ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ყვარლის მუნიციპალიტეტის მთისძირისა და კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულებში შესრულებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ყვარლის მუნიციპალიტეტის მთისძირისა და კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულებში შესრულებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

6 იანვრიდან 6 თებერვლამდე მთისძირის და კუჭატნის ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს, საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge/publishing), ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, მთისძირისა და კუჭატნის გამგეობების შენობებში.

 იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, 2022 წლის 6 იანვრიდან 6 თებერვლამდე, 16:00 საათის ჩათვლით, გთხოვთ მოგვმართოთ წერილობითი განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.