ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრმა მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კონფერენციაში  "მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა საჯარო რეესტრში დაცულ იმ მონაცემებზე ისაუბრა, რომელთა მიხედვითაც მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებული მიღწევები შეიძლება შეფასდეს. 

მან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრი ისეთ ძირითად რეესტრებს აწარმოებს, როგორიცაა უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრი, ბიზნესის რეესტრი, მისამართების რეესტრი, მუნიციპალიტეტების რეესტრი, აგრეთვე პასუხისმგებელია კადასტრზე და სხვა ძირითად, საბაზისო გეოსივრცით მონაცემებზე და კოორდინაციას უწევს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების პროცესს. 

„მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში: მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინდიკატორების მნიშვნელობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისთვის ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე - მდგრადი საცხოვრისი, ურბანული განვითარება და მიწის მართვა“ კონფერენციაში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, გაეროს  ადამიანთა დასახლებების პროგრამა (UN HABITAT), და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“.