საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი მოქნილი, ეფექტური, გამართული, მარტივი და მოქალაქეზე ორიენტირებული სარეგისტრაციო სისტემის შექმნაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა და პროგრესული ნაბიჯებიც გადაიდგა, დარჩა საკითხები და ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს. მათ შორის, საკუთრების დაცვის, საკადასტრო სტანდარტის შექმნის, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. უწყება ამ პრობლემების გადაჭრაზე უკვე ზრუნავს და ქმედით ნაბიჯებსაც დგამს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციისთვის, ამ საკითხების მოწესრიგება სამომავლო გამოწვევა და მთავარი პრიორიტეტია.
სააგენტოში უკვე დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს შემდეგი პროექტები:
- ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების და ერთიანი სარეგისტრაციო პრაქტიკის დანერგვის პროექტი
- უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა
- სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნის პროექტი
- ძველი საკადასტრო მონაცემების ელექტრონიზაციის პროექტი
- დამისამართების პროექტი
- პროექტები გეოგრაფია/კარტოგრაფიის მიმართულებით
- პროექტები გეოსივრცითი ინფორმაციის მიმართულებით
- პროექტი ხარისხის მართვა - ე.წ. „ძველი რეგისტრაციების“ რევიზია
- პროექტი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის ლიკვიდირებული/რეორგანიზებული სუბიექტების რევიზია
- IT ინფრასტრუქტურის გაფართოება
- სტატისტიკის და ანალიზის ფუნქციების განვითარება
- ელექტრონული რეგისტრაცია (ე-რეგისტრაცია)
- იურიდიულ პირთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის არქივირების პროექტი
- მიწის რეგისტრაციის რეფორმა