ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის სივრცითი მონაცემების ინტეგრირებული სტრუქტურის მართვის გამოცდილება საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოსივრცითი მონაცემების ინტეგრირებული სტრუქტურის მართვის გამოცდილებას ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე გაეცნენ.

სააგენტოს წარმომადგენლები კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ და მონაწილეებს გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებული სტრუქტურის (IGIF) განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდეს. 

საერთაშორისო კონფერენცია ,,გეოსივრცითი ინფორმაცია ციფრული ტრანსფორმაციისთვის“ ყოველწლიურად იმართება. წელს კონფერენციის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დისტანციური ზონდირების ალტერნატიული მეთოდების და თანამედროვე ტექნოლოგიების, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს გეოსივრცით სფეროში.

IGIF გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიაა, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად  არის შემუშავებული დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურების (NSDI) განვითარების მხარდაჭერის მიზნით.