ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

ლაშა ლობჯანიძე 

ლაშა ლობჯანიძე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2021 წლის 6 სექტემბრიდან დაინიშნა.

მან 2016 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა და ექიმის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ხოლო 2018 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო მმართველობის მაგისტრი გახდა, ამავე წლიდან დღემდე კი ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტია სოციალური მეცნიერების მიმართულებით.

2019 წლიდან 2021 წლამდე იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

იგი 2017 წლიდან აქტიურ აკადემიურ საქმიანობას ეწევა და რამდენიმე უნივერსიტეტში ლექციების კურსს უძღვებოდა, ხოლო 2021 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლის აკადემიური ასისტენტია.

ლაშა ლობჯანიძეს საჯარო და არასამთვარობო ორგანიზაციებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობისა და საერთაშორისო თუ ეროვნული პროექტების მართვის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო სექტორში სხვადასხვა სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების კოორდინირებასაც მოიცავს, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე სამთავრობო პროგრამისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესში, სხვადასხვა საჯარო უწყებასთან თანამშრომლობით.