ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ჩაილურისა და კაკაბეთის, ასევე საგარეჯოს რაიონის მიწების (კოდას) ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული საკადასტრო აღწერის შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ჩაილურისა და კაკაბეთის, ასევე საგარეჯოს რაიონის მიწების (კოდას) ადმინისტრაციულ ერთეულებში  ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

26 ოქტომბრიდან 26 ნოემბრამდე ჩაილურის მუნიციპალიტეტში და 3 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე კაკაბეთის მუნიციპალიტეტსა და საგარეჯოს რაიონის მიწების (კოდას) ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მაცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge/publishing), საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.sagarejo.gov.ge), ჩაილურისა და კაკაბეთის გამგეობების შენობებში და ქ. საგარეჯოს მერიის შენობაში (კოდა).

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2021 წლის 26 ოქტომბრიდან 26 ნოემბრამდე (ჩაილური) და 3 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე (კაკაბეთი და კოდა) 16:00 საათის ჩათვლის მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის #681 ბრძანებით განსაზღვრული სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.

პროექტით განსაზღვრული სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 19 აპრილს დაიწყო. ამ დროისთვის აგეგმვით/აზომვითი სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებულია და მიმდინარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, ჭიკაანის, კუჭატანისა და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში. საჯაროს გაცნობისთვის გამოქვეყნება დასრულებულია უჯარმის, კოჭბაანის, უდაბნოს, გომბორის, ხაშმისა და პატარძეულის ადმინისტრაციულ ერთეულებში და მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი. საკადასტრო აღწერის შედეგები საჯაროდ გაცნობისთვის ასევე გამოქვეყნებულია თოხლიაურისა და მანავის ადმინისტრაციული ერთეულებში და დასრულდება 13 ნოემბერს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებაანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ ახორციელებს.