ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
რეიტინგები და მიღწევები

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულმა  რეფორმებმა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვამ, პროცედურების გამარტივებამ, მომსახურების ვადების შემცირებამ, ელექტრონულ  მმართველობაზე  გადასვლამ და ახლებურმა მიდგომამ  ქვეყანას საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვანი წინსვლა მოუტანა, სააგენტო კი არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევა „ბიზნესის წარმოება“ (Doing Business )

Doing Business მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტია, რომელიც ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს. მათ შორისაა: ბიზნესის დაწყება, სამშენებლო ნებართვების აღება, ელექტროენერგიის მიღება, საკუთრების რეგისტრაცია, კრედიტის აღება, ინვესტორთა დაცვა, გადასახადები, საერთაშორისო ვაჭრობა, კომერციული დავების მოგვარება და გაკოტრების პროცედურები. ამ კრიტერიუმებით მიღებული  შეფასება კი ქვეყნის ჯამურ რეიტინგს განსაზღვრავს.

 

ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველომ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის- “Doing Business 2019” მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის,  ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით, საქართველო დაწინაურდა და მეოთხედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ქონების რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით კი, ქვეყანა სტაბილურად ინარჩუნებს მე-4 ადგილს.

აღნიშნულ მსოფლიო რეიტინგში, ბიზნესის რეგისტრაციის სფეროს შეფასების კრიტერიუმები სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობას, რეგისტრაციისათვის საჭირო დროს, ხარჯებს და მინიმალურ საწესდებო კაპიტალს მოიცავს. 

საჯარო რეესტრში განხორციელებულმა რეფორმებმა რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტი მოიცვა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა უწევს მხოლოდ ერთ ოპერატორთან; ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია რამდენიმე საათშია შესაძლებელი; რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. 

 

კონკურსები IT ტექნოლოგიების მიმართულებით

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეფექტური მუშაობა IT ტექნოლოგიების მიმართულებით უკვე მრავალი წელია სხვადასხვა ჯილდოთი დასტურდება. ეს გამარჯვებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სააგენტო განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა.

 

ჯილდო სოციალურ პროექტებში მონაწილეობისთვის

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული უწყებისთვის,  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. სააგენტო მუდმივად ცდილობს ქართული საზოგადოების ცხოვრებაში თავისი წვლილის შეტანას. სააგენტოს  სოციალურ პროექტებში მონაწილეობისთვის  რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული.

 სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად

„საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე  ფონდის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის სპეციალური ჯილდო იუსტიციის სამინისტრომ მიიღო; ხოლო საქვეუწყებო ორგანიზაციებს შორის, ფონდში ყოველთვიურად განხორციელებული დონაციის მაღალი მოცულობისთვის, სოლიდარობის ჯილდო და მადლობის სერტიფიკატი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს გადაეცა.

 

ჯილდო „ყველაზე ორგანიზებული და მოტივირებული უწყება“

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ საქველმოქმედო ღონისძიებას - “ფრთები სიცოცხლისთვის - მსოფლიო რბენა“ (Wings for Life World Run) შეუერთდა

 

ჯილდო "ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი მსოფლიოში"

მასშტაბური სპორტული რბენის პრიზი "ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი მსოფლიოში" - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. 2015 წელს საქველმოქმედო ღონისძიებას სააგენტო მსოფლიოში  ყველაზე მეტი მონაწილით შეუერთდა. მარათონში 501 რეესტრელი ჩაერთო, რაც 35 ქვეყნის 2612  გუნდს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.