ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) კონფერენციაში მონაწილეობდა
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA)  მიერ ორგანიზებულ  კონფერენციაში მონაწილეობდა. თავმჯდომარე ღონისძიებაზე  მისასალმებელი სიტყვით წარსდგა და  მონაწილეებს მოკლედ გააცნო  პანდემიის პირობებში ბიზნესის რეგისტრაციების პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევები და მის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები. მან ასევე ისაუბრა საკანონმდებლო სიახლეზე - „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაშია და  ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და მეწარმეობის განვითარებას.
 
კონფერენციაზე, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდა,  მონაწილეებმა ბიზნესის რეესტრებთან დაკავშირებული შესაძლებლობები, კოვიდ-19-ით გამოწვეული შედეგები, ევროკომისიის სიახლეები, ბიზნესის რეესტრის ინოვაციები და სხვა საინტერესო საკითხები განიხილეს.
 
ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენცია ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის ქვეყნების ბიზნესის რეესტრების გამოცდილების გაზიარებას, აქტუალური საკითხების განხილვას და ინოვაციების გაცნობას. ასოციაცია ევროპის მასშტაბით 30–ზე მეტ ბიზნესის რეესტრს აერთიანებს.