ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
მილიონზე მეტი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი - მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგებს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები გაეცნენ
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.
 
გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრაზე ნათია ჩირიკაშვილმა საჯარო რეესტრის წარმატებულ  რეფორმებზე ისაუბრა და  USAID-ის პროგრამის წარმომადგენლებს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა და მიღწევები გააცნო. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში გამარტივებული და ხელმისაწვდომი სარეგისტრაციო პროცედურებით, როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის წესით, ჯამში მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა.  ნათია ჩირიკაშვილმა მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
 
შეხვედრის დასასრულს, საერთაშორისო ორგანიზაციის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის მხარდასაჭერად საჯარო რეესტრთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობაზე იმსჯელეს.