კონსულტაციის დღეები გრძელდება

„კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ გრძელდება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს პროექტს „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ .

ადგილზე მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ ვებპორტალზე: SLR.napr.gov.ge, მიიღონ სამართლებრივი კონსულტაცია და მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხი.

შეხვედრების მიზანია მოქალაქეებისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან, რეფორმით გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

პროექტის „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა: ონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და დაარეგისტრირებს კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და შექმნის მონაცემთა ერთიან ბაზას.

მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულიად უფასოა

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule

საინფორმაციო კამპანიის "კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში" განრიგი იხილეთ ბმულზე: https://napr.gov.ge/news/57