საინფორმაციო შეხვედრა

საინფორმაციო შეხვედრა პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს წარმომდგენლებთან

ამზომველთა საერთაშორისო ფედერაციის (FIG-ის) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს წარმომდგენლებს შეხვდნენ.

მხარეებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის, დამისამართებისა და გეომონაცემების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მოლაპარაკების დასასრულს პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა პიოტრ უშინსკიმ ყურადღება გაამახვილა მიმართულებებზე, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის წარმომადგენლები, პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.