ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი

 ლაშა ექიზაშვილი

ლაშა ექიზაშვილი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე  2021 წლის 20 აგვისტოდან დაინიშნა. 2021 წლის პირველი იანვრიდან ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

მან 1997 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი, 2002 წელს კი - იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და იურისტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

2000 – 2004 წლებში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა.

2005 წლიდან ლაშა ექიზაშვილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2007 – 2009 წლებში იგი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, 2010 - 2012 წლებში - თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განყოფილების უფროსი, 2014 წლის თებერვლიდან 2016 წლის თებერვლამდე - ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, 2016 წლის თებერვლიდან 2019 წლის იანვრამდე - პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის სამუშაო კომპონენტის ხელმძღვანელი. ამ თანამდებობის ფარგლებში, ლაშა ექიზაშვილი აქტიურად იყო ჩართული სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და „Lantmäteriet“-ის ერთობლივი პროექტის - „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ - საქმიანობაში.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.