Phone
consultation hotline
კონკურსის შედეგები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელია დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს კონკურსის ორგანიზება, პროცედურების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი პროცედურის პრინციპების დაცვაზე. კონკურსის შედეგების გამჭირვალობის და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო სისტემატურად აქვეყნებს ინფორმაციას დასრულებული კონკურსების შესახებ.

წარმოგიდგენთ დასრულებული კონკურსების შედეგებს >>>

ვაკანსიებთან და კონკურსებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოგვწერეთ info@napr.gov.ge ან დარეკეთ ტელ.: 2 25 15 27 (7077)

კონკურსის შედეგების გასაჩივრება: 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილების თანახმად:

 

კონკურსატს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ -სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.

კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული დავა, დაწესებულებაში საპრეტენზიო კომისიის არარსებობის შემთხვევაში,  შესაძლებელია გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.