ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
“მომავლის ბლოკჩეინის სამიტზე” საჯარო რეესტრის გამოცდილება განიხილეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება დუბაიში გამართულ "მომავლის ბლოკჩეინის სამიტზე"  განიხილეს. 

საერთაშორისო სამიტზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია წარმოადგენდა, რომელიც ღონისძიებას სპეციალური მოწვევით ესწრებოდა.  მან ექსპერტებთან ერთად საპანელო დისკუსიაში მსოფლიოს მასშტაბით არსებული იმ ბლოკჩეინის პროექტების განხილვაში მიიღო მონაწილეობა,   რომლებიც უძრავი უძრავი ქონების ბაზარს ძირეულად ცვლიან.  ელენე გრიგოლიამ  საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება განიხილა და პროექტის მიმდინარეობისა და გეგმების შესახებ დეტალურად ისაუბრა. 

საქართველო  მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში  ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა.  ბლოკჩეინში ინტეგრირება  უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციებს კიდევ უფრო მეტად დაცულს, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს და გამჭვირვალეს ხდის.  დღეის მდგომარეობით,    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში 2 მილიონი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა  გაგზავნილი. 

"Future Blockchain Summit 2019" 2-3 აპრილს, დუბაიში გაიმართა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  ათასობით  მონაწილე ესწრებოდა.  ღონისძიებაზე  მოხსენებებით ბლოკჩეინის ეკოსისტემის  120-ზე მეტი სპიკერი წარსდგა, რომლებმაც  ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში გამოყენების გამოცდილებასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.  ღონისძიების ფარგლებში,  ბლოქჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და დუბაის მიწის მართვის დეპარტამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა დაიგეგმა.