ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრი გაეროს მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის სესიაში მონაწილეობდა

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე  ნათია ჩირიკაშვილი  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის (UNECE WPLA) მიერ ორგანიზებულ   საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობდა.


წლევანდელ,  რიგით XII სესიაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, მონაწილეებმა  ჯგუფის ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს და მიწის ადმინისტრირების გასაუმჯობესებლად   საქმიანობის მომავალი მიმართულებები  განიხილეს.  ონლაინ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს  პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებზე და სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფთან (UNECE WPLA) დაარსების დღიდან თანამშრომლობს. სამუშაო ჯგუფის სესია მაღალი რანგის  საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის ქვეყნებს შორის მიწის ადმინისტრირებას , მის მართვასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების, პრაქტიკის გაზიარებას, ექსპერტული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლას.
 
სესიაში 60-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტი და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის გაეროს სისტემის ორგანიზაციები – გაეროს დასახლებათა პროგრამა (UN-Habitat) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).