Phone
რეფორმის შედეგი

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციის ფუნქცია 2010 წლიდან გადმოეცა.  სააგენტო დღეს ბიზნესსექტორის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. 

  • მომსახურებაზე არსებული ტერიტორიული შეზღუდვა გაუქმდა. რეგისტრაციის პროცესი ცენტრალზიებულია და მასზე წარმოების ერთიანი სტანდარტი მოქმედებს. 
  • სააგენტოს მიერ შექმნილია სუბიექტის ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი, რომელიც შეიცავს როგორც ზუსტ მოქმედ მონაცემებს, ასევე სუბიექტის ზუსტ ისტორიას, შესაბამისი ქრონოლოგიით.  ამ პროგრამას სააგენტო სერვისის სახით აწვდის როგორც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, ასევე სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 
  • დაინტერესებულ პირს სააგენტოს ვებგვერდზე, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე შეუძლია მოიძიოს, ვინ არიან ამა თუ იმ კომპანიის მეწილეები და ა.შ. 
  • სააგენტო არქივის სისტემატიზაციისა და მონაცემთა ბაზების გასწორებაზე, შემოსავლების სამსახურისა და სასამართლოების მიერ გადმოცემული მასალის აღწერაზე,  ელექტრონულ ფორმატში გადაყვანასა და მათ შესაბამის პროგრამაში განთავსებზე მუშაობს.  პარალელურად,  ელექტრონული მონაცემთა ბაზებიც ზუსტდება და სუბიექტების ელექტრონული არქივი იქმნება. 
  • შემცირებულია მომსახურების ვადები, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმებისთვის კი მომსახურების ერთიანი ტარიფი მოქმედებს. 
  • პირის გარდაცვალების შემთხვევაში, აღარ არის საჭირო დაინტერესებული პირის მიერ  რეგისტრაციის გასაუქმებლად მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მიმართვა. სააგენტო ელექტრონულ  ბაზაში თავად ამოწმებს  გარდაცვალების შესახებ მოწმობას და თავადვე აუქმებს რეგისტრაციას. 
  • მეწარმეებს საშუალება აქვთ დაარეგისტრირონ ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი, რითაც მნიშვნელოვნადაა გაამარტივებული კომუნიკაცია მათსა და ბენეფიციარებს, კრედიტორებს ან ბინზესპარტნიორებს შორის. 
  • my.gov.ge პორტალის მეშვეობით, ბიზნესის რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად.  მაშინაც კი, როდესაც რომელიმე ბიზნესპარტნიორი საქართველოში არ იმყოფება, მას საშუალება აქვს www.my.gov.ge -ს დახმარებით შესაბამის დოკუმენტს ხელი ციფრულად მოაწეროს. მის პარტნიორებს ინფორმაცია ასევე პორტალის დახმარებით დაეგზავნებათ, თავად განაცხადი კი განსახილველად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადაინაცვლებს.