სტრატეგიული გეგმა
განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად და ორგანიზებულად განხორციელების აუციელებელი წინაპირობაა. ამიტომ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ცვალებადი სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური გარემოს გათვალისწინებით შეიმუშავა 3-წლიანი სტრატეგიული გეგმა, როგორც სისტემის შემდგომი განვითარების ორიენტირი და სახელმძღვანელო დოკუმენტი ოპტიმალური მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად.
სტრატეგიულ გეგემას ეფუძნება სამოქმედო გეგმები, რომლებიც წარმოადგენენ მოკლევადიან და დეტალურ სახელმძღვანელო დოკუმენტებს.
საქმიანობის სტრატეგია 2019-2020
საქართველოს სოციალურ -ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020