საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმატებულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც რეფორმების გატარების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ. ამ წლების განმავლობაში, მათი მხარდაჭერით, სააგენტოში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.