ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
ფილიალის პირველადი რეგისტრაცია

საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალი რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) საქართველოში დაარსების შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:

  1. დაინტერესებული პირის განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  2. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი);
  3. უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტის, რეგისტრირებული მონაცემებისა და მისი ხელმძღვანელის ვინაობის დამდგენი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული დოკუმენტი;
  4. უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით ფილიალის დაფუძნებაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელის/წარმომადგენლის მონაცემების დამდგენი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული დოკუმენტი;
  5. ფილიალის დაფუძნების შესახებ უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის უფლებამოსილი პირის/ორგანოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული გადაწყვეტილება, რომელშიც უნდა მიეთითოს:
  • ფილიალის დასახელება;
  • ფილიალის იურიდიული მისამართი (აგრეთვე შესაძლებელია მიეთითოს ფილიალის ფაქტობრივი მისამართიც);
  • ფილიალის ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ფილიალის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოილი პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი);

(ფილიალის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოილი პირის დანიშვნის ალტერნატიულ დოკუმენტად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას მინდობილობა პირისათვის ფილიალის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ)

  1. უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი;
  2. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ ნების გამომხატველი დოკუმენტი;
  3. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმეტი (1 სამუშაოდღისვადაში – 100 ლარი, განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი).

ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

დაჩქარებული მომსახურების  შემთხვევაში (განცხადების შეტანის დღეს)  ვადის ათვლა  იწყება განცხადების რეგისტრაციისთანავე  და სრულდება ამ დღის გასვლასთან ერთად.

დამატებითიინფორმაცია:

სხვა სახელმწიფოში შესრულებული დოკუმენტი ლეგალიზებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზაცია არ მოითხოვება: 

2007 წლის 14 მაისიდან საქართველოსთვის ძალაში შევიდა ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენცია, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან, ჰააგის წევრსახელმწიფოების ტერიტორიაზე შესრულებული დოკუმენტები საქართველოს ტერიტორიაზე მიიღება ოფიციალური ორგანოების მიერ დამოწმებული სპეციალური შტამპით - აპოსტილით.
საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნა ძალაში რჩება საზღვარგარეთის ყველა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ არიან ზემოაღნიშნული კონვენციის წევრისახელმწიფოები.
სახელმწიფოების მიერ, რომლებიც აგრეთვე არიან მინსკის 1993 წლის ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლისსამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ" კონვენციის წევრისახელმწიფოები, გაცემული დოკუმენტები მიიღება ყოველგვარი დამოწმების (ლეგალიზაცია, აპოსტილი) გარეშე. 

თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.

დაინტერესებული პირის მიერ ინგლისურენოვანი ამონაწერის მოთხოვნის შემთხვევაში 20 ლარი ემატება მომსახურების იმ საფასურს, რომელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომ­ზადება.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge   , საჯარო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან.