ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
ამონაწერის მომზადება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან / Preparation of the Extract from the Registry of Entrepreneurial and Non-entrepreneurial (Non-commercial) Legal Entities

For English version please click here

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი არის  საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (მუდმივი დაწესებულების, წარმომადგენლობის) შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, საჯაროსამართლებრივ და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრებში არსებული მონაცემების შემცველი, კანონით  დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი.

ამონაწერი ასახავს ერთ სუბიექტზე რეგისტრირებულ მონაცემებს. 

ამონაწერის გაცემის წესი და პირობები 

ამონაწერი გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად (გარდა რეგისტრაციის გაუქმებისას), რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი – შესაბამისი მოთხოვნისას. 

ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და მოვალეთა რეესტრების ძალაში მყოფ მონაცემებს.

ამონაწერი შეიცავს ინფორმაციას განცხადების რეგისტრაციისა და ამონაწერის მომზადების, რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის, უფლებებისა და ვალდებულებების რეგისტრაციის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრების შესახებ.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებულ მონაცემებს. 

ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, ამონაწერში აისახება:

ა) ინფორმაცია სუბიექტის სამართლებრივი ფორმის შესახებ;

ბ) ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმის საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ;

გ) ინფორმაცია რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, ასევე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლებების, მათი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ.

იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერში აისახება:

ა) ინფორმაცია სუბიექტის სამართლებრივი ფორმის, სახელწოდებისა და იურიდიული მისამართის შესახებ;

ბ) ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ, ასევე მათი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში;

გ) ინფორმაცია საწარმოს მმართველობითი ორგანოების შესახებ;

დ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს შემთხვევაში, ინფორმაცია საწარმოს პარტნიორებისა და მათი წილების შესახებ;

ე) ინფორმაცია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების და რეგისტრირებული პარტნიორების საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ;

ვ) ინფორმაცია რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, მისი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ;

ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაცია პარტნიორთა წილებზე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლებების შესახებ;

თ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშვნა, რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული. 

ამონაწერის მომზადების მოთხოვნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს.

 

წარმოსადგენი დოკუმენტები: 

1. განცხადება (ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ ან ინტერნეტის საშუალებით დაინტერესებული პირის მიერ); 

2.  დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი) 

3. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი) 

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული ომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური და ვადა შემდეგნაირია: 

განცხადების შეტანის დღეს – 50 ლარი. 

თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით  მომსახურების საფასური და ვადა შემდეგნაირია: 

1 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი

განცხადების შეტანის დღეს - 40 ლარი. 

ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე. 

დაჩქარებული მომსახურების  შემთხვევაში (განცხადების შეტანის დღეს)  ვადის ათვლა  იწყება განცხადების რეგისტრაციისთანავე  და სრულდება ამ დღის გასვლასთან ერთად.

 

დამატებითი ინფორმაცია 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტის შესახებ ამონაწერის მომზადების მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ პირს. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია ამონაწერის მომზადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. 

დაინტერესებული პირის მიერ ინგლისურენოვანი ამონაწერის მოთხოვნის შემთხვევაში 20 ლარი ემატება მომსახურების იმ საფასურს, რო­მელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომ­ზადება. 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge,  საჯარო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან.