ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
OECD-ის რეკომენდაციით, წარმატებულ ქართულ რეფორმებს ყირგიზეთის მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციების წარმატებულ მოდელს, თურქმენეთის შემდეგ, ამჯერად ყირგიზეთის მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ.
 
 
საქართველოს გამოცდილების სხვა ქვეყნებისათვის გაზიარების რეკომენდაცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD) ეკუთვნის, რაც ქართული რეფორმების საერთაშორისო წარმატების კიდევ ერთი დადასტურებაა.
 
OECD–ის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე საჯარო რეესტრში ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურები და საქართველოს, როგორც „ერთი ფანჯრის“ სისტემის საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნის გამოცდილება განიხილეს. საუბარი შეეხო საჯარო რეესტრის იმ რეფორმებს, რომელთა განხორციელების შედეგადაც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზეა. პრეზენტაციაში საჯარო რეესტრის მიერ დანერგილ ბიზნესის რეგისტრაციის ელექტრონულ სერვისებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. დისტანციური მომსახურებით ბიზნესსუბიექტებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდათ საქმიანობა, დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, გაიზარდა დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხი და ადმინისტრაციული რესურსების ეფექტიან გამოყენებას შეეწყო ხელი.
 
ვებინარი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით ჩატარდა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ შუა აზიაში ბიზნესისა და ინვესტირებისთვის გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ხუთი ქვეყნისთვის: ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეტი, ყირგიზეთი, თურქმენეთი ის პრიორიტეტული სფეროები განსაზღვრა, სადაც რეფორმებია განსახორციელებელი. საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნად კი, OECD ანგარიშის თანახმად, საქართველო არის მიჩნეული.