ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრს შვედი ექსპერტების დელეგაცია სტუმრობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამუშაო ვიზიტით შვედი ექსპერტების დელეგაცია სტუმრობს.

შვედი ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად  საჯარო რეესტრში ინფორმაციისა და დოკუმენტის დამუშავების არსებულ პრაქტიკას გაანალიზებენ და მიწისა და უძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ.

ვიზიტი პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელიც საჯარო რეესტრისა და შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmäteriet) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს(Sida) დაფინანსებით ხორციელდება.

„მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ პროექტი   საჯარო რეესტრის დახმარებას ითვალისწინებს პრიორიტეტული საქმიანობების განხორციელებაში, როგორიცაა: მიწისა და უძრავი ქონების მართვის გაუმჯობესება, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნა, გეოდეზიის, კარტოგრაფიის და დამისამართების სისტემის განვითარება, ინფორმაციის და სტატისტიკური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესება, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სხვა.

შვედი ექსპერტების სამუშაო ვიზიტი 3 თებერვალს დასრულდება.