საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კორპორაციული კულტურა უწყვეტი რეფორმებით, განვითარებაზე ორიენტირებულობით, თანამშრომლებზე ზრუნვით, გუნდურობით, სპორტული თუ შიდა აქტივობების ტრადიციებითაა გამოხატული.
სააგენტოს მრავალრიცხოვანი დეპარტამენტების, სამსახურებისა თუ განყოფილების ერთ გუნდად მუშაობას გარკვეული სტრატეგია სჭირდება: ფორმალური თუ არაფორმალური შეხვედრები, ექსკურსიები, სპორტული თუ კორპორაციული ღონისძიებები. ეს ყველაფერი გუნდის ჩამოყალიბებას და შესაბამისად, საქმის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.
ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარებაში გადამწყვეტ როლს სწორედ თანამშრომლები ასრულებენ. მათი მუშაობის ხარისხზეა დამოკიდებული ორგანიზაციის წარმატება თუ წარუმატებლობა. ამიტომ მათ მოტივაციას, ფიზიკური თუ გონებრივი რესურსის სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
წლების მანძილზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა კოლეგიურად ხდება. სამსახურის საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება ყველა თანამშრომელს აქვს. საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა და იდეების წარდგენა თითოეულ მათგანს შეუძლია.
სააგენტოს კორპორაციული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა შიდა აქტივობები, რომლებიც უკვე ტრადიციადაა ქცეული. სააგენტოს თანამშრომლები ამ ღონისძიებებს საკუთარი ხელფასიდან აფინანსებენ.
![]() |
![]() |
![]() |
|
რეესტრობა | რთველი | ფეხბურთი | |
![]() |
![]() |
![]() |
|
ჯომარდობა | რა? სად? როდის? | კალათბურთი | |
![]() |
8 მარტი |