სამოქმედო გეგმის განხილვა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თანამშრომლობის ფარგლებში კონკრეტული სამოქმედო გეგმა დასახეს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 20 აპრილს სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას საინჟინრო გეოდეზიის, გეოინფორმაციის, კარტოგრაფიის, კადასტრის, სივრცითი ინფორმაციის, ტოპოგრაფიის, გრავიმეტრიის, საამზომველო/აგეგმვითი საქმიანობისა და მომიჯნავე მეცნიერებების მიმართულებით.

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - ელისო გელაშვილი, სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტის უფროსი - თეიმურაზ პაპავა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს განისაზღვრა სამოქმედო გეგმა და ჩაინიშნა ყოველთვიური შეხვედრები - ეფექტური თანამშრომლობისათვის.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შრომით ბაზარს ბევრად კონკურენტუნარიან და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს შესთავაზებს.