ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს ახალ დისტანციურ სერვისებს სთავაზობს
დღეიდან მოქალაქის პორტალზე My.gov.ge მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად სააგენტოს კიდევ უფრო მეტი მომსახურება მიიღონ.
 
უძრავ ნივთზე იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მომხმარებლებს დისტანციურად სამი სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ: უძრავ ნივთზე იპოთეკის წარმოშობის, იპოთეკის ცვლილების ან იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია.
სერვისი ავტორიზებული მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი და საჭიროებს ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას. მომსახურების მისაღებად ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა მოქალაქის პორტალზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
 
ასევე ონლაინვეა ხელმისაწვდომი ინფორმაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან, მოხმარებლებს შეუძლიათ დისტანციურად მოითხოვონ ცნობა დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, არქივებში დაცული დოკუმენტების ასლების მომზადება და სხვ. მომსახურების მიღება არ საჭიროებს ელექტრონულ კვალიფიციურ ხელმოწერას.
 
დისტანციური სერვისების ჩამონათვალს გირავნობა/ლიზინგის რეესტრიდან მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ამონაწერის მომზადება და ამავე რეესტრში განცხადების ძებნის ფუნქციებიც დაემატა.
 
ამ ეტაპზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო მომხმარებლებს ათეულობით დისტანციურ სერვისს სთვაზობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს დარჩნენ სახლებში და მიიღონ მომსახურება დისტანციურად. ონლაინ სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://napr.gov.ge/p/1911