ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
მიიღე საჯარო რეესტრის მომსახურება წინასწარი დაჯავშნის გზით

საგანგებო მდგომარეობის პირობებში,  იუსტიციის სახლები,
 საზოგადოებრივი ცენტრები და საჯარო რეესტრის ფილიალები ახალი პრინციპით იმუშავებენ:
 
დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და  დროს  შეძლებს, თუკი ვიზიტს  my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის.
სერვისების ფილიალებში მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა, რის შედეგადაც, მოქალაქეებისთვის გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა,  ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების , ასევე  საჯარო რეესტრის ყველა ფილიალი.
 
 
როგორ უნდა ისარგებლოთ დაჯავშნის სერვისი:
 
მომსახრების მისაღებად პორტალზე my.gov.ge კალენდარში უნდა დაჯავშნოთ ფილიალში ვიზიტის  თარიღი, რის შემდეგაც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებთ და მითითებულ დროსა და ადგილზე განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში ფიზიკურად მისვლას შეძლებთ.
 
მზა დოკუმენტის გასატანად ფილიალში განმეორებით მისვლა  აღარ დაგჭირდებათ, მზა დოკუმენტს ფოსტით მიიღებთ.

გთხოვთ გაითვალისწნოთ:
  • ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება  მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge,  სადაც თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული ჯავშნის კალენდარი;
  • დაჯავშნის შემდეგ მითითებულ ტელეფონის ნომერზე   მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებთ, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი  და დრო; ასევე, მომსახურების  ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მისაღებად უნდა წარადგინოთ;
  • წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივ ცენტრისა თუ საჯარო რეესტრის ფილიალის შენობაში ვერ მოხვდებით;
  • ფილიალში მისვლისას  უნდა  გეკეთოთ პირბადე; პირბადის გარეშეც შენობაში არ დაიშვებით;
  • ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და თანმხლები პირები;
  • მზა დოკუმენტის გასატანად არ დაგჭირდებათ ხელახალი ვიზიტი.  მზა დოკუმენტ  ფოსტის საშუალებით მიიღებთ;
  • იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები და საჯარო რეესტრის ფილილები დაჯავშნილ ვიზიტებს მიიღებენ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე;
  • სერვისის დაჯავშნას  ქოლცენტრის საშუალებით ან ადგილზე მისვლით ვერ შეძლებთ.  ვიზიტის დასაჯავშნად  უნდა გამოიყენოთ ვებგვერდი – my.gov.ge 


იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები და საჯარო რეესტრის ფილი
ლები აღნიშნული  ფორმატით მომსახურებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამდე გააგრძელებენ.

ახალი მოდელით არ გაიხსნება მხოლოდ საკარანტინო ზონაში მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალები და  საზოგადოებრივი ცენტრები. ეს ფილიალებია:  ბოლნისის და მარნეულის იუსტიციის სახლები, ასევე, კოდის, მანგლისის, თეთრიწყაროს, კაზრეთის, სადახლოს და კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრები.