ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
რეფორმა

რეფორმების დაგეგმვის, გატარების  თუ სხვადასხვა  პროექტის განხორციელების დროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუნდის მთავარი მიზანი მოქალაქეზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება იყო. უწყების განვითარების სტრატეგიასა და ორიენტირს თავიდანვე მოქალაქის სარგებელი და კომფორტი წარმოადგენდა. ყველა ნაბიჯი სწორედ ამ ორიენტირის გარშემო დაიგეგმა და განხორციელდა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისი შექმნის შემდგომ განხორციელებული რეფორმები მოქალაქის კმაყოფილებაზე პირდაპირ აისახა. თუმცა, სააგენტო აგრძელებს ჯერ კიდევ დარჩენილი გამოწვევების დასაძლევად აქტიურ მუშაობას და  მომხმარებელზე ორიენტირებულ განვითარების კურსს. სამომავლოდ დაგეგმილი ყველა პროექტი და ცვლილებაც სწორედ მოქალაქის ინტერესების გამტარებელი იქნება. 

მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო და ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეფორმები 4 მიმართულებით გატარდა: საკანონმდებლო, ინსტიტუციური, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური. მათი წარმატება სწორედ ამ კომპლექსური მიდგომით იყო განპირობებული. 

 

საკანონმდებლო რეფორმა

ინსტიტუციური რეფორმა 

ადმინისტრაციული რეფორმა 

ტექნოლოგიური რეფორმა