ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
სამეურნეო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

გიორგი სუთიძე

გიორგი სუთიძე 2021 წლის 2 აგვისტოდან სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეურნეო სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს.

მან 2013 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. 2013 - 2016 წლებში ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. ასევე გავლილი აქვს პროექტების მართვის სასწავლო კურსი.

გიორგი სუთიძის სამუშაო გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში საქმიანობას მოიცავს. იგი სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ საცალო გაყიდვების მენეჯერად, სარეკლამო კომპანია „Betterfly“-ის ლუდსახარში „ნატახტარის“ პროექტის მენეჯერად მუშაობდა. 2016 წლის ივლისიდან სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურში მუშაობა დაიწყო, 2019 წლის აპრილიდან კი სამეურნეო სამსახურში მუშაობს.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.