ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის სათავო ოფისმა საუკეთესო საზოგადოებრივი შენობის ნომინაციაში გაიმარჯვა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათავო ოფისმა საუკეთესო რეალიზებული საზოგადებრივი შენობის ნომინაციაში გაიმარჯვა.საერთაშორისო კონკურსზე „არქიტექტურული პრემია 2021-ზე“ სათავო ოფისი დასახელებულ ნომინანტებს შორის ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და დახვეწილი დიზაინის მქონე არქიტექტურულ პროექტად დასახელდა. საერთაშორისო ღონისძიებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი ესწრებოდა.
 
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს სათავო ოფისის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და 2020 წლის 15 აგვისტოს დასრულდა. შენობის არქიტექტურული სამუშაოები კომპანია „MHD Group- მა “ შეასრულა. ოფისის კეთილმოწყობილი სამუშაო სივრცე მორგებულია როგორც თანამშრომლების, ისე მოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებს. შენობა ხელმისაწვდომია შშმ პირებისათვის – აღჭურვილია პანდუსით და ეტლით მოსარგებლეთა ლიფტით.
 
 
საჯარო რეესტრის შენობა პირველი საჯარო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც თანამშრომელთა შვილებისათვის საბავშვო ბაღი იმუშავებს. ეს ინოვაცია თანამშრომლებს დროის ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება და ორგანიზაციულ კლიმატსაც გააუმჯობესებს.