ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
იუსტიციის სახლები

იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული.

იუსტიციის სახლი მოქალაქეებს აწვდის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების, სხვადასხვა საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის ოთხასზე მეტ  სერვისს.

იუსტიციის სახლის მიზანია:

  • მომხმარებლისათვის, ერთი ფანჯრის პრინციპით, სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება;
  • სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა;
  • მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზება.

იუსტიციის სახლი სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით მნიშვნელოვნად ამარტივებს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას და მოქალაქეების ურთიერთობას საჯარო სექტორთან.

იუსტიციის სახლის მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 23 ფილიალში,  ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. იუსტიციის სახლის მომხმარებელს  საშუალება აქვს, ერთ სივრცეში მიიღოს 400-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი. მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, იუსტიციის სახლი მუდმივად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა - როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის სერვისების დამატებას, რათა მომხმარებლებმა ერთ სივრცეში, რაც შეიძლება მეტი სერვისის მიღება შეძლონ.

 

 

N იუსტიციის სახლი

მისამართი 

1 ზუგდიდის იუსტიციის სახლი თეატრის ქუჩა N2
2 მესტიის იუსტიციის სახლი ილია გაბლიანის ქუჩა N1
3 ახალციხის იუსტიციის სახლი მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N3
4 მარნეულის იუსტიციის სახლი შოთა რუსთაველის ქუჩა N1
5 ყვარლის იუსტიციის სახლი ილია ჭავჭავაძის ქუჩა N 57
6 რუსთავის იუსტიციის სახლი მეგობრობის გამზირი N29
7 ბათუმის იუსტიციის სახლი შერიფ ხიმშიაშვილი ქუჩა N7
8 ქუთაისის იუსტიციის სახლი  ირაკლი აბაშიძის გამზირი N20
9 თელავის იუსტიციის სახლი ერეკლე II-ის მოედანი N4
10 გურჯანის იუსტიციის სახლი თავისუფლების ქუჩა N15ა
11 ოზურგეთის იუსტიციის სახლი იოანე პეტრიწის ქუჩა N9
12 გორის იუსტიციის სახლი დავით გურამიშვილის ქუჩა N7
13 თბილისის იუსტიციის სახლი სანაპიროს ქუჩა N2
14 ფოთის იუსტიციის სახლი რუსთაველის რკალი N26
15 თიანეთის იუსტიციის სახლი დავით სანიკიძის ქუჩა N3
16 ბორჯომის იუსტიციის სახლი ერეკლეს ქუჩა N2
17 ყაზბეგის იუსტიციის სახლი დაბა სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქუჩა N49
18 ლაგოდეხის იუსტიციის სახლი ზაქათალას ქუჩა N25ბ
19 ონის იუსტიციის სახლი ვახტანგ VI-ის ქუჩა N8ბ
20 ახალქალაქის იუსტიციის სახლი თავისუფლების ქუჩა N9
21 მარტვილის იუსტიციის სახლი კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N2
22 სენაკის იუსტიციის სახლი აკაკი ელიავას ქუჩა N23
23 ხონის იუსტიციის სახლი მოსე ხონელის ქუჩა N40