საჯარო გამოქვეყნება

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

16 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის ადმინისტრაციული ერთეულის ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge), slr.napr.gov.ge - ვებგვერდზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gurjaani.gov.ge), გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (საჯარო სკოლისა და საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში).

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 16 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.