ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

       

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წევრებს, მუნიციპელიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს  რეფორმის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს   სოფლებისა და დაბების დამისამართების საკითხი.

სამუშაო შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთში  სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია ესწრებოდნენ.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 - 2024 წლებში საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ეტაპობრივად აზომავს და დაარეგისტრირებს.  მიწის სისტემური რეგისტრაცია გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და სრულიად უფასოა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://slr.napr.gov.ge/schedule?fbclid=IwAR2Bmn02ZG1bU-To88ia26tBlUK1ZQdx_ix3-7MNAZARMwt9XOk4DftY-oA