ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა
 
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისრაციულ ერთეულებში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა. 23 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩიხარეშის ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაოების შედეგებსსარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილი ნაკვეთების შესახებ ინფორმაციასა და საკადასტრო რუკებს  გაეცნონ.
 
ამ ეტაპზე საველე-საკადასტრო სამუშაოები დასრულებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მთლიანობაში 1500–ზე მეტი მიწის ნაკვეთი იქნა აზომილი.
 
რუკების სანახავად იხ. ბმულები: 

ჟახუნდერის ადმინისტრაციული ერთეულის რუკები: https://drive.google.com/drive/folders/1c_N1bg2StFTyDoT5-Rhq52Et2qlnADNg?usp=sharing

ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულის რუკები: https://drive.google.com/drive/folders/1dwtVThnvo5AwnlT4UrHr-Aw02B8bSW2Y?usp=sharing  

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2020 წლის 23 ოქტომბრიდან 21 ნოემბრის 16:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე:
  • ჩიხარეშის ადმინისტრაციული შენობა

ან ეწვიოთ ბმულს : https://napr.gov.ge/publishing

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება. 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის საჯარო გამოცხადების კოორდინატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405
 
შეგახსენებთ , რომ კენტეხის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ ოთხი მუნიციპალიტეტიდან, რომელიც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის N562 ბრძანებით განისაზღვრა.
 
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება ბრძანებით განსაზღვრულ
გეოგრაფიულ არეალებზე:
 
ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები;
გ) ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები;
დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთა.