ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
წილზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, ცვლილების რეგისტრაცია, გაუქმება / Registration of Right to Lien of Share, Registration of Amendments, Abolishment

For English version please click here

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1.განცხადება;

2.დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალურ მოწმობა ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტი);

3. მოთხოვნილ ცვლილებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება;

4. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმეტი.

ვადა და საფასური:

განცხადების შეტანის დღეს - 30 ლარი

ვადის ათვლა  იწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან  და სრულდება ამ დღის გასვლასთან ერთად.

ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, საფასური გადაიხდებაერთეული ნივთისა და ერ­თე­ული უფლების მიხედვით.

ინგლისურენოვანი ამონაწერი:

20 ლარი ემატება მომსახურების იმ საფასურს, რო­მელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომ­ზადება.

შენიშვნა:

ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს ან მის წარმომადგენელს.

განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა  შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებულ პირებთან.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge , ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და სააგენტოს ავტორიზებულ პირებთან

კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.ამასთან დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის მიერ.