ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის რეგიონული ფილიალები ვებკამერებით აღიჭურვა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ფილიალები შშმ პირების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ვებკამერებით აღიჭურვა. ვებკამერების საშუალებით განხორციელდება  შშმ პირების მონაწილეობით გარიგებებზე ხელმოწერის დამოწმების  მიმდინარეობის სრული ვიდეოჩაწერა.  

ამ მიზნით ვებკამერები  საჯარო რეესტრის 35-ივე რეგიონულ ფილიალში განთავსდა. შედეგად შშმ პირებს გარიგებაზე ხელმოწერის დასამოწმებლად ნოტარიუსთან სტუმრობა აღარ მოუწევთ და ისინი ამ მომსახურებას საჯარო რეესტრის რეგიონულ ფილიალებშიც მიიღებენ. 

აღნიშნულ უფლებამოსილებას საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის  23-ე მუხლში  შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში 1 თებერვალს შევიდა. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვიდეოჩანაწერებს შეინახავს და დააარქივებს.