საერთაშორისო ასოციაცია (FIG)

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამზომველთა საერთაშორისო ასოციაციის (FIG) აფილირებული წევრი გახდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ, მონაწილეობა მიიღო ამზომველთა საერთაშორისო ფედერაციის (FIG-ის) მიერ ორგანიზებულ, რიგით 27-ე საერთაშორისო კონგრესში და ასოციაციის აფილირებული წევრი გახდა (პოლონეთი, ქალაქი ვარშავა).

საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავს პროფესიული პრაქტიკისა და სტანდარტების პოპულარიზაციას.

სააგენტოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ სესიებსა და სამუშაო შეხვედრებს, რომლის ფარგლებში განიხილეს საამზომველო საქმიანობა, მიწის ადმინისტრირების სიახლეები, თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები. საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელმა.

ვიზიტის ფარგლებში, ადმინისტრაციული დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურმა წარადგინა მოხსენება ინტეგრირებული გეოსივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის (IGIF) შესახებ. ასევე, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითრების" პროექტის მიწის ბაზრის კომპონენტის მენეჯერმა, ელენე გრიგოლიამ, კონგრესის მონაწილეებს გააცნო კვლევა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტთან და სამომავლოდ დაგეგემილი მიწის კონსოლიდაციის განხორციელებასთან დაკავშირებით.

კონგრესის დასასრულს FIG-ს პრეზიდენტმა, რუდოლფ სტაიგერმა , საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარომადგენელებს, FIG-ის აფილირებული წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.

ორგანიზაციის წევრობა სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს, საამზომველო საქმიანობის, გეოგრაფიული მონაცემებისა და მიწის ადმინისტრირების მიმართულებით გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკა და მიღებული გამოცდილებით კიდევ უფრო მეტად განავითაროს მომსახურების სფერო.