ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრი უსაფრთხოების ინოვაციური სისტემის ბლოკჩეინ სისტემის გამოყენებას იწყებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უძრავი ქონების ბლოკჩეინ სისტემით რეგისტრაციის საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის კომპანიის Bitfury Group-ის ტექნიკური სპეციალისტები საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის ჩარჩოსა და პირველი ეტაპის ფორმირებაზე იმსჯელეს.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის მსოფლიოს უახლეს და უსაფრთხო ბლოკჩეინ სისტემას გამოიყენებს. შესაბამის მემორანდუმს საჯარო რეესტრსა და Bitfury Group-ს შორის ხელი უკვე მოეწერა. პროექტის განხორციელების შედეგად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი უახლესი ტექნოლოგიით იქნება დაცული, რაც პროცესის უსაფრთხოებას, გამჭვირვალობასა და სანდოობას უზრუნველყოფს. ამავდროულად, ქონების ყიდვა-გაყიდვა კიდევ უფრო მოქნილი გახდება, ქვეყანაში კი ეკონომიკური განვითარების ახალი პოტენციალი გაჩნდება.

Bitfury Group-ის დაინტერესება და პარტნიორობის სურვილი საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებულმა ინფრასტრუქტურამ და Doing Business-ში ქვეყნის წამყვანმა პოზიციამ განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ელექტრონული ვალუტა „ბიტკიონი“სწორედ ბლოკჩიენ სისტემას იყენებს. მისი ყველა ტრანზაქციის გამჭვირვალობას, დაცულობასა და მოქნილობას ბლოკჩეინ ტექნოლოგია უზრუნველყოფს.