კონსულტაციის დღეები გრძელდება

„კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ გრძელდება

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს პროექტს „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ – მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეთათვის საკონსულტაციო დღეები მიმდინარეობს.

შეხვედრების მიზანია მოქალაქეებისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან, რეფორმით გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ ვებპორტალზე: SLR.napr.gov.ge, ადგილზე მიიღონ სამართლებრივი კონსულტაცია და მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხი.

პროექტის „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა: ქედის, შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის, ქობულეთის, წყალტუბოს, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და დაარეგისტრირებს კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და შექმნის მონაცემთა ერთიან ბაზას.

მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულიად უფასოა

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule

საინფორმაციო კამპანიის "კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში" განრიგი იხილეთ ბმულზე: https://napr.gov.ge/news/57