ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე-საკადასტრო სამუშაოები დასრულებულია

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ჯგუფებმა ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მიწის ნაკვეთები სრულად აღწერეს. მთლიანობაში ჟახუნდერში 929 , ხოლო ჩიხარეშში 392 მიწის ნაკვეთი აიზომა.

აზომილი ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია და საკადასტრო რუკები სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის შენობაში ასევე, ელექტრონულად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (www.napr.gov.ge) ვებგვერდზე 1 თვის ვადით საჯაროდ გამოქვეყნდება.უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების და აზომვითი ნახაზის შესაბამისად, საჯარო რეესტრი მიწის ნაკვეთებს დაარეგისტრირებს და ამონაწერებს გასცემს.

მესაკუთრეების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წელს დაიწყო და წარმატებით ხორციელდება. 4 წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, დაახლოებით, იმავე ოდენობის მიწის ფართობი დარეგისტრირდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან რეფორმის დაწყებამდე, ანუ 25-წლიან პერიოდში. რეფორმის მიზანია საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს და ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად დაიფაროს.

იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის №562 ბრძანების საფუძველზე სისტემური რეგისტრაციის განსახორციელებლად 7 მაღალმთიანი გეოგრაფიული არეალია შერჩეული, სადაც, საბიუჯეტო სახსრებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი წლის ბოლომდე განხორციელდება.


• ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები;
• ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები
• ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები
• ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება.