ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრს მონაცემთა შესანახი ახალი სისტემა აქვს
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური, ე.წ.  "ენტერპრაიზ კლასის"   ობიექტურ მონაცემთა  შესანახი სისტემა  აქვს.
.
დაცული, მაღალი მდგრადობის მქონე და სწრაფად აღდგენადი მონაცემთა ახალი სისტემა საჯარო რეესტრის მთელი რიგი სერვისების უწყვეტ მიწოდებას და ხარისხიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. თანამედროვე მულტიკომპლექსური პლატფორმის საშუალებით კიდევ უფრო იზრდება  საჯარო რეესტრის ისეთი სერვისების ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება და ხარისხი,  როგორებიცაა: უძრავი ქონების რეგისტრაცია, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაცია, ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაცია და სხვ.
 
"საჯარო რეესტრისთვის ოპტიმალური სისტემის  შერჩევა-ტესტირებისთვის, სწორი არქიტექტურის განსაზღვრისთვის, ხოლო შემდგომ ეტაპზე კი მისი იმპლემენტაციისა და ძველი სისტემიდან ახალ სისტემაზე გადასვლისთვის დაახლოებით სამი-ოთხი თვე ვმუშაობდით" – აღნიშნა საჯარო რეესტრის IT ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაკაშვილმა.  მისი თქმით, ახალი სისტემის დანერგვამ შესაძლებელი გახადა  მნიშვნელოვნად გაზრდილიყო საჯარო რეესტრის  როგორც სისტემის სტაბილურობა და გამტარუნარიანობა, ისე - საერთო მოცულობა".
 
მონაცემთა  შესანახი  ახალი სისტემა (ECS) საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში რეგიონის მასშტაბით მოწინავე კომპანია "იუჯითი"-ისთან (UGT) და საერთაშორისო მწარმოებელ  “DELL EMC"-სთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად დანერგა.