ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ბლოკჩეინში უკვე 2 მილიონზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში 2 მილიონზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი. ნებისმიერ უძრავ ქონებაზე მომზადებული ამონაწერის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან ავტომატურად იგზავნება ბლოკჩეინის სისტემაში, საიდანაც მონაცემების  წაშლა,  შეცვლა,  გადაწერა თუ სხვა უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. 

ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგია საჯარო სერვისებში მსოფლიოში პირველად სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  გამოიყენა. პროექტი რეალურ რეჟიმში 2017 წლის 20 თებერვლიდან მოქმედებს  და მისით დაინტერესება დღემდე  არაერთმა საერთაშორისო მედიასაშუალებამ და უცხო ქვეყნის დელეგაციამ  გამოხატა.    

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები ბლოკჩეინში ინტეგრირებით  კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.

 

 

More than 2 million extracts from the registry are stored in Blockchain 

Information about more that 2 million extracts from the National Agency of Public Registry is sent and stored to global Blockchain network. For each real estate related transaction, extract is issued and the unique hash-code is generated at National Agency of Public Registry and stored to Blockchain system. Using Blockchain means that it is impossible to erase, alter, delete or illegally use the data.

National Agency of Public Registry is the first governmental organization that started using this innovative technology in public services. The project  started in February, 2017 and it is the subject of the interest of numerous international organizations, delegations and prominent international media.

By integrating Blockchain technology, National Agency of Public Registry provide more secure, accessible and transparent services.