ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
სოფელ ჩიხარეშში მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე საკადასტრო სამუშაოებს საჯარო რეესტრი 8 ოქტომბრიდან განაახლებს
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩიხარეშის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკადასტრო–აზომვით სამუშაოებს აახლებს.  8 ოქტომბრიდან საჯარო რეესტრის საველე ჯგუფები მესაკუთრეების ჩართულობით, სრულად აღწერენ  არეალზე დარჩენილ აუზომავ მიწის ნაკვეთებს, მონაცემების გადამოწმების მოთხოვნის შემთხვევაში,  რიგი ნაკვეთების განმეორებითი საკადასტრო აზომვას/აგეგმვა განხორციელდება.
 
მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი სოფელ ჩიხარეშში 13 ივლისიდან მიმდინარეობს. პროექტის საწყის ეტაპზე, პირველადი მონაცემები მიწის ნაკვეთების, უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და უფლებამოსილი პირების შესახებ ჩიხარეშის საჯაროსკოლაში, საჯაროდ გამოქვეყნდა, სადაც მოსახლეობას შეეძლო  რუკებსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციას გაცნობოდნენ, ჩაებარებინათ ხელთარსებული დოკუმენტები და შეევსოთ განაცხადები;  ასევე, ადგილზე მიეღოთ  სარეგისტრაციო საკითხებზე სამართლებრივი  კონსულტაცია.
 
შემდგომ ეტაპზე,  საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა ჩიხარეშის ადმინისტრაციულ ერთეულში პირველადი საველე-საკადასტრო სამუშაოები განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც  392 მიწის ნაკვეთი აიზომა და სამართლებრივად დამუშავდა.
 
მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი  სოფელ ჩიხარეშის გარდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში - ჟახუნდერში მიმდინარეობს , სადაც უკვე სრულად დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული საკადასტრო სამუშაოები.
 
მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წელს დაიწყო და წარმატებით ხორციელდება. 4 წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, დაახლოებით, იმავე ოდენობის მიწის ფართობი დარეგისტრირდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან რეფორმის დაწყებამდე, ანუ 25-წლიან პერიოდში. მესაკუთრეების უფლებების დაცვასთან ერთად, რეფორმის მიზანია საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს და ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად დაიფაროს.
რეფორმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის №562 ბრძანების საფუძველზე სისტემური რეგისტრაციის განსახორციელებლად 7 მაღალმთიანი გეოგრაფიული არეალია შერჩეული, სადაც, საბიუჯეტო სახსრებით, მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს:
·         ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები;
·         ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები
·         ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები
·         ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება.