ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე დამუშავებული მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადების საფუძველზე შედგენილი საკადასტრო რუკები საჯაროდ გამოქვეყნდა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს 2021 წლის 30 დეკემბრიდან 2022 წლის 29 იანვრის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.napr.gov.ge/publishing, ქარელის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kareli.gov.ge და სოფელ რუისში ქარელის მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში.

იმ შემთხვევაში, თუ საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს არ ეთანხმებით, 2021 წლის 30 დეკემბრიდან 2022 წლის 29 იანვრის 16:00 საათის ჩათვლით, გთხოვთ მოგვმართოთ განცხადებით ადგილზე, ან შეავსოთ ონლაინ განაცხადი მითითებული ბმულის საშუალებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტს ეტაპობრივად ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ახორციელებს, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში.

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთები კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად დარეგისტრირდება, კერძოდ:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დურნუკის, ჩხიკვთის, ასურეთის, ბორბალოს, ჯორჯიაშვილის, კოდის, მარაბდის, წინწყაროს, გოლთეთის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის ადმინისტრაციულ ერთეულში;
ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის, ურბნისის, ბრეთის და გიგანტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, შინდისის და ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალაქ საგარეჯოს, ნინოწმინდის, წყაროსთავის, გიორგიწმინდის, ყანდაურის, შიბლიანის, იორმუღანლოს, ლამბალოს, თულარის და დუზაგრამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას (საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება-ანალიზი, ნაკვეთების რეგისტრაცია) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით ასრულებს.

 

გადაწყვეტილება N508445