ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილებას საერთაშორისო ფორუმზე გაეცნენ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „The StrategEast State and IT Eurasian Forum“  განიხილეს.

პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსმა მარიამ ტურაშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით  „ბლოკჩეინი, როგორც კარგი მმართველობის ტექნოლოგია“. საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს სააგენტოს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების, განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა.

საჯარო რეესტრი  პირველი საჯარო უწყებაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში წარმატებით გამოიყენა.

ბლოკჩეინი ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც  გარდა იმისა, რომ სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს  ხდის,  მონაცემთა ბაზებს ფიზიკური განადგურებისგანაც იცავს.  

„The StrategEast State and IT Eurasian Forum“-ი  ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც  გლობალურ და ადგილობრივ IT კომპანიების,სხვადასხვა ქვეყნის  მთავრობების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და განვითარების სააგენტოების წარმომადგენლებს აერთიანებს.