ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა

წარმატებული რეფორმებისა და დონორ ორგანიზაციებთან ეფექტური თანამშრომლობის შედეგად საჯარო რეესტრის სააგენტო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანდა, დაიწყო ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესი.  

ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სხვა სახელმწიფოებისთვის თავად არის მაგალითი და მისი პრაქტიკის გასაცნობად საქართველოში უამრავი დელეგაცია ჩამოდის.  

საჯარო რეესტრის სააგენტო სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია:

 

სააგენტო დაარსების დღიდან თანამშრომლობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფთან (UNECE WPLA) და არის ამ ჯგუფის ბიუროს წევრი. მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს მიწის (უძრავი ქონების) ადმინისტრირებას გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მფლობელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, უძრავი ქონების ბაზრის დაფუძნებით, ხოლო განვითარებულ სახელმწიფოებში მიწის რეგისტრაციის სისტემის მოდერნიზაციით. ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონში თანამედროვე მიწის ადმინისტრირების სისტემის თანადგომით, რაც თავის მხრივ პრივატიზაციასა  და ეფექტური უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. 

  

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2010 წლის 1 ივნისიდან გახდა „Eurogeographics“-ის წევრი. “ევროგეოგრაფიკსში” გაერთიანებულია 46 ქვეყნის  კატროგრაფიისა და კადასტრის 63 ეროვნული  სააგენტო. მისი მიზანია ევროპაში სივრცობრივი მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, ევროპის ქვეყნების კარტოგრაფიისა და კადასტრის სააგენტოებს შორის კომუნიკაციის ორგანიზება, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე ბიზნესის სფეროში მაქსიმალური სარგებლობის უზრუნველყოფა ასოციაციის წევრებს შორის პირდაპირი კონტაქტების მეშვეობით გამოცდილების გაზიარებითა და ექსპერტული რჩევებით. იგი უზრუნველყოფს ეროვნული მიწისა და გეოგრაფიული ინფორმაციის ფუნქციურად თავსებადი საფუძვლების შექმნას.  

სააგენტო 2012 წელს გახდა საერთაშორისო ორგანიზაცია EUPOS-ის (ადგილმდებარეობის განსაზღვრის ევროპული სისტემის) ასოცირებული წევრი. ორგანიზაციის მიზანია უნიფიცირებული, დიფერენცირებული გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემის (DGNSS) ინფრასტრუქტურათა ჩამოყალიბება ევროპის ქვეყნებში. EUPOS-ში გაერთიანებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 19 ქვეყანა. მათი თანამშრომლობის შედეგად  მიღებული ერთიანი, მრავალფუნქციური DGNSS სარეფერენციო სადგურების ქსელის ტექნიკური შესაძლებლობები გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემების მიზნების ეფექტურად და მოთხოვნების შესაბამისად შესრულების საშუალებას იძლევა და, შესაბამისად, უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის მქონე, სანდო მონაცემების მიწოდებას.  

 

 

ევროპის ბიზნესის რეესტრების ასოციაცია (EBRA) შეიქმნა 2019 წლის 16 აპრილს, ევროპის კომერციული რეესტრების ფორუმის (ECRF) და ევროპის ბიზნესის რეესტრის (EBR) შერწყმის შედეგად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ECRF-ის წევრი იყო 2012 წლიდან. ამჟამად, ასოციაცია აერთიანებს 30–ზე მეტ რეესტრს ევროპის მასშტაბით.
EBRA-ს მიზანია ევროპის ქვეყნების ბიზნესის რეესტრების გამოცდილების გაზიარება, საერთო საკითხების განხილვა, საერთო გადაწყვეტილებებზე მუშაობა, კონსულტაცია ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებზე, სამუშაო ჯგუფების მოწვევა კონკრეტულ საკითხებზე, ბიზნესის რეესტრების თავსებადობის ხელშეწყობა. მისი მეშვეობით შესაძლებელია ევროპის მასშტაბით მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის მიღება, ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ბიზნესის რეესტრების სიახლეებისა და ძირითადი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობას.