ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
გეოსივრცით მონაცემებზე სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შეფასებების (SEIA) საკითხები ონლაინ სემინარზე განიხილეს
გეოსივრცით მონაცემებზე სოციალურ-ეკონომიკურიგავლენის შეფასების (SEIA)  მნიშვნელოვანი საკითხები ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს მხარდაჭერით ჩატარებულ ონლაინ სემინარზე განიხილეს. სამუშაო შეხვედრას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოსივრცითი მონაცემების მიმართულებით მომუშავე თანამშრომლები, გეოგრაფიული მონაცემების მწარმოებელი  სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები  და საერთაშორისო კონსულტანტები ესწრებოდნენ.
 
 
სემინარზე  საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებს მოწინავე ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით,გეოსივრცითი მონაცემების სოციალურ-ეკონომიკური სარგებლისა და გავლენის შეფასების პრინციპები,მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება გააცნეს.  გარდა ამისა,  სემინარში ჩართულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ  გაიარონ ონლაინ კურსი, რომელიც  სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ბიზნეს დასაბუთებების(ბიზნეს ქეისების)  სარგებლის შეფასების საკითხებს მოიცავს.
 
საქართველოში, როგორც გეოსივრცითი  მიმართულებით მწირი გამოცდილების მქონე ქვეყანაში, სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის სწორად შეფასება მნიშვნელოვანია სივრცითი მონაცემების, ასევე ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სერვისების წარმოების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებში ინვესტიციების გაზრდისთვის. მსგავსი ტიპის შეხვედრები დასაერთაშორისო ექსპერტებისგან მიღებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს აღნიშნულ საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდას და პროცესების ხარისხიანად წარმართვას.