საერთაშორისო სამართლის, კონსტიტუციური სამართლის, ევროკავშირის სამართლისა და საჯარო მმართველობის თემებზე.

ოლეგი კავკასიის უნივერსიტეტის, გრონინგენის უნივერსიტეტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტია. ამავდროულად, განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების კომისიის წევრია. 

ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.